მთვარე მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან

მთვარე მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან

“შენთან ან უშენოდ” © მთვარეული მორიელი

მთვარეული მორიელი + მთვარეული ვერძი

  • „პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ურთიერთობა შედგეს.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ვერძი ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°).
  •  სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 8-6: მორიელი ვერძის „ვექტორული ბატონია“. ვერძი მორიელის „ვექტორული მსახური“.

მორიელს დაუოკებელი სურვილი უჩნდება მოათვინიეროს ეს ძლევამოსილი მხეცი. მარსიანული ენერგიების შეჯახება,ემოციურ ჭრილში,მხოლოდ ნაპერწკლებით არ შემოიფარგლება.

მართალია,ორივე ძლიერ ემოციურად რეაგირებს სიტუაციებსა და ადამიანებზე,მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულად გამოხატავენ საკუთარ თავს. ვერძი სულსწრაფი და მოუთმენელია,მარტივად ეუფლება იმედგაცრუება და მიდრეკილია ხშირი,მაგრამ მოკლევადიანი „აფეთქებებისკენ“. მორიელი გაცილებით რთული,კომპლექსური ინდივიდუალური სისტემით ხასიათდება. უზარმაზარი ემოციური რეზერვუარი აქვს. მორიელს უყვარს ან სძულს მთელი თავისი არსებით. ვერძი უფრო პირდაპირი და პრიმიტიულია და შეიძლება სრულად ვერც დააფასოს მორიელის გრძნობები.

მათ შორის ხშირია ღვარძლიანი კონფლიქტები,მაგრამ მიზიდულობაც საკმაოდ ძლიერია.

  მთვარეული მორიელი + მთვარეული კურო

  •  „ოპოზიციური მაგნიტიზმი“. ურთიერთსაპირისპირო ემოციური სისტემები. ერთმანეთს ამაღელვებლად,დამაინტრიგებლად და დამანგრევლად ხედავენ და ეს ყველაფერი ერთდროულად.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და კურო ურთიერთობენ ოპოზიციური ასპექტით(180°)
  •  სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 7-7: მორიელი და კურო ყველაზე მსგავსი და ანტაგონისტური ნიშნები არიან.

დაცემული მთვარეს მინიმალური საჭიროებები აქვს ცხოვრებაში და მეტ ემოციურ სიახლოვეს,ინტიმურობასა და სიღრმეს ითხოვს პარტნიორებისგან. ეგზალტირებულ მთვარეს არ აქვს ემოციური ნაპრალები,თუმცა დაკმაყოფილებისთვის გაცილებით მეტი სჭირდება ყოფით ცხოვრებაში. კუროს მიწიერი სიყვარული შეიძლება კარგი იყოს მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით,მაგრამ სულიერ დონეზე მორიელი მალე იგრძნობს,რომ სიყვარულის შემადგენელი ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია.

ამ ორს შორის კურო უფრო პრაქტიკული და მიწიერია. ალერსიანი ბუნების მთვარეულ კუროებს ძალიან უყვართ საკუთარი ბუდე,კომფორტული და მშვიდობიანი ურთიერთობები მათთვის იდეალურია. თუმცა მთვარეული კუროები ემოციურად ბევრად მარტივები არიან და მათი დაკმაყოფილებაც არ უკავშირდება დიდ სირთულეებს. მაშინ ,როდესაც მთვარეული მორიელები ძალიან ღრმა და ანტაგონისტური შინაგანი განცდებით ხასიათდებიან. მათ ძლიერ უყვარდებათ,მაგრამ აუნაზღაურებელი ზიანის მოტანა შეუძლიათ საყვარელი ადამიანებისთვის,თუ მათ გული ატკინეს ან უღალატეს.

მორიელს ყოველთვის აქვს პრივატული,გასაიდუმლოებული მხარე,სადაც თავის გრძნობებს მალავს. ბრაზი,დანაშაულის გრძნობა და ეჭვიანობა ის ემოციებია,რომელთაც მუდამ თან ატარებენ. მთვარეული მორიელი ბრმად არაფერს იწამებს,ამიტომ კუროს ხშირად ეჩვენება,რომ მისი პარტნიორი უაზროდ ართულებს ურთიერთობას პერმანენტული კვლევებით. ასეთი ემოციური დაძაბულობა გაუგებარია კუროსთვის,მიუხედავად იმისა,რომ მორიელის მსგავსად,ძლიერი მესაკუთრული გრძნობები აქვს სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.

