ნათალური მთვარე XI სახლში

ნათალური მთვარე XI სახლში

„მეგობრობა“

ეს ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენისგან. გამოირჩევა თავდაჭერილობით. ყოველთვის მიუკერძოებელი და ობიექტური რჩება, თუმცა ხშირად იცვლის მიზნებს.

ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ფართომასშტაბიანი პოპულარობისთვის. კარგ ორგანიზატორული უნარებს ფლობენ და  მშვენივრად ეხერხებათ ადამიანებთან თანამშრომლობა. კოლექტიური საქმიანობისა და ამხანაგური კავშირების ძალიან ძლიერი მოთხოვნა აქვთ და მართლაც, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავთ, რაც ბუნებრივად განაპირობებს დახმარების მარტივად მიღებას მათი მხრიდან. გარემოცვაში უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ. ემოციური განწყობა დიდად არის დამოკიდებული მეგობრების შეფასებებსა და რეაქციებზე. საშინლად ვერ იტანენ მარტოობას. დროებით მაინც საჭიროებენ ხმაურიან და მხიარულ მრავალრიცხოვან კომპანიას. მარტო მხოლოდ მაშინ რჩებიან, როდესაც გაუწონასწორებელი გრძნობებისა და ემოციების ბალანსი უნდა აღადგინონ.

ძალიან ფართო სანაცნობო წრე ჰყავთ, მაგრამ ხანგრძლივი მიჯაჭვულობები იშვიათია. მეგობრობა ხშირად ზედაპირულ ამხანაგობაში გადადის. მაღალია ყალბი მეგობრული კავშირების გაბმის, ასევე მეგობრების მხრიდან ღალატის საფრთხეც. თუმცა იმედგაცრუებების მიუხედავად, მაინც მიილტვიან მეგობრობისკენ. განსაკუთრებით წარმატებულად ურთიერთობენ ბავშვებსა და მოზარდებთან. უმეტესად მღავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავთ. ხშირად  დედა ცნობილი გვარის/ოჯახის წარმომადგენელია.

სერგეი ვრონსკი:

საჭიროა დიდი ყურადღებით მოეკიდოთ მეგობრებისა თუ თაყვანისმცემლების არჩევას. მთვარის ამ სახლში მდებარეობისას ბავშვობის ოცნებები, ყველაზე საიდუმლო და სანუკვარი იმედები და სურვილები   სრულდება. თუ ეს სახლი კუროს, კირჩხიბის, მორიელის, მშვილდოსნის ან თევზების ნიშანს უკავია, მაღალი ალბათობით, მრავალრიცხოვან ოჯახი ეყოლება.

პაველ გლობა:

(+) ემოციური თავისუფლება, თავისუფლებისკენ სწრაფვა, მეგობრული კონტაქტების მოთხოვნა. მარტივად აბამს ნაცნობობას. მთვარის ეს მდებარეობა კარგია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც პუბლიკასთან, პროჟექტორების ქვეშ მუშაობენ. უამრავ გეგმებსა და პროექტებს აგებენ. საჭიროებენ ემოციური კავშირების ცვლას,ახალ მეგობრებს, კონტაქტებს. დახმარებას იღებენ მეგობრებისგან, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის მეგობრებისგან.

() ხანმოკლე და არამდგრადი ემოციური კავშირები, კაპრიზული მეგობრები. ადამიანი კატეგორიულად ვერ იტანს მარტოობას და საჭიროებს ემოციურ კონტაქტებს. არაპროგნოზირებადია, უეცარ და მოულოდნელ რეაქციებს ამჟღავნებს. გუნება-განწყობის ხშირ და სწრაფ ცვლას ნერვულ აშლილობამდე მიჰყავს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ცხოვრებისეული გეგმებისა და პროექტების ცვლილებებიც.

ფრენსის საკოიანი

მეგობრული და კოლექტიური საქმიანობის ძლიერი მოთხოვნა აქვს. გაცნობა და ნაცნობობა ადვილად გამოსდის,მაგრამ ახლო კავშირების დამყარება უჭირს. ინდივიდის იმედები, გეგმები და მიზნები მთლიანად მის იმწუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული. მის გარემოცვაში ქალებს უფრო შეხვდებით. მეგობრებს ყველაზე ხშირად ოჯახური კავშირებისგან იძენს.

