წყარო: www.aquarun.ru
მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:
- – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
- – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
- – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
- – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
- – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
- – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.
მთვარე ტყუპებში
გრძნობა + მრავალსახეობა = გამოხატვის შესაძლებლობის მრავალფეროვნება
ადამიანისთვის, რომელსაც მთვარე ტყუპის ნიშანში აქვს, დამახასიათებელია ამაღლებული შემგუებულობა (მორგებულობა), ლაპარაკის საკმაო უნარი და შესაშური გამომგონებლობა. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება არასაიმედოობა და ორჭოფობა, ადამიანი გარშემოყოფებთან მიმართებაში ნდობას არ იწვევს. შესაძლებელია ზედაპირულობა, საგანზე კონცენტრირების უნარის უქონლობა და ამტანობის უკმარისობა. ასევე გამოხატული შფოთიანობა და ხშირი შინაგანი უთანხმოებანი. ჰარმონიულად განვითარებული ფსიქიკის შემთხვევაში ყალიბდება საკუთარი აზრების ნათლად და ზუსტად (როგორც ზეპირად, ისე წერილობით) გადმოცემის, ციფრებთან მუშაობის უნარი და სტრუქტურებით ოპერაციებს კარგად ანხორციელებს. ვითარდება დაზუსტებული ინტელექტი, ინტელიგენტურობა, კომუნიკაბელურობა და ბრწყინვალე ლინგვისტური უნარები. გრძნობები გამოიხატება ცოცხლად და მკვთეთრად, აღინიშნება სულიერი და სხეულებრივი მოქნილობა. ინტერესები მრავალმხრივია, ურთიერთობის ძლიერი მოთხოვნილება და ცოდნის წყურვილი აქვს. ადამიანი მოგზაურობისგან განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის, შეუძლია მრავალი რამით ხშირად აღფრთოვანება. წრეში ადაპტირებას ადვილად ახდენს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მყარდება მრავალრიცხოვანი ემოციონალური კონტაქტი. უსიამოვნებანი და წინააღმდეგობები ცნობიერიდან ადვილად იდევნება. შესაძლებელია ორატორული ნიჭი და საკუთარი აზრის გარშემომყოფების ცნობიერებამდე მკაფიოდ და ნათლად მიტანის უნარის ჩამოყალიბება. ემოციები სავსეა ფანტაზიებითა და ოცნებებით, მეტყველება ცოცხალია, ლაქლაქობამდე მისულიც კი. ქვეცნობიერად შეიგრძნობს მომავლის განვითარების შესაძლებლობას, წინასწარ გრძნობს ცხოვრების დაფარულ დინებებს. მაღალი მგრძნობიარობისა და ემოციონალური გამომხმაურებლობის წყალობით ვითარდება სარგებლიანი შესაძლებლობების აღქმის ინტუიციური ნიჭი.
სახიფათოა ზედაპირულობა და ტყუილებისკენ და ლაქუცობისკენ მიდრეკილება. ხელსაქმეში ავლენს შესაშურ მოხერხებულობას და გაწაფულობას, ძალიან მოძრავი და მუდმივია სამუშაოში. აღმერთებს სიუჟეტების ხშირ ცვლებს, ძალიანაც არაა მიდრეკილი კონკრეტულ ადამიანზე ანდა საქმეზე ჩაკირკიტებისკენ (ჩაციკვლისკენ). ჰარმონიულ გარემოში ადამიანი სასიამოვნო, გულისხმიერი, გამგები, ჰუმანური და აღმქმელია. ემოციების გადაჭარბებული მოძრაობა აცოცხლებს ინტელექტს, მაგრამ ყურადღება არამყარი და მოუსვენარიც კი ხდება. წიგნების კითხვისა და ახალი ინფორმაციის მიღებისგან თითქმის გრძნობითი სიამოვნების განცდას იღებს. მიუხედავად გადამეტებული ლაპარაკის უნარისა, არ უყვარს კონფლიქტები და კამათები. ძალიანაა მიდრეკილი ცვლილებებისკენ და გადაადგილებებისკენ. გაუფრთხილებლობის, თავშეუკავებლობისა და უყურადღებობის გამო ვარდება რთულ და უსიამოვნო სიტუაციებში. ამ ადამიანს, შესაძლებელია, ვუწოდოთ კარგი მოაზროვნე და წარმატებული მკვლევარი. ძალიან უყვარს სწავლა, ფლობს პოეტურ და ლიტერატურულ ნიჭს. გონება ერთი საგნიდან მეორეზე ძალიან სწრაფად გადაირთვება, ამიტომაც უყვარს მრავალი საქმით ერთდროულად დაკავება. კარგად აქვს განვითარებული პაროდირებისა და მიმბაძველობის (იმიტაციის) ნიჭი.
