წყარო: http://www.aquarun.ru
მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:
- – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
- – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
- – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
- – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
- – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
- – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.
მთვარე მერწყულში
გრძნობა + ცვლილება = არამუდმივობა
ეს ფაქტორი უთითებს საზოგადოებასთან ძლიერ კავშირზე, დამოუკიდებლობასა და შეხედულებათა სიფართოვეზე, ასევე მთელ სამყაროში ყველაფრის მიმართ ცხოველ ინტერესზე. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: დეპრესიისკენ მიდრეკილება და ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის ტენდენცია. ადამიანი სავსეა აუსრულებელი იდეებითა და “ღრუბლებში” დასახული გეგმებით, მას არ ჰყოფნის ამტანობა და თვითდისციპლინა, საკუთარ სურვილებში გადაჭარბებულად აჩქარებულია და ფანტასტიკურია პროექტებში, აზრების რეალობასთან ცდომილება, ადრე თუ გვიან, სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბუნების პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება ბწყინვალე ინტუიციური ნიჭი, შესაშური გულმოდგინება, განმჭვრეტელობა და ამაღლებული აბსტრაქტული აზროვნების უშვიათესი უნარი. ადამიანი გულწრფელად ინტერესდება სხვების კეთილდღეობით და მათ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფრით ეხმარება. წარმოიშობა სულიერი გახსნილობა, გულისხმიერი კონტაქტურობა და გულწრფელი მეგობრულობა.
ის სერიოზულად ინტერესდება სოციალური პრობლემებით, თავგანწირვით ეხმარება გარშემომყოფებს. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია იდეების და პროექტების განსაკუთრებული სიუხვე, დამოუკიდებლობის სიყვარული და რეფორმატორობისა და ცხოვრების სრულყოფისკენ სწრაფვა. ერთდროულად იდეალისტური და პრაგმატულია, ჰუმანური და მრავალმხრივად დაჯილდოებულია. ფლობს იუმორის ბრწყინვალე გრძნობას, მიდრეკილია ლიტერატურული, სამეცნიერო და შემოქმედებითი (ხელოვნების) საქმიანობისკენ. ასეთი ადამიანისთვის მთავარია _ სულიერი, სოციალური და სამეცნიერო იდეების კვლევა-ძიება და რეალიზაცია. მისი ყველა კონტაქტი შინაარსიანი და მიზანშეწონილია. ამ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ მოძრავი, მაგრამ არასდროს – უემოციო. მისთვის მთავარია _ სიახლეების მუდმივი წვდომა, მოულოდნელობა დ მრავალფეროვანება. ამ ადამიანის სპონტანური რეაქციები არაპროგნოზირებადი და ნახტომისებურია. ყველაფრისადმი ინტერესითაა სავსე, მუდამ სწყურია ახალი და სულისშემძვრელი, ცნობისმოყვარეა. ამ ადამიანის ბუნებას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ყველა ასპექტში ღრმად წინააღმდეგობრივი. მას ყველაფრის შეცვლა სურს, ამასთანავე რეფორმირების იდეა, გონებაში, ხშირად, თითქოსდა, თავისთავად წარმოიშობა. ამ ადამიანის ქვეცნობიერი თავისებური და თვითნებურია _ ხანდახან თავადაც არ იცის, საკუთარი თავისგან რას უნდა ელოდოს. ეს ადამიანი კეთილი, მეგობრული, ზრდილობიანი, ნაზი და მოლაპარაკეა. მრავალი ადამიანი მას ეშმაკად (ანუ, მოხერხებულად) და მოქნილად თვლის, თუმცა, მსგავსი სახის ქცევები მასში მცირედი დოზითაც კი არ შეინიშნება. უყვარს ყველა შესაძლო კურიოზები და ხუმრობები, სიურპირზები. მიუხედავად ექსცენტრიკული ქცევისა, ემოციურად შეკავებულია და საკუთარ ინსტიქტებს კარგად იცნობს. ფლობს გამორჩეულ, განსაკუთრებულ გონებას და მკვეთრად გამოხატულ მჭერმეტყველებას. უკიდურესად გამომგონებელი და მოხერხებულია. სიცოცხლეზე მეტად თავისუფლებას და იძულების (წნეხის) არარსებობას აფასებს. მისი ქმედებები მუდამ ეფექტური და წარმატებულია.
