მთვარით ვერძი
აქტიური და მკვირცხლი ქალია. კარგად ეხერხება სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება. ოჯახში უყვარს უფროსობა და ხელმძღვანელობა, თუმცა კი ოჯახურ ცხოვრებას რთულად ეგუება, განსაკუთრებით უჭირს ემოციური ურთიერთობები. გულში ბოღმას არ იტოვებს და ყველა ემოციებს გადმოანთხევს გარშემომყოფებზე. ძნელად აღიქვამს ურთიერთქმედებას . სამაგიეროდ, სწრაფად ერგება კრიტიკულ სიტუაციებს.ოჯახში ყველაფერი უნდა „დუღდეს”, აქტიური და მოვლენებით დატვირთული იყოს, მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი.
მთვარით კურო
მშვიდი, შეგნებული და პრაქტიკული ქალია. ნელა და თანმიმდევრულად გეგმავს ყველა ნაბიჯს. ძალიან მზრუნველი ცოლი და დედაა, თბილი და მეოჯახე ცოლია. დიდ როლს ანიჭებს კვებას, ჰიგიენას და კომფორტს ოჯახში. ტრადიციული ოჯახი მისი პრიიორიტეტია.
მთვარით ტყუპები
სხარტი და ანგარიშიანი ქალად. ვინაიდან ემოციებს კარგად აკონტროლებს, ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებს. ამიტომ, მასზე ხშირად ამბობობენ, რომ „მამაკაცური ჭკუა” აქვს. დროდადრო ისტერიულია და აღელვებული . კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ კომპანიაში. ქმართან და შვილებთან მსუბუქი და უშუალო დამოკიდებულება აქვს. ოჯახში ამყარებს მეგობრულ სიტუაციას, ქმართან მეგობრული ურთიერთობა აქვს. შვილებზე არ ახდენს ზეწოლას, მაგრამ არ უყვარს როცა ხმაურობენ. ადვილად სწავლობს უცხო ენებს.
მთვარით კირჩხიბი
ძალიან მგრძნობიარეა და იოლად უყვარდება. ძლიერ განვითარებული ინტუიცია აქვს. ბავშვებს მთავარი ადგილი უჭირავთ მის ცხოვრებაში. მათ აღზრდას უპირველეს საქმედ მიიჩნევს. სიყვარულით ეპყრობა საკუთარ ოჯახის წევრებსა და მშობლებს. უყვარს სახლში ყოფნა, სახლის კომფორტულად მოწყობა. ზრუნავს ყველა შინაურზე. სახლში თავს მეთაურად გრძნობს, უფრო კონკრეტულად _ საყოფაცხოვრებო საკითხებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ზრუნვა არ არის უანგარო. ის, ასე ვთქვათ, მზრუნველობით ინვესტიციებს ახორციელებს, რადგან როცა დაბერდება, შვილებისგან ასეთივე ზრუნვას ელის.
მთვარით ლომი
თავს მეთაურად წარმოიდგენს ოჯახში. საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანის შთაბეჭდილების ტოვებს . ძალიან უყვარს და ამაყობს შვილებით. ამიტომ, მათ ნაკლს ვერ ამჩნევს. ცდილობს ყველაფერი, მათ შორის ოჯახური საქმეებიც ლამაზად გააკეთოს. მაგალითად, თუ რაიმე განსხვავებულ კერძს ამზადებს, ნამდვილ წვეულებას მოაწყობს და არა უბრალო სადილს. ამასთანავე, ჯანსაღი საკვების მომზადებაც იცის და ლამაზი პრეზენტიაც. მართალია, შინაურებს ზემოდან უყურებს, მაგრამ კეთილი თვალით და სიყვარულით. მხოლოდ მათთან მეგობრობს, ვინც მოსწონს. ლოგიკურად, ძალიან პრეტენზიულია მეგობრების არჩევაში.
მთვარით ქალწული
შრომისმოყვარე, თვინიერი და მზრუნველი ქალია. თუმცა ძალიან მეწვრილმანეა, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე ჩაწვდეს შინაარსს და გაიგოს პირველსაწყისი. სისუფთავის მოყვარე და აკურატულია. მის სახლში მტვრის ნასახს ან დაგდებულ ნამცეცსაც ვერ ნახავთ. დიდი მონდომებით იცავს წესრიგს. არეულობა და უწესრიგობა აცოფებს. მის დივანზე ჩიფსებით ვერ მოკლათდებით. პლუს კარგადაც მოგხვდებათ, როცა თავის საყვარელ ამპლუაში ჭკუის სწავლას დაგიწყებთ მეცნიერულად გამყარებული არგუმენტებით. ის გულწრფელი მონდომებით შეეცდება მიგაჩვიოთ წესრიგსა და დისციპლინას.
