მთვარე მორიელში

მთვარე მორიელში

 „ცოფიანი”

ლარისა ნაზაროვა  „კარმული ასტროლოგია”

მთვარე წყლის ნიშნებში. წყლის მთვარეები გამოირჩევიან მაღალი მგრძნობიარობითა და ძლიერი ემოციურობით. რეაგირებენ უმცირეს ზემოქმედებაზეც კი. გარედან ზეწოლის დროს საკუთარ თავში იკეტებიან,მაგრამ შეიძლება მოულოდნელად გამოავლინონ არაპროგნოზირებადი რეაქცია. მათი შინაგანი სამყარო მხოლოდ ჰარმონიულ პირობებში იხსნება.

 მთვარე მორიელში. ემოციური აღგზნება, მოჭარბებული სექსუალობა, ისტერიულობა, მოქუფრულობა, განწყობის მკვეთრი ცვლა, ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნა. ეს პლუტონისეული მთვარეა. მორიელის ნიშანში ჩადებულია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების განადგურების პროგრამა. ემოციური დაუკმაყოფილებლობა წარმოშობს თვითსრულყოფის მოთხოვნას.

ხშირად ქენჯნის სინდისი და საკუთარ თავს ხრავს. ყველაფერს მუქ ტონებში ხედავს. ცუდი წინათგრძნობები; მშვიდდება, როცა მართლდება. ემოციური სიმძიმე, რომელიც ქვეცნობიერად ტრანსლირდება სხვა ადამიანებზე. გაუცნობიერებელი მიდრეკილება გაანადგუროს ჰარმონია და „გაყინული” ურთიერთობები. შეიძლება განვითარდეს ულმობელი სარკაზმი, ნეგატიური ფსიქოლოგია, კაცთმოძულება.

საუკეთესო შემთხევაში: ღრმა ფსიქოლოგიური უნარები-ნათელხილვა, მედიუმიზმი.

უარეს შემთხვევაში: ქვეცნობიერის განადგურება.

 პაველ გლობა  „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მთვარე მორიელში მარსს და პლუტონს სტუმრობს, წყლის სტიქიაში და ეს მისი დაცემული მდგომარეობაა.

საერთოდ,დაცემული პლანეტების თვისებათა სპექტრი ძალზედ ფართოა. მთვარე მორიელში განიჭებთ თვითანალიზისა და ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნას(მაგალითად,გამოიტიროთ მოვლენები და ადამიანები),შესაძლოა პესიმიზმსაც. ის ასევე წარმოშობს დაუნდობელ სარკაზმს და მიზანთროპულ გამოვლინებებს. თქვენ გაუცნობიერებლად ყოველთვის განწყობილი ხართ კრიზისულ სიტუაციებზე,განადგურებაზე,შინაგანი სტრუქტურების გადაწყობაზე ანუ სიკვდილსა და ტრანსფორმაციაზე. რაც არ უნდა მოხდეს,ნებისმიერ სიტუაციაში,თავდაპირველი სტრუქტურა ნადგურდება-ეს პლუტონის ხელწერაა,რომელსაც ქაოსი შემოაქვს. თუმცა შემდგომ არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი:

1. თვითგანადგურება და ამ შემთხვევაში, თუ პიროვნება არ ფლობს უზენაესს ფასეულობებს და აღმშენებლობით ძალებს,ის იწვნევს დესტრუქციასა და სიკვდილს.

2. თუ უმაღლესი ფასეულობები გამოიძებნა,მყისვე ყალიბდება ახალი წესრიგი,ახალი სტრუქტურა. მიმდინარეობს ტრანსფორმაცია და ცვლილებები.

ამიტომაც თქვენ გაუცნობიერებლად განწყობილი ხართ ტრანსფორმაციის,ცვლილებების და კრიზისულ სიტუაციებზე. რადგან ასეთი ინდივიდის შინაგანი სამყაროს გაუცნობიერებელი სტუქტურები საკმაოდ ხშირად ექვემდებარება ამა თუ იმ დესტრუქციას,ბუნებრივია,რომ ის გამორჩეული იქნება გარკვეული დონის ისტერიულობით. ყოველ შემთხვევაში,მისთვის დამახასიათებელი იქნება ძლიერი აღგზნებადობა,განწყობის მკვეთრი ცვლილებები და ფსიქოლოგიური განახლების მოთხოვნა,რადგან მისი შინაგანი სამყარო იშვიათად იმყოფება გაწონასწორებულ მდგომარეობაში.

ამასთან,როგორი სტრუქტურაც არ უნდა წარმოიქმნას,ის მაინც იწყებს ნგრევას და ყოველთვის იმყოფება ამაღლებული აქტიურობის მდგომარეობაში. ასე გამოიხატება მთვარეული მორიელის მუდმივი ცვლილებების და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბების მოთხოვნა. თუ ასე არ ხდება,თქვენ შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ნეგატიური ფსიქოლოგია ანუ რასაც არ უნდა ხედავდეთ,თქვენ აღიქვამთ როგორც განადგურებადს,რომელსაც არავითარი ფასეულობა არ აქვს და ამიტომ დესტრუქციას ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში,თქვენთვის აღარაფერი დარჩება სამყაროში,რაც არსებობას იმსახურებს. იმისათვის,რომ არ ჩავარდეთ მსგავს სიტუაციაში,აუცილებელია შინაგანი ტრანსფორმაცია ანუ ცვლილებების მოთხოვნამ თავისი გამოხატვის გზა უნდა იპოვოს.

მთვარე მორიელში განიჭებთ გამძაფრებულ ფსიქოლოგიურ ნიჭს; ადამიანთა არამხოლოდ შინაგანი სამყაროს,არამედ მათი მყიფე წერტილების,მანკიერი მხარეების,ნაპრალების,სუსტი ადგილების შეგრძნების უნარს. ამასთან,პლუტონის ზემოქმედებით,თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ მათი სისუსტეების აქტივაცია,ხოლო მარსი საშუალებას მოგცემთ,მიიღოთ მძაფრი გამოვლენა. ამიტომ,თქვენი სულიერი ორიენტაციიდან გამომდინარე,შეგიძლიათ იყოთ შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი,ფსიქოლოგი,რომელიც უშეცდომოდ ხედავს ადამიანის სისუტეებს ან,თუ თქვენი ნიჭი ბოროტებისკენ არის მიმართული,შეიძლება გახდეთ სადისტი და მანიპულატორი,რომელსაც შეუძლია საჭირო ღილაკებზე თითის ერთი დაჭერით მართოს ადამიანები.

აღსანიშნავია,რომ ეზოთერულ დონეზე,რადგან მორიელის ენერგიისგან ხდება “სხვა სამყაროსთან” დაკავშირება,მთვარეულ მორიელებს შორის ხშირად ვხვდებით მედიუმებსა და ნათელმხილველებს,რომლებიც გაუცნობიერებლად შეიმეცნებენ უხილავ სამყაროს. მაგალითად,მიშელ დე ნოსტრადამუსი,ვოლფ მესინგი.

სამედიცინო უკუმაჩვენებლები. თქვენი ყველაზე სუსტი წერტილი არის სასქესო ორგანოები. ამიტომ არ ღირს სექსუალური სფეროს გადატვირთვა. ხშირად მიმართეთ სქესობრივ თავშეკავებას. შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევები(ქალებში). თქვენ სწრაფად კარგავთ ძალებს ავადმყოფობების და თავშეუკავებლობის გამო.

როდესაც ტრანზიტული მთვარე მორიელის ნიშანს გადის,არ არის რეკომენდებული ცხარე საკვების მიღება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა და ჰემოროი. ამასთან უკუჩვენება აქვს აქტიურ მკურნალობას.

კარგია მკურნალობა ენდოკრენულ სისტემაზე(პროსტატის გარდა),ყელზე,ზედა სასუნთქ გზებზე. შეიძლება გლანდების,ადენოიდების ამოჭრა. უმკურნალეთ სურდოს,ჰაიმორიტს,რინიტს.