ამ სახლში ემოციური თვითგამოხატვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ საქმიანობაზე; სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში, ორგანიზაციებსა ან კლუბებში მოღვაწეობასა თუ  ახლო მეგობრებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და ზრუნავენ მათზე. შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები თქვენი ოჯახია. თქვენ მშობლიურ გრძნობებს განიცდით ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც თქვენს იდეალებსა და შეხედულებებს იზიარებს. საჭიროებთ არა ფაქტობრივ ოჯახის წევრებთან, არამედ გარეშე ადამიანებთან ურთიერთობას.

ავესალომ პადვოდნი: „ხალხში გასვლა უმჯობესია ტელევიზორით განახორციელო“

უაღრესად კოლექტივის ადამიანია. ჯგუფი მისი სულია და ისიც ინტიმურადაა დაკავშირებული მასთან,რასაც ბოლომდე ვერც აცნობიერებს და გრძნობს.

ძლიერი მთვარის შემთხვევაში, ჯგუფის წარმატებასა და წარუმატებლობებს, ასევე მის შინაგან პრობლემებს ადამიანი პიროვნულად და იმაზე ძლიერად განიცდის, ვიდრე შეიძლება გარშემომყოფებმა წარმოიდგინონ. მისთვის აუცილებელია  ჯგუფმა თავისიანად მიიღოს, რომ თავი საჭიროდ და დაფასებულად, იდეალურ ვარიანტში, ჯგუფის განუყოფელ ნაწილად იგრძნოს. თუ ეს ასე არ ხდება, ადამიანი იტანჯება და ცდილობს ყველაფერი მოიმოქმედოს, რომ ჯგუფისთვის აუცილებელი გახდეს. დაბალ დონეზე უბრალოდ ისტერიულ სცენებს აწყობს (XI  სახლის ნიშნის სტილში), ყურადღების მიპყრობის მიზნით. საკუთარ თავს მაინც რომ დაუმტკიცოს თავისი მნიშვნელობა.

დამუშავება განაპირობებს ჯგუფის შინაგანი ცხოვრების ზუსტ აღქმას, ჯგუფში „დედის ფიგურის“ დაკავების შესაძლებლობას, შეამსუბუქებს წინააღმდეგობას. ასევე საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ ჯგუფის უმაღლესი მიზნები იმდენად მკაფიოდ, რომ ეს კოლექტივის ყველა წევრისთვის გახდება საგრძნობი.

დაბალ დონეზე, ადამიანი, პირიქით, უკიდურესად პრაგმატულია და ჯგუფებს მხოლოდ საკუთარი „ეგოს“ ინტერესებიდან უყურებს (ანუ როგორც „მეწველ ძროხას“). მისი ხელახლა აღზრდა საკმაოდ რთულია, რადგან საკუთარ დამოკიდებულებაში არამხოლოდ მტკიცე, ასევე საკმაოდ გულწრფელია.

მეგობრებთან თბილი და ინტიმური ურთიერთობები აკავშირებს, რაც მარტივად შეიძლება გადაიზარდოს  სექსუალურ კავშირებში. თუ ვენერას ან მთვარეს ურანი აზიანებს, მაღალია ჰომოსექსუალური მიდრეკილებების ალბათობა.

ამ ადამიანს შესაძლოა მეგობრები „დედის ფიგურად“ განიხილავდნენ, რომელიც მათ თანაუგრძნობს, უსმენს, იცოდებს, კვებავს და დაგვიანებული ვიზიტების ყველა უხერხულობასა თუ მუდმივ ემოციურ ვამპირიზმს მოთმინებით იტანს (ამ უკანასკნელს თავი უნდა აარიდოს ნატივმა). მართალია, მოსახერხებელ მომენტში თავადაც შეუძლია მცირედი პარაზიტობის გამოვლენა მეგობრებზე, თუმცა ამ მიდრეკილების ზუსტი დიაგნოზირებისთვის ჰოროსკოპის სხვა ასპექტები უნდა ინახოს. მთვარის ჰარმონიული ასპექტებისას, მეგობრებთან კეთილია; ნეგატიური ასპექტებისას, ამჟღავნებს ისტერიულობას, არამოტივირებულ (უმიზეზო) აგრესიას, სიძულვილის ნიშნებს, თუმცა მცირე ხნით.

