მთვარე ლომში

მთვარე ლომში

წყარო: www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

მთვარე ლომში

გრძნობა + გაფორმება = ემოციონალური სახე

მნათობის ასეთი მდებარეობა ადასტურებს ცეცხლოვან ხასიათს, მკვეთრად გამოვლენილ პატივმოყვარეობას და გამოხატულ დამოუკიდებლობას. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება საკუთარი თავის პოზიორობისკენ, ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილება, ასევე _ გაბღენძილობა, მაღალფარდოვანება და თვითგამოხატვის პომპეზურობა. ასეთი ადამიანი ისწრაფვის ავანსცენაზე საუთარი თავის წინ წამოწევისკენ და ყველაზე წინ დგება. ილტვის ფუფუნებისკენ, ისწრაფვის ძალაუფლებისკენ, სწყურია სიამოვნებანი, მფლანგველი და ტრაბახაა. შესაძლებელია საკუთარი ძალების მკვეთრად გადაჭარბებული შეფასება და საკუთარ თავზე გადაჭარბებული აზრის ქონა. ყალიბდება ქედმაღლობა, მედიდურობა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სხვების მოტყუების უნარი, გაუცნობიერებელი სიამაყე და გარშემომყოფებით მანიპულირების მცდელობა. პიროვნების ჰარმიონიული ჩამოყალიბებისას ადამიანი ავლენს იშვიათ ენთუზიაზმს, პასუხისგებლობისა და ვალდებულების შესაშურ გრძნობას, ასევე სრულყოფისკენ უდრეკ მისწრაფებას. ამის შემდეგ, შესაძლებელია, მას ვუწოდოთ ერთგული, კეთილი, გულუხვი და ადამიანების მიმართ ღრმა სიყვარულით აღვსილი. ეს ფაქტორი გვაუწყებს საკუთარი ღირსების, თავდაჯერებულობის და ყველაფერში მგზნებარების განსაკუთრებულ გრძნობას. ადამიანი დიდსულოვანი, გულისხმიერი, გულწრფელი და შრომისმოყვარეა. ფლობს საკუთარი მნიშვნელობის გამოხატულ გაგებას, საკუთარ თავს ინტუიციურად არისტოკრატად აღიქვამს, რომელიც დაბადებიდანაა მოწოდებული გარშემომყოფებს უხელმძღვანელოს.

ის _ ბრწყინვალე მსახიობია, რომელიც ისწრაფვის იმისკენ, რომ გარშემომყოფები დააწრმუნოს მისი იმ როლის სანდოობის სიმართლეში, რომელსაც ასრულებს, ამით კი ის, თითქოსდა, ცდილობს “გადაუთამაშოს-წინ გაუსწროს” სხვებს. ემოციურობა ხაზგასმული და გათვლილია. ჩვეულებრივ, უშუალოდ საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებასთან მიმართებაში არანაირ ეჭვს არ უშვებს. საკუთარ თავს მუდმივად ამაღლებს, წინ სწევს, მაშინაც კი, თუ ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ხანდახან თეატრალურად, დრამატულად იქცევა. საკუთარი პერსონის მიმართ გამოხატულ კრიტიკაზე უკიდურესად მგრძნობიარეა, სურს გარშემომყოფებისთვის ერთდროულად იყოს “მამიკოც და დედიკოც”, ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია პატივმოყვარეობა, დიდსულოვნება და განვითარებული ინტუიციური ნიჭი. მიზნის მიღწევისას ავლენს შესაშურ უდრეკობასა და გულმოდგინებას. ვერ ითმენს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნას, საპირისპირო სქესის მიმართ ავლენს ამაღლებულ ყურადღებას. აღმერთებს თანამდებობებსა და ტიტულებს, უყვარს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავება, შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ისწრაფვის მონაწილეობა მიიღოს დიდი მასშტაბების საქმეებში, თუ ცხოვრებაში ვერ იპოვის საკუთარი თავის საჭირო გამოყენების საშუალებას, თავს არაკომფორტულად გრძნობს. ფლობს კარგ ინტელექტს, რომელიც მიმართულია მაღალი მიზნების მიღწევაზე. მაღალი მგრძნობიარობა ერწყმის ამაღლებული სულიერი იდეალების მიღწევის წყურვილს. თამამია და მამაცი, ყვლაფერში, რაშიც ჩათრეული აღმოჩდება, დაჟინებული და ცეცხლოვანია. ასეთი ადამიანი მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობას. ფულად და სამსახურებრივ საქმეებში ავლენს უიშვიათეს კეთილშობილებასა და პატიოსნებას. მთლიანობაში მეგობრული და მშვიდობისმოყვარეა, განსაკუთრებით თუ ჰარმონიულ წრეშია. გონება ცოცხალი, განმჭვრეტელი და ჯიუტი აქვს. გამოხატულია ლიდერობისკენ მიდრეკილება და ორგანიზატორული უნარები. გულწრფელია სიყვარულში და ყურადღებიანია საკუთარი გარეგნობისადმი. ბუნება _ გახსნილი, ცეცხლოვანი, დიადი საქმეების და გრანდიოზული გეგმების წყურვილით აღვსილი. იღბლიანია ხელოვნებითა და პოლიტიკით დაკავებისას _ პროზაისტულ ყოველდღიურობაშიც კი. უყვარს სიამოვნებები, განსაკუთრებით თუ ხელს არ უშლის მის სოციალურ და ენერგეტიკულ ზრდას. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანი იწვევს ნდობას და პატივისცემას იმათი მხრიდან, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. ფლობს როგორც უახლოესი, ასევე შორეული მომავლის წინასწარ ხედვის ნიჭს, გონებამახვილია, მრავალმხრივად დაჯილდოებულია, უყვარს სიტუაციების კვლევა და ამოცანების ამოხსნა. ბუნებით _ კეთილისმყოფელი, მწყალობელი და რეფორმატორია.

