წყარო: www.aquarun.ru
მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:
- – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
- – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
- – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
- – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
- – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
- – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.
მთვარე სასწორში
გრძნობა + ჰარმონია = მოვალეობა
მთვარის ეს მდებარეობა უთითებს გამოკვეთილ არტისტულ ნიჭზე, საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველობაზე, ასევე, მაღალი სოციალური აქტიურობისკენ მიდრეკილებაზე. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება გაუწონასწორებლობა, გარშემომყოფების აზრსა და შეფასებაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, ასევე, ხშირი გადასვლა ერთი უკიდურესი პოზიციიდან მეორე უკიდურესობაზე. შესაძლებელია არასაიმედოობის, ზედაპირულობისა და მოუსვენრობის (შფოთიანობის) განვითარება. ყალიბდება უზრუნველობა, პასუხისგებლობის უკმარისობა, ფორმალიზმისკენ მიდრეკილება, საკუთარ თავზე შეყვარებულობა (ნარცისიზმი) და ყურადღების გადაჭარბებულად გამახვილება იმაზე, თუ როგორ შეაფასებს საზოგადოება მის ამა თუ იმ ქმედებას. პიროვნების პოზიტიურად განვითარებას მოსდევს სირბილის, სიკეთის, მოკრძალებულობისა და თავაზიანობის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში ყალიბდება ღრმად მოაზროვნის ტიპაჟი, რომელიც წონის და მკაცრ ანალიზს უკეთებს ყველაფერს _ ყოფს, ახარისხებს “კი” და არა”-დ. ასეთი ადამიანი კონტაქტური და გულისხმიერია, განიცდის სიყვარულის გამოხატულ მოთხოვნილებას და ფლობს არანაკლებ მომხიბვლელობას, გარშემომყოფებში იწვევს ბუნებრივ სიმპატიებს. გრძნობები ფართე და გამოკვეთილია, ვითარდება ნებისმიერ გარემო პირობებზე მორგების, შეგუების უნარი. ამაღლებულ ყურადღებას ავლენს სამოსისა და სამკაულების მიმართ, განსაკუთრებით, თუ ეს გარშემომყოფების მხრიდანაა მოწონებული.
პიროვნებათაშორისი კონტაქტები დაფუძნებულია ღრმა ესთეტიურ კრიტერიუმებზე. ადამიანი ადვილად და სწრაფად ახდენს ნებისმიერი შინაგანი და გარეგანი დისბალანსის ლიკვიდაციას. ნებისმიერი ურთიერთობა უეჭველად ემოციონალური აღმოჩდება. ადამიანი ფლობს თანდაყოლილ ტაქტის გრძნობას და განცდების გახსნილობას. ამ მთვარის მქონე ადამიანის ქვეცნობიერი გაუწონასწორებელია, ემოციონალური კომფორტი მთლიანადაა დამოკიდებული გარშემომყოფების აზრზე. საკუთარი თავით უკმაყოფილება, რომელიც გარედან მოდის, მას მრავალ შფოთს უქმნის. გამოხატულია დიპლომატიურობა და ზრდილობიანობა, სხვების მიმართ ძლიერი ლტოლვა აქვს. კონტაქტები მყარდება ადვილად და სწრაფად, თუმცაღა, რამდენადმე ზედაპირულად. შინაგანი უზრუნველობა და განგაშის უქონლობა _ თითქმის მთავარ მიზნადაა ქცეული, რომლის მიღწევისკენაც ისწრაფვის. დამახასიათებელია სანდომიანობა, გულწრფელობა, სამართლიანობის გრძნობა და ხელოვნების სიყვარული. ადამიანი მიდრეკილია ერთობლივი სამუშაოსკენ, განსაკუთრებით, თუ ის მეგობრულ ატმოსფეროში კეთდება. გონება გახსნილი და მსუბუქია. ალბათობაა, ორატორული ნიჭის ქონა.
