„კონტაქტები“
ეს ადამიანი ყველასთან კარგ ურთიერთობაშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ძალიან მგრნობიარეა და ზუსტად გრძნობს პუბლიკას. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ძალაუნებურად ექცევა მათი გავლენის ქვეშ, რადგან საკმაოდ შთაბეჭდილებიანი და მარტივად შთაგონებადი პიროვნებაა. მაღალია სხვებზე ემოციური დამოკიდებულების განვითარების საფრთხე. ძალიან დაკვირვებული და ფრთხილია პარტნიორის არჩევისას. არასწორ არჩევანს არაერთი უსიამოვნება მოჰყვება.
ინტიმური და საქმიანი ხასიათის კავშირები არასტაბილურია. ძლივს იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეძლევა ამის შესაძლებლობა. ქორწინებამდე მიდის კონკურენტული ქიშპობის გავლით. ფრიად გავრცელებულია ნაადრევი ქორწინება, რაც განპირობებულია პარტნიორული ურთიერთობის ძლიერი შინაგანი მოთხოვნით. მაგრამ ნაადრევი ქორწინება არ არის წარმატებული, რადგან სხვა ინდივიდთან ურთიერთობის აწყობას მოწიფულობა სჭირდება. შეიძლება მიიზიდოს ძალიან მგრძნობიარე პარტნიორი, რომელიც მიდრეკილია განწყობის მკვეთრი და სწრაფი ცვლისკენ. როგორც წესი, მას მრავალფეროვნებითა და მღელვარებით სავსე ადამიანები უყვარდება, ვინც სულ მოძრაობისა და ტრანსფორმაციის პროცესშია.
მათ პარტნიორებს უმეტესად მოუწყობელი ცხოვრება აქვთ და საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩევიან. არც ისე იშვიათია მრავალშვილიანობა. შესაძლოა კავშირი მაღალი წრის წარმომადგენელთან. ოჯახური ცხოვრება სავსეა ცვლილებებით და ხშირად ხასიათდება უნდობლობით მეუღლეთა შორის. არ არის გამორიცხული უცნაური კავშირები დაქორწინებულ ადამიანებთანაც.
ხშირია დაბრკოლებები ქალების მხრიდან. სასამართლო პროცესებს დანაკარგები მოჰყვება.
მიდრეკილება მოგზაურობისა და გადაადგილებებისკენ, ძირითადად, საქმიანი ინტერესების გამო.
სერგეი ვრონსკი:
შფოთიანობა, მერყეობა, არასაიმედოობა ყველაფერში, რაც საქმიან თუ საქორწინო პარტნიორობასა და უახლოეს ადამიანებს ეხება. ცხოვრება სავსეა ცვლილებებითა და გარდატეხებით. მომატებული მგრძნობიარობა, აღქმადობა და შთაბეჭდილებიანობა. ახლო კავშირებსა და ინტიმური კონტაქტებს, საქმიანი თანამშრომლობასა და თანაავტორობას ხშირად საბედისწერო ხასიათი აქვს არამარტო ინდივიდის, არამედ მათთვისაც, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს ამ თამაშში.
ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ადამიანის გაუბედაობა პარტნიორის არჩევისას, არასწორი არჩევანი, სხვა ადამიანების ჩარევა ან გავლენა მის არჩევანზე. არც ისე იშვიათად ის მთლიანად დამოკიდებულია თავის პარნტიორზე ან გარესამყაროზე. ორივესთან ურთიერთობა კი საკმაოდ მერყევ და არასაიმედო ფუნდამენტზეა აგებული. სხვა პლანეტასთან კვადრატურა ყოველთვის მიუთითებს კონტრუქციული ქმედების აუცილებლობაზე, ოპოზიცია _ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გაცნობიერებასა და ყველაფერთან შეგუების უნარზე, რომ ნატივმა არც საკუთარი თავი და არც სხვები არ დააზიანოს.