ადვილად ახდენს წრეში ადაპტირებას, _ მას საკუთარ თავზე ირგებს. ფლობს მოხერხებულობას და თანდაყოლილ ფსიქოლოგიზმს, ინტუიციურად გრძნობს სხვა ადამიანების შინაგან სამყაროს და აქვს ბრწყინვალე ყნოსვა სარგებლიან კავშირებსა და შესაძლებლობებზე. ბუნება წარმოებული, ზუსტი, მოსიყვარულე. ასეთი ადამიანი უყურადღებოდ ტოვებს (ყურადღებას არ აქცევს) სოციალურ პორობითობებსა და ქცევის მიღებულ ნორმებს. ამიტომაც მრავალი ადამიანი მას რამდენადმე უცნაურ ანდა, ყოველ შემთხვევაში, უჩვეულო ადამიანად თვლის. საკუთარი მეგობრების და ახლობლების საქმეები გულთან ახლოს მიაქვს, ხანდახან ხეტიალის წყურვილი აქვს და სურს უჩვეულო ადამიანების გაცნობა, რომლებსაც საინტერესო ბედი და ცხოვრება აქვთ. ასეთ ადამიანს, საკუთარ გარემოცვაში, თითქმის ყოველთვის მოუსვენრობა შეაქვს, მიდრეკილია კამათებისა და კრიტიკისკენ. ხშირად სხვა ადამიანების შეხედულებებისა და ურთიერთობის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობლი, თავად კი არასდროს იცის, მომდევნო წუთს რით დაკავდება. ფლობს ადამიანების დარწმუნების უნარს, განსაკუთრებით იმაში, რომ სხვებმა მათთვისვე სასარგებლო რჩევები მიიღონ. სამყაროსა და ადამიანებზე მუდამ ბევრი იცის. რეალობა აღიქმება ობიექტურად, რეალობაში არ ურევს საკუთარ შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და გრძნობებს. მთელი სიცოცხლის მანძილზე, ასეთი ადამიანები რეგულარულად განიცდიან მოულოდნელ აღმაფრენებსა და ვარდნებს. ძალიან ენერგიულები და შედეგიანები არიან. ვერ იტანენ მარტოობას. მათი გაგება ხანდახან რთულია, მაგრამ გულწრფელები და მადლიერნი არიან იმისთვის, რომ თითქმის ყველას მოსწონთ. ასეთი ადამიანი უფრო მეტად უფრთხილდება დამოუკიდებლობას და სიმართლეს და მხოლოდ საკუთარ აზრზე დგას. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა არაპროგნოზირებადი და არამუდმივია.
ხასიათში აღინიშნება გადაადგილებისა და მოგზაურობისკენ, ცვლილებებისა და გარდატეხებისკენ მისწრაფება. ინტუიცია _ შეუცდომელი, ნებისყოფა _ ძლიერი, ფანტაზია _ მკეთრი. საკუთარ გამომგონებლობით ნიჭს ყველა სფეროში იყენებს. თვითდამკვიდრება მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ გაამყაროს საკუთარი პოზიციების დამოუკიდებლობა. ასეთ ადამიანებს უყვართ თანამშრომლობა, მიდრეკილნი არიან კოლეგიური გადაწყვეტილებებისენ. ადამიანი ითხოვს სრულ თავისუფლებას _ როცა თავად მოესურვება, მაშინ მოვიდეს და წავიდეს სახლიდან. მისი სახლის კარი მუდამ ღიაა კოლექტიური ღონისძიებებისა და მეგობრული შეხვედრებისთვის. ყველაზე მეტად აშინებს პირადი ემოციონალური დამოკიდებულებები და საქმეეებსა და აზრებში გაყინვა, რამეთუ ეს მის თავისუფლებას საშიშროებას უქადდის. ძალიან მრავალი ცხოვრებისეული გამოვლინება ღრმად ირაციონალურია. რეფორმატორულობა და ავანტიურიზმი _ ხასიათის მთავარი შტრიხებია. სიახლის წყურვილი ხანდახან უმართავი ხდება, ამიტომაც ცვლილებები განსაკუთრებული ამაღლებულობით მიიღება.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ მთვარე სტუმრადაა ურანთან და სატურნთან, ჰაერის სტიქიის ნიშანში.
მთვარე მერწყულში ქმნის იმის მუდმივად გამძაფრებულ აღქმელობას, რაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, სულიერ ზრდასთან, ადამიანთა გაერთიანებასთან (სადაც ერთმანეთთან სულიერად ახლობელი ადამიანები არიან), ახლის აღქმასთან, უცნაურთან და უჩვეულოსთან. ალბათობაა, ეს ადამიანი ფლობდეს თავისუფლების შინაგან მოთხოვნილებას. შეიძლება თავისუფლება ორნაირად იყოს გაგებული: ”თავისუფლება” _ რომელიც ლომის მეშვეობით ვლინდება და “თავისუფლება” _ რომელიც მერწყულიდან მოდის.
“თავისუფლება“, რომელიც მერწყულიდან მოდის _ ეს დამოუკიდებლობაა. ალბათ, ამ ადამიანს არ ეყვარება რაიმე ვალდებულება და მოერიდება იმ სიტუაციებს, რომელსაც შეუძლია მისი თავისუფლების შეზღუდვა. ნებისმიერი სიტუაცია, სადაც შესაძლოა ის შეზღუდული იყოს, მისთვის უსიამოვნოა და, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას აუცილებლად ისე მოახდენს, რომ ყველაფრისგან თავისუფალი იყოს. ჩვეულებრივ, ვერ ითმენს საკუთარ შინაგან სამყაროში შეჭრას.