ადვილად ახდენს სხვების მიბაძვას, ბრწყინვალედ აღიქვამს უცხოთა სტერეოტიპებს, ამავდროულად არ ფიქსირდება (იციკლება) მათზე. ძალიან გონებამახვილი და მოხერხებულია, ბრწყინვალედ მუშაობს ინფორმაციასთან, შეუძლია წამიერად გადაერთვას ახალი საქმიანობის სტილზე. განსაკუთრებით წარმატებულია როგორც შუამავალი და კოორდინატორი. ბრწყინვალედ იგებს სხვების აზრებსა და შეხედულებებს. აღმერთებს მრავალფეროვნებას, უყვარს სამოსის სტილის ცვლა და საერთოდ, აწყდება ყველაფერ ახალს. დარწმუნებულია საკუთარ თავში, სკეპტიკური, ხანდახან სარკასტულიც კია. ასეთ ადამიანს უჭირს ღრმა სიყვარული, არაა ადვილი შეეწინააღმდეგოს გარე წნეხს, რის გამოც ხშირად უნვითარდება ფარულობა (ჩაკეტილობა) და ადამიანებთან საკუთარი ზრახვების თაობაზე გულწრფელად საუბრის სურვილის უქონლობა. ცდილობს ინტელექტუალური შრომით სიღრმისეულად დაკავებას ანდა ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას.
ამ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ დიდი ბავშვი, _ უშუალო და მომხიბვლელი. მხოლოდ საშიშროებას წარმოადგენს არამყარობა და არასაიმედოობა, რომელიც დაკავშირებულია ემოციების გადაჭარბებულ მოძრაობასთან. ადამიანი მრავალმხრივია, უყვარს ყველაფერით ერთდროულად დაინტერესება, ფსიქიკური დატვირთვის, გადატვირთვის გამო ხშირად გამაღიზიანებელი და ადვილად აღგზნებული ხდება. განსხვავებული განწყობები ხშირად ერთმანეთს ენაცვლება. მკვირცხლი და მოხერხებულია ყველაფერში, რაც სისწრაფესა და სიტუაციის არსის წამიერად გაგებას ეხება. მთლიანობაში დამოუკიდებელი და შინაგანად თავისუფალია. ადამიანი ისწრაფვის საკუთარი გრძნობების რაციონალიზებისკენ, რადგანაც, ხანდახან, არ შეუძლია გაარკვიოს რას განიცდის სინამდვილეში. ცხოვრებაში შესამჩნევი ცვლილებების არარსებობისას დამახასიათებელია ნერვოზული მოუსვენრობა და ამაღლებული შფოთი. შეინიშნება საქმის ბოლომდე მიუყვანლობის ტენდენცია. მიდრეკილია თვითანალიზისკენ, არცთუიშვიათად, რთულ სიტუაციებში დაბნეულობაში ვარდება, ვლინდება უჩვეულო გულგრილობა იმისადმი, რაც ჯერ კიდევ ახლო წარსულში აინტერესებდა. ჰარმონიულ გარემოცვაში დამახასიათებელია მოდუნება (დასვენება, რელაქსაცია) და უშვიათესი მეგობრულობა.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ მთვარე მერკურთან სტუმრად, ჰაერის სტიქიის ნიშანში იმყოფება.
მთვარე ტყუპებში ამ ადამიანებს აძლევს არაცნობიერ ცვალებადობას, ჰაეროვნებას, მერყეობის საფრთხეს, არაერთგულებას, კონტაქტებით, ცნობებით გატაცებას. ალბათობაა, არაცნობიერად იყოს განწყონილი ურთიერთობაზე, კონტაქტზე, კომუნიკაციაზე, ინფორმაციის მიღებასა და გაცემაზე. საერთოდ, ბრწყინვალე მეგზურია იმის, რაზეც მიქცეულია მისი პირველი რეაქცია და, რაც მასზე გავლენას ახდენს იმ ცვალებად სიტუაციაში, რომელშიც იგი ორჭოფობს, შინაგანად ახლდება და არამყარია. როგორც ჩანს, ის ფლობს მაღალი ხარისხის ფსიქოლოგიურ მობილურობას, ცვალებადობას, განიცდის ემოციონალურ ორჭოფობას: სიტუაციის უმცირესად შეცვლისას წამიერად იცვლება მისი მდგომარეობაც. ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია დაუფიქსირდეს ემოციონალური მდგომარეობის ხუთი-ექვსი ცვლილება და ის ასე საკუთარი ბუნებითაა განწყობილი. ალბათობაა, მას გარემოს ცვლილების საკმაოდ ძლიერი მოთხოვნილება ჰქონდეს და ქვეცნობიერად მუდმივად ახდენდეს რაიმე ახალზე, ახალი ინფორმაციის ძიებაზე განწყობას. ამასთანავე მან შეიძლება ვერ გააცნობიეროს რა უნდა, და თუ ვინმე ჰკითხვას, უფრო ხშირად აუცილებლად მოუყვანს საკუთარი მოქმედებებისა და სურვილების რაიმე სახის რაციონალურ მოტივაციას. მაგრამ მისი ქმედებების ნამდვილი ზამბარა ისაა, რომ იგი განწყობილია ინფორმაციის ძიებაზე, მას უნდა ჰქონდეს ახალი კონტაქტები, შეითვისოს და გადასცეს ინფორმაცია. ამასთანავე შესაძლებელია, გარეზემოქმედების დიდი მოთხოვნილება ჰქონდეს, რამდენადაც მთვარის ასეთი მდებარეობა ამ ადამიანს აქცევს ბრწყინვალე მეგზურად: მან გაიგო და შემდეგ გადასცა და მას, თითქოსდა, თითქმის არაფერი რჩება, როგორც წესი, ინფორმაციას ითვისებს მხოლოდ მაშინ, როცა მასზე რაიმე ადა ვინმე მოქმედებს.
