მამაკაცი მთვარით ვერძი
სულ არა არის აუცილებელი, რომ ეს მამაკაცი ვერძივით იქცეოდეს, მაგრამ გარკვეული ვერძული თვისებები მისთვის დამახასიათებელი იქნება. თან ზუსტად ამ თვისებებს გამოავლენს თქვენთან ურთიერთობის დროს. მაგალითად თუ მზით ქალწულია, სამსახურში ის მოიქცევა როგორც ქალწული, ხოლო თქვენთან ის “ვერძი” იქნება.
მამაკაცი ვერძი მთვარით დაგიწყებთ დევნას, სანამ მიზანს არ მიაღწევს. მიზანი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა – დაწყებული იქიდან რომ სურვილი ექნება თქვენი სახით შეიძინოს სასიამოვნო თანამოსაუბრე, დამთავრებული იმით, რომ შეეცდება “ლოგინში შეგითრიოთ”. მიზანი კი აუცილებლად იქნება, ის დამოკიდებულია მთავრის განლაგებაზე ჰოროსკოპის სახლში. ასე, რომ, როდესაც იგრძნობთ ყურადღებას ამ მამაკაცისგან მაშინვე ნუ მოიხიბლებით, შეიძლება მას უბრალოდ აინტერესებს სად “შეიძინეთ ქუდი” რომ მერე მასეთივე აჩუქოს სხვა ქალს.
მაგრამ დავუშვათ რომ მისი ყურადღების ობიექტი ხართ თქვენ და არა თქვენი ქუდი. როგორ მოვიქცეთ მასთან?
მამაკაცს მთვარით ვერძს სურს, რომ მისი მოთხოვნები შესრულდეს სწრაფად. მას შეუძლია უბრალოდ გაწყვიტოს თქვენთან ურთიერთობა თუ დიდხანს იფიქრებთ: წახვიდეთ თუ არ წახვიდეთ, დათანხმდეთ თუ არ დათანხმდეთ …. და ა.შ. სასიყვარულო ურთიერთობებში მას მუდმივად სჭირდება “ირბინოს” სადღაც და განიცადოს ახალი შეგრძნებები . თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისცეთ მას მუდმივად ახალი შეგრძნებები – “გუდბაი ლედი” … მრავალფეროვნებისთვის შეიძლება მოგიწყოთ სკანდალი იმ მიზეზით, რომ არ აქცევთ მას სათანადო ყურადღებას, იმიტომ რომ არ სცემთ პატივს და ა.შ.
პოპულარული წყაროები წერენ: “რომ ამ მამაკაცს წინააღმდეგობები აძლევენ შთაგონებას ” კი მასეა, იქამდე სანამ წინააღმდეგობას – ანუ თქვენ, არ მოერევა. როცა დაგამარცხებთ მიხვდება რომ დასაძლევი უკვე არაფერია და გაეშურება ახალი წინაღობების გადასალახად. როგორ დააკავოთ ის? ამისთვის დააკვირდით სატურნის მდებარეობას მის და თქვენ ჰოროსკოპში.
მამაკაცი მთვარით კურო
ძალიან ემოციური და ფიცხია, როგორც მამაკაცი მთვარით ვერძში. ის არ დაგიწყებთ დევნას, უბრალოდ ყველა ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებს, რომ თქვენ ცხვირწინ იტრიალოს ისე, თითქოს რაღაცას ელოდება. ეს მამაკაცები მოთმინებით გამოირჩევიან, არ უყვართ ჩხუბი. ოჯახური უსიამოვნებები დიდხანს შეუძლიათ უსიტყვოდ განიცადონ.
პოპულარული წყაროები წერენ: თუ კუროს თვისებების მატარებელი მამაკაცის მოთმინება ამოიწურა, ის წავა და გამორიცხულია რომ აზრი შეიცვალოს. ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს . თუ სატურნი მის ჰოროსკოპში ქმნის კვიკონსს ვენერასთან ან მთვარესთან, ამ ასპექტს შეიძლება დავარქვათ “აქეთ-იქეთ” და თქვენი მამაკაცი ივლის წინ და უკან .
თუ თქვენ შეუქმნით სტაბილურობის განცდას და მას ექნება ხვალინდელი დღის რწმენა . აგრძნობინებთ რომ არ ხართ მფლანგველი, გეხერხებათ ეკონომია, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. ასევე, მოგიწევთ გახდეთ კარგი მზარეული იმიტომ, რომ მშიერი მთვარე კურო ძალიან გაბოროტებული ხდება.
