მთვარე

მთვარე

მთვარის მდებარეობა, მზის შემდეგ, მეორე მნიშვნელობის ფაქტორია ადამიანის ჰოროსკოპში. მზის ნიშანი ადამიანის ის ნაწილია,რომელიც სამყაროსკენაა მიმართული და გარშემომყოფთათვის ხილულია. მთვარის ნიშანი კი ის ნაწილია,რომელიც პირით ჩვენსკენ დგას და ყველაზე უკეთ ჩვენ ვხედავთ.

მთვარე 1 წრის დარტყმას უნდება 27 დღე და 8 სთ.ამ დროის განმავლობაში ის მთელ ზოდიაქოს სისტემას შემოივლის და ყოველთვის მისი მხოლოდ 1 მხარე ჩანს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა,რომელიც მითოლოგიასთან და ქალღმერთებთანაა კავშირში:

  • პირველი ფაზა- არტემიდა- სიწმინდე,სისუფთავე, ქალწულებრივობა
  • მეორე ფაზა- ჰერა-დედობრივობა
  • მესამე ფაზა-პერსეფონე-ხელახლა დაბადება, ტრანსფორმაცია. ესაა აიდის „მმართველობა“ და მიწისქვეშეთის პერიოდი.
  • მეოთხე ფაზა- ჰეკატა-სიბნელისა და აჩრდილების ქალღმერთი,ილუზიებისა და ტყუილის მფარველი.

ფიზიკურ სამყაროში მთვარე პასუხისმგებელია წყაროებზე, დნობად ყინულზე, მდინარეებზე,ტბებზე.

მმართველია კვირის შემდეგი დღის: ორშაბათი

იღბლიანი რიცხვი: 8 და 8-ის ჯამი ყველა რიცხვი მაგ: 17 (1+7), 26, 35,107 და ა.შ.

ნივთიერებები: ეკოლოგიური ნივთიერებები, ვერცხლი და სხვა თეთრი მეტალები, სუფთა წყალი, ფესვები

მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის სულის განვითარებაზე, კარმულ მახსოვრობაზე, დედაზე, მშობლის ინსტინქტებზე, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ასევე მოთმინება, ზრუნვა, ინტუიცია, ემოცია, გრძნობა, რეაქციები, რეფლექსები, ჩვევები, ბავშვობაში განვითარება, ბიოლოგიური საათი მოქმედება, არაცნობიერის ზემოქმედება.

მეცნიერებები,რომლებსაც მფარველობს: ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ზოოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, ეკოლოგია.

საზოგადოებაში: მარკეტინგი, საზოგადო თავშეყრის ადგილები და საქმიანობა, მშობლიური სახლი და საბავშვო ბაღები, სავაჭრო განყოფილებები, პედაგოგიკა, მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარება, სხვადასხვა სახის მომსახურება და ა.შ.

არაექსტრემალური სახეობები: ექსპედიციები და მისი მონაწილეები, მებაღეები, სასტუმროში მომუშავეები და სხვადასხვა პროფესიის მსახურები.

პირადი დონის პლანეტა- ქვეცნობიერი და ხანგრძლივი მეხსიერება (ინკარნაცია)

მთვარის ფუნქციები: სოციალური და ბიოლოგიური ადაპტაცია. უარყოფითი თვისებები: სხვების ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და კაპრიზულობა.

ხარისხი: ცვალებადობა, მგრძნობელობა, მეოცნებეობა.ესაა შესაძლებლობებისა და უნარების დიდი კომპლექტი,რომელიც ადამიანს ეხმარება გარემოში ადაპტაციაში. უარყოფითის შემთხვევაში გამოიხატება არადისციპლინირებულობაში,სიზარმაცეში ,ცვალებადობაში.

მთვარე ავითარებს შემდეგ რამეს: ფანტაზია და აღქმა,სენტიმენტალურობა, მგრძნობელობა, მაგნეტიზმი, პოეტური შესაძლებლობები,დამყოლობა.


მთვარე ზოდიაქოს ნიშანში
მიუთითებს პირველ ემოციურ რეაქციებზე,ადამიანის ქცევაზე, მის მიერ სამყაროსთან ურთიერთობაზე, გემოვნებაზე, მშობლების ოჯახში გატარებულ ბავშვობაზე.ასევე მიუთითებს ადამიანთა ჩვევებზე („წიკებზე“)

მთვარე ასტროლოგიურ სახლში მიუთითებს ცხოვრების რომელ სფეროში გამოვლინდება ადამიანის მგრძნობელობა (სადაა მგრძნობიარე). მთვარის მდებარეობა სახლში მიუთითებს გემოვნების იმ ნაწილზე,რომელიც ძლიერ და ძველ ქვეცნობიერ გავლენას განიცდის (რაც გიყალიბდება ქვეცნობიერად). მთვარის სახლი ესაა ის სფერო,რომელშიც ადამიანი რეაგირებს ქვეცნობიერის გავლენით და ვერ აკონტროლებს თავს.