უნდა აღინიშნოს, რომ, ის, როგორც ჩანს, ცუდად ურთიერთქმედებს ისეთსავე ადამიანებთან, ვისაც მთვარე ტყუპებში ჰყავს, რადგანაც თითოეული ამ ადამიანთაგან, მეორესგან ელის ინფორმაციის მიღებაში თანაქმედითობას. მისი მოლოდინი, როგორც წესი, არ მართლდება. ხოლო იმ ადამინებთან ურთიერთობა, რომელებსაც მთვარე სხვა ნიშნებში აქვთ, ბრწყინვალედ გამოსდის. მაღალ გამოვლინებებში მას შეუძლია გახდეს როგორც კოსმიური მეგზური, ამასთანვე მას აქვს კოსმიური ინფორმაციის აღმქმელობა, მაგრამ ეს სიტუაციები საკმაოდ იშვიათობაა.
სამედიცინო უკუჩვენებები. მისთვის ყველაზე ხშირად დამახასიათებელია ფილტვების, ბრონქების დაავადებები, ასთმა, მეტყველების სხვადასხვა ნერვული მოშლილობები, ენის ბორძიკი, ხელების დაავადებები (მხრები, ხელების კიდურები, თითები).
მისთვის უკუჩვენება ექნება ფილტვებზე ყველა სახის პროცედურებს (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), ასევე სასუნთქ პროცედურებს (პრანები), რადგანაც ამ დროს ფილტვები ძალიან დაუცველი ხდება. მაგრამ ეს მისაღებია იმ შემთხვევებში, როცა მთვარე არ იმყოფება მზესთან ტრიგონში ანდა მზესთან შეერთებაში, ანუ როცა მზე არაა ჰაერის ნიშნებში.
საერთოდ, თუ მთვარე ტყუპებშია, მაშინ ადამიანს (განსაკუთრებით თუ ჰაეროვანი კოსმოგრამაა) სრულიად შეიძლება ჰქონდეს გართულებული სუნთქვა ანდა ჰაერის უკმარისობის პრობლემა. გარდა ამისა, მთვარის ასეთი მდებარეობა ხშირად იძლევა დაბინძურებულ ჰაერზე ძლიერ რეაქციას. მაშინაც კი თუ ასცედენტი იმყოფება ტყუპებში, როგორც წესი, ეს მთვარე ადამიანში გამოიწვევს ჩახუთულ შენობაში ჰაერის უკმარისობასა და სუფთა ჰაერის მოთხოვნილებას.
ბუნებრივია, ტყუპებში ტრანზიტული მთვარე საშიშია ფილტვებზე, ბრონქებზე ოპერაციებისთვის, მაგრამ დაშვებულია ყველა სახის “სისხლისმიმოქცევადი” პროცედურები, წამლების მიღება, რომელიც სისხლის მომაქცევას უწყობს ხელს და დანიშნულია ღვიძლისთვის.