ბორის იზრაიტელი

მთვარე XI სახლში იძლევა მგრძნობიარე დამოკიდებულებას მეგობრობის მიმართ. ყველა ჯგუფური კავშირები ემოციურია. ასეთი ადამიანი მგრძნობიარე და მზრუნველ მეგობრებს ეძებს. უყვარს ოჯახური სიტუაციები, როდესაც რამდენიმე ოჯახი ერთად იკრიბება, ბავშვები დარბიან და ა.შ. იდეალური სამყარო_ეს არის უსაფრთხოება ფართო გაგებით: როგორც ფიზიკური, ისე ემოციური კუთხით. თავისებური დამოკიდებულება აქვს დროის მიმართ_ადამიანს არ შეუძლია დღევანდელი დღით ცხოვრება და დროს ყოველთვის ცოტა წინ უსწრებს.

ბილ ჰერბსთი

ჯგუფების ცხოვრებაში თანამონაწილეობა. რაღაც ძალამ, რომელიც თქვენს ბავშვობის ანაბეჭდებში კვლავაც ცოცხლობს, განაპირობა ძლიერი მიზიდულობის ჩამოყალიბება ჯგუფური უსაფრთხოების მიმართ. თქვენ ისე გაიზარდეთ, რომ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ხალხის გარემოცვაში გრძნობთ. ეს ჯგუფური ერთიანობის ინსტინქტია _ ჯგუფისადმი კუთვნილების მოთხოვნა. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ამ საჭიროებასაც თავისი ფასი აქვს და მახეც სწორედ ამაში მდგომარეობს: მაღალია ინდივიდუალიზმის დაკარგვის საფრთხე!  ამოცანა _ მიეცით საკუთარ თავს მიზანდასახულ სოციალურ ჯგუფებში გაერთიანების  საშუალება, თუმცა გაუფრთხილდით საკუთარ ინდივიდულობას, რადგან თქვენი მისია არა ჯგუფში გათქვეფა, არამედ მასში „წებოს“ ფუნქციის შესრულებაა.

მისაღები/ეთიკური ქცევა. სხვა ადამიანთა აზრი თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სურვილი გაქვთ, ჯგუფმა თავისიანად მიგიღოთ. შედეგად, ჯგუფისგან ზეწოლის შემთხვევაში თქვენი პირველი ინსტინქტური რეაქცია ადაპტაციაა _ ჯგუფზე მორგება, მისი ქცევის კოდექსის გათავისება, რომელიც ყველაზე კორექტულად გეჩვენებათ. რაც უფრო იზრდება თქვენი უსაფრთხოების განცდა ჯგუფში, მით უფრო შეიძლება სახე უცვალოთ საკუთარ ქცევებს, შემატოთ უფრო ორიგინალური და შემოქმედებითი ფორმები. მაგრამ თუ თქვენ გაკრიტიკებენ, მყისიერად განიცდით მოთხოვნას დაუბრუნდეთ ქცევის ძველ ფორმებს (გალიაში). მახე _ საკუთარი დამოუკიდებლობის უარყოფა მაშინ, როდესაც თქვენი ამოცანაა სრულად შეიგრძნოთ  ის ინტერაქცია, რომელსაც საერთო სოციალური რიტუალები ქმნიან.

მეგობრობა, სოციალური წრე. მეგობრული კავშირები „ქიმიური რეაქციების“  საფუძველზე მყარდება და არა გაცნობიერებულ არჩევანზე. თქვენ არ აანალიზებთ ამ ურთიერთობებს და არც მეგობრებს  ირჩევთ განსაზღვრული კრიტერიუმებით. მეგობრები დააკმაყოფილებენ თქვენს ემოციური კონტაქტების მოთხოვნას. რთულია მხოლოდ ამ ასპექტით  ვიმსჯელოთ საიმედო მეგობრული კავშირები გაქვთ თუ არა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობრების იმედი გაქვთ და მათთვისაც საიმედო საყრდენს წარმოადგენთ. თქვენი სოციალური წრე თქვენი მეორე ოჯახია, მტკიცედ შეკრული. ურთიერთობებში ცვლილებები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ემოციურ რხევებს განიცდით. იდეალურ ვარიანტში, თქვენ საკმაო რაოდენობის მეგობარი გყავთ. ასე, რომ შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილდეთ ერთი ადამიანიდან მეორესთან, მსგავსი ცვლილებების წარმოქმნისას.