 ავესალომ პადვოდნი  „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მართალია,მთვარე მორიელში დაცემულია,მაგრამ ნატურის ემოციურობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თუმცა ეს შეიძლება არც კი იგრძნობოდეს,სანამ მას ცუდად შეეხებიან. დაზიანებისას,ვითარდება ნეგატიურ-სკეპტიკური დამოკიდებულება ყველა იმ სფეროსადმი,რომელსაც მართავს მთვარე: ოჯახი(საკუთარი ან მშობლების), საზოგადოებრივი მოძრაობები,ქალები საერთოდ და ა.შ.

მთვარე მორიელში ძლიერი სექსუალობით გამოირჩევა,თუმცა ამასთანავე უნდა განვიხილოთ ვენერასა და მარსის მდებარეობა,V და VII სახლების მდგომარეობა. მაგრამ ყველა ვარიანტში,სექსთან დამოკიდებულება უაღრესად ემოციურია. ხშირად ექსტაზის მწვერვალებსა და სრულ დაუკმაყოფილებლობას შორის მერყეობს.

ასეთი ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ და იკვებებიან. ძლიერი ასპექტების შემთხვევაში,მეტ-ნაკლებად ჰარმონიული მეთოდებით ვამპირობენ. ასეთი დედა,პირდაპირი გაგებით არ შეჭამს შვილებს,მაგრამ საფუძვლიანად დაუზიანებს ნერვულ სისტემას და შედეგად,მთელ მომავალ ცხოვრებას. ძლიერი ვნებები ემოციებში კარგია,მაგრამ დოზირებულად. ზოგადად,აქ ემოციური დაკმაყოფილება ძალიან გართულებულია და როგორც წესი,ირიბი გზებით მიიღწევა_კონსტრუქციული მუშაობით იმ სფეროებში,რომელზეც მიუთითებს მთვარის სახლი და ასპექტები. აქვე გამომუშავდება “პური არსობისა”.

დამუშავებისას,მთვარეული მორიელმა,პირველ რიგში,საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა ისწავლოს თავის ემოციებთან,რაც გარედან უხილავია. თუმცა ეს უნარი საკმაოდ რთულად ეძლევა,რადგან მისი ემოციები ძლიერი და საჭირო,თუმცა უმეტესად დესტრუქციულია.

ძლიერი დაზიანებისას,აქტიურდება განადგურების პროგრამა,როგორც საკუთარი თავის,ისე გარშემომყოფების მიმართ. ფსიქოანალიზის გარეშე,ძალიან გაუჭირდებათ მასთან გამკლავება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მათ თერაპევტსაც არაერთი უმძიმესი საათის გადატანა მოუწევთ,რადგან ქვეცნობიერში შეღწევის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება საშინელი აგრესია.

ჰარმონიულ ვარიანტში,ყველაფერი გლუვადაა,ქვეცნობიერის ტრანსფორმაცია მუდმივად,ნელა და თანაბარ ტემპში,მაგრამ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს,მათი ქვეცნობიერისგან შეუმჩნევლად. გარშემომყოფები მას თეთრ მაგად აღიქვამენ.

მთვარე მორიელში იძლევა უკიდურეს ემოციურობას და რაც მთავარია,ზედმეტად დამოკიდებულს ხდის ადამიანს ემოციებზე. აქ აქცენტირდება შინაგანი ცხოვრება. ძლიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და გარშემომყოფების მიმართ გადაჭარბებით მომთხოვნი დამოკიდებულება წარმოადგენს საკუთარი არასრულყოფილების(ენეგეტიკული ხვრელები; შინაგანი კონფლიქტები,ხშირად სექსუალურ ნიადაგზე) პროექციას მათზე. დამუშავება საკმაოდ რთულია,რადგან მთვარე წარმოშობს ძლიერ და ყალბ ეგზისტენციალურ აქცენტებს ანუ ადამიანს ეჩვენება,რომ ენერგიის ბევრი სახეობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,რაც სინამდვილეში ასე არ არის. მას უბრალოდ სჭირდება და შეუძლია,გადაეწყოს და ისწავლოს კაპრიზების და საჭიროებების ერთმანეთისგან გარჩევა,შინაგანი წესიერების და თვითანალიზის განვითარების ხარჯზე.

საკმაოდ რთულია დაუმუშავებელი მთვარეული მორიელის გულის მოგება,ის ყველაფრით უკმაყოფილოა და ხშირად სექსუალურად დაუკმაყოფილებელი.

მაღალ დონეზე მთვარე მორიელი იძლევა შინაგანი მუშაობის არაჩვეულებრივ სიზუსტეს,როდესაც პიროვნებას ეძლევა უნარი თავისი უმდაბლესი “მე” და პრიმიტიული ინტინქტები უკან დაწიოს და უზენაეს მიზნებს მოახმაროს.

თავდაპირველი ფსიქოლოგიური თვითანალიზი ძალიან რთულია(მთვარე ვარდნაშია),მაგრამ დამუშავების შემთხვევაში,ყალიბდება ბრწყინვალე ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი,რომელიც ადამიანებს გამჭოლად ხედავს,განსაკუთრებით მათ უმდაბლეს პროგრამებს და მიდრეკილებებს და შეუძლია დაეხმაროს ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებაში.

თუ მთვარე ჰარმონიულად დგას ჰოროსკოპში,ენერგეტიკული ხვრელები მცირეა და ადამიანი ყოველთვის ახერხებს ფსიქოლოგიური წინააღმდეგობებიდან თავის დაძვრენას და განახლებას.

დაზიანების შემთხვევაში,მაღალია ფსიქოლოგიური აშლილობის,საკუთარ თავში ჩაკეტვის,სამყაროსა და საკუთარ თავზე გაბოროტების,ხანგრძლივი დეპრესიის,კოშმარების ალბათობა. თუმცა მორიელის რეგენერაციული უნარები ამოუწურავია და გარკვეული დროის შემდეგ პიროვნება მაინც ამოყვინთავს,გარკვეული იარებით ან სრულიად განახლებული.

 ფრენსის საკოიანი.  „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

თქვენ თავდაჭერილი და სიტყვაძუნწი ადამიანი ხართ. გარშემომყოფებს უჭირთ გაიგონ,რა იმალება თქვენი სულის სიღრმეში. თქვენ ხომ მხოლოდ ერთეულებთან იხსნებით. საკუთარ თავს არ აძლევთ სისუსტეების გამოვლენის საშუალებას და არ დაუშვებთ,კონტროლი დაკარგოთ ურთიერთობებზე. გიყვართ და გძულთ თანაბარი ინტენსივობით. ეჭვიანი მეგობარი ხართ და ახლობელ ადამიანებს ისე ექცევით,როგორც პატარა ბავშვებს.

ძალიან საშიში მტერი ხართ. გახასიათებთ არც თუ ისე სასიამოვნო თვისება-დაიმახსოვროთ და გულში ჩაიდოთ წყენა. აუცილებლად უნდა ისწავლოთ პატიება და დავიწყება. ასევე კარგი იქნება თუ გრძნობებს არ დათრგუნავთ და ღიად და პირდაპირ გამოხატავთ.

თქვენთვის არასდროს საკმარისი არაა ზედაპირული ხილვადობა. ყოველთვის ცდილობთ არსში შეაღწიოთ,რომ ჩაწვდეთ ჭეშმარიტ მოტივებს. თქვენთვის დამახასიათებელია ძლიერი ლტოლვა,რომელსაც ნება აკავებს. სწრაფი ქვეცნობიერი გადაწყვეტილებები,რის გამოც რთულდება საფუძვლინი სიმპათიის თუ ანტიპატიის ჩამოყალიბება.

ფანატიზმი,ძლიერი მგრძნობიარობა,მუდმივი კონფლიქტი გრძნობებში. ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება პირად საქმეებთან,რასაც მიჰყავხართ უკიდურეს ეჭვიანობამდე. ვითარდება დაუფლების ხარბი სურვილი.

ხშირად გესლიანი და დამცინავი ხართ,არასდროს ივიწყებთ წყენას. არც ისე იშვიათად გიჩნდებათ ოჯახის და შინაური სიტუაციების შეცვლის სურვილი. თავნება ადამიანი ხართ და მხოლოდ საკუთარ სურვილებს უწევთ ანგარიშს. შვილებს ზრდით “მათრახისა და თაფლკვერის” პრინციპით.