ამ პერიოდში ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან წერასთან ანდა მანქანაზე ბეჭვდასთან, მუშაობა საკმაოდ ურთულდებათ, რადგანაც დაუცველია (ენერგეტიკულად დასუსტებულია) მხრები და ხელები.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი
მთვარე ნიშანში უჩვენებს ადამიანის დამშვიდების ძირითად საშუალებას; ცხოვრებისეული რთული წუთებისას ტყუპისეული მთვარის მქონე ადამიანის გამხნევება შეიძლება ჭორების მოყოლით, საუბრებით, საინტერესო საზოგადოებაში შეყვანით, უკიდურეს შემთხვევაში, კინოში ანდა თეატრში წაყვანით, რადგანაც მათთვის ინფორმაცია ძირითადი სახის საკვებს წარმოადგენს, მის გარეშე ისინი ღრმა სევდაში ვარდებიან. მთვარე ტყუპებს აძლევს შინაგან მოძრაობას და აღრმავებს შინაგანი ღერძის უქონლობის პრობლემას; სულის სიღრმეში მათთვის სულ ერთია, რომელი შეხედულების წერტილზე დადგებიან, მთავარია ეს წერტილი ბევრი იყოს. ჰარმონიულ ვარიანტში მთვარისეული ტყუპი მიდრეკილია უცხო ენების შესწავლისკენ _ საერთოდ მათ უყვართ ნიშნების სისტემა, მაგალითად, ასტროლოგია; დაზიანებისას _ შინაგანად მუდმივად შფოთავს და არ შეუძლია საკუთარი ყურადღების რაიმეზე შეჩერება, ერთ რამეზე მოჭიდება, ხან ერთ საგანს, ხან მეორეს ეკიდება, სერიოზულად არაფრით არ კავდება და არაა გატაცებული. ამ შემთხვევაში კარმული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს შინაგანად განსაზღვრება და არ მოეჭიდოს იმ ყველაფერს (უსასრულო რაოდენობას) რასაც ცხოვრებისეულ გზაზე გადაეყრება _ იქნება ეს ინფორმაციის გემრიელი ნაჭერი თუ მენტალური პროდუქციის ზედაპირულობა.
წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
სული (მთვარე) გრიგალი, წყალზე ღელვა. დიდი წარმოსახვა, მოუსვენარი ბუნება, მოურჯულებელი, ფსიქოლოგიურად ძალიან აღმქმელი, მოძრავი, კონტაქტური, კომუნიკაბელური, შემგუებელი (მომრგები), კეთილი, პროგრესული, ჭკვიანი, დაფარული ზოგიერთ საკითხებშთ (მაგ; სახლი, ოჯახი, პირადი საკითხები). .ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას აღენიშნება მაღალი სოციალური აქტიურობა, ინტერესი სოციალური საკითხებისადმი, ლიტერატურის, წიგნების სიყვარული, სამეცნიერო ინტერესები, არ უყვარს კამათები და ბრძოლები; აქვს მრავალი მოგზაურობა, უშუალობა, მიჯაჭვულობა ნათესავებზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნათესაურ კავშირებს, რომელსაც ბოლომდე ინარჩუნებენ. ბუნება კომუნიკაბელური, მეგობრული, აღმქმელი, ფლობს სიტყვას, ფაქიზად გრძნობს, სენტიმენტალური, მგრძნობიარე, ყურადღებიანი, შემგუებელი (ადაპტაციას კარგად გადის), მოძრავია; უყვარს პუბლიკის წინაშე ყოფნა, ურთიერთობა; ურთიერთობაში ფლობს სიმსუბუქეს, ნაცნობობის დამყარების უნარს, ადვილად ეცნობა ხალხს, უყვარს მოგზაურობები, საქმიანია. ეს ჭკვიანი აღმზრდელია, რომელიც ყურადღებას უთმობს გონებრივად განვითარებულ ბავშვს. კარგი მდებარეობაა მწერლისთვის, შუამავლისთვის, მძღოლისთვის.
დაძაბულ ასპექტებში: არამდგრადი გრძნობები, განწყობის ცვალებადობა, განწყობა იცვლება ძალიან სწრაფად; მრავალი ეჭვი და ინტრიგა, საშიშროებები და ტანჯვა, დიდი სულიერი მღელვარება, განგაში, ხლაფორთი, მოუსვენრობა, ლაქლაქი, სიყვარული _ ჭორების, სენსაციების, გადაჭარბებების, საკუთარი თავის; ახასიათებს წყენიაობა, ექნსცენტრიკული ქცევები, მიდრეკილებაა სმისკენ.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ეს ადამიანი არ ტოვებს გადაჭარბებული ემოციონალურობის ანდა სენტიმენტალური ადამიანის შთაბეჭდილებას და ხშირად არ უწევს ანგარიშს საკუთარ უფრო ღრმა, _ ვიდრე ჩვეულებრივ, _ გრძნობებს და ემოციონალურ მოთხოვნილებებს. სხვა ადამიანების ცრემლები და გაღიზიანებულობის გამო ფეთქებადობა ჩიხში აქცევს და ამ დროს (მსგავს სიტუაციებში) თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს. უფრო მეტად უპირატესობას მიანიჭებს უთანხმოების გინივრული და ლოგიკური საუბრის გზით მოწესრიგებას. თუ მაინც წარმოიშობა სიტუაცია, სადაც აუცილებელია ღრმა გრძნობებში ჩაძირვა, ეცდება ყველაფერი ხუმრობაში გაატაროს.