ერთობლივი შემოქმედება. საკუთარ თავს აღმზრდელად აღიქვამთ, როდესაც სხვა ადამიანებთან თანხმობაში მუშაობთ. თქვენ მარტივად დაიკავებდით დედა-დამრიგებლის ადგილს შემოქმედებით ჯგუფში. მართალია, თქვენ არ აძლევთ მიმართულებას ჯგუფის განვითარებას, მაგრამ თქვენ უვლით და უფრთხილდებით იმ მიმართულებას, საითკენაც მიემართება ჯგუფი, განსაკუთრებით შემოქმედებითი კრიზისების თუ გაურკვევლობის პროცესებში. თქვენი შემოქმედებითი როლი ჯგუფის დაცვა და მისი თვითგამოხატვის მხარდაჭერაა.

სიყვარულის აქცეპტი.  თქვენთვის დამახასიათებელია სენტიმენტალური დამოკიდებულება სიყვარულის მიღებასთან.  რომანტიკა თქვენი ოცნებების საძირკველია: სანთლების შუქი,რბილი მუსიკა,ცეცხლი ბუხარში და ა.შ. თქვენთვის აუცილებელია სინაზე. ქვეცნობიერად გსურთ, რომ ვინმე გფლობდეთ და თქვენს ემოციურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. (სხვებისგან) სიყვარულის შეგრძნება თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი არარსებობისას, ემოციურ შიმშილს განიცდით, რამაც  შეიძლება სხვადასხვა ტიპის მახე წარმოშვას. პროდუქტების შეძენისთვის საუკეთესო დრო ის არის, როდესაც არ გშიათ. თუ მაღაზიაში მშიერი მიემართებით, ბევრი ისეთი  პროდუქტი „შემოგეყიდებათ“, რომელიც რეალურად არ გჭირდებათ. იგივე ითქმის სიყვარულის აქცეპტზეც: როდესაც სიყვარულის ძლიერ საჭიროებას და მოთხოვნას განიცდით, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაზე ცუდი დროა „მაღაზიაში წასასვლელად“, რადგან საქმე შეიძლება არასასურველი პროდუქტების შეძენის რომანტიული ვერსიით დასრულდეს. თაყვანისმცემლებმა ტრაფარეტი უნდა ატარონ, წარწერით: “ყურადღება! სიყვარული შეიძლება ჩვევაში გადაიზარდოს და სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას“. ამოცანა: დაიკმაყოფილოთ სიყვარულის მოთხოვნა ადეკვატური მეთოდებით.

ინდუბალა

მეგობრული ბუნების ადამიანები არიან და კარგი მეგობრებიც ჰყავთ, თუმცა უპირატესობას საზოგადოებისგან დისტანცირებულად ცხოვრებას ანიჭებენ. ცხოვრების განმავლობაში უხვად ელით სექსუალური თავგადასავლები. როგორც წესი, კარგი შვილები ჰყავთ. სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევიან და ძლიერი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე.

ბრუნო ჰუბერი 

მთვარე და ნეპტუნი და მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

მთვარე XI სახლში კვლავ გვაიძულებს გავიხსენოთ „სენდვიჩის შიგთავსი“, რადგან ამ პოზიციისას საკუთარი გრძნობები დაწერილ ქცევის წესებს უნდა დავუქვემდებაროთ. აქ აღარ რჩება სპონტანურობის ადგილი (შეიძლება ჰუმანიტარული ინტერესების გამოკლებით).

ყველაზე ღირსეული ფილანტროპები, ვინც ყოველთვის მზად არიან, სხვებს დაეხმარონ და სარგებელი მოუტანონ, არც ისე იშვიათად სწორედ ამ მთვარის მფლობელნი არიან. კონკრეტულად რა ფორმებით ახორცილებენ ამ დახმარებას, ეს უკვე დამოკიდებულია სხვა პლანეტების მდებარეობასა და ასპექტებზე.

XI სახლისთვის დამახასიათებელი იდეალიზმი ამ შემთხვევაშიც ფრიად აქტუალურია. პარტნიორებისგან ჩვენ, პირველ რიგში, არა სექსუალურ და ემოციურ დაკმაყოფილებას მოვითხოვთ.  ჩვენი შინაგანი მზერის წინაშე ადამიანური ურთიერთობის უფრო მაღალი იდეალი დგას: მსგავს გონებათა და მონათესავე სულთა შეხვედრა. ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, ინტერესებისა და შეხედულებების მსგავსება კი მთავარი მოთხოვნა. ჩვენთვის მთავარია, ურთიერთობა ამხანაგობას და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებას ეფუძნებოდეს და სულაც არ არის აუცილებელი ეს სასიყვარულო და მით უმეტეს სექსუალური ხასიათის იყოს. ამ სახლის მთვარე დიდად აფასებს მეგობრობას და შესაბამის ცხოვებისეულ ფილოსოფიასაც ბადებს.

