ნათალური მთვარე II სახლში

ნათალური მთვარე II სახლში

„შენაძენი“

ეს კარგი მუშაკია, რომელსაც ხელეწიფება სხვა ადამიანების ფასეულობათა სისტემის შეცვლა. ფინანსური საქმეები სავსეა ცვლილებებით და ყოველთვის მერყევ მდგომარეობაში იმყოფება. მდებარეობა ხელს უწყობს საზოგადოებრივ კავშირებსა და საქმიან კონტაქტებს ქალებთან. ფული შემოედინება დედის ან ქალების მხრიდან/დახმარებით. მატერიალური სიმდიდრესა და ფინანსებს დიდი მნიშვნლობა აქვს ემოციური უსაფრთხოებისთვის. ის შეიძლება ძალიან ძუნწი ან ძალიან ხელგაშლილი იყოს. ამიტომ, თავი უნდა არიდოს ამ უკიდურესობებს. ადვილად ეჯაჭვება ადამიანებსა და ფულს.

არც ისე იშვიათად დაკავებულია არიან საზოგადოებრივი კვებისა და საოჯახოდ საჭირო ნივთების წარმოებით. ხშირად ზრუნავენ უბრალო ადამიანების საჭიროებებზე. დროდადრო მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ამასაც საკმაოდ არასტაბილური ხასიათი აქვს. ფული ადვილად მოდის და მიდის. შესაძლოა ახასიათებდეს გადაჭარბებული მიმნდობლობა, რასაც ფინანსური დანაკარგები მოჰყვება. თუმცა ზარალის უმთავრესი მიზეზი მაინც მისი საკუთარი დაუდევრობაა.

სერგეი ვრონსკი:

შემოსავლები დაკავშირებულია საზოგადოებრივ საქმიანობასთან. ფინანასური და ქონებრივი საკითხები ყოველთვის პრობლემატური, არასტაბილური და ცვალებადია, ძირითადად, მისი საკუთარი უყურადღებობისა და წინდაუხედავობის გამო. აქ მხოლოდ იუპიტერი ან დომინანტი II სახლი თუ დაეხმარება. წარმატებას ხელს უწყობს დადებითი კონფიგურაცია (ასპექტები) ურანთან, ქირონთან ან რეტროგრადულ ვენერასთან.

პაველ გლობა
* სახლის ელევატორი
+ ემოციური განწყობა მატერიალური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია. ინსტინქტურად პოულობს ფულის შოვნის წყაროებს. შესანიშნავი „ყნოსვა აქვს ფულზე“, თითქოს ფული თავისით მიედინება მის ხელში. ჯანსაღი მადა. გურმანია. სიცოცხლისმოყვარე ადამიანია, დიდ სიამოვნებას იღებს საკვებისა და ამქვეყნიური ცხოვრებისგან.

გაღიზიანება უფულობის გამო. უდარდელი დამოკიდებულება ფულთან, მფლანგველობა. მყარი ემოციების არარსებობა: შეიძლება შთაგონებაზე იხარჯებოდეს, მაგრამ მხოლოდ სათანადო განწყობის შემთხვევაში. ნეგატიური განცდებისას, მადა უქვეითდება. ცხოვრებით და მატერიალური მდგომარეობით უკმაყოფილება.

ფრენსის საკოიანი

მატერიალური კეთილდღეობის  ძლიერი მოთხოვნა. განწყობა დამოკიდებულია მატერიალურ კომფორტზე. მოხერხებული დილერია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე საკვებ პროდუქტებს, საბინაო საკითხებსა და მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.

ალბათ დიადი კოლექციონერი ხართ, რადგან საკუთრება დაცულობისა და წარსულთან კავშირის შეგრძნებასა გაძლევთ, რაც თქვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია. თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ანტიკვარული ნივთები და ყველაფერი, რაც წარსულს უკავშირდება. ასევე მტკიცედ ებღაუჭებით ფულსა და საკუთრებას, „ოჯახში ინახავთ“ და არ უზიარებთ მათ, ვინც თქვენს უახლოეს გარემოცვას არ მიეკუთვნება.