მამაკაცი მთვარით ტყუპები
მათთვის მთავრია – ინტელექტუალური საუბრები. ხშირად ისინი ინტელექტუალური საუბრების მიღმა მალავენ თავის “სიცივეს”. ამიტომ თქვენს წინაშე შემდეგი საკითხი დგება: გაჰყვეთ მას ცოლად რათა იყოთ მისთვის ინტელექტუალი თანამოსაუბრე თუ …… ?
თუ არაფერი გექნებათ მასთან სალაპარაკო, მამაკაცი მთვარით ტყუპები ჯერ დაგაიგნორებთ, შემდეგ დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ოჯახური ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და მაშინვე წავა, როგორც კი თქვენზე უკეთეს თანამოსაუბრს იპოვნის.
რა უნდა გააკეთოთ რომ მისი ინტერესი თქვენს მიმართ არ განელდეს? მგონი ისედაც ნათელია. მაგრამ რაზე უნდა ესაუბროთ? ნახეთ მისი მერკურის მდებარეობა.
მამაკაცი მთვარით კირჩხიბი
მამაკაცი ასეთი მთვარით აფასებს სინაზეს, მზრუნველობას და ერთგულებას. მას სურს რომ თქვენ უთანაგრძნოთ, მასთან ერთად გადაიტანოთ ყველაფერი ის, რაც მის თავს ხდება. თუ ის ამას ვერ იპოვნის თქვენ ურთიერთობებში, სხვა დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია.
მას უყვარს როცა მუდმივად უმზადებენ რამე გემრიელს. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა რომ ჭამა მისი ცხოვრების აზრია; თუმცა თუ ცუდი მზარეული ხართ, მის პატივისცემას ვერ ეღირსებით.
მამაკაცს მთვარით კირჩხიბში ოჯახში უყვარს მშვიდი, კომფორტული გარემო. მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა მას აღიზიანებს და ნერვიული ხდება.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თუ გსურთ “გამოიჭიროთ” ეს მამაკაცი. დაუმეგობრდით მის დედიკოს ან თავი მოჩვენეთ რომ მეგობრობთ.
მამაკაცი მთვარით ლომი
მოემზადეთ გახდეთ თეატრალური სანახაობების მაყურებელი, რომელსაც ის გაითამაშებს თქვენს წინაშე. რა თემაზე იქნება “სპექტაკლი” დამოკიდებულია სახლზე და იმ ნიშანზე, რომელშიც მისი მთვარე ან მზე მდებარეობს.
თუ თქვენ არ აღფრთოვანდებით მისი სპექტაკლებით, ის წავა უფრო უკეთესი “აღქმის” მქონე მაყურებლების საძებნად, მაგრამ მანამდე დაწვრილებით აგიხსნით, რომ ახლანდელი “მაყურებელი” ანუ თქვენ არ მოსწონხართ .
აქ ყველაფერი მარტივია , იწავლეთ დროულად ტაშის დაკვრა და ყვირილი – “ბის!”
ჰო აი კიდევ რა – მამაკაცებს მთვარით ლომში ძალიან არ უყვართ როცა მათი საყვარელი ქალი ცუდად გამოიყურება. იმ მხრივ არა, რომ ის ავადაა და სახის კანი მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება.. მას არ მოსწონს, როდესაც ქალი ცუდად არის ჩაცმული, არ ატარებს სამკაულებს და არ იყენებს დეკორატიულ კოსმეტიკას. ამ შემთხვევაში ის საკუთარი გადმოსახედიდან იყურება, მას უყვარს თეატრალური ეფექტები და სურს ქალშიც იგივე დაინახოს. ინტიმური სიახლოვისგანაც კი შეიძლება შექმნას “სპექტაკლი ორისათვის”.
მამაკაცი მთვარით ქალწული
ეს მამაკაცი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმართლეს და წესიერებას. მართალია აქაც საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვები. მნიშვნელოვანია რომელ ნიშანშია მისი მზე. თუ მისი მზე არის მორიელში, სიმართლე და წესიერება შეიძლება უბრალოდ იყოს ნიღაბი, რომლის მიღმაც თქვენთან ურთიერთობის დროს იმალება .
თუ თქვენ “შეიძინეთ” მამაკაცი მთვარით ქალწული საყვარლის სტატუსით და მას ჰყავს ოჯახი, არც იფიქროთ რომ ის მათ მიატოვებს თქვენ გამო. რადგან ამ მამაკაცებისთვის განქორწინება საკმაოდ პრობლემატურია. განქორწინება არ მისცემს საშუალებას, რომ თავი გამოიჩინოს როგორც წესიერმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება მისი ქვეცნობიერ დონეზე.