ავადმყოფობები: შეშუპება, სიმსივნეები. შარდის ბუშტის,სეკრეციული სისტემისა და სასქესო ორგანოების დაავადებები. ქალებში მენსტრუალური ციკლის არევა.

Het Monster “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

გრძნობების ცალმხრივობა. იძულებულია შეაკავოს მოჭარბებული ჟინი. პარტნიორთან ურთიერთობაში აქტიურდება მესაკუთრის ფსიქოლოგია და ეჭვიანობა. პირად წყენას არასდროს ივიწყებენ. შურისმაძიებლები. თავნებები,მხოლოდ საკუთარი სურვილები ადარდებთ. როდესაც მიზანს დაისახავენ,არად აგდებენ სხვების შეხედულებებს და მოსაზრებებს,მსხვერპლის წინაშეც არ შეჩერდებიან,ოღონდაც სასურველს მიაღწიონ.

 სემირა და ვიტალი ვეტაში  „პროგნოზირების ხელოვნება”

დაცემული მთვარე კარგავს თავის მოქნილობასა და სიფაქიზეს,ბუნებრივ-ზნეობრივ ორიენტაციას და საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს. თუმცა ის უაღრესად ინტუიციურია,საზრიანი და მოხერხებული. უყვარს თვითანალიზი და ყველაფრის სიმყარეზე შემოწმება. მთვარეული მორიელები ხშირად არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ გარშემომყოფებზე. მათი შინაგანი სამყარო და ჭეშმარიტი არსი ყოველთვის ბურუსითაა მოცული; შინაგანად დაძაბულები,ყველას ეჭვის თვალით უმზერენ. მაგრამ ეჭვიანობა შეიძლება ტრანსფორმირდეს გამჭრიახობის ნიჭში,ხოლო შინაგანი დაძაბულობა ძალიან საინტერესო შემოქმედებით ინდივიდებს აყალიბებს. ისევე როგორც მთვარეული ვერძები,მთვარე მორიელიც უზარმაზარ შინაგან იმპულსს იღებს მოქმედებისთვის. თუმცა აქ ბევრად ძლიერია ინტუიცია. ეს ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ,ვისგან და საიდან შეიძლება მიიღონ სარგებელი.

პლუტონის დაჟინებული და მომთხოვნი ბუნება ხშირად აუტანელია გარშემომყოფებისთვის,ამიტომ მთვარის ეს მდებარეობა მნიშვნელოვნად ართულებს სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებს. თუმცა კი იძლევა ძლიერ სექსუალობას.

ეს ადამიანი დაბადებით მებრძოლია და ისეთ საქმიანობას ჰკიდებს ხელს,რასაც სხვები თავს არიდებენ.

 ალექსანდრე კალესნიკოვი  „მთვარე მორიელში”

მთვარე ვერ გრძნობს თავს მყუდროდ მორიელის ნიშანში. მისი ინტენსივობა და მუდმივი შინაგანი ბრძოლები ეწინააღმდეგება ყოფითი ცხოვრების მთვარეულ გაგებას. მათ რთული და ნეგატიური გრძნობები ავსებთ. ვერც კი ამჩნევენ,რომ წყარო შიგნიდან მომდინარეობს და გარესამყაროს მუქ ტონებში გაფერადებას იწყებენ. თუ მთვარეული მორიელი შინაგანად საკმარისად სუფთაა,ის იქცევა ბოროტებასა და სიბინძურესთან გულანთებულ მებრძოლად,მაგრამ ამისათვის მას მუდმივად სჭირდება გამოავლინოს ნებისყოფის ძალისხმევა,რომ თავად არ გაისვაროს გარემომცველ ჭუჭყში.

როდესაც მორიელის უსაზღვრო ენერგია მთვარის ფუნქციებში ვლინდება,წარმოიშობა გაუმაძღრობა, მნიშნველობა არ აქვს სფეროს. მთვარე მორიელის უზარმაზარი მადა თანაბრად ვრცელდება საკვებზე,სექსზე,შრომაზე,ცოდნაზე,ფულზე,ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლურ სასმელებზე. ალბათ,თქმაც კი ზედმეტია,რომ მსგავსი სტილის ცხოვრება დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ყველაზე მეტად ზარალდება ქალის ორგანიზმის სპეციფიური ფუნქციები.

მთვარეულ მორიელებს ინტუიციურად ესმით ყველაფერი იდუმალი და თვალისთვის უხილავი. ისინი თავად ტოვებენ უსაზღვროდ ღრმა და იდუმალებით მოცული ადამიანების შთაბეჭდილებას. მაგნიტივით იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. თუმცა ჰარმონიული არსებობისთვის მათთვის აუცილებელია ისწავლონ საკუთარი ენერგიის ბნელი და მტანჯველი მხარეებისგან განთავისუფლება. ეს კი სულაც არ არის მარტივი ამოცანა.

სტრესული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მთვარეული მორიელებისთვის არის სექსი. სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება უბრალოდ აუცილებელია ამ მთვარის მფლობელთათვის. თუმცა დაკარგული წონასწორობის აღსადგენად არსებობს სხვა მეთოდებიც.

ჩემი ასტროლოგიური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე,როდესაც პერსონალური კომპიუტერები ჯერ კიდევ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა,ერთერთი გაზეთის რედაქციის კომპიუტერით ვსარგებლობდი. მაშინ ხშირად მომმართავდნენ რედაქციის თანამშრომლები კონსულტაციისთვის. მთვარის მდებარეობა და მის მიხედვით სტრესული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება ყველაზე მთავარი ხელმოსაჭიდი იყო,რადგან საშულებას მაძლევდა,განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე,ზუსტად ამომეცნო ადამიანის არსი,მისი პრობლემები და მეპოვა გამოსავალი. ერთხელაც რედაქციის სრულიად ახალგაზრდა თანამშრომელმა გოგონამ მომმართა,რომელმაც სულ იმხანად დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი მთვარე მორიელის ნიშანში აღმოჩნდა,მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მასთან სექსზე საუბარი,რბილად რომ ვთქვათ,უხერხული იქნებოდა. მაშინ გამახსენდა მთვარეულ მორიელთა მიდრეკილება ყველაფერი კონცენტრირებულის და მსუყეს მიმართ და ვურჩიე: “როდესაც წამოიზრდები და სტრესის შემდეგ აზრზე მოსვლა დაგჭირდება,შენთვის სასარგებლო იქნება თუ ერთ ჭიქა კარგ კონიაკს მიირთმევ”. რაზეც ახალგაზრდა ყმაწვილქალმა მიპასუხა:”რატომ როცა წამოვიზრდები?..მე ახლაც მივმართავ ამ საშუალებას”.

ძლიერი ინტუიცია ხშირად კარნახობს მთვარეულ მორიელებს შინაგანი წონასწორობის აღდგენის მეთოდებს. ისინი გიჟდებიან (გაძლებამდე)ცხელ აბაზანებზე. აქ იგულისხმება მათი ინდივიდუალური გაძლების მიჯნა,რადგან სხვა ნიშნის ადამიანები თითსაც ვერ ჩაყოფენ მსგავსი ტემპერატურის წყალში. თითქმის მდუღარე წყლის სიმბოლო მშვენივრად შეესაბამება ცხელი მარსის მკვიდრ მორიელის წყლის ნიშანს. ამიტომ,პირდაპირი გაგებით,მაგიური საშუალებაა შინაგანი ენერგიის ჰარმონიზებისთვის.