პაველ გლობა:
+ კარგი მდებარეობაა მამაკაცებისთვის, რადგან ცოლი მისი ანარეკლი იქნება, რაც ბუნებრივად განაპირობებს ემოციურ ჰარმონიას ქორწინებაში. ქალისთვის მთარის ეს მდებარეობა გულისხმობს რამდენადმე კაპრიზულ და ქალური ხასიათის ქმარს. ემოციური დინებები დიდად არის დამოკიდებული გარემოს გავლენაზე. ეს მთვარე ასევე ბადებს წინააღმდეგობრივი საკითხების უკონფლიქტოდ მოგვარების უნარს, უხილავი ზემოქმედების საშუალებით. ემოციური გახსნილობა და გულწრფელობა საჯაროა, რითაც ძლიერ იზიდავენ ადამიანებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გულწრფელობა შესაძლოა იყოს მოჩვენებითი, ხელოვნური.
– დემონსტრაციული ემოციები, კაპრიზები, მერყეობა, გაუწონასწორებლობა. მძიმე ქორწინება, მეუღლე სხვადასხვა ტიპის კომპლექსების მაპროვოცირებელი ხდება. ქორწინება იზიდავს ფარულ მტრებს. განხეთქილება ოჯახში. დედის ძლიერი გავლენა ქორწინებასთან/საქორწინო პარტნიორთან დაკავშირებულ საკითხებზე. მტრობამდე მისული უარყოფითი ურთიერთობა მშობლებთან. მამაკაცებს ცოლი ან/და დედა მტრობენ; ქალებს _ ქმარი ან/და მამა.
ფრენსის საკოიანი
ქორწინდებიან ემოციებისა და შინაური ნავსაყუდელის უზრუნველყოფის მიზნით. ხშირია ქორწინება ვინმეს დაჟინებით, რადგან ეს ადამიანები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. საქორწინო პარტნიორში დედის ან მამის სახებას ეძებენ. გარიგებები საზოგადოებასთან/საზოგადოებრივ საწყისებზე.
თქვენ ძლიერ საჭიროებთ სხვა ადამიანებს, მათ ემოციურ მხარდაჭერას. ამიტომ, თითქმის ყოველთვის დიდი სამეგობრო „ოჯახი“ გყავთ, რომელიც თქვენზე ზრუნავს და თითქმის ნათესავივით გეპყრობათ. თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ქალები და მათთან ურთიერთობებს ძლიერ გავლენა აქვთ თქვენს უსაფრთხოებისა და ბედნიერების შეგრძნებაზე. შეიძლება ძალიან დამოკიდებული და საკუთარ თავში დაურწმუნებელი გახდეთ, როდესაც ახლო პარტნიორი არ გყავთ.
ავესალომ პადვოდნი: „ეგოიზმთან ბრძოლა მარტომ უნდა წარმართოთ“
ამ ადამიანს მუდმივად იზიდავს შერკინებები, მთვარის დაზიანების შემთხვევაშიც, როდესაც ამ თემაზე გაფიქრებაც კი ძლიერ შიშს უნერგავს.
როდესაც მთვარე არც ისე ჰარმონიულია, ქვეცნობიერი აზრები, რითაც ხელმძღვანელობს ადამიანი, მარტივია: „მტერს სურს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროება წამართვას: საკვები, ჭერი და საერთოდ, ყველაფერი, რაც გარესამყაროსგან მიცავს“.
ამასთანავე, ბავშვობაში ჩამოყალიბებული ჩვევა (ხშირად აუცილებლობა), მუდმივად იბრძოლოს საკუთარი თავისა და საარსებო პურისთვის (არც ისე დაზიანებული მთვარისას, კარაქიანი პურისთვის), სიმტკიცე მატებს, ამკაცრებს, გული უკეტავს და შეუბრალებლად აქცევს ადამიანს, განსაკუთრებით მის ქალურ საწყისს და მთელი ცხოვრების განმავლობაში დედის სახებასთან ბრძოლას აიძულებს საკუთარ ქვეცნობიერში. ამას შედეგად მოჰყვება მძიმე და კონფლიქტურ ურთიერთობებს ზოგადად ქალთა სქესთან. განსაკუთრებით ცოლთან (მამაკაცის შემთხვევაში) და ქალიშვილებთან.