ფაქიზი ყოფიერების (არსებობის) გამოხატული მოთხოვნილება შეინიშნება. ეს ადამიანი შინაგანი დისბალანსისას ადვილად კარგავს წონასწორობას და ვარდება ექსცენტრიულობაში. ემოციონალური მხარდაჭერისას ავლენს შესაშურ წარმოებულობასა და შეუძლია მოკლე დროში მოახდინოს მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც გარე, ასევე შინაგან ცხოვრებაში. შრომაში ავლენს უიშვიათეს მოხერხებულობასა და უნარ-ჩვევებს. უყვარს მუშაობა ლამაზ და ჰარმონიულ ადამიანებთან და ზოგადად, ყველაფერთან, რაც ლამაზი და ჰარმონიულია. ფაქიზად იგებს ახლობლის სულიერ მდგომარეობას, ხშირად თამაშობს მშვიდობისმყოფელის როლს, შეუძლია ურთიერთობა ფართო საზოგადოებასთან. ასეთ ადამიანს, ვულგარულობა, ნებისმიერ გამოვლინებაში, ეზიზღება _ წნეხით ანდა გარე დისკომფორტით მისი წონასწორობიდან გამოყვანა ადვილია, რაც დამღუპველად აისახება მის ჯანმრთელობაზე. საერთოდ, ჰარმონია და ბალანსი, ასეთი ადამიანისთვის, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად გარშემომყოფების დეზინფორმაციის თანდაყოლილი უნარისა, ასეთი ადამიანები ისწრაფვიან იყვნენ პატიოსანნი და სამართლიანნი. მთელი ძალით ცდილობენ თავი აარიდონ კონფრონტაციასა და კონფლიქტებს, ნებისმიერი გზებით აღწევენ ინტერესთა ბალანსს. მათი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა _ სულიერისა და მატერიალურის ჰარმონიზება, ციურისა და მიწიერის სინთეზი. ძალიან უყვართ სასიამოვნო კამპანიები და მხიარული გართობები, კომუნიკაბელურნი და რომანტიკულები არიან. აღმერთებენ მოგზაურობას, სიამოვნებით ეცნობიან ყველაფერ ახალს. არ უყვართ მარტო მუშაობა, საჭიროებენ პარტნიორის მხრიდან საყრდენს. სამწუხაროდ, ხშირად იჩენენ გადაჭარბებულ ნდობას სხვა ადამიანების მიმართ. ბუნებრივი ენერგეტიკულობა არაა მაღალი, ხანდახან შრომობენ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. დაკვირვებულობა _ კარგია, ლოგიკა _ მკაცრი, თუმცაღა, გრძნობებიც ერევა ხოლმე.
ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, ძალიან ცვალებადნი არიან და ძალიან საიმედონიც არ არიან. ვერ იტანენ კრიტიკას, ინტრიგასა და “კულისებს მიღმა” მოქმედებებს. ბიზნესსა და პროფესიულ საქმეებში ავლენენ შესაშურ პატიოსნებას. მათი გულახდილობა _ მხოლოდ გარეგნულია, საკუთარ შინაგან სამყაროში მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც აბსოლუტურად ენდობიან. მათთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული გატაცებულობა, ამიტომაც ხშირად ვარდებიან თაღლითთა ბადეში. სული _ ფაქიზი, აჟურული, მეტყველება _ დახვეწილი და გემოვნებიანი. მათთვის ცხოვრება _ ეს ხელოვნება და სალოცავი ტაძარია. ისინი კეთილშობილნი და სანდომიანები არიან, დიდ ყურადღებას ავლენენ თანამოსაუბრის გარეგნულ იერსახეზე. მათ ცხოვრებაში ცვლილებები და გარდატეხები ხშირად სხვა ადამიანების ნების გამო ხდება. ისინი ადვილად ვარდებიან არაკეთილსინდისიერი მანიპულატორების ზეგავლენის ქვეშ, არ უფიქრდებიან საკუთარი ქცევის მართებულობას. მგრძნობიარენი არიან ლაქუცისადმი და შექებისადმი. მათ ხასიათს შეიძლება ეწოდოს მელოდიური და მოწყობილი. მათი უნარი მიაღწიონ კომპრომისებს ნებისმიერ ფასად _ სახიფათოა _ შედეგად შეიძლება კონფლიქტის ორივე მხარესთან ურთიერთობის გაფუჭება. მიუხედავად ამისა, ყველგან და ყოველთვის ცდილობენ მახვილ კუთხეებსა და ემოციონალურ დაძაბულობებს აარიდონ თავი.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ მთვარე იმყოფება ვენერასთან და ქირონთან სტუმრად, ჰაერის სტიქიის ნიშანში.
ასეთი ადამიანისთვის მთვარე სასწორში ქმნის წონასწრობაზე გაუცნობიერებელ განწყობას, რამეთუ სასწორის ერთ-ერთი თვისება _ ეს გამაწონასწორებელ წერტილზე განწყობა და ამ ადამიანს თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში დასჭირდება ისეთი პოზიციის მოძებნა, რომელიც გააწონასწორებს განსხვავებულ ძალებს. ამ მთვარემ, შეიძლება, ასევე მისცეს ბრწყინვალე გემოვნება და გაწონასწორებული ქვეცნობიერი.