მთვარეული მორიელები რთული მშობლები არიან. ერთის მხრივ,მათ შეუძლიათ არანორმალურად გაათამამონ შვილები და მთელი თავისი ენერგია და რესურსები მათზე დახარჯონ. მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს მეორე უკიდურესობა,გადაჭარბებული სიძუნწე. მორიელი,საერთოდ,უკიდურესობების ნიშანია. უჩვეულო ხელგაშლილობისა და გულუხვობის პერიოდებს უაზრო ხელმომჭირნეობა ცვლის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში,მთვარეული მორიელის საბოლოო მიზანი ყოველთვის არის,სრულად დაუქვემდებაროს კონტროლს ბავშვი,მისი სულის უმცირეს ჩიხებშიც კი შეაღწიოს. ეს შესაძლოა არც ისე ცუდია,რადგან მშობლის და შვილის უხილავი კავშირი ძალიან მჭიდრო და უწყვეტია. თუმცა ასეთი მიდგომის შედეგად,მათ შვილებს ხშირად უვითარდებათ ემოციური დამოკიდებულება მშობელზე,რაც მათ არათვითმყოფადს ხდით. მათ არ შეუძლიათ და თითის განძრევის სურვილიც არ აქვთ ძლევამოსილი მშობლის გარეშე.

ბავშვი,მთვარით მორიელში,შეიძლება დედას აღიქვამდეს,როგორც ძალაუფლებიან დიქტატორს. თუმცა მას თავად შეუძლია დიქტატურა გამოავლინოს დედასთან ურთიერთობაში,მისი ფულის,დროისა თუ პირადი ცხოვრების კონტროლის სახით. სწორედ მთვარე მორიელში არის ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა,თუ შეიძლება ასე ეწოდოს,იმისთვის,რასაც ფსიქოლოგები ოიდიპოსის კომპლექსს უწოდებენ.

გრძნობებს + თვითგადარჩენა=პატივმოყვარეობა 

ვნებიანი ნატურა. აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ თავში. იშვიათი მუდმივობით გამოირჩევა.

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ყალიბდება სიჯიუტე, უხეშობა, ეგოცენტრიზმი, ექსცენტრულობა, სიძუნწე, უგულობა და სისასტიკე. თავნება ადამიანია. თავხედურად და უცერემონიოდ იქცევა. ბოროტი მახსოვრობა აქვს. ხშირად იციკლება,ფრიად გავრცელებულია ფანატიზმი. გაუმართლებლად გადაჭარბებული თვითშეფასება აქვს. ძლიერი და დაძაბული გრძნობები. თუ ემოციური განვითარება და ენერგეტიკული განტვირთვა არ მოხდა,ვითარდება სიფიცხე და მრისხანება,რაც ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელისკენ უბიძგებს.

ჰარმონიული განვითარებისას,ეს ადამიანი სრულად აკონტროლებს საკუთარ თავს. მასში ვითარდება საოცარი გულწრფელობა და თანაგრძნობა. მისი შინაგანი ვნებიანობა თვალშისაცემია ყველგან და ყოველთვის. მისი ენერგია მიმართულია აღმშენებლობისა და შემოქმედებისკენ. ინსტინქტურად ეხმაურება თავის გულისწადილს. მტკიცე, თავშეკავებული და დისციპლინირებულია. უაღრესად შრომისუნარიანი, ბეჯითი და შრომისმოყვარე. ადაპტაციას აღწევს საზოგადოებრივი აღიარების შემდეგ,რისთვისაც ბევრს და კონსტრუქციულად შრომობს ყველაზე განსხვავებულ სფეროებში.

და მაინც მისი ემოციები ძალიან დაძაბულია,თითქმის აგრესიული,ხასიათდება ძლიერი ვნებიანობით და ღრმა იმპულსურობით. ამიტომ მთვარეულ მორიელებს უჭირთ საკუთარი სიმპატიის თუ ანტიპატიის საფუძვლების რაციონალურად განსჯა. ემოციები დუღს და ქაფქაფებს,რის გამოც ყველა გადაწყვეტილებას უცებ იღებენ. არც ისე იშვიათად ავლენენ სიფიცხეს და რევანშისტულ მიდრეკილებებს. ხშირად შურიანები და ჯავრიანები. წყენას არასდროს ივიწყებენ,კარგიც და ცუდიც თანაბრად ახსოვთ. შეიძლება იყვნენ უგრძნობები და მოძალადეებიც. მათი შინაგანი სამყარო სავსეა ქარიშხლებითა და გრიგალებით.

ისინი ფლობენ შესაშურ შინაგან სიმტკიცეს და სტრატეგიული დაგეგმარების შესანიშნავ უნარს. შეუძლიათ რამდენიმე წლით წინ დაგეგმონ თავიანთი საქმეები და განუხრელად იარონ მიზნისკენ. როგორც კი მათი მიზანი ჩამოყალიბდება,უკან დასახევ გზას აღარ იტოვებენ და ნებისმიერ მსხვერპლზე წავლენ მის მისაღწევად. როდესაც სურთ მათთვის სასარგებლოდ შეცვალონ სიტუაცია,სწორედ მაშინ ამოქმედდება მთვარეული მორიელების ამოუცნობი უნარი_მართონ ადამიანები თავის სასარგებლოდ. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ საქმეში სიზუსტით,აკურატულობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. ბრწყინვალე შემსრულებლები,ამავე თვისებებს ითხოვენ სხვებისგანაც. ყველა წამოწყება აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ენერგია შესაშური,ამტანობა და გამძლეობა_იშვიათი. ძალიან მომთმენი და საზრიანები,მტკიცედ მიიწევენ თვითდამკვიდრებისკენ,ნებისმიერ ფასად. ძლიერი ნებისყოფა აქვთ. არასდროს მერყეობენ. აუცილებლობის შემთხვევაში,დაუფიქრებლად გამოიყენებენ სხვა ადამიანებს პირადი მიზნებისთვის. როგორც წესი,მათ ბევრი და ძლიერი მტერი ჰყავთ.

მტკიცე,გაბედული,შემეცნებითი და უკიდურესად ემოციური მთვარე მორიელი გამოირჩევა სიმამაცით და უშიშრობით,იქნება ეს წარმოსახვითი სამყარო და ფანტაზიები თუ რეალობა. მიდრეკილები არიან თვითანალიზისკენ. ძლიერ ინტერესს ავლენენ წარსულისა და ამოუცნობი მოვლენების მიმართ.მძაფრად გრძნობენ სამყაროს უხილავი ნაწილის ზემოქმედებას.მათი ინტუიციური ნიჭის ფესვები ღრმად არის ჩაშვებული. ცდილობენ ყველგან ჭეშმარიტება „ამოთხარონ“. უყვართ ცვლილებები,ავანტიურები,მოგზაურობა და თავგადასავლები.

ხშირად დამძიმებულნი არიან თანდაყოლილი კომპლექსებით. ახასიათებთ ცინიზმამადე მისული სარკაზმი და გესლიანობა. უაღრესად ეჭვიანები,მესაკუთრეები,შეპყრობილები. მგზნებარედ ილტვიან სასწრაფოდ დაეფლონ სასურველ ნივთებს თუ ადამიანებს. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე. მარტივად ეჯაჭვებიან მათ მიერ მოწონებულ ადამიანებს. ყოვლისმომცველი და ვნებებით აღსავსე სიყვარული წყურიათ. ჰიპერაქტიური ლიბიდო ხშირად ხდება ნერვული აშლილობის მიზეზი,ამიტომ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი სექსუალური ენერგიის გარდაქმნა და სხვა კალაპოტისკენ მიმართვა.

ემოციური სფეროს მთავარი პრობლემაა გაღიზიანებისა და აგრესიის შეკავება. თავიანთი გულწრფელობით მარტივად ახერხებენ ნდობის მოპოვებას,მაგრამ მთვარეულ მორიელებს მკვეთრად გამოხატული თვითკონტროლის უნარი აქვთ და თითქმის არასდროს იხსნებიან ბოლომდე. ფრიად გამჭრიახი და ცბიერები,იშვიათად ტყუვდებიან. ძალიან ღრმად მალავენ საკუთარ შინაგან სამყაროს. ისინი არაფერს აკეთებნ უაზროდ,ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს,მაგრამ ჭეშმარიტი მოტივები ყოველთვის ამოუცნობი რჩება სხვებისთვის და ამიტომაც მიიჩნევენ ადამიანები მათ გულჩათხრობილ და იდუმალებით მოცულ პიროვნებებად.

ამ მარტოსულ მეომრებში საოცარი ძალით არის შერწყმული ომი და პოეზია,იდუმალება და გულწრფელობა,რაციონალიზმი და ფანტაზია.