ორივე საშინლად ჯიუტი და უტეხია. როგორც კი რამეს გადაწყვეტენ,მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ვერანაირი ლოგიკა და არგუმენტები ვერ მოახდენენ სასწაულს. თუ ისინი შუბლებით შეასკდნენ ერთმანეთს,გააჩნია რომელი დაიღლება პირველი.

ოპოზიციურ მთვარეებს შორის ძლიერი მაგნიტური მიზიდულობაა. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ემოციურ სიახლოვეს,თუ ისწავლიან ერთმანეთის ინდივიდუალობისა და სულიერი დაახლოების თავისებურად განსხვავებული მეთოდების პატივისცემას.

  მთვარეული მორიელი + მთვარეული ტყუპები

  • „პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ეს ურთიერთობა შედგეს.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ტყუპები ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°)
  •  სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ტიპი შეესაბამება ფორმულას 6-8: მორიელი ტყუპების „ვექტორული მსახურია“, ტყუპები მორიელის „ვექტორული ბატონი“.

მათი ემოციური სტრუქტურები ფუნდამენტურად განსხვავებულია,რის გამოც უჭირთ გაგებით მოეკიდონ და გაიზიარონ ერთმანეთის შინაგანი განცდები. მთვარე მორიელი ყველაფერს სიღრმისეულად და დიდხანს განიცდის. მას ძლიერი და რადიკალური რეაქციები აქვს ყველაფერზე_უკიდურესი სიყვარული ან სიძულვილი. მისთვის უცხოა ტყუპების უნარი,გამოთიშოს ემოციები და იყოს რაციონალური და კეთილგონიერი,როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ტყუპებს შეუძლია შეინარჩუნოს სიცივე და სიმსუბუქე ისეთ სიტუაციებში,როდესაც მორიელი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი და მძაფრი ემოციებით იმუხტება. ამ სიტუაციაში მას ხშირად ეჩვენება,რომ ტყუპებს საერთოდ არაფერი აღელვებს და ვერაფერს გრძნობს. ტყუპები უდაოდ ნაკლებ ემოციურია,ვიდრე მორიელი,მაგრამ მიზეზი ისიც გახლავთ,რომ მთვარეულ ტყუპებს აფრთხობს და დისკომფორტს უქმნის ემოციები. ამისათვის იშველიებს იუმორს,ცივ ანალიზს ან უბრალოდ თავს არიდებს მორიელის ფსიქოლოგიურ წნეხს.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ის არის,რომ მთვარეულ ტყუპებს უყვართ ხალხთან ურთიერთობა. აქტიური და ნაირფეროვანი სოციალური კონტაქტები აუცილებელია მათი მენტალური სტიმულაციისთვის. მორიელს კი პრივატული სივრცე ყველაფერს ურჩევნია და აღიზიანებს არაფრის მომცემი სოციალური აქტიურობა. ტყუპებს სჭირდება თავისუფლების შეგრძნება,მათ შორის გადაადგილების და კონტაქტების თავისუფლებისაც და ეს ხშირად ხდება დაძაბული კონფლიქტების საბაბი. ეს მოხეტიალე „ცელქი სიო“ ძალზედ ცვალებადია მესაკუთრე მორიელისთვის,რომელშიც სულ უფრო ხშირად იღვიძებს ეჭვიანობა,რაც თავის მხრივ ტყუპებს ძაბავს.

ამასთან,მთვარეული მორიელი ძალიან მომთხოვნია,რადგან მისთვის აუცილებელია სასიყვარულო კავშირში გრძნობდეს სულიერ სიახლოვეს,ინტიმს,სრულად შერწყმას. ამიტომ ხშირად ისეც ხდება,რომ იმაზე მეტს ითხოვს მთარეული ტყუპებისგან, ვიდრე ამ უკანასკნელს გაღება შეუძლია.

 მთვარეული მორიელი + მთვარეული კირჩხიბი

  • „იდეალი“. მათი შინაგანი ემოციური სამყაროები საკმარისად მსგავსია,რომ ერთმანეთს გაუგონ და საკმარისად განსხვავებული,რომ ერთმანეთი ააღელვონ.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და კირჩხიბი ურთიერთობენ ტრინის ასპექტით(120°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ტიპი შეესაბამება ფორმულას 5-9. მორიელი კირჩხიბის „შვილია“. კირჩხიბი მორიელის „მასწავლებელი“.