თუ მთვარე მკაცრი ასპექტებით არის დაზიანებული,შეიძლება ჯვაროსნებად ვიქცეთ. საერთოდ, XI სახლში ყოველთვის არსებობს ამის საშიშროება და მისი გამოხატვა დამოკიდებულია სახლში აქტივირებულ ნიშანზე. ცეცხლის ნიშნები (მიწის ნიშნებზე) მეტად უწყობენ ხელს საომარი დამოკიდებულების გამოვლენას. ჰაერის ნიშნები უპირატესობას ანიჭებენ პროპაგანდისტულ მეთოდებს: ინტელექტუალური იარაღების, ვთქვათ, სატირული ბროშურების, პასკვილების გამოყენებით. კაცობრიობის კეთილდღეობისთვის სამართლიანი ბრძოლა XI სახლში ყოველისმომცველი იმპულსად შეიძლება იქცეს და ნატივის მთელი ძალები შთანთქოს.

XI სახლისთვის ასევე დამახასიათებელია ძლიერი მოთხოვნა მიეკუთვნებოდეს რომელიმე სულიერი ჯგუფს ან საიდუმლო საზოგადოებას. განსაკუთრებით თუ ის რომელიმე უმაღლესი პლანეტით (ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) არის მხარდაჭერილი. ნეგატიურ ასპექტებს შეუძლიათ ფანატიკოსებად, ტერორისტებად გვაქციონ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ საკუთარ საქციელს კეთილშობილი თეორიებითა და ზრახვებით.

ცნობილი ადამიანები XI სახლის მთვარით:

ვერძში: Pamela Anderson; Rihanna; Pink; Sophie Davant; Thierry Ardisson; Roch Armand Joseph Voisine; Richard Dean Anderson; Paco Rabanne…

კუროში: Cameron Diaz; Lisa Bonet; Serge Lama; Michel  de Montaigne; Michael Palin; Jacques Higelin; Aldous  Huxley; Yasser Arafat; David Helfgott…

ტყუპებში: Emmanuelle Béart; Kylie Minogue; Jacob  Gyllenhaal; David  Hasselhoff; Franz Kafka; George  Carlin; Elisha  Cuthbert; Joan Miró; Michel Piccoli…

კირჩხიბში: Keanu Reeves; Marion Cotillard; Taylor Swift; Charles Pierre Baudelaire; Rose Byrne; Béatrice Dalle; Franck Dubosc; Sonia Gandhi; Giorgio Armani; Terence Hill; Michel  Platini; Mike Myers; Pelé…

ლომში: Tom Hanks; Patrick  Swayze; Niall  Horan; Chris  Martin; Winston  Churchill; Julian Dana William McMahon; Oscar Wilde; Antoine de Saint-Exupéry; Antonio  Vivaldi;  Venus  Williams; Mikhail Gorbachev…

ქალწულში: Natalie Portman; John Fitzgerald Kennedy; Laurence Chirac; Jean-Pierre Danel; Romain Duris; Gene Simmons; Mark  Harmon; Traci Lords; Fiona Apple; Stendhal…

სასწორში: Edward Norton; Justin Bieber; Clara Morgane; Arielle Dombasle; Tori Amos; Sid Vicious; Gilles Deleuze; Ingmar Bergman…

მორიელში: Elizabeth Taylor; Bruce Lee; Gérard Depardieu; Jenifer Yaël Dadouche-Bartoli; Claire Chazal; Steven Tyler; Igor Bogdanoff; Jordy Lemoine; Stéphane Bern; Arsène Wenge; Francis Ford Coppola…

მშვილდოსანში: Oprah Winfrey; Jacques Chirac; Jiddu Krishnamurti; Anthony Hopkins; Hilary  Duff; Newton  Gingrich;  Ray  Bradbury…

თხის რქაში: George Clooney; Julien Doré; LeAnn Rimes; Federico García Lorca…

მერწყულში: John Lennon; Juan Carlos I of Spain; Ashlee  Simpson; Philip K. Dick; Alessandra Mussolini…

თევზებში: Martin Luther King; Coluche; Michel Sardou; Rita Hayworth; M Pokora; Hélène Ségara; Bernard Lavilliers; Jean-Jacques Sempé; Laura  Bush…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top