მამაცი და შეუპოვარია, სამართლიანია ქვემდგომებთან მიმართებაში. დარწმუნებით (იმედიანად, ოპტიმისტურად) უყურებს მომავალს, არ აშინებს არანაირი სირთულე, რაოდენ დიდიც არ უნდა ჩანდეს ის. გადაწყვეტს რა, რომ რაიმე ქმედება უნდა განახორციელოს, უდრეკად და დაჟინებულად ცდილობს მის განხორციელებას. ხშირად მოქმედებს მაყურებელზე გათვლით. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სულიერი და სოციალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მდიდარ და ძლევამოსილ ადამიანებთან კავშირები. უყვარს არსებული ძალაუფლების დემონსტრირება, ფლობს სხვა ადამიანების ქცევებზე გავლენის ძალას, შეუძლია მიზანმიმართულად ჩამოაყალიბოს მათი აზრები და შეხედულებები. აღმერთებს საფუძვლის (მიღებული წესის) დამხობას და ბედის მიერ “მოხაზულ გეგმაში” ჩარევას. იშვიათად უფიქრდება იმას, საზოგადოება რას ფიქრობს მის ქმედებებზე. გახსნილია და დემონსტრაციული, ადვილად რისხდება, მაგრამ სწრაფადვე პატიობს წყენის მიმყენებლებს. გულუხვია საჩუქრებში, თავგანწირული მსახურებაში, მყარი პრინციპებში და უდრეკია მიზნისკენ სწრაფვაში. საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გავლენით ხანდახან კარგავს კეთილგონიერებას და ანალიზის უნარს.

საერთოდ ემოციები ძალიან შესამჩნევ გავლენას ახდენს გონებაზე, რაც ხშირად ადამიანს, განსაზღვრულ ადამიანებთან და კონკრეტულ საქმიანობაში, მოუთმენელს ხდის. ეს _ შესანიშნავი მებრძოლი, მაგრამ ძალიან ემოციური ხელმძღვანელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძნობების ცეცხლი ხელს არ უშლიდეს აღმქმელობას და საქმეების რეალურ მდგომარეობაზე დაკვირვებას. ადამიანი მონდომებული, მზრუნველია, ფლობს დიდ ძალოვან პოტენციალს. უყვარს ხმაურიანი ახალი კომპანიები, განსაკუთრებით თუ ხერხება ყურადღების ცენტრში აღმოჩენა. ვერ იტანს ისეთ სიტუაციებს, რომელშიც ვერ ამჩნევენ. უყვარს ფუფუნება, სიმდიდრე და პომპეზურობა. ძალიან სტუმართმოყვარეა, ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარს დღესასწაულებსა და სუფრასთან მონაწილეობის მიღება. ფლობს ბრწყინვალე მხატვრულ გემოვნებას, დიდებულად აღიქვამს ყველაზე ღრმა ხელოვნების ნაწარნოებებსაც კი. ახლობელი ადამიანების ერთგულია. საყვარელ საქმეს არაფრის დიდებით არ გაუშვებს ხელს. მისი ცხოვრება, ჩვეულებრივ, სავსეა როგორც ერთგული მეგობრებით, ასევე უდრეკი მტრებით, რომლებსაც იძენს საკუთარი თავის ზედმეტი იმედოვნების, სიუხეშის, კადნიერებისა და ქედმაღლობის გამო.

ხანდახან ღიად ტრაბახობს, უყვარს “ზღაპრების” მოგონება. ძლიერი სურვილი აქვს, სხვებზე ძალაუფლება ჰქონდეს და გარშემომყოფები “დაასაჩუქროს” ავტორიტეტულად გამოთქმული აზრებით. კარგი ინტელექტი ერწყმის მაღალ სულიერებასა და იდეალისკენ ძლიერ სწრაფვას. ამ ადამიანს შეიძლება ეწოდოს რომანტიკული და ჰუმანისტი, ძალიან ექვმედებარება ლაქუცს და მიდრეკილია ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციის დრამატიზებისკენ. მთელ ქვეყანაზე მეტად სურს სიყვარული და თავადაც უყვარდეთ. ძალიან პატივმოყვარეა, უყვარს პოზირება და საკუთარი გრძნობების სანახაობად გამოფენა. განვითარებული აქვს იუმორის გრძნობა, რომელსაც ხშირად იყენებს აქტიური მტრების დასათრგუნად.

 წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მთვარე იმყოფება მზესთან სტუმრად, ცეცხლის სტიქიის ნიშანში. ეს მზისეული მთვარე, ასე ვთქვათ, “ამოტრიალებულია პირუკუ – შიგნიდან გარეთ”.

მთვარე ლომში იძლევა გახსნილ ქვეცნობიერს, აქტიურობას, მიდრეკილებას სიტუაციის დრამატიზებისკენ, საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ ყურადღების მიპყრობის სურვილს, თანაგანცდის გამოწვევას. საერთოდ მზე იძლევა იმ შტრიხების გახსნას და გამოვლენას, რომელიც მეტად გამოვლენილია, მზე ამ ადამიანს უჩვენებს შინაგან სამყაროს, ამიტომ მთვარე მზესთან სტუმრად ხსნის შინაგან სამყაროს. ამიტომაც ეს ადამიანი განწყობლი იქნება ასეთ სიტუციებზე და, პირველ რიგში, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში აღიქვამს იმ ასპექტებს, რომელშიც შეძლებს საკუთარი შინაგანი სამყაროს გახსნას. ამიტომაც, ამ ადამიანის მიერ ცხოვრებაში ნებისმიერი სიტუაცია აღიქმება საკუთარი შინაგანი “მე”-ს გამოვლინებისა და შემოქმედების შესაძლებლობის წერტილიდან.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მას გაუჩნდეს მიდრეკილება დრამატიზმისკენ. ის _ თითქმის ყოველთვის ქვეცნობიერადაა მსახიობი. ცუდ შემთხვევაში, მას ექნება თეატრალურობის, პომპეზურობის შტრიხები. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია, ძლიერ იყოს გამოკვეთილი ისტეროიდულობა (ისტეროიდი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელშიც შედის დარღვევები, რომლებიც მოგვაგონებენ ისტერიულ დარღვევებს ან ისტერიულ ქცევებს, მაგრამ წარმოიქმნებიან არა ისტერიის ჩარჩოებში, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადების დროს. ხშირად ისტეროიდი ვითარდება თავის ტვინის საკმაოდ მსუბუქი დაზიანებისას (მაგ. ქალა – ტვინის მსუბუქი დაზიანების შემდეგ), მიმდინარეობს უხეში ინტელექტუალური დარღვევების გარეშე.ლალი დათეშიძე,არჩილ შენგელია.სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი), ანუ ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე სრულიად უაზრო რამეების თქმას: მაგალითად, მოყვება, რომ მან, თითქოსდა, რაიმე არაკეთილსინდისიერი ქმედებები _ დანაშაული _ ჩაიდინა, ანდა მოყვება რაიმე “ზღაპრებს”, ამასთანვე როცა ყვება, თავად ჯერა ის, რასაც ყვება. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ, ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან ძალიან ძლიერ ქვეცნობიერ სურვილს გარშემოყოფების ყურადღება საკუთარ შინაგან სამყაროზე მიმართონ და ადამიანები საკუთარი განცდების ფეროში ჩაითრიონ. ანუ ეს ადამიანი გაუცნობიერებლად ახდენს საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას ისე, რომ ადამიანებმა მასთან ერთად განიცადონ, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ ამას რაიმე ხელოვნური საშუალებებით მიაღწევს. საქმე იმაშია, რომ აქ მთვარე მზის სახლშია, ეს ვლინდება, თითქოსდა, მისი პრიზმის მეშვეობით და აქვს მზისეული შტრიხები, ხოლო მზეს მუდამ აქვს ცენტრში დაყენების ტენდენცია. ამიტომაც ალბათობაა, ეცადოს საკუთარი ქვეცნობიერის, საკუთარი შინაგანი სამყაროს წინ წამოწევა, საკუთარი განცდების სამყაროს ცენტრში დაყენება, რათა ყველა დანარჩენი ადამიანი მისი განცდების გარშემო ტრიალებდეს. ცუდ შემთხვევაში ეს ვლინდება ისტეროიდულობაში; საუკეთესო შემთხვევაში კი იძლევა სამსახიობო ნიჭს, ხიბლს, რამდენადაც ხიბლის სადუმლოება ზუსტად ქვეცნობიერის გახსნაში, საკუთარი განცდების გაზირების უნარშია დაფარული.

 სამედიცინო უკუჩვენებები. შესაძლებელია, ასეთი მთვარის მქონე ადამიანს დაუცველი ჰქონდეს გული, თუ მხოლოდ მზე არ იმყოფება ცეცხლოვან ნიშანში. მისთვის საკმაოდ სახიფათოა გულზე ძლიერი დატვირთვა, რადგანაც შესაძლებელია ინფაქტი ანდა გულის უკმარისობა. შეიძლება შეიმჩნეოდეს რადიკულიტი, სისხლის ცირკულაციის დარღვევა, გულის სისხლძარღვთა შეტევები (სპაზმები), ხერხემლის დაავადებებისკენ, გულმკერდის ნაწილების (წელამდე) და კანის დაავადებებისკენ მიდრეკილება.