მთვარე მერწყულში ყველაზე ხშირად იძლევა მეგობრობაში ერთგულებას, მაგრამ მეგობრობა დისტანციაზეა. აქ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მერწყულს, გარდა ურანისა, მართავს სატურნიც, ერთის მხრივ, სატურნი იძლევა გამიჯნულ პოზიციას (“ძალიან ახლოს არ მოხვიდე”), ხოლო მეორე მხრივ, ურთიერთობის გამყარებას. თუ სულიერი ახლობლობის დამყარება ურანის გზით ხდება, მაშინ სატურნი ამ ურთიერთობას სიმყარეს, მაგრამ ამავდროულად დისტნაციურობასაც, ჰმატებს. ზუსტად ამიტომ ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი იქნება უპიროვნო კეთილგანწყობა ყველა ადამიანთან მიმართებაში. მას შესაძლოა პარადოქსალური ხასიათი ჰქონდეს: ალტრუიზმისა და ეგოიზმის ურთიერთშერწყმა. როგორც წესი, ურანი, ასევე, საკმაოდ უცნაურ ქცევას იძლევა: ეს ადამიანი ძლიერ ეგოცენტრისტია და, ამასთანავე, ალტრუისტი, არავის ნახვა და არაფრის გაგონება არ უნდა, გარდა საკუთარი თავისა, მაგრამ სხვებს ყოველთვის ეხმარება.
რამდენადაც ურანი _ ეს ის პლანეტაა, რომელიც იძლევა გადატრიალებებსა და მოულოდნელობებს, ამიტომ ამ ადამიანის შინაგანი სამყარო ხშირად არამყარია და, საერთოდ, იგი, შესაძლოა, მიდრეკილი იყოს მოულოდნელი ცვლილებებისკენ. ამიტომაც მას შესაძლოა გამოუვლინდეს განწყობის ხშირი ცვლა, _ ამასთანავე, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე. აქედან წარმოიშობა ჭირვეულობა (კაპრიზულობა), ექსცენტრიკულობა. გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელია ახლისკენ ლტოლვა, გამომგონებლობისკენ მიდრეკილება (თუ თავად არ იგონებს რაიმეს, მაშინ, შესაძლებელია, მხარს უჭერდეს გამომგონებლებსა და ნოვატორებს).
სამედიცინო უკუჩვენებები. მთვარე მერწყულში ხშირად იძლევა მუხლების დაავადებებს, ტრომბოფლებიტებს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ანთებით დაავადებებს, წითელ ქარს, ასევე სისხლის ნაკლებობას. ასეთი ადამიანისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ნერვიული სისტემისა და მხედველობის ორგანოების დაავადებები, გულყრისა და ისტერიულობისკენ მიდრეკილება.
მთვარის მერწყულში ტრანზიტისას უკუნაჩვენებია ყველა ოპერაცია სახსრებზე, გრძნობით ორგანოებზე, თვალის დაავადებების მკურნალობა, დაუცველია თვალები. ასევე უკუჩვენება აქვს ჰაერის პროცედურებს. სამაგიეროდ,თუ პირად რუკაში არის შესაბამისი მაჩვენებელი, რეკომენდირებულია ყველა სახის წყლის პროცედურა. საერთოდ, წყალი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე (ნეპტუნი მერწყულში ეგზლატაციაშია).
ნაჩვენებია წყლით მკურნალობა (განსაკუთრებით მაგნიტით). მაგრამ წყლით გაკაჟება და წყლის გადავლება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მზე მეექვსე სახლში აქვთ.
ამ პერიოდში შესაძლებელია ზედმეტი სამუშაო დააწვეს გულს, სახსართა სისტემასა და, ზოგადად, მოხდეს სისხლის აჩქარება. რეკომენდირებულია ასევე სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშები და ფიზიკური ენერგიის დაგროვებისთვის საჭირო პროცედურები.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მთვარე მერწყულში ძალიან არასასიამოვნო მომენტია საკუთარი შინაგანი ცხოვრებისთვის: ის თავს, როგორც ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულს, ისე გრძნობს, მას სურს ცხოვრობდეს მომავალში, მაგრამ იქ არ უშვებენ, ხოლო აწმყო მისთვის უკვე ნაკლებსაინტერესოა და, ძირითადად, მენტალურად (ზედაპირულად) აღიქმება. ამავდროულად მთვარე მერწყულს შესაძლებლობას აძლევს რეალობა (როგორც აწმყო, ასევე მომავალი) უფრო ღრმად აღიქვას და ჰქონდეს ამისკენ მისწრაფება, რაც მერწყულის მიერ შეიგრძნობა როგორც არსობრივი მოთხოვნილება, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის რაციონალიზაცია ხდება კოსმიურ ინფორმაციულ არხებთან კავშირისკენ უბრალო მისწრაფებით, ეს იმ დროს, როცა მთვარე ითხოვს, რომ მერწყულმა კარგად იგრძნოს კავშირები, საკუთარ თავში მოახდინოს მატერიალიზება და, თუ შესაძლებელი იქნება, ასევე მოახდინოს ამის გამოხატვა. განვითარებული მთვარე მერწყულს შესაძლებლობას აძლევს ღრმად იგრძნოს საკუთარი ინფორმაციული ენის გავლენა საკუთარ ეგრეგორთან დასაკავშირებლად, რომელთანაც, თავის მხრივ, მთვარისეულ მერწყულს, შესაძლოა, ინტიმური კავშირი და დიდი გავლენა ჰქონდეს.