ყველაფერი შესანიშნავადაა. ორივე ერთნაირად ოცნებობს იდეალურ პარტნიორობაზე. ორივე ძალიან მგრძნობიარე და ინტუიციურია ერთმანეთის გრძნობების და საჭიროებების მიმართ. ისინი ეძებენ და საჭიროებენ სრულ ემოციურ შერწყმას პარტნიორთან,ამიტომ სწრაფად და უპრობლემოდ უახლოვდებიან ერთმანეთს. მთვარეული კირჩხიბი ძალიან დამოკიდებულია საყვარელ ადამიანზე,ისევე როგორც მთვარეული მორიელი,თუმცა ამ უკანასკნელს არ უყვარს ამის აღიარება და იშვიათად აჩვენებს,რომ მიჯაჭვულია ვინმეზე. თუ კირჩხიბი ზღვარგადასული ყურადღებითა და მიჯაჭვულობით გააღიზიანებს,მორიელმა შეიძლება საფრთხე იგრძნოს,რომელიც მის პიროვნულ ავტონომიას ემუქრება. როცა ამ წყვილს რაიმე აღელვებს,ძალიან ემოციურები ხდებიან და ხშირად კარგავენ ობიექტურობას.

ორი წყლის მთვარე უმეტესწილად შეთავსებადია,მაგრამ არის გარკვეული სხვაობებიც: მორიელი მეტად ვნებიანია და ემოციურად აღგზნებული. მას ძლიერი გრძნობები და რეაქციები აქვს ადამიანებსა და სიტუაციებზე(ხშირად დამალული). მისი სიღრმეები მხოლოდ ერთეულებთან მჟღავნდება,რადგან ძალიან უჭირს იყოს გახსნილად სუსტი,აჩვენოს თავისი მტკივნეული წერტილები,დაკარგოს კონტროლი ურთიერთობაზე. ნაწყენი ან განრისხებული მთვარეული მორიელი ძალიან საშიშია,აუცილებლად შურს იძიებს. კირჩხიბი უფრო რბილია,ნაზი და თავაზიანი. მას თბილი,ნაყოფიერი და მშვიდი გარემო სჭირდება და ხშირად მორიელის ფსიქოლოგიური თავდასხმებით.

  მთვარეული მორიელი + მთვარეული ლომი

  •  „განხეთქილება“. ერთმანეთის ემოციური თვითგამოხატვის გაგება ორივესთვის დიდი გამოწვევაა. ხშირია კონფლიქტები.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ლომი ურთიერთობენ კვადრატული ასპექტით(90°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 4-10: მორიელი ლომის „საყრდენია“. ლომის მორიელის „ხელმძღვანელი“.

ეს კავშირი მარტივად იქცეოდა ტიტანთა შერკინებად,მაგრამ ლომი ერთვალენტიანია მორიელისთვის და როგორც წესი არ უჭირს მისი დაყოლიება. თუმცა მას მოსწონს ლომის მგრძნობიარობა და ემოციური თვალსაზრისით,საკმაოდ საინტერესო კავშირია.

ტემპერამენტის მიხედვით ეს ორი მთვარე დღე და ღამესავით განსხვავდება ერთმანეთისგან. მთვარეული ლომი მზიანი დღესავით ნათელი,თბილი და მხიარულია. ის არ უთმობს დიდ დროს სერიოზულ თვითანალიზს და თვითჩაღმავებას. მთვარეული მორიელი უკუნი ღამესავით იდუმალი და ამოუცნობია. ფრთხილი და წინდახედული მორიელი არ ენდობა ზედაპირულ ხილვადობას და ყოველთვის ღრმად თხრის. ის ეძებს ნამდვილ მოტივებს,ფსკერამდე თხრის წარსულის საიდუმლოებებს. მეტაფორულად რომ ვთქვათ,მთვარეული მორიელი თაფლით სავსე სკას რომ გადააწყდეს,მაინც ფუტკარს დაუწყებს ძებნას.

ლომი ყველაფერს ისე იღებს როგორც არის(ან როგორც ჩანს) და ფიქრობს,რომ მისი მეწყვილე ძალით იწვევს ზედმეტ და უაზრო პრობლემებს,როცა ყველაფერს უღრმავდება. თუმცა მისი ასეთი დამოკიდებულების ნამდვილი მოტივი ის არის,რომ ლომი ძალიან ამაყია და სურს,ყველა კარგად ფიქრობს მასზე. ამიტომ ტკბილ ტყუილს უფრო დასჯერდება,ვიდრე მლიქვნელებს გამოავლენს(რაც ასე დამახასიათებელია მორიელისთვის). და მიუხედავად ამისა,მას ძალიან აღიზიანებს მორიელის გაჭიანურებული ეჭვები და უნდობლობა.