გაურბის სირთულეებს, მრავალგეგმიურ ქცევებს, რომელიც ითხოვს ემოციურ დანახარჯებს. ფრთხილია და საკუთარ თავზე არ იღებს ზედმეტ პასუხისმგებლობას.
ძლიერ საჭიროებს ინტელექტუალური შეჯიბრითობის ანდა თანამშრომლობის გარემოს და განიცდის იმ ადამიანებთან სიახლოვის გრძნობას, რომლებთანაც შეეძლება აზრების, ინტერესების გაზიარება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საუბრის შესაძლებლობა. გაურბის ძლიერ, მდუმარე (სიტყვაძუნწ) ადამიანებს.
ცვალებადი გრძნობები, სწრაფად ეჭიდება, მდიდარი აზრები. შეუჩერებლად საუბრობს, რითაც მსმენელს თავს აბეზრებს. ძალიან მოუსვენარი, ნერვიული ბუნებისაა, ეძებს ცვლილებებს, იფანტება, საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. ემოციების წყალობით კარგი “ყნოსვა” (ინტუიცია). მგზავრობები, ბინის ცვლა (ბინის გამოცვლა). ქალები, მთვარით ტყუპებში, დახვეწილები, კარგი აღნაგობისანი, ეშმაკები და არამუდმივები.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
ტყუპები _ ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ჰაერთან, ამ ნიშანს მართავს მერკური. ადამიანს, მთვარით ტყუპებში, უყვარს სწავლა. ასეთი ადამიანების გონება, შეიძლება, სწრაფად გადადიოდეს ერთი საგნიდან მეორეზე და ხშირად ასეთი ადამიანები ისწრაფვიან ერთდროულად ძალიან ბევრი რამის კეთებისკენ. ისინი მეგობრულები, ვაჭრობის საქმეებში დახვეწილები, დამაჯერებლად საუბრობენ. საკმაოდ მიჯაჭვულები არიან სექსზე. აღწევენ წარმატებას შუამავლურ საქმიანობაში და ფლობენ კავშირებს. შეუძლიათ კარგად მოახდინონ სხვათა კოპირება; მათგან კარგი სტუდენტები დგება. გონებამახვილნი არიან; შეუძლიათ კარგად ურთიერთობა. მთვარე, იმყოფება რა ტყუპებში, ქმნის განსაზღვრულ მენტალურ შფოთს, მაგრამ ინტელექტს და უნარებს ამახვილებს. ვიზუალურად ლამაზნი, აპრეხილი ცხვირით, სწორი თმებით, სასიამოვნო სახით; კარგი აპეტიტი (მადა) აქვთ, უყვართ განსხვავებულობა. ხშირად იცვლიან ჩაცმის სტილს, უყვართ სამკაულები, ძვირფასეულობა. ადამიანი-“ტყუპები” მიჯაჭვულნი არიან მუსიკაზე, ხელოვნებასა და გართობაზე; შეიძლება სიმღერაში ანდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში დახვეწილები იყვნენ. ძველ ტექსტებში ისინი აღწერილნი არიან როგორც ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულნი, სკეპტიკურები, მოხერხებულნი, რომანტიკულნი არიან, მაგრამ ძალიან ღრმად მოსიყვარულენი, ადვილად უთმობენ ძალას. ფარულები; საჭიროებენ სპეციალურ ვარჯიშებს ანდა რაიმე სხვა გამოსავალს გონებრივი ენერგიის დანახარჯების აღსადგენად.
ტყუპები _ ორმაგი ნიშანია, ამიტომაც ასეთ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი კარიერის მოწყობა სცადონ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ანდა შეუძლიათ ჰყავდეთ ქორწინებაში მრავალი პარტნიორი. მათგან კანტორის კარგი მოსამსახურეები დგებიან, ასევე ლექტორები და ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ინტელექტუალური შრომით. საკუთარი დროის დიდ ნაწილს ატარებენ შენობებში. მომხიბვლელნი, არამყარნი, ხასიათით ვერ უგებენ ბავშვებს.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
შეგრძნებების კალეიდოსკოპი, სწრაფი რეაქცია, მდიდარი აზრები. საუბრობენ შეუჩერებლად, მსმენელებს თავს აბეზრებენ; მუდმივად ტელეფონზე არიან “ჩამოკიდებულნი”. ხშირად ზუსტად არ იციან რას გრძნობენ, ამიტომაც მთელი დრო ცდილობენ რაიმენაირად რეალიზების მოხდენას, საკუთარი გრძნობების “გონებით შემოწმებას”. ძალიან მოუსვენრები, ნერვიულები, ბევრს მოგზაურობენ, მიდრეკილნი არიან ზოგიერთი სახის ნერვოზული შფოთიანობისკენ. იფანტებიან, ერთდროულად რამდენიმე იდეას ეჭიდებიან, შემდეგ კი სწრაფად აგდებენ გვერდზე. მთვარისKკარგი ასპექტირებისას ადვილად უმკლავდებიან პრაქტიკულ სირთულეებს. ცუდი ასპექტებისას _ ემოციები გონებაზე დომინირებენ.
წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)
აღმქმელობა, ფსიქიკის მოქნილობა, კონტაქტურობა, მუდმივი ძიება, მიდრეკილება ადგილის ცვლისკენ. ჰაერის ნიშანში მთვარე იძლევა აზროვნების მოქნილობას, ხშირად ეხმარება სწავლულებს (ლუი პასტერი) და მწერლებს (დოსტოევსკი, ტურგენევი, კიპლინგი, დარელი, ოსტროვსკი), ფილოსოფოსებს (ბერკლი, მალტუსი, ფროიდი, პლეხანოვი, კაფკა, ტაიერ დე შარდენი, კრიშნამუტრი), ზუსტად ისევე როგორც ფსიქიკის მოქნილობა, რაც კეთილგანწყობილია მუსიკოსებისთვის (მუსორგსკი, დვოჟაკი, გეშვინი, როსინი, ჰაიდნე, ობერბახი, კარაიანი). კონტაქტების სიმსუბუქე და ახლის მუდმივი ძიება ხშირად უწყობს ხელს გასაოცრად დიდი სანაცნობო წრის ქონას და ხშირად იძლევა მოგზაურობის შესაძლებლობას (მაგალითად, გიდის სამუშაო) და საცხოვრებელი ადგილის ცვლას (ადამიანს შეუძლია რამდენადმე გაუცხოებული იყოს ანდა საერთოდ არ იყოს სახლში), მაგრამ ეს მდებარეობა ასევე იძლევა აღმქმელობის ზედაპირულობას. შთაბეჭდილებების ცვალებადობას მოაქვს ინტელექტუალური მღელვარება და არ იძლევა ჭეშმარიტი სიღრმისეული სულიერი გრძნობების გამოხატვის საშუალებას. სამყაროსთან რამდენადმე ბავშვურმა ურთიერთობამ (დამოკიდებულებამ), შესაძლებელია, წარმოშვას პრობლემა როგორც თავად ამ ადამიანისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. ამავდროულად გონების სიცხადე იძლევა შესაძლებლობას გაიხსნას ფსიქიკის ყველაზე პირველადი და სიღრმისეული პროცესები. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ფროიდი (კურო), დოსტოევსკი და ტურგენევი (მორიელები), რომლებშიც მზისეული თვისებები უზრუნველყოფდნენ სიღრმეს.
წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)
მსუბუქი და რამდენადმე ზედაპირული მგრძნობიარობა ექვემდებარება მერკურიანულ განმსჯელობას; კომუნიკაბელურობა, კონტაქტურობა. ინტელექტუალური მღელვარება. გონების სიცხადე. დაჟინებულობა, ნერვოზულობა. ქალის რუკაში _ ხანგრძლივი სიყმაწვილე, დამოუკიდებლობა. მამაკაცის რუკაში _ ქალ-ინტელექტუალებზე მიჯაჭვულობა, რთულად პროგნოზირებადობა და სულიერი სიმდიდრე.
წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)
მთვარე ჰაერის ნიშნებში. უდუდესი პლასტიურობა. წონასწორობა საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის. ურთიერთქმედებაში ადვილად ჩართვის შესაძლებლობა. აღქმელობა და გახსნილობა. ადამიანისთვის არაა დამახასითებელი დოგმატიზმი. მორგების, შეგუების ძალიან დიდი ინსტიქტი.
ტყუპები. მერკურიანული მთვარე იძლევა გაუცნობიერებელ ცვალებადობას, მერყეობის ქვეშ მოქცევას, ნერვოზულობას, კონტაქტებით გატაცებას. ასეთ ადამიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. მაგრამ ეს ადამიანები ჩემპიონები და დემაგოგები არიან.
საბავშვო ჰოროსკოპი
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
ჟღერადი რაკრაკი! და სწრაფი ფრენა!
და საუბრის სწრაფი ცეცხლი _
კითხვები _ პასუხები _ და ისევ წინ!
გამიშვით! მალე დავბრუნდები!