მთვარისეული მერწყული ფაქიზ ინფორმაციულ არხებთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარეა, და თუ ასეთი კავშირი არ აქვს, მაშინ იგი ინავლება, ამავდროულად ასეთი მთვარის მქონე ადამიანის გემოვნება ცვალებადია; მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამოაზრეთა ადეკვატური წრე, რომლებიც კარგად იგებენ მის სულიერ მოთხოვნილებებსა და არსებულ (ჯგუფისთვის მსგავს) მიზნებს და შეხედულებათა სისტემებს. ცხოვრების მანძილზე მას სჭირდება შემდეგი პრობლების გადაწყეტა: ერთის მხრივ, იზიდავს ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ _ რაღაც გადამწყვეტად არ აძლევს ცხოვრებასთან არსობრივად შერწყმის საშუალებას. და აქ საჭიროა, რომ სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავარდეს, არამედ იპოვოს ზღვარი და შეეგუოს. ეს მთვარისთვის რთული მდებარეობაა, მაგრამ მისი დამუშავება გასაოცარ უნარებს, მათ შორის ფსიქოთერაპიულსაც, იძლევა.
წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ლექსიკონი)
ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ერთგულება, გრძნობებში მუდმივობა, გულწრფელობა, მეგობრულობა, კომუნიკაბელურობა, სიკეთე, ჰუმანურობა, დარწმუნებულობა, დახმარების სურვილი, დამოუკიდებლობა, წინდახედულობა, კეთილგონიერება, ორიგინალურობა, გამომგონებლობა. ძალიან ძლიერი ინტუიცია და აღქმელობა, ორიგინალური ტალანტი და მდიდარი წარმოსახვა, ყველაფერი უცნაურისა და არაჩვეულებრივისადმი ქვეცნობიერი ლტოლვა, ინტერესი ასტროფსიქოლოგიის, პოლიტიკის, განათლების, მეცნიერებისა და ოკულტიზმის საკითხებისადმი.
თუ მთვარე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: პასიურობა, ინერტულობა, ცვალებადობა, არამუდმივობა, არაპროგნოზირებადობა, სულიერი მღელვარება, არაჯანსაღი მგრძნობიარობა, სიზარმაცე, ამაღლებული ემოციურობა, გრძნობების ძლიერი გამოვლინება, მკვეთრი გადასვლები სიყვარულიდან სიძულვილამდე და პირიქით, მისწრაფება შეიცნოს შეუცნობელი, მიდრეკილება გადაჭარბებულად შეაფასოს საკუთარი ძალები, მიდრეკილება სევდისა და მოთენთილობისკენ, უჟმურობა, ქცევებში არანორმალურობა, ექსცენტრიკულობა, დილეტანტიზმი, ორჭოფობა, იდეალიზმი.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ასეთი ადამიანის ემოციური სფეროს შერყევა ადვილი არაა. და რაც საოცარია, მას შეუძლია არამარტო სხვა ადამიანების, არამედ საკუთარი ემოციებისგანაც განკერძოება (გამიჯვნა, გვერდზე გადგომა). იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს საკუთარი სურვილით შეუძლია ჩართოს და გამორთოს ემოციები. კარგია, თუ გადართვას მოახდენს და დიდი ხნით “გამორთულ” მდგომარეობაში არ დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცივ პიროვნებად გადაქცევა ემუქრება. ოჯახური კავშირები და დამოკიდებულებები არც იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც სხვა ადამიანებისთვის. ხშირად მეგობრები უფრო ახლობლები არიან, ვიდრე სისხლისმიერი ნათესავები. მისი სიმპატიები და საზრუნავები საკუთარ ოჯახზე უფრო შორს მიდის. პირად ურთიერთობებში მეგობრობს ბევრ ადამიანთან, _ როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან. არ შეუძლია დააფასოს მისთვის ახლობელი ადამიანი, თუ ის არაა ეჭვიანი და არ ცდილობს მბრძანებლობას.