მთვარეული მორიელი თავით ეშვება სიბნელის და მისტიკის სიღრმეებში, მთვარეული ლომი უფრო ექსტრავერტია და ცხოვრების ნათელ მხარეებზე კონცენტრირდება. მაგალითად,მას უყვარს და სჭირდება ხალხი,სიამოვნებას იღებს მსუბუქი სოციალური კონტაქტებით და უყვარს გართობა. მორიელს პრივატულ,ინტიმურ ატმოსფეროში,უახლოეს მეგობრების გარემოცვაში გატარებული საღამო ურჩევნია,რაც ღრმა ურთიერთობის და სულიერი დაახლოების საშულებას იძლევა.

ორივე ძლიერი ხასიათის და რამდენადმე ხისტი ინდივიდია. დაჟინებით ცდილობენ თავისი გაიტანონ,მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი კონფლიქტები წარმოიშვას,სანამ ეს ორი განსხვავებული ტიპაჟი გაგებით მოეკიდება პარტნიორის ინდივიდუალობას.

  მთვარეული მორიელი + მთვარეული ქალწული

  •  „ჰარმონია“. მათ შორის მაღალია ურთიერთგაგება,რაც კარგი წინაპირობაა თანამშრომლობითვის.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ქალწული ურთიერთობენ სექსტილის ასპექტით(60°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 3-11: მორიელი ქალწულის „უმცროსი და/ძმაა“. ქალწული მორიელის “უფროსი მეგობარი“.

მთვარეული მორიელი სათანადოდ დააფასებს ქალწულის პუნქტუალობას,ორგანიზებულობასა და სისუფთავეს.ქალწული თავის მხრივ,დააფასებს მორიელის ფხიანობას.

მთვარეული მორიელი ხშირად მალავს ძლიერ ემოციებს იმის შიშით, რომ არასწორად ან საერთოდ ვერ გაუგებენ. მაგრამ ისე არ იფიქროთ,რომ თავად წუხდება. პირიქით მას ჭირდება ვნებები,დრამები და დაძაბულობა იმისათვის,რომ თავი ცოცხლად იგრძნოს და შეიძლება განზრახ თუ უნებურად ებღაუჭებოდეს კრიზისულ სიტუაციებს,რათა რაც შეიძლება მძაფრი განცდებით განვლოს ცხოვრება. მას თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს ყველაფერი გასაიდუმლოებულის მიმართ. დიდი გატაცებით უკირკიტებს ადამიანების შინაგან სამყაროს და განსაკუთრებული სწორედ მათი ნაკლოვანებებითა და ბნელი მხარეებით ინტერესდება. ნეგატიური განვითარებისას,ის მანიპულტორი და კონტროლიორია. პოზიტიურ ვარიანტში_ ღრმა,ერთგული და ემპათიური მეგობარი და საყვარელი.

მთვარეული ქალწული საკმაოდ განსხვავებულია. ის რაციონალურად და ლოგიკურად რეაგირებს სიტუაციებზე და არა ინტუიციურად და ინსტინქტურად,როგორც ამას მორიელი აკეთებს. მთვარეულ ქალწულთა ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი ფაქტი,რაც მათ უფრო ფრთხილს,მორცხვსა და თავშეკავებულს ხდის ემოციურად ან სექსუალურად. ამიტომ ქალწულს უჭირს გაუგოს და ჩაერთოს მორიელის ემოციურ ვნებათაღელვაში. ამას გარდა,მთვარეული ქალწული საკმაოდ თვითკრიტიკულია,თუმცა ძალიან მტკივნეულად რეაგირებს გარედან კრიტიკაზე,ამიტომ მორიელი ფრთხილად უნდა იყოს სარკასტულ გამოთქმებთან დაკავშირებით,რაც მკვეთრად აქტიურდება მასში,როდესაც ბობოქარ ხასიათზეა. მისი გესლი მომაკვდინებლად მოქმედებს მთვარეულ ქალწულზე.

სამაგიეროდ,მათ აერთიანებთ საერთო თვისება: საკუთარი თავისა და გარშემომყოფების ანალიზი. ასევე თვითსრულყოფის მოთხოვნა.

