ნათალური მთვარე XII სახლში

ნათალური მთვარე XII სახლში

“იზოლაცია“

მათი სიმორცხვე უმეტესად თავმდაბლობად აღიქმება, ზემგრძნობიარობა კი ხშირად აიძულებთ განზრახ გაერიდონ გარემოცვას. ეს იმდენად მოწყვლადი ბუნების ხალხია, ხშირად სხვადასხვა ფობია უვითარდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება სურთ, ვიდრე შეუძლიათ, ამიტომაც იმედგაცრუებები თითქმის გარდაუვალია. ეს შფოთიანი, მორცხვი და მგრძნობიარე ადამიანები მარტივად იხევენ უკან რთულ მომენტებში და ძალიან არ სიამოვნებთ უცხო გარემოცვაში ყოფნა. მათ აუცილებლად სჭირდებათ დრო, რომ გაიხსნან და თავისუფლად გამოავლინონ ემოციები. უმეტესად საკუთარი ოცნებების სამყაროში ცხოვრობენ, რადგან  რეალური ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებითა და შეზღუდვებით, საფრთხეებითა და ფარული მტრებით.

თავგანწირული ხალხია, კარგი აღმზრდელი და მზრუნველები. თუმცა ხანდახან ზედმეტად ეჯაჭვებიან ადამიანებს. მიდრეკილნი არიან საიდუმლო სასიყვარულო კავშირებისკენ. მათი ქვეცნობიერი იმდენად აქტიურია, ხშირად აწუხებთ წარმოსახვითი მუქარები. ამ შთაბეჭდილებიანი და მარტივად შთაგონებადი ხალხისთვის რჩევების მიცემაც კი გარკვეულწილად სახიფათოა.

განწყობა და რეაქციები დიდად არის დამოკიდებული ადრეულ ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებასა და ქვეცნობიერის მიმდინარე მდგომარეობაზე. მკვეთრად გამოხატულია ნერვული აშლილობების ტენდენციების განვითარებაც.

უყვართ ყველაფერი გასაიდუმლოებული, ამოუცნობი და ტაბუდადებული. ძალიან ამაღლებული და რომანტიულები არიან. რადგანაც გრძნობები უმეტესად გონებაზე მძლავრობენ, ხშირად ებმებიან სახიფათო და არაკეთილგონივრულ სასიყვარულო კავშირებში, რასაც მათთვის მხოლოდ ზიანი და ტანჯვა მოაქვს. ამ ასპექტის მფლობელთ დიდი გამოცდები ელით სიყვარულსა და ოჯახურ ცხვრებაში. ამიტომაც აუცილებელია საკუთარი კონტაქტები და სასიყვარულო კავშირები ფხიზლად, ჯანსაღად და რაციონალურად წარმართონ.

ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მაღალია იძულებითი იზოლაციის ან სამკურნალო კლინიკაში აღმოჩენის საფრთხე. სიმტკიცისა და მუდმივობის დეფიციტი ხშირად განაპირობებს უგუნურ ქცევებს, რასაც შედეგად მოჰყვება ფუჭი ნერვიულობები, არაერთი უსიამოვნება, სულის დამამძიმებელლი საიდუმლოებები, წარმოსახვითი შიშები და ქალთმოძულეობა.

მოსწონთ და მათთვის წარმატებული იქნება ისეთი საქმიანობები, რომელიც განმარტოების საშუალებას მისცემს  (საავადმყოფოები, კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტები, გასაიდუმლოებული ლაბორატორიები და ა.შ.)  ეზოთერული დისციპლინების შესწავლა კი არსებითად დაეხმარებათ სულიერ განვითარებაში. ისინი თავადაც სავსენი არიან საიდუმლოებებითა და უცნაურობებით. ზოგადად, მათი ცხოვრება იზოლაციაში  უფრო ბედნიერად და ნაყოფიერად წარიმართება, ყოველგვარი უსიამოვნებებისა და იმედგაცრუებების გარეშე.


სერგეი ვრონსკი

არც ისე იშვიათად მიუთითებს უბედურ ან ავადმყოფ შთამომავლობაზე ან/და საკუთარ ბავშვობაზე. დიდი გამოცდები სიყვარულსა და ოჯახში. მთვარის ამ მდებარეობით სასიყვარულო კავშირები და კონტაქტები მხოლოდ საღი და ფხიზელი გონებით უნდა წარიმართოს.