ყველაზე საუკეთესოდ თავს გრძნობს გახსნილობისა და ექპსერიმენტატორობის ატმსოფეროში. არ უყარს და არ სცნობს ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
ძალიან რაციონალური, ცივი, ლაქლაქამდე მისული მოლაპარაკეა, კარგად ეგუება, უყვარს ინფორმაციის მიღება და გადაცემა. ითხოვს სრულ თავისუფლებას ოჯახში. ქცევები იმპულსური, არ შეესაბამება საერთო-საზოგადოებრივ ნორმებს. სახლი _ მეგობრების შეხვედრის ადგილი და კოლექტიური ღონისძიებების ადგილია. უარყოფითი მხარეები _ გრძნობების გაუკუღმართება, დაჟინებულობა, ნებისმიერ ფასად თავისუფლების მიღწევის მოთხოვნილება, შიში ემოციებისა და პირადი მიჯაჭვულობებისადმი, რადგანაც ეს მის პირად თავისუფლებას საფრთხეს უქადდის.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
მერწყული _ მამაკაცური, “ჰაეროვანი” ნიშანია, მართავს სატურნი და სიმბოლურად გამოისახება ქალის სახით, რომელსაც ქვევრი ანდა ტვირთი მოაქვს. ამიტომ ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები თვინიერნი არიან, აინტერესებთ სამეცნიერო და ფილოსოფიური პრობლემები. ხშირად დარწმუნებულად ქადაგებენ რაიმე სწავლებას. კარგად მსახურობენ, შეიძლება ეს ადამიანები ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობისას ნახოთ. შესაძლოა, დროდადრო, მათი გონება სკეპტიკურად იყოს განწყობილი, მიდრეკილია კრიტიკისა და წინააღმდეგობისკენ, მაგრამ, როგორც წესი, ამ ადამიანებმა ბევრი იციან, საკუთარი უნარის წყალობით ნათლად აღიქვამენ საგნების რეალურ მდგომარეობას. ჩვეულებრივ აქვთ სუსტი სხეული, ცუდი მადა (აპეტიტი), ჩვევები, რომლებიც დიდ ძალას ართევს, სახის ღია ფერის კანი და თხელი თმები.
მთვარე მერწყულში ადამიანს აძლევს ფსიქიკურ და მედიტაციურ უნარებს ანდა ბუნებრივ მიდრეკილებას რელიიგისკენ, ღმერთის ერთგულებისკენ. ხშირად მაღლები არიან და მსხვილი კბილები აქვთ. მრავალი ტექსტი ამტკიცებს, რომ საკუთარ ცხოვრებაში მოულოდნელ აღმაფრენებსა და ვარდნებს განიცდიან. საუბრობენ დიპლომატიურად, აქვთ განვითარებული მხატვრული გემოვნება, არ შეუძლიათ მარტოობის ატანა, ხასიათით მადლიერნი, ენერგიულები და ემოციონალურები არიან. მათ ეყოლებათ მტრები გავლენიან ადამიანებს შორის; ექნებათ მშრალი კანი, ფართე წელი; ხასიათი არც ისე კარგი აქვთ. არაა გამორიცხული სიღარიბის და სხვებზე დამოკიდებულების პერიოდები, რადგანაც ეს მოდის სატურნისგან, მერწყულის მმართველისგან. გრძნობითი სიამოვნების უარყოფა ცხოვრების უკანასკნელ წლებში, შეტყობინებების გადაცემის უნარი, გავლენიანი ადამიანების მსახურება _ ყევლაფერი ეს დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მთვარე ამ ნიშანში აქვთ.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
უნარი ინტუიციურად იგრძნოს სხვების სურვილები და მოთხოვნილებები. ყველაფერში კეთილგაწყობა. ითხოვენ სრულ თავისუფლებას, სურთ სახლში მოვიდნენ და წავიდნენ როცა თავად მოისურვებენ. მათი სახლი _ შეხვედრების და კოლექტიური ღონისძიებების ადგილია. უარყოფითი მხარეები: შესაძლოა გრძნობების გაუკუღმართება, დაჟინებულობა, ნებისმიერი ფასად თავისუფლების მოპოვებისკენ მისწრაფება. პირადი, ემოციონალური დამოკიდებულებისადმი შიში, რადგანაც ეს “პირად თავისუფლებას” საფრთხეს უქადდის.
წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)
ორიგინალურობა, ჰუმანურობა, სიახლის წყურვილი, ფანტაზია, ალტრუიზმი. მთვარის მდებარეობა მოქნილ ჰაეროვან ნიშანში აყალიბებს ადამიანებს აზრების შესაშური ბაზით, ფანტაზიორებს და მეოცნებებს, ხანდახან ექსცენტრიკულებს, ხანდახან ასეთი ადამიანები ნებაზე უშვებენ საკუთარ უმართავ ემოციებს, უარყოფენ საერთო-საზოგადოებრივად მიღებულ შეხედულებებსა და პირობებს. მთვარე მერწყულში მიდრეკილია ალტრუისტული და ორიგინალური ურთიერთობებისკენ და მისთვის მიმზიდველია ის, რაც წინ უსწრებს საკუთარ დროს (ანუ აწმყოს). ადამიანი, მთვარით მერწყულში, მეგობრობას სიყვარულზე მაღლა აყენებს, პატივს სცემს პარტნიორის დამოუკიდებლობას და მზადაა, საერთო იდეალის სანაცვლოდ, სრული თავისუფლება მისცეს. მის სახლში უნდა იყოს საკმარისზე მეტი თავისუფალი ადგილი, ისევე, როგორც თავს ზემოთ სივრცე: ადამიანს, მთვარე მერწყულში, იზიდავს თანამედროვე, მაღალსართულიანი შენობები. ასეთი ადამიანი ლივლივებს ღრუბლებში და ხშირად ამას ცნობიერად აკეთებს _ მის სულს უფრო მეტად შორეული გალაკტიკები ათბობს, ვიდრე ამწამიერი პრობლემები და დედამიწაზე დაბრუნების მაგივრად, სიამოვნებით მიფრინავს დასასვენებლად საკუთარ ოცნებებსა და აზრებში. სიამოვნებით დასახლდებოდა სამუდამოდ იქ, დახუჭობანას ითამაშებდა ღრუბლებთან და თუ ცოდვილ დედამიწაზე რჩება, ამასაც მხოლოდ ჰუმანიზმის მოვალეობა აიძულებს _ ეს მთავარი მიზეზია, რათა დაეხმაროს გარშემომყოფებს და მათ მუქი შეფერილობის შინაგან სამყაროებში შინაგანი სინათლე შეიტანოს _ და ეს სამყარო ისეთივე მხიარულ დროისატარებელ ადგილად აქციოს, როგორიც მისი საკუთარია, არადა, რეალური სამყარო არაფრით ემსგავსება მომავლის თავისუფალ სამყაროს, რამაც შესაძლებელია ძალიან გააღიზიანოს. მთვარის ეს მდებარეობა კარგია მეცნიერებისა და ფილოსოფოსებისთვის, მაგალითად, ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყველა ადამიანის და საკუთარი თავის მთელ სამყაროსთან გაერთიანებას _ ერთ საერთო გონივრულ სულში მოქცევას. მერწყულის ნათელი ემოციები გამოხატულია აივაზოვსკის ფერწერაში. პირქუში და მკაცრი სინამდვილის გზები ნათელ, პოზიტურ ფერებშია გადაწყვეტილი ესენისისა და ბლოკის პოეზიაში: მიუხედავად ამ ორი პიროვნების ტრაგიკული დასასრულისა, მათი შემოქმედება ჩვენთვის მაინც ნათელ წერტილად რჩება. ლიტერატურაში მთვარისეული მერწყული იძლევა მიდრეკილებას დეტექტივებისკენ (კონან დოილი), ფანტასტიკისა (უელსი) და ზღაპრებისკენ (გაუფტი).
წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)
ამ ადამიანების მგრძნობიარობა ლოკატორის მსგავსია, რომელიც სხვებისგან მომავალ სიგნალებს ზუსტად იჭერს. ნაკლები ყურადღება ექცევა ტრადიციულ ფასეულობებს. გამგებობა, ოპორტუნიზმი. ქალი _ დინამიური, დამოუკიდებელი, ხანდახან უცერემონიოც კი. მამაკაცისთვის იდეალური ქალი _ ნონკომფორმისტი, თავისუფალი კავშირებისკენ მიდრეკილებით. პატივისცემა დამოუკიდებელი პარტნიორისადმი. დედობრივი სიყვარული არაა უსაზღვრო, სიწყნარე, მგრძნობელობითი ცხოვრებისადმი გულგრილობა.
წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)
მთვარე ჰაერის ნიშნებში. უდიდესი პლასტიურობა. წონასწორობა საკუთარ თავსა და გარესამყაროსთან. უნარი ადვილად ჩაერთოს ურთიერთქმედებაში. აღქმელობა და გახსნილობა. ადამიანს არ ახასიათებს დოგმატიზმი. შეგუების ძალიან დიდი ინსტიქტი.
მერწყული. ადამიანს აძლევს თავისუფლების შინაგან მოთხოვნილებას, მეგობრობაში ერთგულებას, ალტრუიზმს. ადამიანებთან უპიროვნო-კეთილგანწყობილი ურთიერთობა. ალტრუიზმის ეგოცენტრიზმთან უცნაური შერწყმა. ადამიანი მთვარით მერწყულში _ უძლიერესი ეგოცენტრისტია, მაგრამ, ამასთანავე ალტრუისტიც, სხვებს მუდამ ეხმარება. ეგოცენტრისტულობა და მუდმივად ახლისკენ მიდრეკილება, გამგონებლობა. თუ თავად არ იგონებს, მაშინ სხვებს ეხმარება. ფლობს უნარს მიიღოს ცხოვრების ნებისმიერი სახე.
საბავშვო ასტროლოგია
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
ოჰ, როგორ მომწონხარ შენ!
მაგრამ არ დამაკავო მე:
სინათლისა და თავისუფლების გარეშე
ერთ დღესაც ვერ გავძლებ!