ავესალომ პადვოდნი: ჭეშმარიტად ეთიკური სწავლება იმ ფასეულობებზე აპელირებსრაც ადამიანის სულმა ყოველთვის იცოდა

მთვარე II სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია.

ეს მდებარეობა გარემოზე ძლიერ მგრძნობიარობას განაპირობებს. ადამიანი გარემოს ზემოქმედებას სიტყვა სიტყვით საკუთარი კანით გრძნობს და ძლიერ იტანჯება დისჰარმონიული ურთიერთქმედებისგან.

მთვარის დაზიანებისას, მისი ნიშნიდან გამომდინარე ,ცდილობს თავი დაიცვას, მაგრამ ეს ფუჭი მცდელობაა, რადგან II სახლის ტიპურ სიტუაციებში ყურადღება გაფანტულია. მეორეს მხრივ, ადამიანი, ისე რომ თავადაც ვერ ხვდება, ძალიან ძლიერ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე მხოლოდ თავისი არსებობითაც (განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებსა და სტილში, რომელთაც მთვარის ნიშანი და ასპექტები აჩვენებს). ასეთ მდებარეობისას, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საკმარისად კომფორტული გარემოცვა (რისი უზრუნველყოფაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ ადეკვატური ეთიკით ხდება), წინააღმდეგ შემთხვევაში მას განუვითარდება ნერვული აშლილობა, ასევე ფუნქციონალური და შემდგ ორგანული დაავადებები.

ზოგადად, უკეთესია როდესაც II სახლი ფემინურ ნიშანს უჭირავს, რაც ადამიანს მეტ ემოციურ მოქნილობას ანიჭებს და გარემოსთან შეგუებას უადვილებს, ვიდრე მამაკაცურ ნიშანში, როდესაც ადამიანი ცდილობს გარემო საკუთარი სურვილებსა და მოთხოვნებს მოარგოს. გამონაკლისს წარმოადგენს II სახლი მორიელის ნიშანში. ამასთან თუ მთვარეც ამ ნიშანშია, ადამიანს ან მის გარემოცვას მოუწევს დიდი ოდენობით თვინიერების გამომუშავება.

ჰარმონიულ ვარიანტში, მთვარის ეს მდებარეობა ადამიანს საშუალებას აძლევს გარემოს (მათ შორის ფულისაც) გამოყენების ყოვლისშემძლეობას, პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რაც მისთვის  დიდი ცდუნებაა.

დამუშავება იძლევა ღვთაებრივი წყალობის დინებას ადამიანისგან გარესამყაროში, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ასხივებს. ის ძალზედ სასიამოვნო სანახავია და მისგან მაგალითის აღება მოგინდებათ, რასაც არ უნდა აკეთებდეს: დადიოდეს, საუბრობდეს, იცინოდეს.

ბორის იზრაიტელი

შეშფოთებას გამოხატავს შემოსავლების აუცილებელ დონესთან დაკავშირებით. უყვარს შენაძენების გაკეთება. ყოველთვის ნივთების ძიებაშია. ძირითადად, ყოველდღიური მოხმარების ნივთები უყვარს: ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული და ა.შ.  ეშინია საარსებო სახსრების გარეშე დარჩენის. არც ისე გულგრილია ფულის ხანგრძლივვადიანი დაბანდების, აქციების შესყიდვის, სახელმწიფო სესხების მიმართ. თავშენახულია. პროდუქტებს აგროვებს, აკონსერვებს. მოსწონთ ჭურჭლის კოლექციონირება.