მამაკაცს მთვარით ქალწულში მოსწონთ კარგი აღნაგობის, სასიამოვნო და მოვლილი ქალები. დეკორატიულ კოსმეტიკას, შეღებილი ხართ თუ არა ეს მამაკაცი ყურადღებას არ აქცევს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სუფთა და ჯანმრთელი სახი კანი. ფერიმჭამელები და გამონაყარი მასში ზიზღს იწვევს. ასე, რომ თქვენ დიდი დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ გარეგნობას. მთვარე ქალწულ მამაკაცს ისევე, როგორც მთვარე კუროს არ უყვარს მფლანგველი ქალები.
მამაკაცი მთვარით სასწორი
ეს მამაკაცი ჩაციკლულია ურთიერთობების გარეგნულ მხარეზე. ამით ის ცოტათი ჰგავს მამაკაცს მთვარით ლომში. ქალებში ის ყველაზე მეტად აფასებს ლამაზ გარეგნობას.
თუ იგრძნობს, რომ მისთვის აღარ ხართ მომხიბვლელი, ის მაშინვე სხვას დაუწყებს ძებნას.
საყოფაცხოვრებო ვალდებულებების შესრულება პრაქტიკულად არ შეუძლია- ის ამას თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად თვლის.
ამიტომ ჯობია შეეგუოთ რომ მოგიწევთ ქურასთან ტრიალი “საბანკეტო კაბაში”. ის ისაუბრებს თქვენ კაბაზე, როგორი მშვენიერია, მაგრამ არ დაგეხმარებათ “კარტოფილის გაფცქვნაში”. მერე კი უცბად გაახსენდება, რომ ვიღაც ნაცნობ ქალს თქვენზე გაცილებით უკეთესი კაბა აქვს და ….
მამაკაცი მთვარით მორიელი
თუ თქვენ “შეიძინეთ” ასეთი მამაკაცი “ვიზიარებ თქვენს მწუხარებას”, რადგან ეს მთვარის ერთერთი ყველაზე ცუდი მდებარეობაა.
თუ თქვენ მასთან მოგივათ უსიამოვნება, პირდაპირ არ “მოგაყრით” სათქმელს, ის როგორც მზვერავი ხმას არ ამოიღებს და დაიგროვებს ბრაზს თქვენზე.
არასოდეს აღიარებს თავის დანაშაულს არანაირ სიტუაციაში. პირიქით, თქვენ დაგადანაშაულებთ ყველაფერში. მაგრამ ამასაც პირდაპირ არ გეტყვით – მოგიწევთ თავად მიხვდეთ რა დააშავეთ.
ასეთ სიტუაციაში რამე რომ მოიმოქმედოთ საკმაოდ რთულია, რადგან მუდმივად მისი სიჩუმის, მინიშნებების და უთქმელობის წინაშე აღმოჩნდებით.
პოპულარული წყაროები წერენ, რომ მამაკაცი მთვარით მორიელი ძალიან ვნებიანია სიყვარულში, მაგრამ ესეც არაა სიმართლე, ისინი იმდენად ხშირად იგროვებენ “შხამიან” (უარყოფით) ემოციებს, რომ სექსისთვის უბრალოდ აღარფერი რჩებათ .
რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის. სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მამაკაცის მარსის მდებარეობას . მარსი გვიჩვენებს სად და როგორ ხარჯავს ის თავის ენერგიას.
მთვარით მორიელები, როგორც კაცები, ასევე ქალები ინტერესდებიან უსიამოვნო მოვლენებით და რაღაცნაირად ახერხებენ კიდეც , რომ საკუთარ თავს შეუქმნან ასეთი სიტუაციები.
გარდა ამისა, მორიელები, როგორც მთვარე მორიელები, ასევე მზით მორიელები უზომოდ ეჭვიანები არიან. ამ შემთხვევაშიც , მთვარე მორიელი პირდაპირ არ გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ შანს არ გაუშვებს ხელიდან არ წაგკბინოთ თავისი შხამიანი კომენტარებით, რაც თქვენთვის უბრალოდ გაუგებარი იქნება.
მას მომენტალურად შეუძლია დაანგრიოს ყველაფერი, რასაც თქვენ ” აშენებდით”
რა უნდა გააკეთოთ როცა ასეთი მამაკაცი გყავთ?