მთვარის ლომის ნიშანში ტრანზიტისას უკუჩვენება აქვს ბეჭისა და გულ-მკერდის არეში ოპერაციებს. გარდა ამისა, უკეთესია თუ უაზროდ არ დახარჯავს ფიზიკურ ძალებს, რადგანაც ამას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ფიზიკური ენერგიის ხარჯვა. ენერგიის ასეთმა ხარჯვამ კი, შესაძლებელია, გამოიწვიოს ავადმყოფობა. ამიტომაც, საერთოდ მთვარის ლომში ტრანზიტისას ფიზიური ძალები საჭიროა ეკონომურად დაიხარჯოს.

ასეთი ტრანზიტებისას შეიძლება ჩატარდეს ყველა სახის სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნერვიული სისტემის (კრუნჩხვა, კანკალი) მკურნალობა, რეკომენდირებულია ფეხის მუხლის, სისხძარღვთა დაავადებების, მხედველობის ორგანოების დაავადებების მკურნალობა.

 წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) 

თუ მზისეული ლომი წყნარად (თავისებური სიამაყითაც კი) თავისთვის იტყვის: “კი, მე საკუთარი თავის მოყვარე ვარ და მუდამ პირველობა მსურს”, მთვარისეული ლომი თავისთვის არასდროს იტყვის იგივეს, რადგანაც ეს მისი ფარული მიზანი და ინტიმური სურვილია, რომლის ასრულებასაც დაჟინებით, გაუცნობიერებლად ეცდება, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს.

მთვარისეულ ლომს პირადი შექება ჰაერივით სჭირდება; მის გარეშე ის ინავლება, შექებისას კი იფურჩქნება. ჰარმონიული მთვარე ლომის ნიშანს აძლევს ბედისგან განებივრებას, ყველაფრისადმი გულგრილობას, გარდა ლაქუცისა; დაზიანება ამ ადამიანს აძლევს საზოგადოებრივი არაღიარების უძლიერეს კომპლექსს და რეალობის შესწავლის იმპულსს და მასთან საკუთარი ჭავლის (არხის) ადაპტაციას. შესაბამისი დამუშავებისას დაზიანებულ მთვარისეული ლომს შეუძლია კარგი დრამატული მსახიობი გახდეს _ სცენაზეც და ცხოვრებაშიც; მისი უქონლობისას (დაუმუშავებისას) _ ამ ადამიანის ქცევა პრიმადონას ჭირვეულ (კაპრიზულ) ქცევებს ჰგავს.

მთვარისეული ლომი გარეგნულად უფრო მყარია, ვიდრე მთვარისეული ვერძი, მისი კრიტიკით “მოცელვა” უფრო რთულია; გარდა ამისა, ლომი კრიტიკისგან უფრო მეტად იტანჯება: პირველ რიგში, ვერძი ადვილად გადაერთვება, მეორე რიგში, ლომს სჭირდება პირადი აღიარება, ხოლო ვერძს _ საქმის და არა მისი პიროვნების აღიარება.

 წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას აძლევს საკუთარ თავში დარწმუნებულობას, კეთილშობილებას, ერთგულებას, დიდსულოვნებას, ფულად საკითხებში გულუხვობას, სითბოს, კეთილსინდისიერებას, ამაღლებული აზრების სახეს, ამაღლებულ და კეთილშობილ გრძნობებს, უბრალოებასა და გულთბილობას. უდრეკი, ცოცხალი, გონებახვილი და ცხოვრების სიხარულით სავსე ადამიანია კარგი ორგანიზატორული უნარებით. ასევე, აძლევსG გრძნობებში გულწრფელობას, წარმატებისა და დიდების სიყვარულს, პოპულარობას, პედანტობას ჩაცმაში და გარე სახეზე ზრუნვას. ძალიან აკურატულია ქცევებსა და ქმედებების სახეებში. ალალ-მართალი (გულწრფელი) ბუნება აქვს. ხელოვნების, სიამოვნების, სპორტის, თამაშობების, გართობის სიყვარულს. ეს მდებარეობა _ იწვევს ნდობას, პატივისცემას, პასუხისგებლობას, სოციალურ წარმატებას.

თუ მთვარე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება თავდაჯერებულობა, ქცევის მანერულობა, გართობის სიყვარული, პატივმოყვარეობა; ის ლაქუცის ანკესზე ეგება, გადაჭარბებულად ზრუნავს გარეგნობაზე; მისთვის დამახასიათებელია თავქარიანობა და არასაიმედოობა, თვითნებობა, ბრძანებლობის სიყვარული, ემოციური თავშეუკავებლობა, სიუხეშე, წყენიაობა, ვნებიანობა, მფლანგველობა, თავქარიანობა, თავგადასავლების სიყვარული, გადაჭარბებული მიმდობობა, უსამართლო მსჯელობები, ეჭვიანობა, დიდგულობა, ყოყოჩობა, მედიდურობა, ქედმაღლობა, რიხიანობა, ეგოისტურობა, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა, გამცემობა, თავნებობა, დემონსტრაციული მოქცევა, სცენების მოწყობის სიყვარული, მოუთმენლობა, მიდრეკილება იმპულსური გამოხტომებისკენ, გადაჭარბებულადაა განვითარებული ავადმყოფური წარმოსახვა, ილუზიებში ჩავარდნისკენ მიდრეკილება და მოტყუების მსხვერპლად გახდომა, ამაღლებულია მგრძნობიარობა, აღმქმელობას მიჰყავს აუხსელ ქცევებამდე, ბოჰემური სახის ცხოვრების წესამდე, ესთეტურობა და ელიტურობა, დახვეწილი გემოვნება, ფუფუნება.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიქოს ნიშნებში)