ამავე სახლში იმალებიან ფარული მტრები, თავიანთი ინტრიგებით, და უამრავი უხილავი საფრთხე. XII სახლიცა და მთვარეც ხომ საიდომლოებების სავანეა. არ არის გამორიცხული შეზღუდვები და იზოლაცია ცხოვრების ნორმალური დინებისგან, რასაც შესაძლოა იძულებითი ხასიათიც ჰქონდეს (ხანგრძლივად ლოგინს მიაჯაჭვონ, პატიმრობა, იძულებითი სამუშაო).

დადებითი ასპექტების შემთხვევაში, შესაძლოა წარმატება და წინსვლა, აღიარება და აღმასვლა (თუ მთვარე მორიელის ან თხის რქის ნიშანში არ მდებარეობს) ფილოსოფიისა და თეოლოგიის, ოკულტურ და მისტიურ მეცნიერებებში. ოპტიმალურია დახურულ, გასაიდუმლოებულ ორგანიზაციებში მოღვაწეობა.

ამ მთვრის მარსთან, სატურნთან, ურანთან ან ნეპტუნთან მავნე კონფიგურაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, საზოგადოებისგან იძულებითი იზოლაციის წინაპირობებს ქმნის.

პაველ გლობა

+ ემოციური ინტერესი ყველაფერი გასაიდუმლოებულის მიმართ. ემოციები დამოკიდებულია განწყობასა და ქვეცნობიერზე. ძლიერი მგრძნობიარობა და ინტუიცია საშუალებას აძლევს შეაღწიოს საიდუმლო საქმეებში. ხშირად იჭერს სხვა ადამიანების განწყობას საკუთარ თავზე. ქვეცნობიერად გრძნობს ყველაფერს, რის დამალვასაც მისგან ცდილობენ. უკიდურესად მგრძნობიარენი არიან ტყუილების მიმართ_მარტივად შიფრავენ. კარგი მდებარეობაა ფსიქოლოგებისა და ოკულტისტებისთვის.

 ნერვოზები, მელანქოლია, მოჩვენებითი-ნიღაბი, ემოციური კომპლექსები. მაღალია ფსიქიკურ დაავადებათა და მაგიური ზემოქმედების საფრთხე. საკუთარ თავზე ემოციური კონტროლი დაკარგულია. ფსიქოლოგიური შიშები. ყველაფრის ეშინია. ფარული მტრები ყველაზე მტკივნეულ წერტილებში ურტყამენ.

ფრენსის საკოიანი

განწყობა და რეაქციები დამოკიდებულიაა ქვეცნობიერში დალექილ გამოცდილებაზე. ინტერესი ინტუიციური განცდების მიმართ. სიმორცხვე და უზომო მგრძნობიარობა. ჰიპნოზი საშიშია.

თქვენი გრძნობები და განცდები გარკვეულწილად ამოცანას წარმოადგენს თქვენთვისაც კი. ამიტომ გიჭირთ საკუთარი შეგრზნებების სხვებისთვის გაზიარება. თქვენ ხშირად ეთიშებით სამყაროსთან კონტაქტს, რადგან საჭიროებთ კეთილისმყოფელ, მშვიდობიან გარემოცვას, რომ გაიფურჩქნოთ და გამოხვიდეთ შინაგანი ტყვეობიდან. ხშირად აიგივებთ თავს დათრგუნულ, დაჩაგრულ და დამცირებულ ხალხთან და ცდილობთ, როგორღაც დაეხმაროთ და იზრუნოთ მათზე.

ავესალომ პადვოდნი: „მარიამ მაგდალინელი“

გასაგებად და საინტერპრეტაციოდ რთული ასპექტია: ადამიანისთვის არც ისე მარტივია გაიგოს საკუთარი გრძნობები და ცხოვრების აზრი, რომლის უდიდეს ნაწილს საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მის უმდაბლეს პროგრამებთან, რაც აბსოლუტს მსხვერპლად უნდა შესწიროს, საკუთარი თავისა და მათი წინასწარი შემზადებით.