 ინდუბალა. „პლანეტები ნიშნებში. ინდური ტრადიცია“ 

მორიელი წყლის ნიშანია,რაც ბუნებრივად განაპირობებს ემოციურად შემეცნებით ნატურას. ამასთან ეს ბრაჰმანული ნიშანია_ინტუიციის, ტრანსცენდენტალური აღქმის, მისტიური ფილოსოფიის. მას მარსი მართავს, რაც მამაც, გამბედავ და მტკიცე ხასიათზე მეტყველებს. მაგრამ დაცემული მთვარე უტყუარად მიანიშნებს პიროვნების ემოციურ კრიზისებზე,პერიოდულ ტანჯვაზე,მარტოობაზე.

თითქმის ყოველთვის ეგოისტები და რევანშისტები. ხშირად შურიანები,აგრესიულები.ულმობლები. მალავენ ზრახვებს,მოქმედებენ ფარულად. ხშირად ემტერებიან,თუმცა საკმარისად მამაცები და შეუპოვრები არიან,რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ.

არასდროს მერყეობენ. წუთითაც არ დაფიქრდებიან,ისე გამოიყენებენ სხვებს საწადელის ასასრულებლად. ძლიერი სტრატეგებს უნარი შესწევთ უშეცდომოდ დაგეგმონ მოქმედებისა და ქცევების სცენარი და ბოლომდე მიიყვანონ წამოწყებული საქმე. ფიცხი ტემპერამენტი აქვთ.

კლასიკური ტექსტების მიხედვით,ჩვეულებრივ შავგვრემნები არიან. დიდი თვალები აქვთ. რთული ურთიერთობა აქვთ დედასთან. ძალიან განიცდიან მასწავლებლებთან განშორებას. გამოირჩევიან შემეცნებითი ბუნებითა და გამჭრიახობით. ფლობენ შესამჩნევ ფსიქოლოგიურ ზემოქმედების უნარს.

ეს პოეტური,ძლიერ მგრძნობიარე და მარტივად აღგზნებადი ხალხია. ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ვნებისა და ტანჯვის გარეშე. მათი ურთიერთობები იშვიათად ხასიათდება ჰარმონიითა და სიმშვიდით,ქვეცნობიერად ანადგურებენსაკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანებს.

განვითარებული ინტუიცია არასდროს ღალატობთ. მათი წინათგრძნობები(უფრო უარყოფითი,ვიდრე კარგი) ყოველთვის ხდება. შეცდომლად გრძნობენ მოახლოებულ საფრთხეს.

შინაგანად მყიფე და მარტოსულები,თუმცა გარშემომყოფები ფიქრობენ,რომ სასტიკი და ენამწარე ხალხია. მათთვის ზედგამოჭრილია გამომძიებლის,კერძო დეტექტივის,სასამართო-სამედიცინო ექსპერტის პროფესიები.

არც ისე იშვიათად შინაგანი ანტაგონიზმი იმდენად აუტანელი ხდება,დასამშვიდებლად ალკოჰოლს ან ფსიქოტროპულ საშუალებებს მიმართავენ. რაც დოზირებულად მართლაც ერთგვარი რელაქსატორია,მაგრამ მთვარე მორიელებში ფართოდ გავრცელებულია წამალ და ალკოჰოლდამოკიდებულების საფრთხე.

გამძაფრებულად გრძნობენ სიკვდილს და ყველაფერს,რაც იმიერ სამყაროს უკავშირდება.

ჩვენს მატერიალურ სამყაროში,როდესაც ადამიანთა უმეტესობა უსაფრთხოებას ნივთებსა და კომფორტში პოულობს,მთვარეული მორიელები ცხოვრებას მძაფრი ემოციების ძიებაში ატარებენ. ბევრისთვის გაუგებარი და ამოუცნობი,მაგრამ არის მათში რაღაც დაძაბული და ამაღელვებელი. ეს ადამიანები ემოციური სამყაროს არქეოლოგები არიან,ისინი ხედავენ ფასადებს მიღმა. მათი უნარი,დაინახონ თვალისთვის უხილავი მოვლენები,ერთდროულად აფრთხობთ და იზიდავთ ადამიანებს.

ტრანსფორმაციის ღრმად გამჯდარი მოთხოვნა სხვადასხვაგვარად ვლინდება მათ ცხოვრებაში. უმეტესობას საინტერესო და ემოციებით გაჯერებული ცხოვრება აქვს. ზოგსაც ისეთი განცდა აქვს,თითქოს ცხოვრება მათ კონტროლს მიღმა მიედინება.

ასეა თუ ისე,მთვარე მორიელის მკვიდრები ბობოქარ ემოციებს აგროვებს. მათი გზა სავსეა დრამატული აღმასვლებით და დაცემებით. თუ მათი ცხოვრება მოსაწყენი და რუტინულია,საკუთარი ძალების და გარშემომყოფების „სიმყარეზე გატესტვის“ სურვილი და ექსტრემალური ემოციური შეგრძნებების მოთხოვნა განსაკუთრებით მძაფრად იჩენს თავს. თვითშეგნება და შემეცნება საუკეთესო გზაა ღრმა ემოციურ დრამების მოთხოვნასთან გასამკლავებლად.

საქმეების სანახევროდ და უგულოდ შესრულება,უაზრო და ემოციურად მშრალი ურთიერთობები ვერ ავსებს მთვარე მორიელებს. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“.

მთვარე მორიელებს ყველაზე მეტად მუხთლობის ეშინიათ. ისინი ვალდებულადაც კი თვლიან თავს, ბევრი გაიღონ პარტნიორისთვის ურთიერთობაში. ამიტომ სანამ პოტენციური რჩეულის ერთგულებასა და მორალურ სიმტკიცეში დარწმუნდებიან,მათ რჩეულებს არაერთი ტესტის წარმატებით ჩაბარება მოუწევთ. აშკარა ეჭვიანობა დამქანცველი ხდება ადამიანებისთვის,რომლებსაც უყვართ ისინი. ბევრი საერთოდ ვერ უძლებს სტრესულ გამოცდებს. მაგრამ თუ საბოლოოდ დარწმუნდნენ ადამიანის პატიოსნებაში,მთვარეული მორიელები ყველაზე სანდო და თავდადებული პარტნიორები არიან საყვარელი ადამიანებისთვის.

ისინი ასხივებენ ძალას. საერთოდ რომც არ ჰქონდეთ გამოცდილება,თითქოს „ზუსტად იციან“ რას აკეთებენ .ყველაზე მორცხვებიც კი ძლიერი მიმზიდველობით გამოირჩევიან. არანორმალურად ძლიერი ინტუიცია აქვთ. გარეგნულად ცივი და თავდაჭერილი ფასადის მიღმა ემოციათა კასკადი ბობოქრობს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ემოციების კონტროლსა და თვითდაოსტატებას უთმობენ.

მათი გაკვირვება ან შეშინება საკმაოდ რთულია. მათ ზებუნებრივი რადარი აქვთ,რომელიც საშუალებას აძლევს ექსპერტული სიზუსტით შეაფასონ ადამიანები და მოვლენები. გრძნობენ რა მთვარეულ მორიელთა ასეთ ძლიერ ზემოქმედებას,ადამიანთა ნაწილი ინსტინქტურად მიილტვის მათკენ,ნაკლებად გაბედულები კი უკანმოუხედავად გარბიან.

როგორც წესი,ჭკვიანი და გამჭრიხი ხალხია. ისინი,ვინც საკუთარ განუსაზღვრელ შესაძლებლობებს სულიერი სიახლოვისა და გულწრფელობისთვის იყენებენ, ბედნიერები არიან და ყველაზე საინტერესო და ღირსეული მეგობრები და მიჯნურები ჰყავთ.

მარია ქეი სიმსი  „თქვენი შესანიშანვი ბავშვი”

თქვენს პატარას,მთვარით მორიელში,უკიდურესად ღრმა და ინტენსიური გრძნობები აქვს,რომელიც დრო და დრო იმდენად რთულდება,თავადაც უჭირს მათში გარკვევა. ასე რომ,არ გაგიკვირდეთ,თუ ეს თქვენც არ გამოგივათ. თუმცა რასაც ის გრძნობს არ შეიძლება აღიქვათ ზედაპირულად და უმნიშვნელოდ. მის ყველა განცდას მნიშვნელობა აქვს,თანაც ძალიან დიდი. ზედმეტი ნერვიულობაც არ ღირს,რადგან ამ ბავშვს საკუთარი გრძნობების მართვა მაშინაც კი გამოსდის,როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ ამას.