ქალის ჰოროსკოპში, მთვარის ეს მდებარეობა, მძიმე ასპექტების თანხლებით, წარმოშობს სასტიკ დამოკიდებულებას საკუთარ დედობრივ და ქალურ საწყისებთან, სიცივეს პარტნიორობასა და ქორწინებაში. ჰარმონიული ასპექტებისას, ეს ყველაფერი შერბილებულია, ადამიანისთვის დამახასიათებელია მორგებისა და შეგუების ინტინქტური უნარი. მას შეუძლია მოაგლუვოს მახვილი კუთხეები, შეარბილოს აგრესია და გარკვეული მოგებაც ნახოს ამ თვისებისგან: „ალერსიანი ხბო ორ ჯიქანს წოვს“.
დამუშავება აქ საკმაოდ რთულია, რადგან ღია შინაგან მტერს საკუთარი „ეგო“ წარმოადგენს. ასევე მოხმარება-გამოყენებისა და დაცვის პროგრამები, რასთანაც დიდხანს და გულმოდგინედ უნდა ეძებოს ბალანსი, ეგოიზმის ზომის სწორად რეგულირებით. ადამიანმა საკუთარი თავისადმი სიყვარული უნდა გამოიყენოს თავისი ევოლუციური განვითარების დონის პროპორციულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოთხოვნები სწრაფი პროგრესიით იზრდება და ადამიანის ცხოვრებისეული პროგრამა ტრანსფორმირდება დაახლოებით შემდეგ პოზიციაში: „სამყარო ვალდებულია გამომკვებოს, გამათამამოს და მასიამოვნოს. ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ, მტრები არიან და სიკვდილს იმსახურებენ, შეჭმის სახით“.
პარტნიორებთან ადამიანი, როგორც წესი, რბილია, მზრუნველი და მთლიანობაში, დედის ფიგურას განასახიარებს ან პირიქით, დედის სახებას ეძებს პარტნიორში, რომელთანაც პატარა, სათუთი ბავშვის როლს ასრულებს და მისგან დედობრივ დაცვას საჭიროებს.
ბორის იზრაიტელი
მთვარის ეს მდებარეობა განაპირობებს ძლიერ ემოციურ კავშირს პარტნიორთან, ემოციურ დამოკიდებულებასაც კი. თავის მხრივ, ნატივის პარტნიორი კაპრიზულია და ხშირად გაურკვევლად იქცევა. ადამიანს უჭირს შეთანხმების პირობების დაცვა, თავს არიდებს ხანგრძლივვადიან გარიგებებს. იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთ საბუთს ხელი მოაწერა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტის პირობებს დაიცავს. მისთვის ყველაფერი პირად სიმპათიებზე ეწყობა. განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს პარტნიორის, ასევე პოტენციური პარტნიორის მხრიდან უსაფრთხოების განცდის შეთავაზებისა და შენარჩუნების უნარი.
დედასთან პარტნიორული (შეთანხმებითი), პარტნიორთან კი დედობრივი დამოკიდებულება აქვს. მამაკაცის ჰოროსკოპში პარტნიორი თითქმის ზუსტად იმეორებს დედას.