გარესამყარო მუდმივად მოითხოვს ამ ადამიანისგან შინაგან დაძაბულობასა და შინაგან მსხვერპლს, რაც მისთვის ძალიან უსიამოვნო გასაკეთებელი იქნება და სავარაუდოდ, არაერთხელ დაარღვევს სწორად მსხვერპლგაღების პირობებს (იხ.ზემოთ „დაზიანებული XII სახლი). მთვარის დაზიანებისას, შესაძლებელია მკვეთრი ვარდნები აბსოლუტური ეგოიზმიდან სრულ თვითაკვეთამდე, როდესაც ხდება საკუთარი უმდაბლესი საწყისის განადგურება, უმაღლესთან ერთად, რომელსაც მასთან (უმდაბლეს საწყისთან) გამკლავების ძალა არ შესწევს.

ჰარმონიული მთვარე მიუთითებს ქვეცნობიერის კონკრეტულ უმდაბლეს პროგრამებზე, რომელზეც ინდივიდმა უარი უნდა თქვას. კარგად ასპექტირებული მთვარე, XII სახლში, ასევე მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მათთან გამოთხოვების პროცესს, მაგრამ განაპირობებს ზედმეტად მარტივ დამოკიდებულებას მონანიების მიმართ.  ნებისმიერ შემთხვევაში, ინდივიდს ექნება ადამიანებისა და მთლიანად სამყაროსგან გაუცხოების შინაგანი განცდა, განსაკუთრებით ემოციური, რაც დაბალ დონეზე მოგვცემს უგრძნობ, მშრალ  ადამიანს, საშუალო დონეზე _ სასოწარკვეთილს (განსაკუთრებით ქალს), რადგან ნატივს საკუთარი შინაგანი სამყარო საზიანოდ და სახიფათოდ, სხვებისგან რადიკალურად განსხვავებულად და აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებლად ეჩვენება. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე: თუ XII სახლის მზეს აბსოლუტი მსხვერპლად თხოვს უმდაბლეს ნებას, როცა მას (ნებას)რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევს, XII სახლის მთვარისგან ის მსხვერპლად მოითხოვს უმდაბლეს „მეს“, რომელიც მაინც არ მისცემს ადამიანს მიწიერ ცოდვათა მორევში ჩაძირვის საშუალებას. მას ყველაფერი ხელოვნურად და არარეალურად მოეჩვენება.  მეტიც! ყოველთვის,როდესაც ადამიანი ეგოისტურად მოიქცევა და ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამების ჩართვას დაიჟინებს, ის არამხოლოდ იმედგაცრუებული დარჩება, დაისჯება კიდეც (ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში რბილად, დაზიანებულის-მკაცრად).

დამუშავება იძლევა სწრაფი ევოლუციური ზრდის საშუალებას. ადამიანი მარტივად პოულობს საკუთარ ფარულ უმდაბლეს პროგრამებს და სრული შესაძლებლობა ეძლევა მოახდინოს მათი ტრანსფორმაცია უფრო მაღალ დონეებზე. მაშინ ეს ასპექტი იძლევა ინტიუციურ შეხებას მთელს უხილავ სამყაროსთან; ინდივიდს ეძლევა თანაგრძნობა და მოწყალება; ნებისმიერი სულიერი და ფიზიკური ტკივილი დანახვისა და შემსუბუქების შესაძლებლობა.

აუცილებლად უნდა ისწავლოთ ფარული მტრების დანახვა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ფარულ ეგოიზმში, გაიღოთ მსხვერპლი ნაკლებემოციურად და შესაძლებლობის მიხედვით, უანგაროდ. და გახსოვდეთ, მარტოობა ყოველთვის ეგოცენტრიზმის პირდაპირი შედეგია.

 ბორის იზრაიტელი

ადამიანს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს კოლექტიურ კარმასთან, გაურბის მას, ვალებს „მერე“ გაისტუმრებს. საზოგადოებისადმი ვალდებულების გრძნობა დასუსტებულია, უფრო სწორედ ტრანსფორმირებულია კონკრეტული პიროვნებებისადმი ვალდებულებებში. ბევრ დროს უთმობს სხვების პრობლემებს, რასაც ადამიანები ინტუიციურად გრძნობენ. ის „სხვისი სტუმრების მასპინძელია“. ადამიანის ამოცანა, ემოციურ-მენტალურ დონეზე,  საკუთარი პრობლემების დავიწყება და სხვისი პრობლემების მოსმენა, საკუთარი განწყობის დამალვაა.