მას მოსწონს საკუთარი შინაგანი სამყაროს გაანალიზება და ბნელი კუთხეების აღმოჩენა. მიეცით სივრცე და გასაიდუმლოების საშუალება. აცადეთ განმარტოება. მას უნდა ჰქონდეს საიდუმლო ადგილი,სადაც თქვენ სრულიად(დაიმახსოვრეთ სრულიად!) არ შეიჭრებით. რას აკეთებს იქ?..უნდა იცოდეთ ეს?..დიახ,არის საკითხები,რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ. განსაკუთრებით,მოზარდის ასაკში,როდესაც მათი თვითგანადგურების პროგრამა განსაკუთრებით აქტიურდება. მაგრამ თქვენ შორიდან უნდა ადევნოთ თვალი სიმპტომებს და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ,რომ მათ პირად საქმეებში ჩარევის უფლება გაქვთ. ის მტკიცედ არის დარწმუნებული,რომ პირადი აზრების უფლება აქვს,იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც თქვენ მათ არ ეთანხმებით. მაგალითად,შეიძლება წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდეს წერილებს,საჩუქრებს,ნახატებს,ჩანაწერებს,დღიურებს,სანამ არ იგრძნობს,რომ მზადაა გაგიზიაროთ. მაგრამ იმასაც შეეგუეთ,რომ ეს შეიძლება არასდროს მოხდეს.

ეს ბავშვი თავდაჯერებულია მაშინ,როდესაც მოვლენებს აკონტროლებს. ცხადია,ის შეიძლება გენდობოდეთ,მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ,რომ ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა. ამდენად,არც კი ეცადოთ გააკონტროლოთ,რას ფიქრობს ან აკეთებს.

ღრმა მგრძნობიარობის მიუხედავად,მისი ემოციები გარეგნულად არ ვლინდება. მთვარეულ მორიელს,განსაკუთრებით პატარა ასაკში,ძალიან უჭირს ემოციებისგან განთავისუფლება,ის მათ ყოველთვის მალავს. მისი დუმილი იმას არ ნიშნავს,რომ წყენის მიზეზი დაივიწყა. პირიქით,ის ძალიან დიდხანს და გულმოდგინედ აანალიზებს თავის შინაგან მდგომარეობას,ყველაფერს უმცირეს ნაწილაკებად შლის,ყოველი მხრიდან სწავლობს. მაგრამ რომ ჰკითხოთ,რამე ხომ არ აწუხებს,დიდი ალბათობით,თქვენ მოისმენთ პასუხს:”არა,ყველაფერი კარგადაა”.

რა თქმა უნდა,მას დადებთი გრძნობებიც აქვს. ის ძალიან ერთგულია მათი,ვინც უყვარს. მაგრამ მისთვის დამახასიათებელია მესაკუთრული გრძნობა და ეჭვიანობა,თუ სათანადო მიზეზის საფუძველზე,ვინმეს ერთგულებაში დაეჭვდა.

არ იფიქროთ,რომ მისგან საიდუმლოდ შეინახავთ რამეს. მართალია,თავად არავის აძლევს უფლებას მის შინაგან სამყაროში ჩაერიონ,სამაგიეროდ,თვითონ არის სხვათა საიდუმლოებების გამომჟღავნების უბადლო სპეციალისტი. ეს ძალიან ძლიერი თვისებაა,რაც მნიშნვნელოვნად დაეხმარება,თუ ის დაკავდება ისეთი საქმიანობით,სადაც საჭიროა ხანგრძლივად კონცენტრირების,“ფსკერამდე გათხრის“,საგნის სიღრმისეულად შესწავლის უნარი,სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს.

მთვარეული მორიელი მარტივად იჭერს ყველა არავერბალურ სიგნალს. მოხერხებულად შეიმუშავებს ისეთ მეთოდებს,რომლის მეშვეობით მას შეუძლია სხვებს გააკეთებინოს ის,რაც თავად სურს.

უაღრესად მკვეთრი ინდივიდია_ძალიან რთული,მაგრამ ძალიან ძლიერი.

სამანტა დევისი  „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები”

მთვარე მორიელში მიუთითებს ძლიერ და ემოციურ ხასიათზე. ასეთი ბავშვები ზემგრძნობელობით გამოირჩევიან,თუმცა მათი ემოციები შეუმჩნეველი რჩება გარეშე თვალისთვის. მთვარე დაცემულია,ამიტომ მათ ძალიან უჭირთ გრძნობების თავისუფლად გამოხატვა. საგულდაგულოდ მალავენ შინაგან განცდებს. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევა,გრძნობების ობიექტურად შეფასება და მიეჩვიონ მათ სიტყვებით გამოხატვას. აუხსენით ბავშვს,რომ შინაგანი მდგომარეობის დამალვით და თავშეკავებით მხოლოდ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს ავნებენ. ადრე თუ გვიან ჯებირი გაირღვევა და დიდი ხნის დაგროვილი გრძნობები გადმოზვირთდება. ამას გარდა,გულჩათხრობილობამ შეიძლება განავითაროს სომატური მდგომარეობები.

მათ არაფერში იციან შუალედები_ყველაფერი ან არაფერი! თუ ბედნიერები არიან,მათი ბედნიერება ცას წვდება და მათ სულს სრულიად ავსებს. თუ მოიწყინეს,მათმა დარდმა ზღვარი არ იცის. ყველა გრძნობა,ემოცია,განცდა უკიდურესობამდე გამძაფრებულია.

მათ არ უყვართ შეხედულებების შეცვლა. ერთხელ თუ რამე ჩაიბეჭდეს თავში,საპირისპიროში გადარწმუნება უბრალოდ შეუძლებელია. ცხადია,თქვენ შეგიძლიათ მაინც სცადოთ და მაშინ პრობლემას საფუძვლიანად უნდა მოუდგეთ: აწონ-დაწონეთ ყველა ფაქტი და უარყავით წინასწარი ნეგატიური დამოკიდებულება. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ,რომ მთვარეული მორიელებს ჯილდოდ ერგოთ ადამიანების და მოვლენების არსის უშეცდომოდ ამოცნობის უნარი და ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება,რომ თქვენ შეცდით და სწორედ ის იყო მართალი.

ეს ბავშვები ფლობენ ძლიერ განვითარებულ ინტუიციას. მათგან გამოდიან უბადლო მეცნიერები,ცნობილი დეტექტივები. უდიდეს სიამოვნებას იღებენ თავად ძიებისა და კვლევის პროცესისგან,იქნება ეს ადამიანების,ბუნების თუ სამყაროს შესწავლა და გამოაშკარავება. უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან და ყველაფერი უნდა იცოდნენ. ხშირად ირჩევენ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის პროფესიას.

მოგწონთ თქვენ ეს თუ არა,ეს ბავშვები მხოლოდ საკუთარ მწარე გამოცდილებაზე სწავლობენ. ისინი ენერგიულნი და თავდაჯერებულნი არიან,სურთ(და უნდა) განიცადონ სხვებზე მეტი. მათთვის მნიშვნელოვანია,გაერკვიონ თავის რთულ და ჩახლართულ გრძნობებში და ისწავლონ,არ ჩაიციკლონ საკუთარ განცდებზე. ასწავლეთ ბავშვს,რომ არ არის საჭირო ცხოვრების მიმართ ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება. ასევე განუვითარეთ საკუთარ წარუმატებლობებზე თუ შეცდომებზე გაცინების უნარი. სიცილის მეშვეობით მათი ემოციები და დაძაბულობა გარეთ გამოდის და განიმუხტება,რაც საუკეთესო საშულებაა ნეგატიური განცდებისგან თავის დასაღწევად.