ემოციურად მერწყული მიდრეკილია იყოს ცივი და გაუცხოებული. მხოლოდ ერთია, თქვენი პატარა, მთვარით მერწყულში, შესაძლოა, იყოს გახსნილი და მეგობრული ყველასთან, ვისაც შეხვდება. მას უყვარს სამყარო, მეგობრები, თქვენ, მაგრამ უკეთესია, არცერთმა თქვენგანმა არ სცადოს მასთან ძალიან ახლოს მიახლოება. თქვენ არღვევთ მის აურას, იღებთ მის ჰაერს. ამ დროს მას სული ეხუთება. წარმოიშობა სიცივე _ ის განმარტოვდება ანდა ახალი მეგობრების ძიებას დაიწყებს. დაბრუნებით დაბრუნდება, მაგრამ მოგვიანებით, ალბათობაა, მხიარული შეძახილებითა და ჩახუტებით და დარჩება _ სანამ თქვენ ისევ არ შეავიწროვებთ. რაშია საქმე? მთავარია არ იყოთ მესაკუთრე და არ სცადოთ თავს მოახვიოთ ძალიან ბევრი საკუთარი სტანდარტი ანდა პირობა. ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება _ იყოს თვითმყოფადი, უნიკალური და არა ისეთი, როგორიც სხვებს სურთ. მას სჭირდება სფერო, სადაც იქნება არაშაბლონური. ეს, შესაძლოა, იყოს ჩაცმულობის სტილი, საქმიანობა, რომელსაც აირჩევს, ანდა იდეები და ფილოსოფია, რომელსაც გაიზიარებს. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მოლოდინები, თქვენი პატარა სიამოვნებას მიღებს მაშინ, როდესაც იმოქმედებს (თუნდაც ნაწილობრივ) საკუთარი შესაძლებლობით და თუ თქვენ ამას გაიგებთ, დაანებებთ მას თავს და დაუტოვებთ სამოქმედო სივრცეს, მაშინ უფრო გაგიადვილდებათ ყველა იმ აუცილებელი საფუძვლის ჩაყრა, რაც ამ ბავშვს სამყაროსთან შესახვედრად მოამზადებს და დაიცავს თქვენდამი გამოხატულ მის გრძნობებს.
ამ ბავშვში მუდმივად იმალება მეამბოხე. მიეცით უფლება აჯანყდეს სხვა რაიმეს წინააღმდეგ, ვიდრე თქვენ წინააღმდეგ ამბოხდეს. რა თქმა უნდა, არის ზოგიერთი ის სტანდარტი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებს უკეთესად მოაგვარებთ, თუ შეძლებთ სხვა საკითხებში (მართალია, თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანში) დათმობას. მაგალითად, ექსცენტრიკულობა ჩაცმულობაში, _ ეს მხოლოდ გარეგნულია, სკოლაში გაცდენები _ უფრო სერიოზულია.
უფრო წარმატებულად ააწყობთ ურთიერთობებს საკუთარ შვილთან, თუ გამოიყენებთ უფრო რაციონალურ და ინტელექტუალურ მიდგომას, ვიდრე ემოციურს. ეს ბავშვი ემოციური გამოვლინებებისას უხერხულობას განიცდის. ეს არ ნიშნავს, რომ პატარა საკუთარ გრძნობებს ფარავს ანდა მათ გაურბის. ალბათობაა, მოგიყვეთ იმაზე თუ რას “გრძნობს”, აქ მოიზრება რას “ფიქრობს”, მაგრამ შეიძლება ვერ აიტანოს და მოუთმინოს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. იყავით ცივსისხლიანი.
წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)
მთვარე მერწყულში _ ეს, მთვარისთვის, მეტ-ნაკლებად “ემოციური” მდებარეობაა. მთელი გრძნობები მკაცრ კონტროლშია. ინტელექტი პირველ ადგილზე გადმოდის. ასეთი ბავშვები მანამ ფიქრობენ, სანამ რაიმეს გააკეთებენ. მათ ემოციებს ანდა გრძნობებს ვერ გაიგებთ. როცა სხვა ადამიანების ემოციები გარეთ გადმოიფრქვევა, ამ დროს “მთვარე მერყული” თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მოგიწევთ, ასეთ ბავშვებს აუხსნათ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას არ შეუძლია საკუთარი ემოციის კონტროლი. მათ სჭირდებათ კეთილგანწყობილი იყვნენ და ისწავლონ გარშემომყოფების ემოციების წყნარად მიღება. ბავშვებს, მთვარით მერწყულში, ხშირად აქვთ არასტანდარტული აზროვნება: ისინი ადვილად აღიქვამენ ახალ იდეებს, არცთუიშვიათად ახდენენ საგნებზე ორიგინალური შეხედულებების დემონსტრირებას.