ალბათ უნდა იზრუნოთ, რაც შეიძლება მალე მოიშოროთ თავიდან.
მამაკაცი მთვარით მშვილდოსანი
ის ჰგავს მამაკაცს მთვარით ტყუპებს. მასაც ძალიან უყვარს ინტელექტუალი ქალები. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს მორალის ნორმებს. თუ ის მიხვდა რომ თქვენ არასაკმარისად განვითარებული ხართ ინტელექტუალურად, არ გაიქცევა როგორც მამაკაცი მთვარით ტყუპები რომ სხვასთან დაიკმაყოფილოს ინტერესი. ის ეცდება განავითაროს თქვენი ინტელექტი. იზრუნებს და ხელს შეუწყობს თქვენ ზრდას. მას გულწრფელად გაუხარდება, თუ გაიზიარებთ მის მისწრაფებებს, მაგრამ არ გაპატიებთ თუ ცუდად მოიხსენიებთ მას სხვების თანდასწრებით.
მამაკაცს მთვარით მშვილდოსანში არ უყვარს როდესაც მის თავისუფლებას ზღუდავენ.
თუ ერთმანეთს დაშორდებით, ის მაინც ისე აღგიქვამთ როგორც მეგობარს, მაგრამ მისი უკან დაბრუნების მცდელობა არ გამოგივათ.
მამაკაცი მთვარით თხის რქა
მორცხვია, უჭირს საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. მამაკაცი მთვარით თხის რქაში ძალიან მალე “მოლბება” და ხდება მზრუნველი, თუ იგრძნობს რომ თქვენთან ურთიერთობა საიმედოა, არ წარმოადგენთ მისთვის არანაირ საფრთხეს და არ დასცინებთ მას.
ხშირად მამაკაცები მთვარით თხის რქაში არ არიან თანახმა გაყრაზე, იმ შემთხვევშიც კი თუ ქორწინებისგან არ იღებენ არანაირი სიამოვნებას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ძალიან განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ქორწინებასაც ამის გამო არ დაანგრევენ; მაგრამ თუ ის გაგეყარათ, შეხვედრისას ისე დაიჭერს თავს თითქოს საერთოდ არ გიცნობთ.
წყენას მთვარე თხის რქა არ დაივიწყებს და არც პატიების თხოვნა ეხერხება.
მამაკაცი მთავრით მერწყულში
თუ თქვენ “შეიძინეთ” მამაკაცი მთვარით მერწყულში, სჯობს წინასწარ შეეგუოთ იმ აზრს, რომ შეიძლება ის მოულოდნელად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან, რადგან ყველანაირ ურთიერთობას ისევე, როგორც სექსულურ ურთიერთობას, აღიქვამს როგორც ექსპერიმენტს. თუ მან იგრძნო, რომ ექსპერიმენტი დასრულებულია, მაშინვე აორთქლდება. დაშორების სურვილი მას გაუჩნდება მოულოდნელად. მაგრამ ახსნასაც ვერ მოასწრებს ისე გაიქცევა. ასეთი მამაკაცის “დაბმა” სექსით ან ორსულობის გამო არ გამოგივათ რადგან, როგორც ზემოთ წაიკითხეთ, ეს მისთვის მხოლოდ ექსპერიმენტი იყო.
მამაკაცი მთვარით თევზები
მამაკაცი მთვარით თევზებში, საყვარელ ქალში მხოლოდ კარგს ხედავს. ის ხშირად აიდიელებს მას. შესაძლოა სულაც მიუწვდომელი იდეალი შეუყვარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ამ მამაკაცს შეუყვარდით, თქვენ არ ხართ დაჯილდოვებული კარგი თვისებებით. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გააცნობიეროს, რომ „სულ სხვა” ქალზე დაქორწინდა.
ის ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. ზოგს ეს მოსწონს კიდეც. მეორეს მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ნაკლად, თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ, რომ მას არ აქვს თავისი შეხედულება და სხვისგან ელოდება ხელმძღვანელობას.
თუ ამ მამაკაცს შეექმნა პრობლემები მას უჭირს გაუმკლავდეს მათ, ეძალება ნარკოტიკებს და სასმელს.
რომელ ქალს შეუძლია მისი ატანა?
მამაკაცს მთვარით თევზებში უყვარს სიმშვიდე და დასვენება. კიდევ რა უყვარს?
ეს მე, ასტროლოგმაც კი არ ვიცი (ავტ . შენიშვნა)
სტატიის ავტორი: რუსა