მთვარის ჰარმონიული ასპექტები ამშვიდებს, ასაზრდოებს, ასულიერებს, დედობრივ (მშობლის) გრძნობებს აღვივებს.

მთვარის დისჰარმონიული ასპექტები მატებს ცვალებადობას, მერყეობას, დაუკმაყოფილებლობას (მეორე პლანეტის „თვისებებში“+საკუთარში), ემოციურ არასტაბილურობას , გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობას, პასიურობას.

ასტროლოგიაში მთვარე პასუხისმგებელია ემოციებზე, ინტინქტებსა და ქვეცნობიერზე. თუ მზე წარმოადგენს ადამიანის ცნობიერ ნებას,მთვარე მისი ინსტინქტური რეაქციებია. გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ასტროლოგი ევანჯელინა ადამსი წერდა,რომ “მზე განსაზღვრავს ინდივიდუალურ სახეს,მთვარე პიროვნების შინაგან სამყაროს”. ასტროლოგთა ნაწილი ამტკიცებს,რომ მზე სასიცოცხლო ძალაა, მთვარე გაუცნობიერებელი საწყისი. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მთვარე წარმოადგენს სამშვინელის იმ ნაწილს, რომელიც იქამდე რეაგირებს, სანამ ადამიანი დაფიქრებას და გაანალიზებას მოასწრებს.

მზის და მთვარის გავლენის ასტროლოგიური განსხვავება ასევე წინ უძღოდა ფროიდის თეორიებს, ადამიანის ეგოსა და იდენტობის (ID,იდენტიფიკაცია. ქვეცნობიერი ფსიქოანალიზში) შესახებ. ფროიდის მოძღვრების მიხედვით, ეგო ადამიანის ცნობიერებაა (ასტროლოგიური სიმბოლო მზე), მისი იდენტობა კი ინსტინქტები (ასტროლოგიური სიმბოლო მთვარე).

არაერთი თვალსაზრისით,მთვარე პიროვნების ის ნაწილია,რომელსაც ადამიანი გულმოდგინედ მალავს. საზოგადოება მიდრეკილია, განსაჯოს ინსტინქტური ქცევა,რომელსაც ხშირად უწოდებს არაცივილურს, ცხოველურს, ველურს. ამიტომ ჩვენი პიროვნების მთვარეული ნაწილი გვაშფოთებს და გვაფრთხობს. ის შედგება ეჭვების, შიშების, სევდისა და ფანტაზიებისგან, რასაც ხშირად საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებთ.

ცხადია,ეს არ არის მთვარის გავლენის სრული სურათი. ადამიანის მთვარეული ნაწილი სპონტანურად და გაუაზრებლად გამოხატავს სიხარულს, იღებს სიამოვნებას, რეაგირებს ემოციურ ზემოქმედებაზე. ეს ის ნაწილია,რომელიც ცხოვრების მგრძნობიარე ელემენტებს შეიგრძნობს,იქნება ეს ყვავილებისა და წვიმის სურნელი თუ თბილი აბაზანა და მასაჟი. მთვარე განუყოფლად უკავშირდება ჩვენს რეაქციებს გარეზემოქმედებაზე,რადგან სწორედ ეს მნათობი მართავს ადამიანის ხუთ გრძნობას: მხედველობას,სმენას,(და)გემოვნებას,ყნოსვასა და შეხებას.

ასტროლოგიაში მთვარე ეზოთერულ მნიშვნელობას იძენს. ის არის სიმბოლო ჩვილობის, ღრმა ბავშვობის, ოცნებების, მოგონებების, წარსულის. ყველა ეს სიტყვა შეიძლება გავაერთიანოთ ერთი მნიშვნელობის ქვეშ: ადამიანის შინაგანი სამყარო. ასტროლოგი ლენდის ნაით გრინი ამბობდა,რომ “მთვარე_ეს არის კარი ადამიანის ქვეცნობიერში”. პიროვნების მთვარეული ნაწილი ხშირად სიზმრებისა და ფანტაზიების სახით რეალიზდება.