ჩვეულებრივ, ადამიანი, მთვარით სასწორში, გაცნობიერებულად განეწყობა წონასწრობაზე, ჰარმონიაზე, სილამაზეზე, დახვეწილობასა და სამართლიანობაზე. ალბათ, მისი განმასხვავებელი თვისება იქნება მშვიდობისმოყვარეობა და კომპრომისებისკენ მიდრეკლება. როგორც წესი, ეს ადამიანი ცდილობს ნებისმიერ ფასად აარიდოს თავი კამათსა და კონფლიქტებს, მახვილ კუთხეებს. მთვარე სასწორში ამ ადამიანს აძლევს გაცნობიერებულ დიპლომატიურობასა და კარგ გემოვნებას, მაგრამ ასევე, რაღაც დოზით, აძლევს რაფინირებულობას, სიფაქიზეს, მანერულობასა და ხშირ შემთხვევაში _ სნობიზმს.
მთვარე სასწორში ასევე ხშირად აყალიბებს დახვეწილი საზოგადოებისკენ, ლამაზი საგნებისკენ და ხელოვნების ნიმუშებისკენ მიდრეკილებას. აქ მუშაობს ვენერა, რომელიც მოიაზრებს ჰარმონიასა და ფორმებს. ქირონი უჩვენებს მატერიალურ სამყაროში ფაქიზი სამყაროს ანარეკლის შესაძლებლობაზე. სატურნს (ძალიან ძლიერი პლანეტა) ასევე აქვს სასწორის ნიშანთან (ის სასწორში ქმნის სისტემას) ურთიერთობა. ანუ ეს ადამიანი უფრო ხშირად გაცნობიერებულად, სისტემატურად ახდენს საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას, ანდა ქმნის იმ განსაზღვრულ ესთეტიკურ სისტემას, რომელშიც ყველაფერი საკუთარ ადგილზე, საკუთარ პროპორციებში უნდა იყოს, ხოლო ცხოვრებაში დაბალი და მაღალი ელემენტები უნდა ეთანხმებოდეს ერთმანეთთან. აქედან ამ ადამიანს შეიძლება გაუჩდეს ისეთი მიდრეკილებები, როგორიცაა: ხელოვნების ქმნილებებისადმი, დახვეწილი საზოგადოებისადმი, ლამაზი ინტერიერით ბინის გაფორმებისკენ მიდრეკილება. იმისთვის, რომ ამ ადამიანმა შეინარჩუნოს თავისი ნორმალური ფონი, მისი გარემომცველი წრე უნდა იყოს ჰარმონიული და ლამაზი. ამის გარეშე, შესაძლებელია, თავი საკმაოდ არამყუდროდ იგრძნოს.
მთვარე სასწორში ჰქონდა ზოგიერთ მხატვარს (მაგალითად, ა. ვატტოს) და ცნობილ პოეტებს.
სამედიცინო უკუჩვენებები. ამ ადამიანს საკმაოდ სუსტი აქვს თირკმელები, ამიტომაც არ ღირს მათი გადატვირთვა. ასევე დაუცველია ენდოკრინოლოგიური სისტემა, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვალი, შარდის გამომყოფი სისტემა, კანი, ამ ადამიანს აქვს მიდრეკილება სისხლის დაინფიცირებისკენ (მოწამვლა), ორგანიზმიდან ცუდად გამოიდევნება შლაკები (წიდები).
ეს გავლენას ახდენს თავსა და მუცელზე. თუ ადამიანს აქვს დიაბეტი ანდა პანკრეტიტი (პანკრეატიტიE. pancreatitis Rus. панкреатитL. pancreatitis (ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი, itis ანთება) – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. მწვავე პანკრეატიტი (acute pancreatitis) ჩვეულებრივ ვითარდება უეცრად და ხასიათდება ძლიერი ტკივილებით მუცლისა და ზურგის არეში, რასაც არც თუ იშვიათად ერთვის შოკი. მწვავე პანკრეატიტი შეიძლება განვითარდეს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, ანდა ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ქრონიკული პანკრეატიტის (chronic pancreatitis) შემთხვევაში ტკივილები ადამიანს თითქმის არ აწუხებს. ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს პანკრეასის უკმარისობა, რასაც შეიძლება თან მოყვეს მალაბსორბცია და შაქრიანი დიაბეტი. Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. – თბ. : მერიდიანი, 2009. – 496გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. – ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888] ), მაშინ უნდა იყოს ფრთხილად საკვებთან მიმართებაში. თუ მიიღებს მძიმე საკვებს, მაშინ მეორე დღეს ამან, შესაძლოა, ძლიერი გავლენა მოახდინოს კუჭქვეშა ჯირკვალზე და, შესაძლებელია, გამოიწვიოს დაავადებების გამძაფრებული შეტევები.