ისინი უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი გზით სიარულს. ამ ბავშვებს უყვართ ექსპერიმენტატორობა და სურთ ყველაფერში თავისუფლება. მათ, ასევე, სურთ იმის კეთება, რაც უნდათ, და მაშინ, როცა უნდათ. თუ მოაკლებთ თავისუფლებას ანდა თუნდაც შეუზღუდავთ მას, ძალიან ჯიუტები ხდებიან. სრულიად შესაძლებელია, რომ გარშემომყოფები, ასეთ ბავშვებს, რამდენადმე ექსცენტრიკულებად ჩათვლიან. ისინი ბუნებით კეთილშობილნი არიან და სხვებზე ზრუნვისკენ აქვთ მიდრეკილება, რასაც თითქმის სახელმწიფოთაშორისი მასშტაბებით ახორციელებენ. ამ ბავშვებს შესაძლებელია ეწოდოთ ფილანტროპისტები, მხოლოდ ერთია, მათი კარგი ზრახვები პრაქტიკაში ყოველთვის ისე არ ხორციელდება, როგორც სურთ. უყვართ გარშემომყოფების აპლოდისმენტები და ყველა სახის მოწონება. მათთვის ნებისმიერ წახალისებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბავშვებს სურთ, რომ მთელმა სამყარომ დააფასოს. ამას გონებით მიუდექით: მიუთითეთ, რომ წარმატების მიღწევისას მთელი სამყაროს მიერ დაფასება შესაძლებელია, _ თუ საკუთარ ძალისხმევას მის (სამყაროს) სამსახურისკენ მიმართავს და “დედამიწაზე სამოთხეს” შექმნის. ერთადერთი ნიუანსი: საჭიროა დაანახოთ რეალურად განხორციელებული მიზანი.
მთვარის ასეთი მდებარეობის მქონე ბავშვებისთვის ცსოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრები. მათ, ზოგადად, უყვართ ადამიანებთან ყოფნა და ნებისმიერი სახის ერთობლივი საქმიანობისგან სიამოვნების მიღება. სიხარულით ჩაერთვებიან ყველა შესაძლო კლუბებსა და საზოგადოებებში, რათა გარშემომყოფებისთვის საკუთარი აზრებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობები ჰქონდეთ. მათ მაღალი იდეალები აქვთ, ცდილობენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას. იმისთვის, რომ, სამომავალოდ, თქვენ ბავშვს თავზე ძალიან ბევრი კოპი არ გაუჩნდეს, ასწავლეთ, იყოს უფრო რბილი, თავი აარიდოს არასაჭირო კონფლიქტებს და წყნარად მოეკიდოს კრიტიკას.
ყველაფერი არაჩვეულებრივი და ირაციონალური უბრალოდ მოაჯადოვებს. ასეთი ბავშვები ჭამის დროსაც კი სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობენ, სერიოზულად ინტერესდებიან ასტროლოგიით, ჰიპნოზით და სიზმრების ახსნით. ყველაფერი, რაც მომავალს ეხება, მათ ყურადღებას იზიდავს, რამდენაც თავად ისინი _ ახალი ერის წარმომადგენლები არიან! ძალიან სურთ ყველა სიახლის გამოცდა. წაახალისეთ ბუნებისგან დაჯილდოებული მათი მახვილი გონება, მიეცით ამის საშუალება. უყვართ საბუნებისმეტყველო მუზეუმებისა და კომპიტერების გამოფენა-გაყიდვის ადგილების მონახულება.
როგორც არ უნდა უკმაყოფილონი იყოთ საკუთარი შვილის ქცევით, დამალეთ საკუთარი გრძნობები და არცერთ შემთხვევაში არ აჩვენოთ მრისხანება _ თქვენ ქმედებაში უნდა იყოს ლოგიკა. ასეთი ბავშვი არ აღიქვამს და მიიღებს მშობლის ემოციებს და იმპულსურ ქცევებს და თქვენ ვერ მიაღწევთ ვერანაირ შედეგს. მუდამ წინასწარ დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით ანდა მოიმოქმედებთ. და თუ მაინც ვერ შეიკავეთ საკუთარი ბრაზი და მწყობრიდან გამოხვედით, უკეთესია,– აუხსნათ ბავშვს, რომ ყველას არ შეუძლია საკუთარი ემოციების შეკავება.
ბავშვები, მთვარით მერწყულში, უეჭველად შეეცდებიან ყველას დახმარებას. პირველ რიგში, ბავშვს საკუთარი თავის დახმარება ასწავლეთ და მხოლოდ მაშინ შესძლებს გარშემომყოფებისთვისაც დახმარების გაწევას. იმისთვის, რომ მისი მუდმივი სურვილი _ სამყარო უფრო უკეთესი გახადოს, _ ნაყოფიერი იყოს და მიიღოს შედეგი, საზოგადოების კეთილდღეობისთვის თავდავიწყებით იმუშავებს. თქვენ გრჩებათ მხოლოდ ერთი რამ, ასწავლეთ, რომ საკუთარი ოჯახი არ დაავიწყდეს ამაღლებულ ფიქრებსა და მნიშვნელოვან საქმეებში. ხანდახან ასეთი ბავშვებთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ ჯილდოს სახით თქვენი ტანჯვისთვის პატარას ცეცხლოვან სიყვარულს მიიღებთ.
სტატიის ავტორი: ნინო