რადგანაც მთვარე ემოციურ სფეროს განაგებს,ის უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ურთიერთობებზე გარშემომყოფებთან და პირიქით. სრულიად თვალნათელია,რომ მთვარე უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორია სასიყვარულო ურთიერთობებში. ყველაზე მყარი და ხანგრძლივი კავშირი მყარდება იმ შემთხვევაში,როდესაც მამაკაცის ზოდიაქოს და ქალის მთვარის ნიშანი ერთმანეთს ემთხვევა. კონკრეტულ მაგალითზე,თუ მამაკაცი მზით ვერძია და მისი მეწყვილე მთვარით ვერძი,ასეთ წყვილს ძალიან მაღალი შანსი აქვს ხანგრძლივი,რომანტიული და ბედნიერი სიყვარულისთვის,რადგან უპრობლემოდ ესმით ერთამენთის სიღრმისეულად.

სკეპტიკოსთა ერთერთი ყველაზე გავრცელებული “ჩამჭრელი კითხვა ასტროლოგების მიმართ არის:”როგორ შეიძლება ორი ერთიდაიგივე ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი ამდენად განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან?” ჩაიხედეთ მათ პირად რუკებში და უპირველეს ყოვლისა,მოძებნეთ მთვარის მდებარეობა და მდგომარეობა კოსმოგრამაში.

კაცობიობის მთელი ისტორიის მანძილზე მთვარეს სწავლობდნენ,ეთაყვანებოდნენ და აღმერთებდნენ. ძველ ცივილიზაციებში,მთვარის ღმერთი(უმეტესად ქალღმერთი) მზესთან იყო გათანაბრებული და მის სწორად მართავდა. ზოგიერთ რელიგიაში მზეზე ძლევამოსილადაც ითვლებოდა,რადგან ადამინებმა ოდითგან იცოდნენ,რომ მთვარე ატარებს ღრმა სიბრძნესა და სულიერ ცოდნას. რომაელები სადღესასწაულოდ აღნიშნავდნენ მთვარის დღეს,რომლის სახელწოდებაც დღემდე შემორჩა. თანამედროვე იტალიურში ორშაბათი არის lunerdi, ინგლისური monday ც ასევე moon day-ს ანუ მთვარის დღის დამახინჯებული ვარიანტია.

მეცნიერები დღემდე იკვლევენ მთვარის ზეგავლენას მცენარეებზე, წყლის მიმოქცევაზე, ემოციებზე, შობადობაზე, ქალის მენსტრუალურ ციკლზე, ბიორითმებზე, დანაშაულებრივ სტატისტიკაზე. ასტროლოგები მრავალ ახალ აღმოჩენას აკეთებენ მთვარის გავლენასთან დაკავშირებით ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებაზე.

პიროვნების მზის და მთვარის ნიშნები იმყოფებიან უწყვეტ ქორწინებაში,სადაც ურთიერთზემოქმედებენ და ერთმანეთს თავიანთი ძალებით კვებავენ. თუმცა როგორც ნებისმიერი ქორწინებისთვის,ამ კავშირისთვისაც დამახასიათებელია საპირისპირო თვისებათა კონფლიქტები. თუ თქვენ მუდმივ წინააღმდეგობაში იმყოფებით საკუთარ თავთან და მიგაჩნიათ,რომ თქვენში ორი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს,ეს მზის და მთვარის კონფლიქტია. მხოლოდ უნდა გახსოვდეთ,რომ ამ შემთხვევაში განქორწინება შეუძლებელია და ყველაფერი უნდა მოიმოქმედოთ მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. აქ კი ყველაზე უკეთ ადამიანს ასტროლოგია ეხმარება. ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი მზის და მთვარის ნიშნები. დაადგინეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თვალი გაუსწორეთ სიმართლეს და საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ეს თვისებები. თვითანალიზი და ჭეშმარიტი ბუნების უკეთ შეცნობა უფრო კეთილ დამოკიდებულებას ჩამოგიყალიბებთ საკუთარ თავთან და დაგეხმარებათ,შეწყვიტოთ მტავჯველი ბრძოლა. იმ შემთხვევაში თუ მზე და მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში მოხვდა,ნიშნის თვისებები ერთიორად იმატებს,როგორც დადებითი,ისე უარყოფითი.

ძველმა ბერძნებმა საუკუნეების წინ ამოკვეთეს თავიანთ ტაძარში “შეიცან თავი შენი” და მას შემდეგ კაცობრიობა ამ მიზნისკენ მიილტვის ათასწლეულების განმავლობაში. ასტროლოგია ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანს ამ მიზანთან მიახლოებაში.