სასწორის ნიშანში მთვარის ტრანზიტისას შეიძლება პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, კბილის ამოღება, ყურების მკურნალობა, თავზე დგომა – ყირამლა (იოგის ვარჯიშის შესრულება, როდესაც თავზე დგება ადამიანი, ოღონდაც თუ პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, საერთო უკუჩვენებები არაა), გრძნობითი ორგანოების განვითარება.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მთვარის ეს მდებარეობა ნიშნავს ინსტიქტურ მიდრეკილებას სილამაზისა და ჰარმონიისკენ, მათ გარეშე მთვარე “სასწორი” იტანჯება.
აქ პირადისა და საზოგადოებრივი ქვეცნობიერის თანხმობა (დამთხვევა) ხაზგასმულია: თუ მთვარე ჰარმონიულია, ადამიანს უჭირს სოციალური ფენის მოწყობისგან საკუთარი პერსონალური აზრის განსხვავება-გამიჯვნა; და პირიქით, თუ მთვარე დაზიანებულია, საზოგადოებრივ აზრს, წესრიგსა და საერთო საზოგადოებრივ ესთეტიკას აღიქვამს პირადად (ანუ მიჯნავს საკუთარს საზოგადოებისგან), საერთო საზოგადოებრივად მიღებული ეთიკა და ესთეტიკა ადამიანს არ აწყობს და მისთვის რთულია მათზე მორგება და მათთან შეგუება; ძალიან თავისებური ინდივიდუალური მორალი აქვს, არაა აუცილებელი მისი მორალური მხარე დაბალი იყოს.
მთვარე სასწორის მქონე ადამიანი ფიცხი და ცვალებადია, მაგრამ დამუშავებისას იძლევა სიტუაციისა და მისი განვითარების პერსპექტივების ფაქიზ ინსტიქტურ შეგრძნებას, მინიმალური გარეგანი ძალისხმევით მახვილი კუთხეების დარბილების უნარს.
მთვარე სასწორში ადამიანები ფაქიზები და დელიკატურები არიან და ითხოვენ ფაქიზ, მზრუნველ ურთიერთობებს _ მხოლოდ ამ შემთხვევაში იძლევიან მაღალ სიზუსტეს, მაგრამ თუ გატეხილნი, მოტეხილნი არიან ძალიან უხეშები ხდებიან და მუდმივად ცრუობას იწყებენ.
დამუშავებული მთვარე იძლევა არაჩვეულებრივ გრაციოზულობას, ინსტიქტურ სიუხეშეს და სამყაროში ჰარმონიის შეგრძნებას, რომელიც გადაეცემა გარშემომყოფებსაც.
წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ჰარმონიულ ასპექტებში: ადამიანი ძალიან აღმქმელი, სასიამოვნო, კომუნიკაბელური, სიმპატიური, კეთილი, თანაგრძნობიანი, მშვიდობისმოყვარეა, აქვს კარგი გემოვნება, თვალყურს ადევნებს მოდას, ავლენს თანამშრომლობისკენ მიდრეკილებას, სიამოვნების, ინტელიგენტური საზოგადოებისადმი, მხიარული კომპანიებისადმი სიყვარულს, ინტერესს ავლენს ხელოვნებისადმი, ყევლაფერი ლამაზისადმი, პოეზიისადმი, სპორტისადმი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სხეულის სილამაზესთან, თეატრისადმი, ფერწერისადმი.
დაზიანებისას: სუბიექტი ძალიან შთაბეჭდილებებიანია, აღელვებადია, განმცდელია, ყველაფერს გულთან ახლოს იტანს, მოუსვენარია, შეშფოთებულია, არამუდმივია, მგრძნობიარე, უსაქმური, ქარაფშუტა, პატივმოყვარე, სკანდალური, ხმაურიანი, მტირალა, ისტერიულია, შეუძლია გაღიზიანდეს უაზრობის გამო, საშინლად თავქარიანია, გაბღენძილია, ექვემდებარება იმედგაცრუებებს და ძლიერ მარცხს. მის ხასიათში შეიძლება აღინიშნებოდეს განმძაფრებული მგრძნობიარობა, არამუდმივობა, განუსაზღვრელობა, კაპრიზულობა (ჭირვეულობა), არაჯანსაღი მეოცნებეობა.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ამ მთვარის მქონე ადამიანის სურვილი _ საკუთარი თავის გარშემო კარგად დაბალანსებული გარემო ჰქონდეს _ იმდენად დიდია, რომ გაურბის შეჯახებას პირად დონეზეც კი. ის იდეალისტია და უპირატესობას მიანიჭებდა სამყარო დაენახა პასტელურ ტონალობაში, ადამიანებთან მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრებას. შეუძლია მეგობრობა ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან, მზრუნველობა და ყურადღების გამოვლენა. მას ამის ნამდვილი ნიჭი აქვს. ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს, გრძნობენ, რომ მათ აფასებს და უგებს. სულის სიღრმეში ნაწილობრივ იტანჯება ორჭოფობის გამო, თუ რაზე, ამას ვერასდროს ვერავინ მიხვდება, რადგანაც ამ ადამიანს აქვს წყნარი, თანაბარი ხასიათი.