ეს ადამიანი საკუთარი სულიერი სითბოთი, სიყვარულით და კეთილშობილებით, იმ ადამიანებში ვინც უყვარს, აღვივებს მიჯაჭვულობის და ერთგულების გრძნობებს. ეს ძალიან კარგია, რადგანაც იგი არასდროს დათანხმდება არაფერს ამაზე ნაკლებს! მას სჭირდება, რომ გააღმერთონ, თაყვანი სცენ და საპასუხოდ გასცემს მზრუნველობას, სითბოსა და ყურადღებას. ძლიერ განვითარებული აქვს სიამაყის გრძნობა, მისთვის აუცილებელია აღიარება და დაფასება. ყველაზე ღრმა ჭრილობას აყენებენ ისინი, ვინც მის მიმართ ყურადღებას არ ავლენენ. გახსნილი, გულწრფელი, მოწესრიგებული ადამიანია და ვერ იტანს ვერანაირი სახის იმ თამაშს, რომელსაც უსინდისო ადამიანები იყენებენ.

სიამაყე, თეატრალურობისკენ მიდრეკილება და სურვილი _ იყოს ყურადღების ცენტრში. აღფრთოვანების, აღიარების, რომანტიკისა და სიმპატიების წყურვილი აქვს. უყვარს ბავშვები, საღამოებზე მიწვევა, ხელოვნება, სპორტი, გართობები. უყვარს მბრძანებლობა, განსაკუთრებით სახლში, შეუძლია აუტანელი გახდეს. სიყარულის და საყვარლად ყოფნის სურვილი გასხივოსნებულსა და ყურადღებიანს ხდის. ცხოვრების გზაზე ბევრი წარუმატებლობა ხვდება. ფიზიკური სისუსტეები: გულის დაავადებები, კონვულსიები, საყმაწვილო დაავადებები (მაგალითად, წითელა, ყბაყურა და სხვა), კანის დაავადებები, სისხლის ცუდი ცირკულაცია, სისხლის დაინფიცირება.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

ლომი _ მამაკაცური, “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომელსაც მართავს მზე _ პლანეტების მეფე. ადამიანი, მთვარით ლომში, როგორც წესი, გადაწყვეტილებების მიღებაში თამამი და მამაცია. ასეთი ადამიანებისგან დგებიან კარგი ლიდერები. დიდსულოვნები, ქვემდგომებთან მიმართებაში სამართლიანები არიან. საკუთარ თავზე მაღალი აზრი აქვთ, გრძნობენ, რომ დაბადებულნი არიან საზოგადოებაში დიდი როლის შესრულებისთვის. დარწმუნებით (ოპტიმისტურად) უყურებენ მომავალს, გადაწყვეტენ რა რაიმეს გაკეთებას, საკუთარ გადაწყვეტილებაში მყარები არიან. ხანდახან მოქმედებენ მაყურებელზე გათვლით, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. კარგად მოქმედებენ, თუ დაკავშირებულნი არიან მდიდარ ანდა გავლენიან ადამიანებთან, ასევე ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, რომელიც მაღლა, სიამაღლეზე მდებარეობს. ამ ადამიანებს თავები ძალაუფლებიანად უჭირავთ, ეგოისტურები არიან, ფლობენ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის ძალას, აყალიბებენ მათ შეხედულებებს. ისინი ძალიან განსაკუთრებულადაც არ მისდევენ დაწესებულ ტრადიციებს და არ ზრუნავენ იმაზე, თუ რას იფიქრებს საზოგადოება მათ ქმედებებზე. აქვთ გახსნილი და დამოუკიდებელი ხასიათი, სწრაფად რისხდებიან, მაგრამ სწრაფადვე პატიობენ.