ბილ ჰერბსთი
არეკლილი გაცნობიერება. მთვარე VII სახლში იმაზე მეტყველებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები თქვენთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობიერების საშუალებაა. ურთიერთობები არ არის თქვენი თვითმიზანი, ეს კავშირები ერთგვარ ინტრუმენტის როლს ასრულებს, რომელიც საკუთარი საჭიროებების გააზრებაში გეხმარებათ. თუ თქვენ მახეში გაებით იმ ვარაუდით, რომ სხვა ადამიანები თქვენი მოთხოვნების დაკმყოფილების რეალურ წყაროებს წარმოადგენენ, თქვენ იმ ბავშვად დარჩებით, ვინც მხოლოდ ისეთ პარტნიორებს ეძებს, რომლებიც დედის რეალურ ან იდეალიზებულ თვისებებს განასახიერებენ. ამოცანა _ დაე, პარტნიორული ურთიერთობებით გამოწვეულმა გაცნობიერებამ გააღვიძოს თქვენი აღქმადობა საკუთარი მოთხოვნებისადმი, რომ მათი დაკმაყოფილება შეძლოთ. ყოველთვის, როდესაც კავშირს დაკარგავთ შინაგან მოთხოვნებთან, მიმართეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. იფრინეთ და დაეცით მარტო ან სხვებთან ერთად. გაიაზრეთ რისი მიღება გსურთ სხვა ადამიანებისგან და მათი მეშვეობით, და შემდეგ იზრუნეთ საკუთარ თავზე.
თანასწორი ურთიერთობები. VII სახლის მზისგან განსხვავებით, სადაც პარტნიორული ურთიერთობების მხოლოდ არსებობაც კი სავსებით ჰყოფნის ადამიანს „საკვებად“, მთვარის განმარტება რადიკალურად განსხვავებულია. ურთიერთობის მხოლოდ არსებობა აქ საკმარისი არ არის. საჭიროა პარტნიორთან რეგულარული და საკმაოდ ხშირი კონტაქტი, ერთგვარი „შემოწმება“, თანაცხოვრების უსაფრთხოების შეგრძნების განახლებისთვის. მახე _ პარტნიორულ ურთიერთობაზე დამოკიდებულების განვითარება. ურთიერთობის რეგულარულობა და პროგნოზირებადობა _ ეს ის არის,რაც გჭირდებათ, თუმცა იმავდროულად ის შესაძლოა ძლიერ ნარკოტიკად იქცეს. ამოცანა მდგომარეობს მუშა პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ერთდროულად სტაბილური სტრუქტურითა და ცვლადი შინაარსით. თავდაცვა ორმხრივად ბასრი მახვილია, რომელიც თქვენთვის უნდა გქონდეთ შენახული. მხოლოდ იფრთხილეთ, რომ თავი არ დაიზიანოთ.
კონტრაქტები. ვალდებულებები. ვალდებულებები არ წარმოადგენს თქვენი აზროვნების, კეთილგონიერებისა და კარგად გათვლილი გადაწყვეტილებების შედეგს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თქვენ საკუთარი ვალდებულებების არსი არ გესმით ან ურთიერთობაში შეცდომით შედიხართ. არაფერი მსგავსი. მოცემული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ კონტრაქტების გაფორმების ჭეშმარიტი მიზეზები არის ემოციური და ღრმა გრძნობებზე დაფუძნებული. ვალდებულებათა ხასიათი დროის განმავლობაში მოდიფიცირდება და ყალიბდება, თქვენი უსაფრთხოებისა და განვითარების მხარდაჭერის მოთხოვნების მიხედვით. თუ თქვენი მოთხოვნები არ კმაყოფილდება, ეცადეთ ნებისმიერი მეთოდით შეცვალოთ თქვენი კონტრაქტი, მისი ფორმა ან თავად შინაარსი. თუმცა გახსოვდეთ, რომ დაპირება ყოველთვის მარტივად არ სრულდება.