მგრძნობიარეა ახლობელი ადამიანების სიტყვებსა და რეაქციებზე, განსაკუთრებით პარტნიორის ანდა თანამშრომლის სიტყვებსა და რეაქციებზე. მთვარე სასწორში მქონე ადამიანებს ეზიზღებათ ვულგარულობა, მათი მწყობრიდან გამოყვანა ადვილია დისჰარმონიით. მათი გარეგნობა და ჟესტები, შესაძლოა, ბრწყინვალე და ელეგანტური იყოს, სახლი მოწყობილია გემოვნებითა და შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო შეხვედრების ადგილად იქცეს. სამუშაო ანდა ინტერესები ხელოვნების სფეროში. პარტნიორული ურთიერთობები მშობლებთან, განსაკუთრებით, დედასთან. საკუთარი თავის უკმაყოფილების გამო – უძილობა.
დაავადებები. თირკმელებისა და შარდსადინართა სისტემის დაავადებები, სისხლის ინფექციები, მწვავე ტკივილები წელის არეში, მუცლის არეში, თავის ტკივილები.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
სასწორი _ მამაკაცური, დადებითი, მოძრავი, “ჰაეროვანი” ნიშანია, სიმბოლურად გამოისახება გაწონასწორებული სასწორით. ადამიანები, რომელსაც მთვარე ამ ნიშანში აქვთ, კარგი, ჯანსაღი მსჯელობის უნარით გამოირჩევიან. ისინი გონიერნი და პატიოსნები არიან. უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიულ გარემოში ყოფნას და ცდილობენ კონფრონტაციისთვის თავის არიდებას. ცდილობენ გააწონასწორონ სულიერი და მატერიალური მხარე. რადგანაც სასწორის ნიშანს მართავს ვენერა, ასეთი ადამიანები კომუნიკაბელურნი, ნაწილობრივ რომანტიკულები არიან, უყვართ საზოგადოება და გართობები, უყვართ საპირისპირო სქესის საზოგადოებაში ყოფნა. ბრიჰად-ჯატაკას ტექსტის თანახმად, ისინი “პატივს სცემენ ბრაჰმანებსა და წმინდანებს, არასდროს ცდილობენ სხვისას მისაკუთრებას, მათზე დიდ გავლენას ახდენს საპირისპირო სქესი, ჩვეულებრივ, მაღლები და გამხდრები არიან, აპრეხილი ცხვირით და მიმზიდველი სახით. ისინი სავაჭრო საქმეებში დახვეწილნი და ხშირად მდიდრები არიან. უყვართ მოგზაურობა. ჯანმრთელობის მხრივ საქმე სხადასხვანაირადაა”. მთვარით სასწორში ადამიანებისთვის პარტნიორობა სარგებლიანი აღმოჩდება, მაგრამ უნდა უფრთხილდნენ სხვებისადმი გადაჭარბებულ ნდობას. შესაძლოა, საკუთარ თავში უზრუნველობის ფხას ატარებდნენ, შეუძლიათ მიდრეკილნი იყვნენ საქმის სახვალიოდ გადადებისკენ. მათ ცუდი დაკვირვებულობა აქვთ, მაგრამ საჭიროებენ გონებისა და ლოგიკის გამოყენების უნარის განვითარებას. ურთიერთობისკენ მიდრეკილებასა და საკუთარ აზრზე ზედმეტად დაყრდნობის ტენდენციას მიჰყავს დროის დაკარგვამდე. მთვარე, როდესაც იმყოფება სასწორში, უთითებს ცვალებად, არასაიმედო ბუნებაზე, მაგრამ ეს მომხიბვლელი ადამიანები არიან მათთვის, ვინც იცნობს. ჩვეულებრივ, სხვა ადამიანებთან მიმართებაში მდაბალი აზრები არ აქვთ და არ უყვართ, როდესაც მათ აკრიტიკებენ. ისინი ექსტრავაგანტულები, გარეგნულად გულახდილები, მაგრამ შინაგანად დახურებელი არიან, უყვართ ხელოვნება და გართობები, პატიოსნები არიან ბიზნესში, შესაძლებელია კანის დაავადეები ანდა პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია გადაჭარბებულ გატაცებებთან, რაიმეს ბოროტად გამოყენება, მათი მოტყუება ადვილია. ჩვეულებრივ, ცხოვრობენ მთებში.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ძალიან მგრძნობიარენი ახლობლების სიტყვებისა და რეაქციებისადმი, განსაკუთრებით კი პარტნიორისაზე. ეზიზღებათ ვულგარულობა: მათი მწყობრიდან გამოყვანა ადვილია, ეს კი ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. მათი გარეგნულობა და მიმიკები დახვეწილობითა და ელეგანტურობითაა გაჯერებული. სახლი გემოვნებითაა მოწყობილი. ადვილად ვარდებიან სხვების გავლენის ქვეშ. კარგი, “პარტნიორული” ურთიერთობა მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან.
წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)
კომუნიკაბელურობა, მიდრეკილება კომპრომისისკენ, მოწონების სურვილი, ესთეტიზმი. ამ ადამიანებს ყველაფერი ლამაზი უყვართ _ პატარა სათამაშოებიდან (ე.წ. “ბეზდელუშკებიდან”) ხელოვნების შედევრებამდე, რომელთა შემფასებლებიცა და დამფასებლებიც არიან. მათთვის მნიშვნელოვნად ადვილია ცხოვრება და მოქმედება ვინმესთან ერთად, ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მათთვის უკეთესია ცხოვრება კულტური რაიონული ცენტრების ახლოს ანდა იქ, სადაც საკმაოდ ხშირად უწევთ ურთიერთობა. ეს მდებარეობა კარგია ხელოვნების ყველა სფეროში მოღვაწეებისთვის, უფრო მეტად კი პოეტებისთვის (გოეთე, სევჩენკო, მაიაკოვსკი, პასტერნაკი). მაიაკოვსკის სასწორისგან მინიჭებული ჰქონდა ლექსის სისხარტე: ამასთანავე, ისეთ უხეშ მასალას ხდიდა პოეტურად, რომელიც _ თუნდაც მცირედით დარღვეული ყოფილიყო პროპორციები _ უკვე ლექსი აღარ იქნებოდა. ფერმწერებს მთვარე სასწორში აძლევს დეკორატიულობას (რერიხი, ვესნეცოვი; მანესა და სარაიანის სურათები გობელენების მსგავსია). ჰაერის ნიშნისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალობა, აღმქმელობის სიმსუბუე და აზროვნების მოქნილობა, მთვარის ასეთ მდებარეობას, მწერლებისა და მოაზროვნეებისთვის კარგს ხდის. მთვარემ სასწორში შექმნა რეჟისორ ბერგმანის ფილმების სრულყოფილი ფორმები.
წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)
მგრძნობიარობა არაა უცხო ესთეტიზმისთვის; თანასწორობის, წონასწორობის დაცვის მცდელობები გრძნობების გარეგნულ გამოვლინებაში. მშვიდობისმოყვარეობა, მისწრაფება თანხმობისკენ, პირადი ცხოვრების ჰარმონიზაცია. მხოლოდ ერთია, ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ მგრძნობიარობა საკმაოდ ცივია და, ნაწილობრივ, ამის გაღვიძება რთულია. ქალი ეძებს სრულყოფასა და წონასწრობას. ორივე სქესს _ შემოქმედებთი თვითგამოხატვა აქვს, რომელმაც არ იცის ვნებები. მამაკაცი იდეალური სილამაზის ძიებაშია, შეუძლია ფაქიზად შეაფასოს ქალის ღირსება.
წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)
მთვარე ჰაერის ნიშნებში. უდიდესი პლასტიურობა. საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან წონასწორობა. უნარიAადვილად დაიწყოს ურთიერთქმედება. აღმქმელობა და გახსნილობა. ადამიანისთვის არაა დამახასიათებელი დოგმატიზმი. მორგებულობისა და შეგუებულობის ძალიან დიდი ინსტიქტი.
სასწორი. შინაგანი მიდრეკილება კომპრომისისკენ, დიპლომატიურობა განსაზღვრული მანერულობით. გატაცება დახვეწილობით, ბრწყინვალე გემოვნება. ამ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება სამართლიანობა.
საბავშვო ასტროლოგია
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
ასეთ ბავშვს ნამდვილად სჭირდება ვინმე ვისთანაც ითამაშებს. ის იშვიათადაა კმაყოფილი, თუ დიდი ხნით მარტო დარჩენა უწევს. მეგობრებთან ურთიერთქმედება, შესაძლოა, ყველაფერი იყოს მისთვის. როცა არავინაა გვერდით, ეს ბავშვი წუხს და წუწუნებს იმაზე, რომ არ იცის რა აკეთოს. არავინ არის, ვინც მის სიტყვებსა და ქმედებაზე რეაგირებას მოახდენდა, იწყენს და მხარდაჭერისთვის თქვენ მოგმართავთ. არანაირი საქმე არ ახარებს, თუ ვერავისთან გაიზიარებს წარატებას ანდა წარუმატებლობას. გაუგეთ ამაში! მრავალრიცხოვანი შენიშვნები _ “წადი, წიგნი წაიკითხე” ანდა “უცქირე ტელევიზორს” ანდა “შენი ოთახი სავსეა სათამაშოებით, როგორ შეიძლება მოწყენილი იყო?” სრულიად არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს.