ბრიჰატ-ჯატაკის ძველი ტექსტი ამბობს, რომ მას, ვისაც მთვარე ლომის ნიშანში აქვს, ექნება გამაღიზიანებელი ხასიათი, ფართე სახე და დიდი ღაწვები, ყავისფერი თვალები;

მას ცოტა შვილი ეყოლება. ასეთი ადამიანები საპირსპირო სქესისადმი მიზიდულობას განიცდიან, უყვართ ცხოველური საკვები, დადიან ტყეებსა და მთებში, დიდი ხნით ბრაზდებიან უაზრობებზე, იტანჯებიან შიმშილისგან, წყურვილისგან, მუცლისა და კბილის ტკივილებისგან. გულუხვები არიან საჩუქრებში, მამაცები _ ბრძოლებში, უდრეკები _ საკუთარ პრინციპებში, ქედმაღლები და საკუთარ დედაზე მიჯაჭვულები. საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გავლენის გამო შეიძლება დაკარგონ კეთილგონიერება და ანალიზის უნარი, განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომელიც დაკავშირებულია ცოლთან და ბავშვებთან. გულმოდგინენი არიან, შეიძლება ჰქონდეთ დაკვირვებისა და აღმქმელობის მნიშვნელოვანი უნარი, მაგრამ მათი ემოციები შესამჩნევ გავლენას ახდენს გონებაზე და ამას შეუძლია ზოგიერთ საკითხებში მოუთმენლებად აქციოს. ცეცხლის ელემენტი, რომელიც ლომს აქვს, ერწყმის მთვარის მენტალურ ბუნებას, ქმნის მოუსვენარ გონებას და იძლევა მეომრის შესანიშნავ ხასიათს.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ამაყი, რამდენადმე თეატრალური ადამიანია, რომელსაც სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სწყურია აღფრთოვანება, რომანტიკა და სიმპატიები. უყვარს მბრძანებლობა, განსაკუთრებით სახლში; ეგება ლაქუცის ანკესზე. სურს ჰყავდეს კარგად აღზრდილი შვილები და ჰქონდეს მყუდრო, კარგი მეურნეობით, სახლი.

 წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

გულახდილობა, შეხედულობათა სიფართოვე, თავდაჯერებულობა, ორგანიზატორული უნარები, პოპულარობა. მთვარეს ლომში უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, “ბრწყინვალება”: სული მიპყრობილია გარე სამყაროზე. საკუთარი თავის მიმართ დარწმუნებითაა განწყობილი: ალბათ, ადამიანი მართალიცაა, ოღონდაც თუ საკუთარი სულის გახსნისას სიმორცხვე არ შეიპყრობს; და მაშინაც კი, თუ არ ავლენს მისთვის დამახასიათებელ არტისტიზმს, მუდამ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, მისი სულის მიღმა რაღაც იმალება (თუმცა, შესაძლებელია, იგივე საიმედოობის ხედვა იყოს, როგორიც აქვს მთვარეს კუროში: მაგრამ ამ ეფემერული მნათობის (მთვარის) გამოვლინება მატყურაა, და განსხვავდება მზისგან მიცემული ხარისხობრივი თვისებებისგან). ეს მდებარეობა ნაყოფიერია მწერლებისთვის _ რომლებსაც აქვთ მომავლის ოპტიმისტური ხედვა, _ განმჭრეტელი ადამიანისთვის (ჩერნიშევსკი, სენტ-ეგზიუპერი), პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, რომლებიც საკუთარი პიროვნებისადმი მასებს განაწყობენ (მახათმა განდი, ასევე მაო ძე დუნი და ასევე გორბაჩოვი). ასევე გამოარჩევს ნაციონალურ გმირებსაც (გაგარინი, ჩკალოვი), რომლებიც ცხოვრებაში მთელ საქმეზე არამარტო პასუხისმგებლობას ატარებდნენ, არამედ მსოფლიო აღიარებასაც იღებდნენ. მთვარე ლომში გახსნილია ყველა გრძნობით, აღმქმელია მდიდრული შეგრძნებებისა და ფერების მიმართ. ეს მდებარეობა დაეხმარა ვრუბელს (თევზის ნიშანი – მზით) რთულ ფერთა შერწყმის გამოხატვაში.

თუ კირჩხიბი მიდრეკილია ბუნერივი გამმის გამოყენებისკენ, მთვარე ლომი ისწრაფვის გადმოსცეს საკუთარი შეგრძნებები. მის “სამეფო ღირსებას” აკნინებს და თრგუნავს ემოციების სიღარიბე და ერთსახოვნება (მომდევნო ნიშნის მახასიათებელი). ყოფიერებაში ის იძლევა ლამაზი საგნებისადმი და ფუფუნებისადმი სიყვარულს: ადამიანი ისწრაფვის, მის სახლს ჰქონდეს საკმაოდ მდიდრული და მისაღები სახე და ჩანდეს სასახლედ.

 წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

მგრძნობიარობა ხდება ნაკლებ ინტუიციური, სამაგიეროდ ადვილად პოულობს გარე გამოხატვის საშუალებებს, უფრო მეტად ახდენს გარეგნულზე გამოხმაურებას. ქალს აუცილებლად სურს მოწონება, გაღმერთება, ბრწყინვალება, მაგრამ ღირსებითა და დახვეწილობით. კაცს იზიდავს ბრწყინვალე ქალები, რომლებიც შესახედაობით გამოირჩევიან.

ორივე სქესისთვის დამახასიათებელია ფუფუნების, ლამაზი საგნების და ხელოვნების გემოვნება და სიყვარული.

წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე ცეცხლოვან ნიშნებში _ იძლევა საკუთარი თავის იმპულსურ გამოხატვას, მიდრეკილებას საკუთარი მოწყობის შესაბამისად სამყარო ცვლისკენ, ადამიანებთან და გარემოებებთან მორგების, შეგუების სურვილის არ ქონას.