ცვალებადობა _ აი, ეს სიტყვა ტყუპებზეა ზედ გამოჭრილი. თქვენ პატარა ჩიტუნას შეუძლია ფრენა ჰაერში, ხოლო წამის შემდეგ ხმაურით მიწაზე დაშვება. ემოციონალური რეაქციები სწრაფი აქვს, მრავალფეროვანია და უფრო იმაზეა დაფუძნებული, რასაც ფიქრობს, ვიდრე იმაზე, რასაც გრძნობს. მოგიწევთ გაოცება, რადგანაც ეს ბავშვი მოგიყვებათ ყველა თავის პრობლემას. მას უფრო უადვილდება, _ ვიდრე სხვებს, _ სიტყვებით გამოხატვა, რადგანაც რეაგირებს სიტუაციებზე ანდა ადამიანებზე. საპასუხოდ უკეთესია გამოიყენოთ ლოგიკა და მსჯელობა, ამის დახმარებით კი გაიაროს ის, რაც მას აღევლებს.
ეს ბავშვი საიმედოობას პოულობს ცოდნაში და ცნობისმოყვარეობის ძალიან ცოცხალი და პრაქტიკული გაუმაძღრობის დაკმაყოფილებაში. იფურჩქნება მრავალფეროვნებაში, მაგრამ ნერვიულობს, სწყინს ანდა უბრალოდ იწყენს, თუ ვარდება ისეთ პირობებში, სადაც სამოძრაო ფართობი შეზღუდულია. მას სჭირდება ადამიანებთან ყოფნა. უფრო მეტად წყნარი ბავშვი იქნება, თუ წაიყვანთ იქ, სადაც რაიმეს აკეთებთ, _ რათა შეძლოს თქვენ გადაადგილებაზე დაკვირვება. მხარდაჭერა გამოხატეთ მუდმივი საუბრებით!
გააცანით ადრეულ ასაკში სხვა ადამიანები. ბავშვს, მთვარით ტყუპებში, მოეწონება თქვენი მეზობლების, მეგობრების და ნათესავების გაცნობა. თქვენი წრიდან მრავალ ადამიანთან ნაცნობობა, მისი საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას ხელს შეუწყობს, ეს კი, მის დაჯერებულობასაც ნიშნავს. სხვა მშობლებთან ერთად შეუქმენით სათამაშო ჯგუფი, ისე რომ თქვენ პატარას გაუჩნდეს პატარა მეგობრები. სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ სხვადასხვა საქმიანობას, ყველას სარგებელს მოგიტანთ. ამ ბავშვს, ალბათობაა, ხანგრძლივი ალერსის გამო არ მოუნდეს უძრავად ჯდომა. სიარულისას სწრაფი მოხვევა უფრო მის სტილშია. მაგრამ ყოველ ბავშვს სჭირდება ნაზი ფიზიკური კონტაქტი. ყველაზე საუკეთესო საშუალება ამ ბავშვისთვის _ თქვენ გვერდით წოლა და კარგი ზღაპრის მოსმენაა ღამით. უბრალოდ კი არ უკითხოთ წიგნი _ არამედ ესაუბრეთ. დაუსვით შეკითხვები, გაიმეორეთ სიტყვები, ჩასვით ეს განმეორებული სიტყვები ფრაზებში, დაუმატეთ კიდევ რაიმე ახალი სიტყვა და, როცა გკითხავთ, იყავით მზად მათ ასახსნელად. ყურადღება მიაქცევინეთ რაიმე საგანზე და წაახალისეთ შეკითხვების გამო. უფრო მეტად, ალბათობაა, წიგნს თავად წაგიკითხავთ, ხოლო ახლო კონტაქტი, რომელიც ასეთი საღამოების წყალობით დგება, ძალიან დაგეხმარებათ თქვენი პატარის არაჩვეულებრივი ხასიათის მყარი ემოციონალური ფუნდამენტის ჩაყრაში.
არ ეცადოთ ბავშვი ემოციონალურად ანდა ფიზიკურად იმაზე მეტად შეზღუდოთ, ვიდრე ამას აბსოლუტური აუცილებლობა არ ითხოვს. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ ქარის ანდა პეპლის ხელით დაჭერა სცადოთ. ამ ბავშვს სჭირდება ისეთი მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ მისი ცნობისმოყვარეობის კვება, მისი სისწრაფის შეფასება, მორგება _ არ გეწყინოთ! _ მის მერყევ განწყობაზე და ცხოვრების მრავალფეროვნებით მასთან ერთად გახარება და აღფრთოვანება.
წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)
მთვარე ტყუპებში ემოციებს ინტელექტუალურ შეფერილობას სძენს. ის იძლევა შესაძლებლობას გაიაზროს საკუთარი გრძნობები და იმსჯელოს მათზე. ასეთი ბავშვები სიამოვნებით ყვებიან საკუთარ შეგრძნებებზე და განცდებზე, საკუთარ ადამიანებთან ურთიერთობებსა და ყველა მოვლენებზე, რომელიც მათ გადახდათ თავს. საჭიროა სათანადო მივაგოთ და აღვნიშნოთ, რომ მართლა ოსტატურად ყვებიან, განსაკუთრებით თუ ისტორიები მოკლეა _ გრძელ ისტორიებზე მათ უბრალოდ მოთმინება არ ჰყოფნით. ამ ბავშვებს ერთი და იგივე სწრაფად სწყინდებათ. მათ სჭირდებათ მოვლენების მუდმივი ცვლილება, ახალი შთაბეჭდილებები, მხოლოდ მაშინ იქნებიან ბედნიერნი, ხოლო მათთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. ასეთი ბავშვები აღმერთებენ მოგზაურობას და თქვენი ბავშვისთვის ნებისმიერი მგზავრობა დიდი სიხარულის მომტანი იქნება: მაშინაც კი, თუ თქვენ მხოლოდ ახლო მაღაზიაში, პროდუქტების საყიდლად მიდიხართ. ყველაზე მეტად ქვეყანაზე პატარას, მთვარით ტყუპებში, უყვარს თავგადასავლები, რომლებიც ძალიან კარგ გავლენას ახდენს მის ცოცხალ და მოქმედ (მოძრავ) გონებაზე. მათი გაუმაძღარი ცნობისმყვარეობა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ემოციონალური ენერგია უნდა იღებდეს გამოსვლის საშუალებას _ ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მათი განწყობა, შეიძლება, სწრაფად იცვლებოდეს, როცა ის კარგია _ ისინი გონებახვილობით ბობოქრობენ, როცა ცუდია _ იტანჯებიან ეჭვებითა და ყველანაირად იტანჯავენ თავებს. ისინი ნერვიულები ხდებიან და ისე დადიან, თითქოს წყალში ყვინთავდნენ, ანდა პირიქით, იწყებენ შეუჩერებლივ ლაპარაკს. მხოლოდ ერთი უნდა აღინიშნოს, განწყობის შეცვლა რთული არაა _ ნებისმიერი კარგი სიახლე სიცოცხლისკენ მოაბრუნებს.
ასეთი ბავშვებისთვის აუცილებელია თვითდისციპლინის უნარის გამომუშავება და ცხოვრებასთან უფრო ყურადღებიანი ურთიერთობის სწავლა. აუცილებელია მათი გაჩერება, რათა მოასწრონ საგნების არსის გაგება და არა მხოლოდ იცურონ მათ ზედაპირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მსჯელობები და შეხედულებები სიმართლისგან შორს იქნება. თუ სურთ, რომ მათ აზრებს ადამიანები ყურს უგდებდნენ, საჭიროა ფაქტებზე და არა საკუთარ ემოციებზე დაყრდნობა. უთხარით ბავშვს, რომ მას მთელი ცხოვრება წინ აქვს, რომელიც სავსე იქნება საინტერესო მოვლენებითა და თავგადასავლებით და არაა საჭირო აჩქარება _ დრო საკმარისია! დაეხმარეთ პატარას შეჩერდეს და მის გარშემო სამყაროს ყურადღებით შეხედოს.
ბავშვებს, მთვარით ტყუპებში, უნდა გააგებინოთ, რომ გარშემო მრავალი ადამიანია, რომლებსაც საკუთარი გრძნობები და განცდები აქვთ, რამეთუ ამ ბავშვებისთვის არაფერია გარშემომყოფების წყენინება უტაქტო გამონათქვამებითა ანდა დაუფიქრებელი ქცევებით.
ამ ნიშანში მდებარე მთვარით დაბადებულებს ახალი ცოდნის მიღებისა და სხვებისთვის გაზიარების მუდმივი მოთხოვნილება აქვთ. ისინი მთელი დრო მოძრაობაში არიან _ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. გადაქანცვისგან ხშირად მუცლის ტკივილებით იტანჯებიან, რომელიც ნერვიული ბუნებისაა. და კიდევ, უკეთესი წამალი _ ეს საინტერესო სიახლე, ცვლილება, ხანდახან ცოტა სიწყნარეა საჭირო, რათა რაიმენაირად შეძლონ, ცოტათი მაინც გადახარშონ თავს დამტყდარი ინფორმაციის ჭავლი.
ასეთი ბავშვები ძალიან არამდგრადები, სამაგიეროდ ბრწყინვალე თანამოსაუბრეები არიან. როცა გაღიზიანებულები, გაბრაზებულები ანდა ნაწყენები არიან, შეუჩერებლად საუბრის მოთხოვნილება უჩდებათ. მათ არ შეუძლიათ გაჩერება. დაეხმარეთ ბავშვს დაწყნარებაში და შეძლებთ მისი საზოგაოდებით ნამდვილად დასტკბეთ.
სტატიის ავტორი: ნინო