მთვარით სასწორი
ეს ქალბატონიც მოკლებულია ემოციურ სენტიმენტებს და ე.წ. მამაკაცურ ჭკუის პატრონია, რაც თავადაც მსვენივრად იცის. ის ინტუიციურად სწორ გათვლებს აკეთებს სხვადასხვა სიტუაციაში, თავად პოულობს საჭირო კავშირებს, მოხერხებულად აწარმოებს მოლაპარაკებებს და რაციონალურად აგვარებს პრობლემებს. ის ფსიქოლოგიური თამაშების დიდოსტატია, შეუძლია მამაკაცებით, ბავშვებით და მშობლებით მანიპულირება. ის უხილავ ზღვარს ავლებს საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს შორის. ქმრისა და შვილების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. საკუთარ სახლს აწყობს ჰარმონიულად. სახლში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნების ნიმუშებს.
მთვარით მორიელი
ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს! _ აი, მისი დევიზი
მთვარე მორიელს სწრაფად სწყინდება მოდუნებულ მდგომარეობაში. ის მყისვე შეარხევს სიტუაციას ძლიერი ემოციური მუხტის მისაღებდ . შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროვოკაციები, მის ოჯახსა და ახლო გაემოცვაში, მისი მოწყობილია. ძალიან გემრიელად ამზადებს და მომზადებულ საჭმელში შეუძლია მაგიურად ჩააქსოვო თავისი აზრები და ამის საშულებით მართოს სხვა ადამიანები . გაბრაზებული საშინელებათა ჟანრიდანაა. ამიტომ, ჯობია არ აწყენინოთ და გააბრზოთ ეს ქალი. ის ნამდვილი ჯადოქარია. ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი აქვს შვილებთან.
მთვარით მშვილდოსანი
კარგად გრძნობს საკუთარ ავტორიტეტს. გადამდები ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით არის დაჯილდოვებული. ადვილად ახერხებს ქმრის, შვილების და ახლობლების დარწმუნებას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრები პატივს სცემდნენ. ცდილობს ცოლად გაჰყვეს ცნობილ, სახელგანთქმულ ან უბრალოდ შეძლებულ მამაკაცს. შეიძლება დაქორწინდეს უცხოელზე ან დაამყაროს საკუთარ ოჯახში „უცხო” წესები. ინტერესდება მსოფლიო მასშტაბის მოვლენებით. სამაგიეროდ, ნაკლებად აწუხებს წვრილმანი ყოფითი საკითხები. ის დიდი შესაძლებლობების ადამიანია და თავს არ დაიღლის ყოველდღიურობით.
მთვარით თხის რქა
ის ფხიზელი თვალით უყურებს ცხოვრებას. აქვს სერიოზული პასუხისმგებლობის გრძნობა. არასდროს წვრილმანდება. ორიენტირებულია სერიოზულ მიღწევებზე. გაბედულად ისახავს მიზნებს, ამუშავებს გეგმებს. მარტივად აცალკევებს მთავარს მეორეხარისხოვნისგან და სტაბილურად მიიწევს მიზნისკენ. მიზნის მისაღწევად შეუძლია სერიოზულად შეიზღუდოს საკუთარი თავი და ოჯახის წევრები. საკმაოდ ეკონომიურია. ძალიან უყვარს(ემოციური დამოკიდებულება აქვს) თავისი სამსახური. შეიძლება ოჯახს სამსახურად აღიქვამდეს.
მთვარით მერწყული
თავს გრძნობს ჭკვიან და საინტერესო ქალად. ყველაფერი სტანდარტული მისთვის უცხოა. საკუთარ ოჯახსაც არასტანდარტულად გეგმავს. უფრო სწორედ, საკუთარი ბუნების შესაბამისად , რაც ხშირად წინაღმდეგობაშია საზოგადოებაში მიღებულ წესებთან. რადგან თავს თანამედროვედ და განათლებულ ადამიანად თვლის, ცდილობს ასეთივე ადამიანების გარემოცვაში იტრიალოს. ქმარიც ანალოგიური თვისებების სჭირდება: ჭკვაიანი, ორიგინალური, გამორჩეული. შვილებს აძლევს დამოუკიდებლობას და თავადაც ცდილობს იყოს დამოუკიდებელი. კვების საკითხს დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ამზადებს მოხერხებულად. უყვარს პიკნიები და ბუნებაში ქეიფი.
მთვარით თევზები
თავს გრძნობს დახვეწილ და მგრძნობიარე პიროვნებად. შეუძლია უხილავი სენსორებით იგრძნოს სხვა ადამიანებია შინაგანი განწყობა. ამ „დიდი გულის” პატრონს მთელი სამყაროს დატევა შეუძლია. ოჯახური კომფლიქტების დროს გაურბის დაძაბულობას. გაერიდება და ჩუმადაა. შვილებს გრძნობს ქვეცნობიერ დონემდე , თანაუგრძნობს და უფრთხილდება მათ. შვილები, ქმარი და მეგობრები ხშირად ბოროტად სარგებლობენ მისი კეთილი და უანგარო ბუნებით და „პარაზიტობენ მის ხარჯზე”.
სტატიის ავტორი : რუსა