ისინი მიდრეკილნი არიან უკიდურესობებისკენ. ასე რომ,თავიდანვე მიაჩვიეთ დისციპლინას,რათა არ წააქეზონ თავიანთი სისუსტეები,იქნება ეს ზღვარგადასული ემოციურობა,ჭარბი საკვები თუ ალკოჰოლი(მოგვიანებით). ისინი მარტივად ახერხებენ დადებითად განაწყონ ადამიანები საკუთარი პერსონის მიმართ. თუმცა მეორეს მხრივ,სურთ ტოტალურად დომინირებდნენ ყველა ტიპის ურთიერთობაში. ასეთი ბავშვები საყვარელ ადამიანებს საკუთრებად აღიქვამენ და ძალიან ეჭვიანები არიან. ბავშვობაში ეს ვლინდება დედასთან ურთიერთობაში: ის მუდმივად მოითხოვს მისგან სიყვარულის გამოხატვას,მთელ მის ყურადღებას იპყრობს და სხვისთვის აღარ ტოვებს არც დროს და არც ადგილს.

მათ აქვთ საოცარი უნარი,უშეცდომოდ დაინახონ ადამიანების და მოვლენების შიგთავსი. ისინი ინტუიციურად გრძნობენ სიმართლეს,ამიტომ მათთან ურთიერთობაში თავი აარიდეთ უმცირეს ხრიკებსაც კი. სამაგიეროდ,თავად ძალიან ცბიერები არიან და უპრობლემოდ შეუძლიათ თავიანთ დაკრულზე აცეკვონ გარშემომყოფები. ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ღიად და სამართლიანად მოქმედება. აუხსენით,რომ რადგან პატივისცემას ითხოვს გარშემომყოფებისგან,ის თავად უნდა სცემდეს პატივს მათ და ეს სრულიად სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებაა. დაეხმარეთ გააცნობიეროს,რომ მართვის და კონტროლის მოთხოვნა ვერ დაეხმარება მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების შენარჩუნებაში.

 

დედის არქეტიპი ანუ მთვარე მორიელში

ასტროლოგიაში ყოველ პლანეტა თავისებური თვისებებითა და მახასიათებლებით გამოირჩევა. იმისათვის,რომ გავარჩიოთ როგორ აღიქვამს ადამიანი(ბავშვი) დედას და როგორ ურთიერთობა აქვს მასთან,ასტროლოგები მთვარის მდებარებას იკვლევენ. ალბათ ასტროლოგიით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა იცის,რომ მთვარე გამოხატავს ჩვენს გრძნობებს,ემოციებს,ისევე როგორც დედა ავლენს შვილის მიმართ თავის სიყვარულს,მიჯაჭვულობას,მზრუნველობასა და სინაზეს.

მთვარე მორიელში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. დედამ,როგორც არ უნდა ეცადოს,ვერ მისცემს შვილს იმდენ ალერსს და მზრუნველობას,რამდენიც მას სჭირდება. შვილისადმი გრძნობების გამოხატვის ძირითადი საშულება არის მატერიალური წახალისება და დასჯის უარყოფა. ასეთი პიროვნების დედა უფრო მეტ დროს სამსახურს,საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ნათესავებთან კონფლიქტების რეგულირებას უთმობს,ვიდრე შვილის აღზრდას. ბავშვი გრნობს,რომ დედა “მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული” და არ ითხოვს მისგან ემოციურ წახალისებას. მისი მოთხოვნები უფრო სხვადასხვა კაპრიზებითა და უცერემონიო ქცევებით გამოიხატება. დედამ,რომელსაც მთვარით მორიელი შვილი ჰყავს,მეტი ყურადღება და სითბო უნდა გამოავლინოს მის მიმართ. მაგრამ იმვადროულად არ შეიძლება მისი გათამამება და ფულით წასახილება.

განცდებს ძალიან მშრალად გამოხატავენ საკუთარ. ხშირად სრულიად ინდეფერენტულად იქცევიან,თითქოს ყველაფერი სულერთია. განსაკუთრებით უჭირთ სიყვარულის და სითბოს გამოხატვა. ყურადღება მიაქციეთ რეპროდუქციულ სისტემას.

ეს ბავშვები უმეტესად გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწ პიროვნებებად ყალიბდებიან. უახლოესი ადამინებისთვისაც კი რთული გამოსაცნობია,რა იმალება მათ სულში. ისინი არ ძლევენ თავს უფლებას გამოავლინონ სისუსტე,ემოციური გახსნილობა. ყოველთვის ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ.

სიყვარული დიდი ვნებათა ქარტეხილის სახით ვლინდება,თუმცა მოგვიანებით,როდესაც ვნება ქრება,საოცრად ცივები ხდებიან. ხშირია ეჭვიანობის სცენები საყვარელი ადამიანის,მეგობრებისა და შვილების მიმართ.

„კუდიანი მთვარისთვის“ დამახასიათებელია ნაკლებად სასიამოვნო ჩვევა_მუდამ ახსოვდეთ წარსული. თუ მათ გული ატკინეს,აწყენინეს,ცილი დასწამეს,მთელ ნეგატიურ განცდებს ინახავენ. ძალიან მნიშვნელოვანია,ისწავლონ დავიწყება და პატიება.

 

მთავარი შტრიხი: ემოციური თავშეკავება

მთვარეულ მორიელთა სურვილები ძლიერი ემოციური მუხტისგან აღმოცენდება. ისინი არ ინტერესდებიან ისეთი მოვლენებით ან ადამიანებით,ვინც მათ ემოციურად ვერ „კვებავს“. ბევრი შავბნელი თვისების პარალელურად,ეს ადამიანები არაერთი გამორჩეული ღირსებით დააჯილდოვა ღამის მნათობმა. თუ მათი ენერგია კონსტრუქციისკენ არის მიმართული,მარტივად შეუძლიათ განკურნონ ადამიანები,განსაკუთრებით თუ პრობლემები ემოციურ-ენეგეტიკულ დაბინძურებასა და ფსიქოლოგიურ კომპლექსებს ეხება.

შინაგანად საკმაოდ მყიფე ბუნების ხალხია. თვითტკონტროლი ის ფარია,რომელსაც მთვარეული მორიელები თავდაცვისთვის იყენებენ. თუმცა რადგან მორიელი დესტრუქციული ნიშანია,სისასტიკე და დაუნდობლობაც ახასიათებთ.

მთვარის ასეთი დგომა ნამდვილად არ არის ჰარმონიული პარტნიორული და საქორწინო ურთიერთობების მომასწავებელი. რთულია ურთიერთობები დედასთან და შვილებთანაც. მთვარე მორიელში შეპყრობილია კონტროლის სურვილით და ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში დომინირებს. მას ძალაუფლება წყურია,თუმცა აქაც თავს იჩენს ანტაგონიზმი_მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერს აკეთებენ,რათა საყვარელი ადამიანები დათრგუნონ,სულაც არ მოსწონთ ემოციურად მათზე დამოკიდებული პარტნიორები. მათი რჩეული უნდა იყოს სულით ძლიერი,მაგრამ არა დაჟინებული და მომაბეზრებელი; რბილი ხასიათის,მაგრამ არა სუსტი.

ისინი ინტერესდებიან მგრძნობიარე,ემოციური და ვნებიანი ადამიანებით. მთვარეული მორიელისთვის უბრალოდ აუცილებელია შეერწყას თავის რჩეულს არამხოლოდ სხეულით,სულიერად და მენტალურადაც.

თუ თქვენ ერთგვარი ქიმიური კავშირი ვერ იგრძენით მათთან,სჯობს მაშინვე უარი თქვათ დაახლოების მცდელობებზე,აზრი არ აქვს. ხუმრობით წამოწყებული თამაშის შემთხვევაშიც კი,მთვარე მორიელი რამეს მაინც უნდა გრძნობდეს შინაგანად. თუ თქვენს შორის მიზიდულობა წარმოიშვა,ის ამას თქვენზე ადრე იგრძნობს და მისი მოსაჯადოებელი ტაქტიკის შემუშავებაც აღარ დაგჭირდებათ.