მთვარეული მორიელი + მთვარეული სასწორი

  • „გაუგებრობა“. მათ არ ესმით ერთმანეთის. ემოციური თვითგამოხატვის ინდივიდუალური მეთოდები სრულიად გაუგებარია.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და სასწორი ურთიერთობენ ნახევარსექსტილის ასპექტით(30°)
  •  სახლების მიხედვით,ეს არის ურთიერთობის ტიპი 1-12: მორიელი სასწორის „კეთილდღეობაა“. სასწორი მორიელის „ფარული მტერი“.

სასწორის რბილი მანერები ძალიან მიმზიდველია მორიელისთვის,მაგრამ ნუ იქნებით დაჟინებული და არ შეაშინოთ სასწორი.მთვარეული სასწორები მეგობრული და სოციალურად აქტიურები არიან,განუმეორებელი გრაციითა და შარმით,რაც ძლიერ იზიდავს ხალხს. მათაც უყვართ ადამიანები და ცდილობენ,თავი მოაწონონ ყველას. თავს არიდებენ კონფლიქტებსა და კონფრონტაციას პირად ურთიერთობებში.

მორიელი მიდრეკილია შენიღბოს ემოციები და გრძნობები. მსუბუქი და ზედაპირული სოციალური ურთიერთობები მორიელს საერთოდ არ აინტერესებს. განდეგილობა და მარტოსულობა მისთვის ბევრად კომფოტულია.

მორიელი მთელ რიგ ძლიერ ემოციებს განიცდის_წადილი,ეჭვიანობა,მრისხანება,სისასტიკე. ფანატიკური მიჯაჭვულობა ან ულმობელი სიძულვილი,რასაც თან ახლავს კონფლიქტები და დაპირისპირებები. ფაქტობრივად,თუ ურთიერთობა ძალიან გამარტივდა და დამშვიდდა,მორიელი ცნობიერად ან გაუცნობიერებლად დაიწყებს პრობლემების პროვოცირებას. პლუტონისეულ მთვარეს უყვარს ემოციური დრამების და დაძაბულობის აღმოცენება,ვენერიელი მთვარე კი უპირატესობას ჰარმონიას,სიტკბოებას და სიმშვიდეს ანიჭებს.

ეჭვიანი და უნდობი მთვარეული მორიელი ყოველთვის ამოწმებს და აანალიზებს ადამიანებს. ის მიდრეკილია დაასკანეროს და გამოააშკარაოს ადამიანთა ფარული და ბნელი მხარეები. მაშინ,როცა მთვარეული სასწორი ადამიანებს აფასებს ისე,როგორც ისინი ჩანან ანუ ზედაპირულად. ამასთან სასწორი ფოკუსირებულია დადებით და ნათელ მხარეებზე.

მთვარეული მორიელი შეეცდება მანიპულირებასა და კონტროლს,ცბიერად დომინირებას ამ ურთიერთობაში.

 მთვარეული მორიელი + მთვარეული მორიელი

  •  მათ შეიძლება ჰქონდეთ ცვალებადი,ვნებიანი ურთიერთობა,ღრმა მიჯაჭვულობით.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და მორიელი ურთიერთობენ შეერთების ასპექტით(0°).
  •  სახლების სისტემაში ეს ურთიერთობა შეესაბამება ფორმულას 1-1:“სარკეები“. ორი ერთი და იმავე ნიშნის წარმომადგენელი,გარდა იმისა,რომ ზუსტად ირეკლავს ერთმანეთს,ისინი აძლიერებენ ნიშნის დადებით და უარყოფით თვისებებს.

საერთო მთვარის მოზიარეებს იმდენად მსგავსი ემოციური სტრუქტურები აქვთ,ყოველგვარი ინტრიგა იკარგება,თუმცა ურთიერთობა მაინც რთული და დაძაბულია,რადგან ორივე შესანიშნავად ხედავს პარტნიორის ნაკლოვანებებს. ვნებების გარდა,მათ ხშირად უჩნდებათ ერთმანეთის “შეჭმის” სურვილი.

ისინი არაერთ ძლიერ ემოციას ატარებენ ფარულად,ამიტომ შინაგანად ყოველთვის დაძაბულები არიან. მთელი გულით განიცდიან ყველაზე ექსტრემალურ ემოციებს: სიყვარული,სიძულვილი,მრისხანება,გამარჯვება,თავდადება ან სრული ზიზღი_ყველა გრძნობა თანაბარია. ამასთან,თვეობით(შეიძლება წლობითაც) გულში ჩახვეული გამოუთქმელი გრძნობები ხშირად ხდება დანაშაულის გრძნობის მაპროვოცირებელი.