მთვარე ლომში. მზისეული მთვარე. იძლევა გახსნილ ქვეცნობიერს, მსახიობობას, მიდრეკილებას სიტუაციის დრამატიზებისკენ, საკუთარი შინაგანი სამყაროსადმი ყურადღების მიპყრობას, თანაგანცდის გამოწვევას. მისწრაფებას მბრძანებლობისკენ, მფარველობისკენ.

 საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნული ბავშვი)

მხოლოდ მე გამიგონე!

მხოლოდ მე დამაკვირდი!

გიყვარვარ? შესანიშნავია!

ახლა გამიშვი. არ მოიწყინო!

ამ ბავშვს ნამდვილად სჭირდება “რამპის სინათლე”. თავს უფრო ბედნიერად და დაჯერებულად გრძნობს, როცა ყურადღების ცენტრშია. აპლოდისმენტები, წახალისება, აღფრთოვანება და კომპლიმეტები “მის უდიდებულესობას” გაუღვივებენ დიადი მიღწევებისკენ სწრაფვას. თქვენ უფრო ადვილად მიაღწევთ რაიმე შედეგს წახალისებისა და მოწონების გზით, ვიდრე დასჯით; მაშინაც კი, თუ მის დასჯას აპირებთ, მხედველობაში გქონდეთ ეს. კრიტიკა მინიმუმადე დაიყვანეთ, მიმართეთ იგი კონკრეტულ ქცევაზე და არა ბავშვის ხასიათზე და დამატებით წაახალისიეთ მოწონებითი სიტყვებით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოწონების ღირსად იგრძნოს თავი, ასე რომ, თუ თქვენი კრიტიკა კონსტრუქციულია, ხოლო მის მიმართ პატივისცემა და მისი მოსწრების შესაძლებლობა არ ექვემდებარება ეჭვს, მაშინ შეძლებთ პატარაში ყველაზე საუკეთესო მხარეებია გამოვლინებას. ეს ბავშვი ფლობს ნებისყოფასა და დაჟინებულობას იმისთვის, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ, გაიგოთ, რომ ამ ბავშვს აქვს ყურადღების უდიდესი მოთხოვნილება და თუ ვერ მიიპყრობს კეთილგანწყობილ ყურადღებას, შესაძლებელია, უარყოფითი ქცევებით მოითხოვოს ყურადღების მიქცევა, რამდენადაც ეს ერთადერთი გზაა _ იყოს შემჩნეული. მას შეუძლია ისწავლოს სცენის დაკავება და როცა საჭიროა სხვებისთვის მისი დათმობაცა და კულისებიდან მხარდაჭერის გამოხატვაც კი, ოღონდაც კულისებში ძალიან დიდი ხნით დგომა, მას არ გააბედნიერებს.

მხოლოდ ერთია, როცა ყველას თვალები მასზეა მიპყრობილი, შესაძლებელია, უხერხულობის განცდა დაეუფლოს, ამიტომ პატარას დასჭირდება ბევრი გამხნევება და კეთილგანწყობა, რათა უხერხულობა დასძლიოს და თავიდან სცადოს.

აუცილებლად გჭირდებათ მისი მაქსიმალური წახალისებით, განმხნევებითა და უკურეაქციით, ასევე, სიყვარულით უზრუნველყოფა, რათა ამით ის საიმედო საფუძველი მისცეთ, რომელზეც შეძლებს საუკეთესო სახით “ბრწყინვას”. მიეცით შესაძლებლობა იპოვოს კონკრეტული სცენა, რომელზეც თავს მოხერხებულად იგრძნობს. სხვა მშობლებთან ერთად შეუქმენით სათამაშო ჯგუფი. გაიგეთ შემოქმედებით სკოლამდელ დაწესებულებაზე; მოძებნეთ შესაძლებლობა პატარა მცირე ასაკიდანვე დაესწროს ცეკვის საბავშვო ჯგუფებს, თეატრალურ სტუდიებს. შეუქმენით “საგარდერობო” საკუთარი ძველი ტანსაცმლისგან და აქსესუარებისგან და წაახალისეთ _ დაუპატიჟეთ მეგობრები მასკარადზე, გაითამაშეთ საკუთარი პატარა სცენები. იპოვეთ დრო მასთან თამაშისთვის, გამოიგონეთ ისტორიები, თამაშები, შეეჯიბრეთ სპორტში. თქვენ პატარას აუცილებლად სჭირდება სხვებთან ერთად რაიმეს კეთება.

ყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

ასეთი ბავშვების ხასიათი ნაზი და ალერსიანია. მათ შეუძლიათ სიყვარული, მაგრამ ამავდროულად ითხოვენ საპასუხო სიყვარულსაც. სჭირდებათ მუდმივად იმის დამტკიცება და დადასტურება, რომ ისინი საყვარლები არიან. შეეცადეთ ასწავლოთ გარშემომყოფების აზრისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის დაფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღიარებას ნებისმიერი მისაღები გზით შეეცდებიან. მათ სურთ საკუთარი თავი უფრო მეტად განსაკუთრებულებად და საჭიროდ იგრძნონ. აუხსენით, რომ ეს გრძნობა, პირველ რიგში, უნდა განვითარდეს თავად მასში.