აღმოაჩენთ, რომ უფრო მეტ საქმის კეთებას ასწრებთ, თუ პატარას უპოვით მეგობარს, რომელთანაც ითამაშებს, _ მაშინაც კი, თუ მოგიწევთ მისი მეგობრის სახლში მოპატიჟება. თუ მისი მეგობარიც თქვენი ბავშვის ხასიათისაა, მაშინ მათი თამაშის გამო აღელვება და ნერვიულობა არ მოგიწევთ. ბავშვი, მთვარით სასწორში, უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ ყველაფერი სასიამოვნო და მშვიდობიანი იყოს. ის საკუთარი ინციატივით არ წამოიწყებს უხეშ თამაშობებს ანდა ჩხუბს. თუმცაღა, ის, ჩვეულებრივ, კომუნიკაბელურია და კარგად აწყობს ურთიერთობას ჯგუფთან, მაგრამ მიდრეკილია ერთი, განსაკუთრებული მეგობრის არჩევისკენ. თუ მაინც და მაინც, თამაშობენ სამნი და წარმოიშობა რაიმე კონფლიქტი, თქვენი პატარა, უფრო სავარაუდოა, რომ იყოს შუამავალი, რადგანაც მას სურს მშვიდობის აღდგენა და ინსტიქტურად შეუძლია დაინახოს ორივე მხარის საკამათო საკითხი და კომპრომისის პოვნის გზა. მხოლოდ ერთია, ბავშვმა, შესაძლოა, გამოავლინოს სასწორისეული ორჭოფობა, როცა მის წინაშე დგას თითქმის თანაბარი ღირსების მქონე ორი ალტერნატიული შესაძლებლობა. მას სურს ორივე ანდა არ უნდა არცერთის ხელიდან გაშვება, ამიტომაც დიდი ხანი წონის ყველაფერს _ მისაღებად და საწინააღმდეგოდ, _ რამაც, შესაძლოა, მწყობრიდან გამოიყვანოს. არ სთხოვოთ პატარას ძალიან ბევრი საწყენი გადაწყვეტილებების მიღება _ ორივეს უფრო შეგიმსუბუქდებათ ცხოვრება და წყნარად იქნებით, თუ უბრალოდ ეტყვით “ხომ არ ჩაიცვამდი ამას? ამაში შენ ძალიან კარგად გამოიყურები”, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: “რა გინდა ჩაიცვა?” ანდა “მოდი შევჭამოთ შოკოლადის ნაყინი” ნაცვლად _ “რომელი ნაყინი გინდა, შოკოლადის თუ მარწყვის?”. თუ მას აქვს რაიმეს მიმართ მინიჭებული უპირატესობა, ალბათობაა, თავად გითხრათ ამის შესახებ, მაგრამ თუ სთხოვთ არჩევანის გაკეთებას, როცა უპირატესობა არაა გამოკვეთილი, მაშინ ამან შეიძლება დიდი დრო და ნერვები მოითხოვოს.
წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგის გაგების გასაღები)
მთვარე სასწორში ნიშნავს, რომ ბავშვები იმყოფებიან ვენერას ძლიერი გავლენის ქვეშ და ფლობენ რბილ ხასიათს. ბუნებით ძალიან თვინიერნი და მშვიდობიანები არიან. ხშირად, როდესაც ეს თვისება უკიდურესობამდე დადის, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეთანხმებან ყველას და ცდილობენ ნებისმიერ ფასად მიაღწიონ მშვიდობას. უეჭველია, გარშემომყოფების გაგება _ ბრწყინვალე თვისებაა, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ პრინციპებთან ანდა იდეალებთან ასე მოქცევა.
გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადამიანებთან ურთიერთქმედების ძლიერი მოთხოვნილება აქვთ: უყვართ საერთო სამუშაო და პრაქტიკულად ვერ იტანენ მარტოობას. ასწავლეთ ბავშვს კომპანიონების არჩევანში უფრო მეტი კეთილგონიერების გამოჩენა და მისი სულიერი წონასწორობა (ხოლო სასწორები მუდამ ცდილობენ წონასწორობის შენარჩუნებას) იქნება წესრიგში და არც საკუთარ პრიციპებზე მოუწევს უარის თქმა.