ისინი მალავენ გრძნობებს და საჭიროებენ განმარტოებას. მათ სიამოვნებთ,რომ საიდუმლოები აქვთ,რადგან ეჭვიანები არიან და მხოლოდ მათ ენდობიან,ვინც ერთგულებას დაუმტკიცებს. მთვარეულ მორიელებს ძალიან ეშინიათ ღალატის და მუხანათობის. მათ კარგად ესმით ერთმანეთის უსაფრთხოების მოთხოვნა,მაგრამ თუ ერთმანეთს შეეტაკნენ,აფეთქება გარდაუვალია.

ორივეს წყურია ძლიერი ემოციური გამოცდილება,რასაც სხვადასხვა მეთოდებით ეძებენ ცხოვრებაში: შეიძლება დაკავდნენ სახიფათო ფიზიკური აქტივობით; აირჩიონ ისეთი პროფესია,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის ან კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებას მოითხოვს; იტაცებდეთ საშინელებათა ჟანრის ლიტერატურა ან კინოხელოვნება ან პერიოდულად ემოციურ ქარიშხალებს აწყობდნენ პირად ცხოვრებაში.

 მთვარეული მორიელი + მთვარეული მშვილდოსანი

  •  „გაუგებრობა“. მათ არ ესმით ერთმანეთის. ემოციური თვითგამოხატვის ინდივიდუალური მეთოდები სრულიად გაუგებარია.
  •  მორიელი და მშვილდოსანი ურთიერთობენ ნახევარსექსტილის ასპექტით(30°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 12-1: მორიელი მშვილდოსნის „ფარული მტერია“. მშვილდოსანი მორიელის „კეთილდღეობა“.

ორივე გონებრივი სივრცის მკვლევარია. მორიელს იზიდავს მშვილდოსნის ოპტიმიზმი,გახსნილობა და მიზანდასახულობა. შეიძლება ძალიან წარმატებული კავშირი აღმოჩნდეს მშვილდოსნისთვის.

ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან. მთვარეული მშვილდოსანი ნათელი და ოპტიმისტი ნატურაა. მას ფილოსოფიური დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისა და ემოციური გამოცდილებების მიმართ. ცდილობს პოზიტიურ ჭრილში აღიქვას დარტყმები,გაიზარდოს და განვითარდეს ძნელბედობის ჟამს. იდეალისტი და შორსმჭვრეტელი მშვილდოსანი მიდრეკილია დააიგნოროს და გვერდი აუაროს ცხოვრების მტკივნეულ მხარეებს. იმ დროს როცა მთვარეული მშვილდოსანი ყოველთვის გახსნილია და თავისუფლად უზიარებს ადამიანებს საკუთარ განცდებს,მორიელი ძალზედ ფრთხილი და ეჭვიანია. ის ძნელად თუ ენდობა ვინმეს და უმეტესად ასოციალურია,გულჩათხრობილი და დროის უმეტეს ნაწილს მდუმარე განსჯებში ატარებს. ასეთ შავ დღეებში მშვილდოსანი ძალისხმევას არ იშურებს გაამხიარულოს მორიელი,რაც ხანდახან მართლაც კარგად გამოსდის,მაგრამ უმეტესად მომაბეზრებელია მოქუფრული მორიელისთვის. მშვილდოსანს მზიანი ამინდები უყვარს,მორიელი_ქაოტურ სტიქიებს აღმერთებს.

ამას გარდა,მთვარეული მორიელი ძლიერ ეჯაჭვება საყვარელ ადამიანს და ძალიან მტივნეულად რეაგირებს ნებისმიერ საფთხეზე,რომელიც მის კავშირს ემუქრება. ამიტომ ეჭვიანობა და გადაჭარბებული მესაკუთრეობა ხშირად წარმოშობს პრობლემებს ურთიერთობაში. მთვარეული მშვილდოსანი მეგობრული და ემოციურად გულუხვია,მას სჭირდება შეუზღუდავი გადაადგილებისთვის საჭირო თავისუფალი სივრცე და ვერ იტანს,როცა დამქანცველი დაკითხვებით აწუხებენ,სად იყო?ვისთან ერთად? როდის?რას აკეთებდა და ა.შ.

