მთვარის ასპექტები დაკავშირებულია ქვეცნობიერი, ავტომატური (უმი) რეაქციების და წარსულის ჩვევების გავლენასთან პლანეტით მართულ სფეროებში*. ის აჩვენებს, როგორ რეაგირებს ნატივი ემოციურ გავლენებზე და როგორი ხასიათის მეხსიერება აქვს.
ქალებში, მთვარის ასპექტები, მეტყველებს ქალური და დედობრივი თვისებების გამოვლენის ტიპზე, მოვლა, მზრუნველობა, დაცვა, გაფრთხილება, ემოციური მიჯაჭვულობა. მამაკაცებში ის განაპირობებს გაუაზრებელ რეაქციას ქალებზე, დედობრივი/მზრუნველი თვისებების გამოვლენაზე და ადრეული ბავშვობის გამოცდილებაზე. მთვარის ასპექტები ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის და ემოციური თვითგამოხატვის სიგნიფიკატორია, რაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დედის გავლენაზე ღრმა ბავშვობის პერიოდში.
მთვარის შეერთება პლანეტებთან
მთვარის შეერთება ხაზს უსვამს ხასიათის ემოციურ მხარეს, მეტყველებს გრძნობების ინტენსივობაზე და დომინირებაზე პლანეტით მართულ სფეროებში. მთვარესთან შეერთებული პლანეტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური უსაფრთხოება, ოჯახური მდგომარეობა, კვების და მშობლიური ზრუნვის საკითხები, სადაც ადამიანი მიდრეკილი იქნება იხელმძღვანელოს მემკვიდრეობით გადმოცემული თვისებებით ან/და ბავშვობაში მიღებული ქვეცნობიერი იმპულსებით. მთვარით და პლანეტით მართულ სფეროებზე უდიდეს გავლენას ახდენენ ქალები, სავარაუდოდ, უფროსი ასაკის/ დედის ტიპის.
მთვარის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან
მთვარის სექსტილი ან ტრინი იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანი მარტივად, კონსტრუქციულად და პოზიტიურად გამოხატავს თავის ემოციებს. ჰარმონიული მთვარე დინამიური ემოციური განვითარების სიგნიფიკატორია. იმ პლანეტებს, რომელსაც მთვარე დადებითი ასპექტებით უკავშირდება, დიდ დახმარებას უწევს ოჯახი, დედობრივი გავლენა და კავშირი უფროსი ასაკის (და ზოგადად) ქალებთან. ეს ასპექტები მეტყველებს ქვეცნობიერ გამოცდილებაზე, რომელიც ძალიან დაეხმარება ადამიანს სოციალურ განვითარებაში.
ჰარმონიული მთვარე ბედნიერი ბავშვობის და ოჯახური ცხოვრების მაუწყებელია. ამ ასპექტის მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ გარშემომყოფთა განწყობაზე. მათ შეუძლიათ წარმატებით ისარგებლონ წარმოსახვის შემოქმედებითი ძალით და სულში წარმოქმნილი ქვეცნობიერი რეაქციებით.
მთვარის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან
მთვარის კვადრატის ან ოპოზიციის გავლენით, ადამიანი გამოწვევას უცხადებს საკუთარ გარემოცვას, რაც მის სულში ძლიერ ემოციურ დაძაბულობას წარმოშობს. ის ასევე გრძნობების და ემოციების ბუნების გაცნობიერების პროცესის სიმბოლოა, როგორც საკუთარ თავში, ისე გარემოცვაში. ეს ემოციური წინააღმდეგობების და ძლიერი იმედგაცრუებების ასპექტებია.
უახლოესი გარემოცვა მათ უგულვებელყოფს ან, ბავშვობაში მშობლებისგან მიღებული ნეგატიური გამოცდილების გამო, თავად ამ ასპექტის მფლობელებს მიაჩნიათ ასე. არანაკლებ დაღს ასვამთ მემკვიდრეობით გადმოცემული ნაციონალური თუ სოციალური ცრურწმენების და ცრუ წინასწარგანწყობების შტრიხები.
დაზიანებული მთვარე ხელს უშლის ადამიანს, მსუბუქად და თავისუფლად იმოქმედოს ემოციური საკითხების გადაწყვეტისას. დამახასიათებელია გაუცნობიერებელი ანტიპატია ქალებისადმი, რაც ხშირად დედასთან/ოჯახში არამოტივირებული კონფლიქტებით ვლინდება. მსგავსი ტიპის კომპლექსები ხელს უშლის ადამიანს ემოციური კმაყოფილების მიღწევაში, ბედნიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მათ უჭირთ ემოციური ინტერაქცია სხვა ადამიანებთან, რაც ძალიან ხშირად განპირობებულია საკუთარი თავით უკმაყოფილების გაუცნობიერებელი პროექციებით. საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები თავიანთ მავნე თვისებებს და მანკიერებებს მხოლოდ სხვებში ამჩნევენ და მათ მიაწერენ. ისინი მიდრეკილნი არიან, დაადანაშაულონ ყველა და ყველაფერი საკუთარ შეცდომებსა თუ პრობლემებში, რისი გაცნობიერების არც ძალა აქვთ და, სიმართლე რომ ვთქვათ, არც სურვილი. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ინტენსიური ემოციებისგან განთავისუფლება და მთელი ძალებით ეცადონ ობიექტურად შეაფასონ სიტუაციები, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც პლანეტა მართავს.
• „პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) ის სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).
დამხმარე სტატიები:
მთვარე მთვარის პრინციპები