დანაზოგისა და ხარჯების არათანაბარზომიერება. თუ მთვარე დაზიანებული არ არის, მეტს აგროვებს, ვიდრე ხარჯავს და დროთა განმავლობაში უამრავი უსარგებლო ნივთი უგროვდება. საერთო განწყობის ქვეშ ექცევა _ თუ ყველა ყიდულობს, მანაც უნდა იყიდოს. პრობლემა _ არადიფერენცირებულობა (განურჩევლობა) შენაძენებში.

ამ ადამიანის  მაქსიმალურ და მინიმალურ გასამრჯელოებს შორის საკმაოდ დიდი ამპლიტუდაა. შემოსავლებზე გავლენას ახდენენ ახლო ქალები, დედა. ენერგიას იღებს სითხეებისგან, ყველაზე მეტად დამოკიდებულია ნოყიერ ფიზიკურ საკვებზე. შიმშილობა თითქმის არ შეუძლია. უყვარს კვება და გამოკვება, ამიტომ კარგი კულინარული მონაცემები აქვს. თუ მთვარე დაზიანებული არ არის _ ტრადიციული საშინაო აღზრდა, მშობლები უკონფლიქტოდ და ურთიერთშეთანხმებულად ზრუნავენ მისი აღზრდის მეთოდებზე.

ბილ ჰერბსთი

თვითშეფასება. მთვარის II სახლში მდებარეობა იმის მაუწყებელია, რომ ფსიქოლოგიური თვითშეფასება დაკავირებულია ემოციურ გამოხმაურების მოთხოვნაზე. თუ  თავს (და სხვებს) გრძნობებით იცავთ, თავს კარგად იგრძნობთ. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ცხოვრება მშვენიერია, მთვარე ინარჩუნებს კავშირს ტემპერამენტის აღმაფრენებსა და დაცემასთან. მღელვარება, განწყობის ცვლა ცუდიდან უარესისკენ და პირიქით _ ეს ციკლური პროცესებია და დროებითად უნდა აღიქვათ. მიჰყევით ამ ცვლილებათა დინებას. მაგრამ როდესაც პირადი საჭიროებები კომფორტსა და უსაფრთხოებაში არ კმაყოფილდება, განწყობა ყოველთვის ცუდი იქნება. ამოცანა _ უზრუნველყოთ თქვენი თავი იმით, რაც გჭირდებათ და არა იმით, რაც სხვებმა გადაგიწყვიტეს.

მფლობელობა. „ჩემის“ გაგება ყველაზე მეტად არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტის შემთხვევაში. არსებობს მიდრეკილება მფლობელობის მიმართ სენტიმენტალური მიჯაჭვულობისკენ, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ძლიერდება. მეორეს მხრივ, საკუთრების შეგრძნებაში იკვეთება მომაკვდინებელი ტენდენცია _ როცა მოთხოვნები ძლიერი და დაუკმაყოფილებელია, საკუთრების გრძნობა ძალიან ძლიერია და პირიქით, როდესაც მოთხოვნები კმაყოფილდება,თქვენი მესაკუთრული ინტინქტი სწრაფად სუსტდება. ამგვარად, მფლობელობა მიდის და მოდის გრძნობების ცვლის შესაბამისად. არ ჩაიციკლოთ განსაკუთრებული ფორმის ფლობის სურვილზე. იცხოვრეთ გარკვეული ხანი ერთი ტიპის საკუთრებით და თუ მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის არ არის, მხოლოდ შემდეგ შეცვალეთ. მახე _ გაუცნობიერებელი ფლობა. ამოცანა _ განიხილოთ საკუთრება, როგორც ემოციური ფიქსირების ხელშესახები ფორმა, ემოციების „დამიწება“.