ბავშვებს, მთვარით სასწორში, კარგი ხასიათი აქვთ, გული ფაქიზი და გამომხმაურებელია, როგორც წესი, ისინი ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან. მიდრეკილნი არიან გარშემომყოფებში მხოლოდ კარგის დანახვისკენ, ამან კი, როგორც გაიგეთ, შესაძლოა უბედურებამდე მიიყვანოს. ასეთი ბავშვი მომენტალურად ვარდება სხვა მეგობრების გავლენის ქვეშ, ამიტომაც მას მეგობრების შერჩევისას დახმარება სჭირდება. აუხსენით, რომ არაა საჭირო ყველას ერთდროულად ასიამოვნოს და ეს შეუძლებელიც კი არის. ბავშვები მთვარით სასწორში აფასებენ სილამაზეს (მის ყველა გამოვლინებაში): უყვართ ფერწერა, მუსიკა, ლამაზი სამოსი, სამკაულები და საერთოდ ფუფუნება. თუ ისინი გაბრაზებულნი ანდა აღელვებულნი არიან, მუსიკა საუკეთესო საშუალებაა მათი სულის დასამშვიდებლად. აუხსენით ბავშვს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სამყაროსთან მუდამ ჰარმონიულად ყოფნა.
ასწავლეთ ბავშვს საკუთარი ემოციებისა და ქმედებების კონტროლი, ეს კი ნიშნავს, რომ ასწავლით საკუთარი სულიერი წონასწორობის შენარჩნებას. ეს არაა რთული, მხოლოდ ცოტა მეტ პრაქტიკას ითხოვს.
ასეთი ბავშვებისთვის ოჯახური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია, სჭირდებათ, რომ ახლობლებს მათი სჯეროდეთ. მთვარით სასწორის ქვეშ დაბადებულებს ხიბლი საკმარისზე მეტი აქვთ, მხოლოდ ისღა რჩება, რომ ასწავლოთ ამის სწორად გამოყენება, რამეთუ ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარია, რომელიც ცხოვრებაში უდიდეს უპირატეობას ანიჭებთ, მხოლოდ არაა საჭირო მისი ხელაღებით უაზრობებზე გაფლანგვა.
როდესაც საქმითაა დაკავებული, თუნდაც ეს იყოს სახლის საქმეები ანდა კიდევ რაიმე სხვა, ასეთი ბავშვები არ გამოავლენენ ძალიან დიდ სწრაფვას და თავს არ მოიკლავენ საქმის კეთებით, განსაკუთრებით თუ იძულებულნი არიან ეს აკეთონ მარტოობაში. სამუშაო კოლექტივში _ ეს სხვა საქმეა, აქ უკვე ყველანაირად მოინდომებენ და ეცდებიან, მაგრამ იყავით ყურადღებით: არაა გამორიცხული ის ვარიანტიც, რომ შრომის მაგივრად ისინი სასიამოვნო ლაქლაქში გაერთონ. შეეცადეთ შეცვალოთ შრომისადმი ბავშვის დამოკიდებულება. აუხსენით, რომ სამუშაო შესაძლოა მძიმე იყოს (ჭუჭყიანიც კი!), მაგრამ ის, თავისთავად, კონსტრუქციული და დადებითი მცდელობაა. გარდა ამისა, პატარა მოხარულიც კი იქნება საკუთარი სამუშაოს შედეგების ხილვით. ის ორმაგად ბედნიერი იქნება, თუ მარტო კი არა, მეგორებთან ერთად იმუშავებს.
ყველაზე მთავარი, რაც საკუთარი შვილისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, _ ასწავლეთ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება. ეს აუცილებელია, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ იცხოვრებს ჩვენს მკაცრ სამყაროში. გაიხსენთ, რა ხშირად ჩაუქნევია ხელი, რამდენჯერ დაგჭირდათ მისთვის შეხსენება, თითქმის იძულება იმისთვის, რომ რაიმე გაეკეთებინა და ამით სტიმული მისცემოდა… ამიტომაც, ყოველთვის ხაზი გაუსვით მისი წამოწყებების ფასეულობას, იქნება ეს გაკვეთილების მომზადება თუ ოთახის დალაგება. და არ დაივიწყოთ დასაჩუქრება. ის ყველაფერი “ლამაზის” მოხარული იქნება _ და არც ისე მნიშვნელოვანია, იქნება ეს ყვავილი თუ კარგი მელოდია. შეგიძლიათ წაუკითხოთ საყვარელი წიგნი, ასევე, უბრალოდ, მაგრად ჩაიხუტოთ და აკოცოთ.
სტატიის ავტორი: ნინო