მთვარე ©Александр Колесников

ეზოთერული თვალსაზრისით მთვარე იმ მატერიალური საფარველის სიმბოლოა,რომელსაც მონადა ისხამს დედამიწაზე განსხეულებისას.

მზე შეესაბამება პიროვნების ცნობიერებას. მთვარე პასუხისმგებელია ქვეცნობიერზე, რეფლექსებზე, ორგანიზმის სისტემების ავტომატურ ფუნქციონირებაზე. ღამის მნათობის ზემოქმედება ყოველდღიური და ყოფითია, ამიტომ ხშირად შეუმჩნეველი და ნაკლებად დაფასებული,თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი.

ადამიანის ხასიათში მთვარე შეესაბამება მის ინსტინქტებს_უნარს დაუფიქრებლად,რეფლექსურად, ჩვევების მიხედვით აკეთოს სხვადასხვა ყოფითი საქმე. მთვარის პრინციპის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო არის ცოლი-დიასახლისი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში რეცხავს, აუთოებს, მაღაზიებში საყიდლებზე დადის, ალაგებს, ამზადებს…სახლში დაბრუნებული ქმარი ვერც კი ამჩნევს, რამდენი საქმეა გაკეთებული. თითქოს ყველაფერი რიგზეა და ასეც უნდა იყოს. თუმცა სრულიად ნათელია,რომ უვარგისი და სუსტი “ცოლის” ხელში სახლი(პიროვნება) აირევა.

სახელმწიფოში მთვარე არის ხალხის სიმბოლო. ხალხის,რომელიც კვებავს ხელისუფლებას(მზე).

საზოგადოებაში მთვარე მართავს მასას, ბრბოს, რომელსაც რამდენიც არ უნდა მოუხმო მაღალი მოწოდებებისკენ, უპირველეს ყოვლისა, მაინც ძირითადი ინტინქტები ამოძრავებს: ჭამოს, სვას, ჩაიცვას, დაიკმაყოფილოს ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ფიზიკურად გადარჩეს.

ოჯახში მთვარე ასოცირდება დედასთან, ცოლთან და საერთოდ ის უშუალოდ გაიგივებულია ოჯახის გაგებასთან,როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს ადამიანის არსებობისა და შთამომავლობის გაგრძელებისთვის.

ქალის ჰოროსკოპში მთვარესთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება აისახოს მისი ჩასახვის, ფეხმძიმობისა და მშობიარობის ფუნქციებზე.

მთვარე ასევე განასახიერებს პიროვნების ქალურ საწყისს. მისი ჰოროსკოპში მდგომარეობის მიხედვით,შეგვიძლია ძალიან ზუსტად განვსაზღვროთ, რა ურთიერთობაშია პიროვნება დედასთან, როგორ აღიქვამს მას და როგორი დამოკიდებულება ექნება მას საკუთარ შვილებთან.

თუ ჩვენ გვაინტერესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა,მისი ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირება,ძალიან დიდი ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ მთვარის მდებარეობა მის ჰოროსკოპში. მზე ენერგიის წყაროა,მთვარე_გამანაწილებელი. ის დედამიწის გარშემო ბრუნავს,იცვლის ფაზებს,თითქოს მიილტვის ყოველ სულიერსა თუ უსულოს უწილადოს მისთვის აუცილებელი კოსმიური ენერგიის ულუფა.

სტატიის ავტორი : (c)Qet Adastra

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

- განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;

- ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;

- როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;

- ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;

- უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;

- ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

 

მთვარის პრინციპები

მთვარის ფაზები

მთვარე კაცის ჰოროსკოპში

მთვარე ქალის ჰოროსკოპში

მთვარე ვერძი

მთვარე კურო

მთვარე ტყუპები

მთვარე კირჩხიბი

მთვარე ლომი

მთვარე ქალწული

მთვარე სასწორი

მთვარე მორიელი

მთვარე მშვილდოსანი

მთვარე თხის რქა

მთვარე მერწყული

მთვარე თევზები

მთვარე პირველ სახლში

მთვარე მე-2 სახლში

მთვარე მე-3 სახლში

მთვარე მე-4 სახლში

მთვარე მე-5 სახლში

მთვარე მე-6 სახლში

მთვარე მე-7 სახლში

მთვარე მე-8 სახლში

მთვარე მე-9 სახლში

მთვარე მე-10 სახლში

მთვარე მე-11 სახლში

მთვარე მე-12 სახლში

 


About Rusa

Scroll To Top