აუცილებლად უნდა წარმოაჩინოთ,რომ თქვენ თბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ,კარგი იუმორის გრძნობით,რომელსაც შეუძლია სიღრმისეული ურთიერთობა. არასდროს ეცადოთ ეშმაკურად დასციცნლოთ,რა ხდებოდა მის ცხოვრებაში თქვენს გამოჩენამდე. ეცადეთ იყოთ იდუმალებით მოცული,მორიელი აღმერთებს საიდუმლოებების და ადამიანების ამოცნობის პროცესს. ეცადეთ გამოირჩეოდეთ სხვებისგან,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ აუცილებლად ექსტრაორდინარულად და ეპატაჟურად უნდა იქცეოდეთ,უკარება ითამაშოთ და პირველი ნაბიჯები გაურთულოთ. მორიელი ვალდებულად თვლის თავს,იყოს არამხოლოდ თქვენი საუკეთესო საყვარელი,არამედ უახლოესი მეგობარიც. მთვარე მორიელთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელობის პოლიტიკა აირჩიეთ,არასდროს დაუმალოთ თქვენი გრძნობები,მაგრამ მთელი ძალისხმევა გამოიყენეთ,რომ ეჭვიანობის სიმპტომები ჩანასახშივე ჩაუხშოთ და არასდროს დაუშვათ,რომ თქვენი სიყვარულის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანოს.

შეყვარებული მთვარეული მორიელები მზით

 ვერძში: ენერგიის კონა,ბევრია,ზედმეტია,დამღლელია…მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობების საწყისი პერიოდისთვის მშვენიერია!

 Charles Chaplin, Lady Gaga, Hayden Christensen, Shannen Doherty, Claudia Cardinale, Eddie Murphy, Edie Sedgwick, Marcia Cross, Warren Beaty, Eric Clapton, Harry Houdini ,Mariah Carey, Linda Goodman, Jenna Jameson, Steven Tyler, Penny Thornto, Agnetha Faltskog(ABBA), Francis Ford Coppola, Timothy Dalton, James Caan, Martin Lawrence, Tracy Chapman, Montserrat Caballe, Fernando Torres …

კუროში : მკვეთრად გამოხატული მესაკუთრული ინსტინქტი და ეჭვიანობა. ისწრაფვის მყარი და საიმედო ურთიერთობისკენ.

BONO, Tori Spelling, Bruno Madinier, Craig Ferguson, Mark Zuckerberg, Joey Jordison, Swami Muktananda, Hosni Moubarak, Paula Yates, Louis IX of France, Harry S. Truman, Claudie Haigneré, Pierre Curie, Kim Gordon, Nicolas Ghesquière, Eric Burdon, Max Weber, Nick Cassavetes, Jeffrey Donovan …

 ტყუპებში : თანამოძმე ტყუპებისგან გამორჩეულად საინტერესო ეგზემპლარი.ინტელექტისა და მაღალგანვითარებული ინტუიციის თანხვედრა.

Johnny Hallyday, Elizabeth Hurley, Briana Banks, Alanis Morissette, Mark Wahlberg, Priscilla Presley, Miles Davis, Isadora Duncan, Mick Hucknall, John Wayne, Ron Wood, Adam Smith, Diego Velazquez …

 კირჩხიბში : ძალიან მყიფე და სათუთი,განწყობის მუდმივი ცვლა ერწყმის დაძაბულ და მრვალსაათიან ფიქრებს.

Zinedine Zidane, Nelson Mandela, Gisele Bündchen, Will Ferrell, Hilarie Burton, John Cusack, Ian Curtis, Cyndi Lauper, Vincent Lindon, Rembrandt, Julian Assange, Selma Blair, Patrick Stewart, J. J. Abrams, A. J. Cronin, Joe Satriani, Raymond Moody, Hubert Reeves, George Steinbrenner, Raúl González …

 ლომში : ეფექტური,გამორჩეული,მგრძნობიარე ინდივიდი. ნებისმიერ სფეროში ღიად პირველობის არც თუ ისე ჭკვიანური სურვილით შეპყრობილი. ცნობიერის და ქვეცნობიერის ძლიერი კონფლიქტი. “ვინ ვინ არის” გამოაშკარავების დიდი მოყვარული.

Louis XVI of France, Jennifer Lopez, Ben Affleck, Casey Affleck, Roger Federer, Alfred Hitchcock, Louis de Funes, Matthew Perry, Lisa Kudrow, Frederic Mitterrand, Stanley Kubrick, Mila Kunis, Rosanna Arquette, Stacy Valentine, Steve Martin, John Logie Baird, Vera Farmiga, Tom Green, Christine Taylor …

 ქალწულში : ბრწყინვალე საგამოძიებო და კვლევითი უნარები. გესლიანი კრიტიკულობა. გრძნობები რთულად ვლინდება.

Wolf Messing, Beyonce Knowles, Jason Statham, Raquel Welch, Roger Waters, Grichka & Igor Bogdanoff, Antoine Lavoisier, Barry Gibb, Friedrich Hegel, Jennifer Tilly, Michael Keaton, Hippolyte Fizeau, Franz Beckenbauer, Jimmy Fallon, Cesária Évora, Dario Argento …

 სასწორში : მომხიბვლელობა შერწყმულია დაუნდობელ დაჟინებულობასთან,როდესაც ცდილობს დაეუფლოს პარტნიორს,რომელშიც მონათესავე სულს ხედავს.

 Avril Lavigne, Will Smith, Snoop Dogg, Dannii Minogue, Pedro Almodovar, Romina Power, Julie Andrews, David Trezeguet, Truman Capote, Shannyn Sossamon, Michael Ballack, Andrei Chikatilo, Guy Pearce, Jimmy Carter, Jade Jagger, Nancy Kerrigan, François Mauriac, Louis Lumière, Ralph Lauren …

 მორიელში : თავს დაუმარცხებლად თვლის. ერიდეთ მისგან ემოციების გამოვლენას.

 Björk, Katy Perry, Ryan Reynolds, Owen Wilson, Brittany Murphy, Whoopi Goldberg, Althea Flynt, David Schwimmer, Ellen Pompeo, Jena Malone, Mohammed Reza Pahlavi, Cat Deeley, Ennio Morricone …

მშვილდოსანში : თავისუფლებისმოყვარე,აქტიური,გახსნილი,ბასრი. აი,ვის სჭირდება “თავისი ტერიტორია”.

Scarlett Johansson, Bruce Lee, Steven Spielberg, Anna Nicole Smith, Miley Cyrus, Adam Brody, Bette Midler, Anders Celsius, Dominic Howard, Emir Kusturica, Hector Berlioz, Dave Brubeck, Ridley Scott, Dick Van Dyke …

 თხის რქაში: მიაჩნია,რომ ემოციების გამოვლენა სისუსტის და დაუცვლობის მაჩვენებელია. საკმაოდ გარყვნილია.

 Orlando Bloom, Gerard Depardieu, Nostradamus, Kate Moss, Ralph Fiennes, Rod Stewart, Cyndi Lauper, Henry Miller, Amanda Peet, Jean Racine, Nina Ricci, Alexander Scriabin, Gary Barlow …

 მერწყულში : სიჯიუტის და არაპროგნოზირებადობის საოცარი ნაზავი. ცივი განყენებულობის მიღმა თერმონუკლეარული რეაქციები ბობოქრობენ,მაგრამ მთვარეულ მორიელებს არ უყვართ ამის აღიარება.

Celebrities: Robbie Williams, Caroline de Monaco, Bob Marley, James Dean, Jules Verne, Elijah Wood, Denise Richards, Natalie Imbruglia, Phil Collins, Farouk of Egypt, Abdullah II of Jordan, Placido Domingo, David Hilbert, Minnie Driver, Laura Linney, Vince Neil, Anne Queen of Great Britain …

 თევზებში : უჩვეულო მგრძნობიარობა სიყვარულითა და სინაზით ვლინდება. თუმცა დონ ჟუანის ტიპისაა.

 John Steinbeck, Cyrano de Bergerac, Alan Rickman, George Harrison, Elizabeth Taylor, Adam Levine, Johnny Cash, Shaquille O’Neal, Gérard Darmon, Quincy Jones, Linda Fiorentino, Bernardo Bertolucci …

სტატიის ავტორი: Qet Adastra

მთვარე მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან  


About Rusa

Scroll To Top