 მთვარეული მორიელი + მთვარეულ თხის რქა

  •  „ჰარმონია“. მათ შორის მაღალია ურთიერთგაგება,რაც საუკეთესო წინაპირობაა თანამშრომლობითვის.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და თხის რქა ურთიერთობენ სექსტილის ასპექტით(60°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 11-3: მორიელი თხის რქის „უფროსი მეგობარია“, თხის რქა მორიელის „უმცროსი და/ძმა“.

თხის რქის შეხედულებები “მონათესავე სულზე” პრაქტიკული ხასიათისაა,მაგრამ მთვარეული თხის რქები ღარიბები არიან ემოციურად. განსაკუთრებით მთვარეული მორიელისთვის. მართალია,მორიელი უსაფრთხოებას ეძებს და ამ მხრივ თხის რქა სრულყოფილად აკმაყოფილებს,მაგრამ სად არის ვნებები?

ორივე მათგანი ემოციურად თავშეკავებულია და არ უყვართ შინაგანი სამყაროს გამომზეურება,თუმცა მოტივები სხვადასგვარი აქვთ.

მთვარეული თხის რქა მიდრეკილია დათრგუნოს გრძნობები,ემოციური მოთხოვნები. ჩაახშოს “ბავშვი“ საკუთარ თავში,რომელსაც სურს ეთამაშონ და მოუარონ. ცხოვრების პრაქტიკული მხარეები,სამსახური და ვალდებულებები მეტად პრიორიტეტულია მთვარეული თხის რქისთვის,ვიდრე თამაში და სიამოვნება. “ბავშვური“ და „არარეალისტური“ სურვილები მყისვე ითრგუნება. ის ყოველთვის ინარჩუნებს შინაგან დისტანციას და არ დაუშვებს,რომ ემოციურად ჩართული იყოს ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხშირად თხის რქა უგრძნობი,უვნებო ან ემოციურად განდეგილი ჩანს. ის ზედმეტად სერიოზულად იღებს ცხოვრებას. მის შემთხვევაში მატერიალური უსაფრთხოება და ცხოვრებისეული წარმატება ხშირად ანაცვლებს ემოციურ კმაყოფილებასა და ბედნიერებას.

მეორეს მხრივ,მორიელი,რომელიც ინტენსიური და უკიდურესი ემოციებით გამოირჩევა,არ თრგუნავს საკუთარ განცდებს; პირიქით,მიუხედავად იმისა,რომ საიდუმლოდ ინახავს და იშვიათად უზიარებს ვინმეს,ის დიდხანს ინახავს გრძნობებს. გამოუთქმელი წყენები,დანაშაულის გრძნობა და ფარული შიშები უზომოდ შეიძლება გაიზარდოს,თუ არავის გაუზიარებს.

ორივე რთულად ენდობა ადამიანებს და ორივეს ძალიან ეშინია,იყვნენ მყიფე და დაუცველები,დაკარგონ კონტროლი. ეს საერთო თვისებები ხელს უშლით სრულად გახსნაში. თუმცა მათ აქვთ უნარი,გააღრმავონ ურთიერთობა.ერთგულება და სიმტკიცე. არც ერთი არ არის ზედაპირულად ემოციური. ამიტომ მათ შორის საკმაოდ ჰარმონიული კავშირი შეიძლება ჩამოყალიბდეს,მცირე კომპრომისების და ზემოთხსენებული რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში.

 მთვარეული მორიელი + მთვარეული მერწყული

  •  „განხეთქილება“. ერთმანეთის ემოციური თვითგამოხატვის გაგება ორივესთვის დიდი გამოწვევაა. ხშირია კონფლიქტები.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და მერწყული ურთიერთობენ კვადრატული ასპექტით(90°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 10-4. მორიელი მერწყულის „ხელმძღვანელია“. მერწყული მორიელის „საყრდენი“.

მძიმე შემთხვევაა. მესაკუთრეობა და ეჭვიანობა არც თუ ჰარმონიულად ერწყმის თავისუფლებისმოყვარე მერწყულის მეგობრულობასა და ალტრუიზმს.

ორი ამდენად თავისებური ემოციური ნატურა და სრულიად განსხვავებული მოთხოვნები თითქმის ყოველთვის წარმოშობს კონფლიქტებს იქამდე,სანამ კვადრატული მთვარეები გაგებით არ მოეკიდება პარტნიორის ინდივიდუალიზმს. ამასთან,ორივე ფიქსირებული ნიშნის მთვარეა და არც ისე დადებითად უყურებენ ცვლილებებს,თუ ეს მათი საკუთარი ნებით არ არის განპირობებული.