ხშირად ესიზმრება თავისი ნამდვილი სახლი, სადაც წინა ინკარნაციაში ცხოვრობდა. ეს მაწანწალა მოგზაური მუდმივად თავშესაფრის ძიებაშია. თვითანალიზს ხელს უწყობს უსაფრთხო გარემო, ოჯახური წრე, მზრუნველი ქალების გარემოცვა. უყვარს მარტოობა,რაც საჭიროც კი არის მისთვის, ძალების შესანარჩუნებლად. უაღრესად კეთილისმყოფელი გავლენა აქვს ძილს, მედიტაციას, რელაქსაციას, მარტოობაში განსჯას და წერას.

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. თქვენ არც ისე უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საკუთარ სხეულში და ყოველდღიურად გარკვეულ დროს საჭიროებთ საკუთარი თავისგან დასასვენებლად. ფანტაზიები საშუალებას გაძლევთ გაიახალგაზრდავოთ და ძალები შთაბეროთ თქვენს მისწრაფებას ადამიანობისკენ. თუ ეს თქვენთვის ჰაერივით აუცილებელი პროცესი ამა თუ იმ მიზეზით არ ხორციელდება, ემოციურად იკარგებით. წარმოიდგინეთ, რომ სრულიად უსაფრთხო გარემოში იმყოფებით და არავითარი უსიამოვნება არ გემუქრებათ. თქვენ შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეთ ყოფითი ცხოვრების წნეხისგან განთავისუფლების მოთხოვნას და შედეგად გადაერთოთ ავტოპილოტის რეჟიმზე, როდესაც გაუცნობიერებლად ოცნებობთ და ვერავითარ ემოციურ კმაყოფილებას ვერ იღებთ.მაშინ  როდესაც თქვენს ამოცანას ცნობიერი ფანტაზიებით კვება წარმოადგენს.ოცნებები თქვენი ემოციური ციკლის გაზაფხულია, ამიტომ ხშირად ეწვიეთ წარმოსახვით სამყაროს, მაგრამ იფრთხილეთ, რომ მასში არ ჩაიკარგოთ!

განფოკუსირებული ინტუიცია. თქვენი ინტუიცია ინსტინქტურია. მთავარი საკითხავი ის არის, როგორ იყენებთ მას. ბავშვობაში დედის (ან დედის როლის შემსრულებლის) მიერ ჩამოყალიბებულმა იმპრინტებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თქვენი აღქმის უნარი უხილავი ინფორმაციის მიმართ.ახლა კი თქვენი ინტუიციური რადარი თქვენს მეორე ბუნებას წარმოადგენს. ინტუიციურ აღქმას ნამდვილად შეუძლია გამოდევნოს შიშები და დაბნეულობა, უსაფრთხოებასა და თავდაჯერებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც საჭიროა სიფრთხილე. მახე მდგომარეობს საზღვრებში. თქვენი საკუთარი ემოციური მდგომარეობა ხშირად ითქვიფება ინტუიციურ გზავნილებში. შესაძლოა თავს აიგივებდეთ შეგრძნებებთან, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის თქვენი განცდები. ან პირიქით _ თქვენი გრძნობები გზავნილებად აღიქვათ. ამოცანა _ ემოციურ სივრცეში ამოიცნოთ რა არის ჭეშმარიტად თქვენი და განასხვავოთ პირადი შეგრძნებები ინტუიციური ინფორმაციისგან.

გარიდება და განმარტოება. მიუხედავად იმისა, რამდენად ჭკუამხიარული, სიცოცხლისმოყვარე პიროვნება ხართ და რამდენად დატვირთული და სავსე ცხოვრება გაქვთ, ამქვეყნიური სამყაროსგან მოწყვეტით სულიერ სირბილეს იძენთ. განმარტოებისას, თქვენ უერთდებით ემოციათა დინებას, რომელიც სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და ქაოტურად გშთანთქავთ, ხან იქ, ხან აქ, ხან ერთ მომენტში, ხან მეორეში. თქვენთვის აუცილებელია შეანელოთ ტემპი და დროებით მაინც მცირედ გადაუხვიოთ ნორმალური რითმიდან, რაც ძალიან დაგეხმარებათ თვითდამშვიდებასა და ყოფითი ცხოვრების საიდუმლოებათა ჩაწვდომაში. თქვენს შემთხვევაში, ძილი და დასვენება ”მზრუნველობის გაცვეთილ ნაჭერს კემსავს”, ამიტომ თუ სიზმრები გაწუხებთ ან საერთოდ არ გაძინებთ, მაშინ საშინლად იტანჯებით და თითქმის მყისიერად იფიტებით. ეს იმის უტყუარი სიგნალია, რომ თქვენ გაცნობიერებულად უნდა ჩამოშორდეთ და მცირე შესვენება აიღოთ ყოფითი ცხოვრებისგან.