ასეთი ბავშვები გულუხვები არიან და აქეთ-იქით “ფლანგავენ” არამარტო საგნებს, არამედ დროსაც, მაგრამ, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია დადებით შტრიხად ჩაითვალოს, გადაჭარბებულად გამოვლენის შემთხვევაში, უკვე ექსტრავაგანტურობაზე უთითებს.

აუხსენით განსხვავება და ასწავლეთ თვითდისციპლინა. ძალიან მგრძნობიარენი არიან და ადვილად სწყინთ. ეს, პირველ რიგში, შინაგანი დაურწმუნებლობიდან და გარშემომყოფების მოწონების ძლიერი მოთხოვნილებიდან მოდის. რამეთუ მათ უყვართ, როდესაც ეს ყველაფერი მათ უნარიანს ხდის. რაც უფრო მეტად კარგად ფიქრობენ საკუთარ თავზე, მით უფრო მაღალია მათი შინაგანი თვითშეფასება და მით უფრო ძნელია მათი წყენინება. უთხარით, რომ უგებთ და გესმით მისი მოთხოვნილებების იყოს თვითმყოფადი, მაგრამ ისიც აუხსენით, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ ზუსტად იგივე უფლება.

როცა ასეთი ბავშვების პატივმოყვარეობა კუთხეშია მიმწყვდეული, ისინი ეგოისტურები, ქედმაღლები, თავისთავზე დაიმედებულნი და ჯიუტები ხდებიან. შეეცადეთ გამოუმუშავოთ თვითდისციპლინის უნარი და ასწავლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი. მეორე მხრივ, ბავშვები, მთვარით ლომში, კეთილშობილნი, პატიოსნები, ერთგულები არიან და აქვთ კარგი ხელმძღვანელებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა. ისინი ცდილობენ საერთო ფონზე გამოკვეთას და, როგორც წესი, ამას ახერხებენ კიდეც. უყვართ ადამიანებს შორის ყოფნა, გარშემომყოფების ყურადღება ჰაერივით აუცილებელია, მათ გარეშე თავებს გაღიზიანებულად და უბედურებად გრძნობენ.

სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთ ბავშვებს გადაჭარბებისკენ ჰქონდეთ მიდრეკილება. მოეკიდეთ ძალიან სერიოზულად და შეეცადეთ ამ თვისების გამოვლინება მინიმუმადე დაიყვანოთ. თუ ბავშვს სურს მომავალში კარგი ხელმძღვანელი გახდეს, მას სჭირდება ცხოვრებაზე უფრო ადეკვატურად ყურება და, როგორც მინიმუმი, ღიად გამოხატული ტყუილისთვის თავის არიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარშემომყოფები უბრალოდ აღარ ენდობან. აქვე, თავად მას ამ მავნე ჩვევასთან გამკლავება უჭირს _ აქ საჭიროა საკმაო სიამამაცე.

ბავშვებისთვის, რომლებიც დაბადებულნი არიან მთვარე ლომის ქვეშ, სიამაყე _ ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა. საკუთარი ღირსების გრძნობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასზეა დამოკიდებული მათი ცხოვრების აღმქმელობაც. შეეცადეთ არ დაივიწყოთ ამის შესახებ, რადგანაც ყველაზე საუკეთესო საშუალება _ აიძულოთ რაიმე არასასურველზე უარის თქმა _ ეს კუთხეში მიიმწყვდიოთ მათი საკუთარი თავის სიყვარული. მხოლოდ ერთია, კრიტიკა საჭიროა ძალიან ფაქიზი იყოს, სასხვათაშორისო, ორ კომპლიმეტს შორის მოქცეული. და კიდევ, არ დაივიწყოთ ხაზი გაუსვათ იმას, რომ საკუთარი ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში ისინი უფრო უკეთესნი გახდებიან და ამით უეჭველად მიაღწევენ გარშემომყოფების მოწონებას (რომელიც ასე სწყურიათ).

მათ ხშირად იზიდავთ თეატრი. აღმერთებენ სცენას, თამაშს, აქ მათი დრამატული უნარები იფურჩქნება, ყვავის, ამას დამატებული, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები… უყვართ როცა ეფექტურად გამოიყურებიან, ასევე უყვართ ფუფუნება. შეუძლიათ შეაფასონ ნამდვილი ხელოვნება და თავადაც ფლობენ შესაშურ ნიჭს. მსახიობის ცხოვრება _ ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ბედნიერებას მოუტანთ. უყვართ ძალიან მხიარულად დროის გატარება და, უნდა მიაგოთ სათანდო, ეს მათ შეუძლიათ.

შეეცადეთ დაანახოთ, როგორ აფასებთ და პატივს სცემთ საკუთარ შვილს, მას შინაგანი სიმშვიდისთვის ეს უბრალოდ ჰაერივით სჭირდება.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top