მორიელს სჭირდება ინტენსიური სიახლოვისა და ემოციური ინტიმურობის განცდა. ის ღმადაა მიჯაჭვული სასიყვარულო პარტნიორზე. უკიდურესი მესაკუთრეობა,ეჭვიანობა,მანიპულაციისა და კონტროლის სურვილი თვისებრივია ამ მთვარისთვის. ის შეპყრობილია თავისი სურვილებით. იმ დროს,როდესაც დამოუკიდებელი ბუნების მთვარეული მერწყული კატეგორიულად წინააღმდეგია,წარმოადგენდეს ვინმეს საკუთრებას ან იყოს კონტროლ ქვეშ. ის უფრო გონებით აანალიზებს,მოვლენებს და მეტად მენტალური მთვარეა,ვიდრე ემოციური,უმეტესად გონებით აანალიზებს მოვლენებს და ადამიანებს. ამიტომ მთვარეული მორიელის მხურვალე განცდები შეიძლება ცივ და რაციონალურ განსჯას ან სრულ გაუგებრობას წააწყდეს მერწყულის მხრიდან.

მთვარეული მორიელს პრივატული და ინტიმური გარემო მოსწონს. მერწყულს სურს ჩართული იყოს მნიშვნელოვან მოვლენებში. ის დიდი სიამოვნებით წევრიანდება სხვადასხვა ინტერესების ჯგუფებსა თუ გაერთიანებებში. მისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური კომუნიკაცია და შეხედულებების გაცვლა-გაზიარება თუნდაც საერთოს უცნობ ადამიანებთან,რაც მთვარეულ მორიელს ძალიან აღიზიანებს.

 მთვარეული მორიელი + მთვარეული თევზები

  •  „იდეალი“. მათი შინაგანი ემოციური სამყაროები საკმარისად მსგავსია,რომ ერთმანეთს გაუგონ და საკმარისად განსხვავებული,რომ ერთმანეთი ააღელვონ.
  •  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და თევზები ურთიერთობენ ტრინის ასპექტით(120°)
  •  სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 9-5: მორიელი თევზების „მასწავლებელია“, თევზები მორიელის „შვილი“.

ორი საოცრად ინტუიციური და ფსიქოლოგიურად შემეცნებითი მთვარე. ორივე ზუსტად გრძნობს,რას განიცდიან ადამიანები. გრძნობენ დამალულ,შენიღბულ ემოციებს. ემოციური ურთიერთგაგება იმდენად მაღალია,შეიძლება მოხდეს საკუთარი და პარტნიორის ემოციების აღრევა. ანუ როდესაც ამ ორი მთვარის მფლობელებს შორის ახლო კავშირი მყარდება, მათი შინაგანი განწყობა ხშირად ტრანსლირდება ერთმანეთზე და თითოეულისთვის რთული გასააზრებელია,თავის ემოციებს აანალიზებს თუ პარტნიორისას. მიუხედავად იმისა,რომ ორივეს ღრმა გრძნობები აქვს,მათთვის შეიძლება რთული იყოს შინაგანი განცდების გადმოცემა.

ორივე მთვარე უზომოდ მგრძნობიარეა,მაგრამ მათ შორისაც არის განსხვავებები: მთვარეული მორიელი მტკივნეულ გრძნობებს ებღაუჭება და ხშირად აფარებს თავს ნეგატიურ განცდებს. მეორეს მხრივ,მთვარეული თევზები მიმტევებელი,შემწყნარებელი და ტოლერანტულია. ის ძირითადად უწყინარი პაცეფისტია და არ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. მზადაა,გაგებით მოეკიდოს ადამიანურ სისუსტეებს და დიდსულოვნად აპატიოს მაწყენარებს. მეომარი და რევანშისტი მორიელი კი აუცილებლად აზღვევინებს ყველას,ვინც მას ცუდად შეეხება.

ისინი იზიარებენ მუსიკის სიყვარულს. ორივეს უყვარს წყალი; წყლის პირას ცხოვრება სასარგებლო იქნება მათთვის. უამრავ დროს ატარებენ ერთმანეთის თვალების ცქერაში. სრული რომანტიკა! და რა ბედნიერება იქნება,თუ მთვარეულ თევზებს პრაქტიკულად ცხოვრების ნიჭიც აღმოაჩნდა.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top