თანამშრომლობა. ის, რაც თქვენ თანამშრომლობად მიგაჩნიათ, ყველაზე ხშირად დათმობას ან ზრუნვას წარმოადგენს. თქვენში იმდენად ძლიერია თანაცხოვრების გამოცდილების მიღების მოთხოვნა, რომ ხანდახან მზად ხართ ყველაფერი დაუთმოთ პარტნიორს. ასეთი რადიკალურ კომპრომისები უკიდურეს შემთხვევაში განაპირობებს ურთიერთობის განადგურებას ან თქვენ თანდათან იხვევთ თავდაცვით შალითას. პარტნიორზე ზრუნვა (და პირიქით)შესაძლოა იყოს ბუნებრივი და ნაზი, მაგრამ შესაძლოა ასევე ჩვევითი და ღრმა ქვეცნობიერი ხასიათი ჰქონდეს. ჭეშმარიტი თანამშრომლობა კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული, ერთმანეთის გულმოდგინედ მხარდაჭერის გამოცდილებაა, ამასთან თითოეული მათგანი საკუთარ თავზეც უნდა ზრუნავდეს. ის ფაქტი, რომ ჯანსაღი ურთიერთობა გეხმარებათ ყველაზე ღრმა მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და თქვენი გრძნობები წესრიგში მოჰყავს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ კეთილსინდისიერი თანამშრომლობა ისწავლოთ.
პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები. თქვენი ბუნებრივი პარტნიორი უკიდურესად ემოციური პიროვნებაა, შესაძლოა დაღვრემილიც კი. ის სიხარულით ეპასუხება თქვენს ბუნებრივ მოთხოვნებს და თქვენგანაც იმასვე ელის, თუმცა არ თვლის საჭიროდ მოგეჯაჭვოთ ან პირიქით, თქვენ მიგიჯაჭვოთ. თქვენი მეგობარი მზადყოფნით გაჩვენებთ თავისი ბუნების ყველაზე ღრმა შრეებს, სირბილეს, სინაზეს, მოწყვლადობას; იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ პირველი ხართ ,ვისაც ეხსნება. ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები ემოციურად სპონტანურია, მათთვის დამახასიათებელია დევიზი: „აქ და ახლა“. და ეს ურთიერთობები თქვენს ემოციებში რაღაც უნივერსალურს ხსნიან. მართალია, თქვენ უნდა მოერიდოთ მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და უსაფრთხოების განცდის მისაღწევად პარტნიორულ ურთიერთობაზე მთლიანად დამოკიდებულების ტენდენციას, მაგრამ ეს ურთიერთობები მსგავსი მოთხოვნების კანონიერებას და მათი დაკმაყოფილების მეთოდების მნიშვნელობას გასწავლით. სახება: ხშირი და ნედლი ფოთლებით შემოსილი ხეებით გარშემორტყმული სუფთა ნაკადული.
Het Monster
ვნებიანი ნატურა. ბევრი ღია მტერი ჰყავს,განსაკუთრებით ქალთა სქესის. ქალების ჰოროსკოპში_არასტაბილური საოჯახო ცხოვრება.
ინდუბალა
ეს ადამიანები წარმატებას აღწევენ კომერციულ საქმიანობაში და მუშაობენ სხვა ადამიანების კეთილდღებისთვის. ხშირად ცვლიან საკუთარ კავშირებს, არც ისე მარტივი ხასიათი აქვთ. ხან ზედმეტად ემოციურები არიან, ხანაც _ ზედმეტად გამომშრალი.
მათ ცხოვრებაში ხშირია მოკლე მოგზაურობები. კარგად იცვამენ. უმეტესად სიმპათიური გარეგნობა აქვთ. მათზე ძლიერი გავლენას ახდენს სექსუალური იმპულსები. ეჭვიანები არიან, მიდრეკილება აქვთ კონკურენციისკენ.
ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნლოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
VII სახლი როგორც წესი გვიბიძგებს ისე ვიმოქმედოთ, რომ მერე არავინ გვისაყვედუროს და არაფერი დაგვბრალდეს ანუ კორექტულად. მაგრამ ეს სულაც არ უშლის მას ხელს იყოს ინტრიგების, დათრგუნული და ფარული აგრესიის სახლი. კაცობრიობის განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული კულტურა გვიკრძალავს ღიად გამოვავლინოთ აგრესიული გრძნობები და ამისთვის მხოლოდ შენიღბულ, ირიბ გამოხატვის მეთოდებს გვიტოვებს.