თავგანწირული დახმარება. თქვენი დედობრივი გრძნობები საკმაოდ რბილად და იმდენად უხვად ვლინდება, ადამიანები მეტად გულჩვილ არსებად გთვლიან, ვისი სიმპათიების დამსახურებაც ძალიან მარტივია. და ეს ასეც არის. თქვენი ძალა არა სასტიკი და მკაცრი ქცევისგან გამომდინარეობს. პირიქით, თქვენი ბუნების უძლიერესი მხარე თქვენს ღრმა მზადყოფნაშია, შეიგრძნოთ სხვა ადამიანების ცხოვრებისეული სირთულეები და რბილად აღმოუჩინოთ დახმარება. თავი აარიდეთ ზედმეტ თავმდაბლობას. ყალბ თვინიერებას არავისთვის მოაქვს სარგებელი. აღელვებულთა დამშვიდება, ღარიბთათვის თავშესაფრის და ავადმყოფთათვის ნუგეშისცემა _ ყველა თანაგრძნობის აქტია, მაგრამ ნუ მისცემთ ემპათიას თქვენი განადგურების საშუალებას. გახდით განმარტოებული სახიზნავი ქარიშხალში დაკარგული გზააბნეული მოგზაურებისთვის, ემოციური შუქურა, რომელიც დაკარგულებს ნაპირისკენ გზას გაუნათებს, მაგრამ გახსოვდეთ, გასაჭირიდან გამოხსნა თქვენი ამოცანა არ არის. ამის ნაცვლად, თქვენ თავშესაფარი უნდა მისცეთ გაჭირვებულებს, რომ საკუთარ თავს თვითონ უშველონ.

„განვლილი ცხოვრებები“. თქვენი ემოციებისა და მოთხოვნების პატერნები ძლიერ არის მიჯაჭვული სხვა რეალობებზე. რამაც ამ ცხოვრებაშიც გამოჟონა. თქვენ სწორედ მათი ამოცნობა და გაგება გევალებათ, რაც დაგეხმარებათ მათგანვე წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში. თქვენსა და დედას (ან სხვა ადამიანებს, ვინც დედის და აღმზრდელის ფუნქციას ასრულებენ თქვენს ცხოვრებაში) შორის ძლიერი და ღრმა კარმული კავშირია. ყურადღებით გამოიკვლიეთ ეს ურთიერთობები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარსულის პატერნების „ამოქექვას“. წარსულ განსხეულებებში თქვენთვის დამახასიათებელი იყო გაუცნობიერებლად, ჩვევების მიხედვით მოქმედების ტენდენცია და როგორც ჩანს, მართლაც არ ან ვერ აცნობიერებდით, რას სჩადიოდით. ეს რითმები განხორციელდა მოცემულ ცხოვრებაშიც იმისათვის, რომ მათგან გათავისუფლება შეძლოთ და სრულად განავითაროთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 HetMonster

განმარტოებული ცხოვრება მეტ ბედნიერებას უქადის და მრავალ უსიამოვნებას ააცილებს, ვიდრე ხალხმრავლობაში ორომტრიალი. შესაძლოა ასევე იძულებითი განდევნა ან დატუსაღება.

 ინდუბალა

ასეთი ადამიანის გონება რამდენადმე უკონტროლოა. უმეტესად სულიერ საკითხებს უფიქრდებიან. სწამთ მომავალი და წინა ცხოვრებების (რეინკარნაციის). მატერიალურ საკითხებში იღბალი ცვალებადია. მიდრეკილნი არიან ფარული ან/და არალეგალური საქმიანობებისკენ. ხშირად ხვდებიან უჩვეულო ადგილებში. შეიძლება იყენებდენენ ნარკოტიკებს ან გადაჭარბებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს/ხილვებს (ილუზიებში დაკარგვის საფრთხე).დიდ დროს ატარებენ მარტოობაში. შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის სისუსტე. დედასთან ურთიერთობაში სიახლოვის დეფიციტია.

 ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

მთვარისთვის XII სახლი იმედგაცრუებებით არის სავსე. დათრგუნულობის განცდის მთავარი მიზეზი ოჯახური წრის შიგნით იზოლაციით არის გამოწვეული. შეიძლება ბავშვობაში ჩვენს მიმართ გულგრილობას ავლენდნენ ,მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გვტოვებდნენ, რამაც სამუდამოდ დაგვიტოვა მოთხოვნა, ავინაზღაუროთ დაკარგული დრო; ასევე საკუთარი თავის ვინმესადმი მიკუთვნების მიდრეკილება, რომ თავი საჭიროდ და სასურველ ადამიანებად ვიგრძნოთ. ჩვენ ვსაჭიროებთ სინაზის მსუყე ულუფას, ზედოზირებულსაც კი, განსაკუთრებით თუ მთვარე XII სახლის კუსპიდთან ახლოს იმყოფება, სადაც ემოციები ისტერიულობას ესაზღვრება. ეს სახლი ასევე მიდრეკილია ზედმეტი თვითშეცოდებისკენ. ასეა თუ ისე, უკიდურესი მგრძნობიარობა ყოველთვის სახეზეა. თუ გარშემომყოფები არც ისე სერიოზულად აღიქვამენ ჩვენს ისტერიკებს და საკმარის მხარდაჭერას ვგრძნობთ მათგან, უზარმაზარ სიმპათიას და გაგებას ვავლენთ პარტნიორებთან მიმართებაში. ფიზიკურ-სექსუალური ურთიერთობა სავსე უნდა იყოს სიყვარულით, სინაზითა და რაც ყველაზე მთავარია_ტაქტით.

ეს ადამიანი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, რადგან სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა მისთვის საკუთარი დატყვევებული გრძნობების გამონთავისუფლების სოციალურად მისაღები გზაა.

ცნობილი ადამიანები XII სახლის მთვარით:

 ვერძში:  Russell Crowe , Johann Sebastian Bach,  Amanda Bynes ,Samantha Fox , Garry Kasparov , Billie Holiday ,James Caan , Serena Grandi,  Francisco de Goya…

კუროში: Robert Pattinson , Che Guevara ,Renée Zellweger ,Kirsten Dunst,  Shirley MacLaine, Immanuel Kant….

 ტყუპებში: Charles Aznavour, Liam Neeson, Lenny Kravitz, Chris Evans (actor), Steffi Graf, Nancy Sinatra…

კირჩხიბში: Nelson Mandela, Anne Sinclair, Nathalie Baye, Diana Rigg, Julian Assange, Alexandra Canto, Vincent Lindon,   Maria  Jim Pierre Cardin,  Edgar Degas Robert Schuman, Louis Armstrong…

ლომში: Mick Jagger, J. K. Rowling,  Charles BukowskiGeorge Bernard Shaw…

ქალწულში: Greta Garbo, Michel Drucker, Warren Buffett, Tommy Lee Jones, Ronaldo (footballer), Stefano Casiraghi…

 სასწორში: Jean-Claude Van Damme, Matt Damon, ,Stephen Arroyo, Sophie Favier, Jenna Elfman, Giuseppe Verdi, Michelangelo Antonioni…

მორიელში: Björk, Charles Bronson, Danny Devito, Larry King, Richard Dreyfuss, Terry Gilliam, Luchino Visconti…

მშვილდოსანში: Scarlett Johansson, Milla Jovovich, Katie Holmes, Miley Cyrus, Kim Basinger, Ilona Staller, Julianne Moore, Edmund Kemper, Emily Dickinson, William Blake…

 თხის რქაში: Marilyn Manson, Marlene Dietrich, Dolly Parton, Jean Ferrat, Jon Voight, Howard Stern, Benjamin Franklin, Faye Dunaway…

მერწყულში: Bob Marley, Taylor Lautner, Abraham Lincoln, Denise Richards, Virginia Woolf, Laura Dern, Pierrette Bres, Philippe Candeloro, Joe Pesci, Robertino Rossellini, Steevy Boulay, Gene Hackman, John Belush…

თევზებში:  Luc Besson, Olivier Minne, Piet Mondrian, Rupert MurdochNina Simone, Gabriel García Márquez,  Amerigo Vespucci, Pattie Boyd…

ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top