ფული. ფული თქვენი უსაფრთხოების მთავარი წყაროა. რეგულარული, ყოველდღიური ინტერესის თემა. თავი რომ კომფორტულად იგრძნოთ, უნდა იცოდეთ, რომ საკმარისი ფული გაქვთ. მახე _ მუდმივი „შიმშილის“ შეგრძნება, არსებული დანაზოგის მიუხედავად. ბედი ცვალებადია და თქვენი ნერვიულობის ხარისხი თქვენს ფინანსურ დიაგრამაზე აისახება. ნუ დაჯდებით და ნუ იდარდებთ _ ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. აჯობებს თქვენთვის საჭირო სიმდიდრე პრაგმატული და შეუპოვარი შრომით მოიპოვოთ. ამოცანა _ უზრუნველყოთ პირადი უსაფრთხოება ფინანსების რეზერვაციის საშუალებით. შეინახეთ, მაგრამ თავი აარიდეთ სიძუნწეს და შეეცადეთ ფულის ხარჯვისას, სრულფასოვანი ემოციური კმაყოფილება განიცადოთ.

თვითორგანიზაცია. განწყობის ცვლა დიდ გავლენას ახდენს სამუშაოზე. ისევე როგორც მზის შემთხვევაში (II სახლში), აქაც აღინიშნება ძლიერი ჩართულობა სამსახურში, მაგრამ ჩაძირულია არა ცნობიერების ცენტრი, არამედ თქვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელსაც მოვიხსენიებთ ტერმინებით „ჩვეული“ ან „ავტომატური“. თქვენთვის აუცილებელია ფიზიკური დაძაბულობა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მდგომარეობა ყოფით კეთილდღეობაში. მახე მდგომარეობს ცვალებადობაში, კერძოდ: აქ იგულისხმება თქვენი ჩვევა იმუშაოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ სამუშაო მოგწონთ. ამოცანა_გაათანაბრეთ სამუშაოს რითმი, შეუსაბამეთ განწყობის აღმაფრენებსა და დაცემას.

მგრძნობიარობა. ემოციური კვებისა და ბალანსის შენარჩუნებისთვის, თქვენ აუცილებლად საჭიროებთ სენსორულ სიამოვნებას. კუნთოვანი და კანის ფიზიკური მოძრაობით მიღებული სიამოვნება ინტერპერსონალურ გულითადობასა და გულისხმიერებას იწვევს, რაც დედობრივ ცნობიერებას აღვიძებს. გრძნობები ხელშესახებია და ძლიერ არის მიბმული სხეულის ფიზიკურ განცდებზე. ყოველთვის, როდესაც სიმპათიას გრძნობთ, ბუნებრივად გიჩნდებათ ტაქტილური კონტაქტით სიამოვნების მიღების სურვილი. თქვენთვის აუცილებელია სენსორული სტიმულაცია, რადგან ეს ემოციური კვების ის სახეობაა, რომელიც შიმშილობის ბევრს ფორმას აცხრობს. ამოცანა _ დაიკმაყოფილოთ ძირითადი მოთხოვნები ადეკვატური შეგრძნებებით, დაინახოთ ფიზიკური სიამოვნების აუცილებლობა და დატკბეთ ამ კომფორტით.

Het Monster
არამყარი ფინანსური მდგომარეობა. იღბალი საჯარო სამსახურში.

ინდუბალა
მთვარის ეს მდებარეობა იმაზე მიუთითებს რომ ადამიანი მრავალრიცხოვანი ოჯახიდანაა. ძალიან უყვარს ჭამა. მოხერხებულად ანაწილებს საკუთარ ფინანსებს. ფულს იღებს საზოგადოებრივი პროფესიების ან მემკვიდრეობის მეშვეობით. ლამაზი სახე აქვთ. დიდი ინტერესით სწავლობს მეცნიერებებს, ურთიერთობს  ხელოვან ადამიანებთან. საუბრობს რბილად, მაგრამ დამაჯერებლად. ფინანსური მდგომარეობა ცვალებადია.

ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
II სახლის მთვარე ხვიარა მცენარეებს გვამსგავებს: ჩვენ მიდრეკილები ვართ, გავახვიოთ და სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნოთ პარტნიორი. ეს მდებარეობა ძლიერ მგრძნობიარობასა და სექსუალობას იძლევა, ზოგიერთ ნიშანში, შესამჩნევ სენტიმენტალობასაც.
ჩვენ გვსურს, ჩვენი ურთეირთობები მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყოს და ინტინქტურად ვერთგულობთ პარტნიორებს. იმისთვის, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდეს და გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ერთი რამ არის აუცილებელი: ვიცოდეთ, რომ ჩვენ მას ვფლობთ,კის ჩვენ გვეკუთვნის.  თუმცა მთვარის ნიშანსა და ასპექტებს გარკვეული კორექტივები შეაქვთ. მაგალითად, მუტაბელური ნიშნები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან პოლიგამიის, ფიქსირებულები_მონოგამიის, კარდინალები კი ორივესკენ.

ცნობილი ადამიანები II სახლის მთვარით:

ვერძში: Ian Somerhalder, Novak Djokovic, Al Capone, Ian Somerhalder, Russell Brand, Kiefer Sutherland, Maximilien Robespierre, Auguste Renoir, George Sand, Nicholas II of Russia, John Coltrane, Howard Hewett…

კუროში: Demi Moore, Mireille Mathieu, Matt Dillon, Michael J. Fox, Karl Marx, Joan Collins, William Shatner, Jean Marais, Philippe Torreton, Bjorn Borg, Ariel Sharon, Oliver Cromwell, David Crosby, John Calvin, William Somerset Maugham…

ტყუპებში: Joan Baez, Jennifer Garner, Amelia Earhart, Gérard Philipe, Jeremy Renner, Omar Khayyám, Helmut Kohl…

კირჩხიბში: Drew Barrymore, Mike Tyson, Kurt Russell, Lord Byron, Pyotr Tchaikovsky, Augusto Pinochet, Elisabeth Badinter…

ლომში: Julia Roberts, Anne Frank, Rachel Hunter, Kyle MacLachlan, Larry Flynt, Jack Lemmon…

ქალწულში: Richard Branson, Christopher Columbus, Ritchie Sambora, Jean-Louis Trintignant, Andy Kaufman, Nikita Khrushchev, Vanessa Redgrave, Christian Lacroix, Busta Rhymes, Friedrich Engels…

სასწორში: Mylène Farmer, Françoise Hardy, Agatha Christie, Frédéric Chopin, Valentino Rossi, Emma Stone, George H. W. Bush, Emma Bunton, Jane Austen, Antonio Gaudi, Sylvie Testud, Dwight D. Eisenhower, Henry Fonda, Elizabeth Banks…

მორიელში: Ryan Reynolds, Penny Thornton, Rod Stewart, Antoine Lavoisier, Barry Gibb, Farouk of Egyp, Leah Remini, Harry S. Truman, Bernardo Bertolucci…

მშვილდოსანში: Nicole Kidman, Ludwig van Beethoven, Victor Hugo, Vin Diesel, Mike Tyson, Vince Vaughn, Giacomo Casanova, Martha Stewart, Jackie Stallone, Antarès , Robert Pirès…

თხის რქაში: Brad Pitt, Michael Douglas, Julius Caesar, Charles Darwin, Ozzy Osbourne, Mike Patton, Mark David Chapman, Enzo Ferrari, Norman Rockwell…

მერწყულში: Jesus Christ, Diana Princess of Wales, Angela Merkel, Sophia Loren, Jean-Paul Sartre, Dane Rudhyar, Vladimir Lenin, Gottfried von Leibniz, Marg Helgenberger, Michael Dudikoff, Vladimir Jirinovski, John Dee, Tom Arnold…

თევზებში: Coco Chanel, Paul Newman, Michelangelo, Elizabeth Teissier, Eros Ramazzotti, Ramakrishna, Joseph Fiennes, Enrico Caruso…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top