VII სახლის მთვარეს ხშირად ვაწყდებით კინოსა და თეატრის ვარსკვლავთა რუკებში და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. მათ კარგად იციან, როგორ გაითამაშონ სცენა, მკვეთად გამოხატული მანერებით. ისინი გამოირჩევიან ცოცხალი გამომსახველობით ურთიერთობებში და მარტივად ახერხებენ ფართო აუდიტორიის გულის დაპყრობას. ამ მდებარეობის ადამიანები ხშირად გამოხატავენ ყალბ ემოციებს, ზოგიერთი მათგანი წინასწარ ემზადება გრძნობების იმიტაციისთვის. ამიტომ, მათი ადამიანებთან ურთიერთობა, ძირითადად, ემოციურად ზედაპირული ხასიათისაა. მეგობრებთან მოქცევის მანერებსაც კი გეგმავენ.
როგორც წესი, ეს სიცოცხლისმოყვარე, კონტაქტური, კეთილგანწყობილი ხალხია და საოცრად კარგად გამოსდით უამრავ ნაცნობ-მეგობართან ურთიერთობების შენარჩუნება. მათ ნამდვილად შეუძლიათ კონფლიქტის ჰარმონიად გარდაქმნა, იშვიათი დიპლომატიური უნარების წყალობით, რადგან ზუსტად გრძნობენ და რეაგირებენ სხვა ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე. მაგრამ თუ VII სახლის მთვარე ნიშნით ან ასპექტით არის დაბლოკილი, ის მხოლოდ ემოციურ სიცივესა და ანგარიშიანობას იძლევა.
ცნობილი ადამიანები VII სახლის მთვარით:
ვერძში: Nicolas Sarkozy, Steve Jobs, Alain Delon, Stevie Wonder, Helen Hunt, Tony Robbins, Lynda Carter, Adam Lambert, Catherine of Aragon…
კუროში: Abbé Pierre, River Phoenix, Colin Firth, Natalie Wood, Nastassja Kinski, Katharine Hepburn, Monica Lewinsky, Grigori Rasputin, Geena Davis, Mathilda May, Kathy Griffin, Jean-Paul Gaultier, Bridget Fonda…
ტყუპებში:Pierce Brosnan, Edith Piaf, Jessica Biel, Goldie Hawn, Fyodor Dostoyevsky, Bryan Ferry, Caroline Myss…
კირჩხიბში:Prince William, Gwen Stefani, Jimi Hendrix, Colin Farrell, Sean Penn, Carmen Electra, Jean-Pierre Papin, Jessica Simpson, Clark Gable, Tom Waits…
ლომში: Monica Bellucci, Catherine Deneuve, Elizabeth II, Jane Fonda, Mathilde Seigner, Mao Zedong, Tom Selleck, Hunter Tylo, Anthony Delon, Mark Hamill …
ქალწულში:Madonna, Jane Birkin, Deepak Chopra, Muhammad, Anton LaVey, Willem Dafoe, Alexander Graham Bell, Jay Leno…
სასწორში:Pope Benedict XVI, David Carradine, Steve Vai, Ivan the Terrible…
მორიელში:Mariah Carey, James Dean, Snoop Dogg, Swami Muktananda, Henry Miller, Vera Fisher, Michael Bublé, Bette Midler…
მშვილდოსანში: Michael Jordan, Paulo Coelho, Rainier III Prince of Monaco…
თხის რქაში: Juliette Binoche, Amy Winehouse, Cher, Fanny Ardant, Kate Hudson, Richard Bohringer…
მერწყულში: Marilyn Monroe, Jessica Alba, Yasmine Bleeth, Tobey Maguire , Steve McQueen, Lara Fabian, Ursula Andress, Teri Hatcher, Michel Serrault, Gillian Anderson, Jessica Lange, Glenn Close…
თევზებში: Yannick Noah, Usher, Cheryl Cole, Ann Boleyn, Eddie Izzard…
ავტორი: Qet Adastra