ავესალომ პადვოდნი
მთვარის შეერთება:
„პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად მოხმარებაში“
მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“ უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.
მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე , ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.
იუპიტერის შეერთება: „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ“
დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას საკუთარი მნიშვნელობის გამძაფრებულ შეგრძნებას ანიჭებს. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, უსიტყვოდ ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.
მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას იძლევა. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, უმართლებს. განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით _ ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.
იუპიტერის შეერთება ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას გულისხმობს. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო; ან ეს გახსნილი არხი სათანადო პიროვნებას გადასცეს. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება იმას გულისხმობს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც სრულიად განსხვავებული წყაროებისგან იღებს. მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ძლიერია ამ ენერგიის უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად ხარჯვის ცდუნებაც. თუმცა თავად შეიძლება ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.
საბავშვო ჰოროსკოპი
თქვენი პატარა მეტად თანამგრძნობი და დიდსულოვანია. ის სიკეთის კეთების ძლიერ შინაგან მოთხოვნას განიცდის. მარტივად მოიპოვებს ნდობას, განსაკუთრებით ქალებში. შინაგანი სიმართლე, წესიერება და საქმიანი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ პატარა ასაკიდანვე თვალშისაცემია. მეორეს მხრივ, ის შეიძლება მიდრეკილი იყოს სიზარმაცისკენ, საკუთარი მოთხოვნების წაქეზებისკენ. ხანდახან მას უჭირს შეჩერება და ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით საკვებში. როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა.
ბავშვს დედა ზედმეტად მზრუნველად ეჩვენება. „ბოლომდე შეჭამე, თეფშზე არაფერი დატოვო!“
Het Monster
ასეთი ადამიანები მარტივად შედიან ნდობაში და ყოველთვის აქვთ სხვების მხარდაჭერის იმედი. დაზიანებული შეერთებისას _ მფლანგველობა, სიზარმაცე და განცხრომა.
კატრინ ობიე
ეს მშვიდი ოპტიმიზმის და ჯანსაღი ეგოიზმის ასპექტია, რომელიც მფლობელს ეხმარება, არამხოლოდ „მშრალად გამოძვრეს“ ნებისმიერი საჩოთირო სიტუაციიდან, არამედ გარკვეული სარგებელიც კი მიიღოს. თბილი და დიდსულოვანი ადამიანია, თუმცა მისთვის დამახასიათებელია „დამპყრობლის“ გარკვეული შტრიხებიც. სულიერი კომფორტი მისთვის უმთავრესია.
ფრენსის საკოიანი
თუ მისი კეთილშობილი ინტერესები და ქველმოქმედება პოლიტიკურ არენაზე ვლინდება, ეს დადებითი კარმის შექმნას უწყობს ხელს. მას ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მხარდაჭერისა და თანაგრძნობის იმედი. ძლიერი ჯანმრთელობა აქვს, რადგან მთვარის ასტრალური სხეული საკმარის ენერგიას იღებს. ხშირად არიან რელიგიის მსახურნი, აღმზრდელები, მეურვეები. თუმცა დაზიანებული შეერთება „მესიის კომპლექსს“ წარმოშობს. ეს ასპექტი არ ქმნის იუპიტერისთვის ტრადიციულ მაწანწალას, რადგან ადამიანი ემოციურად ძალიან მიჯაჭვულია სახლზე, მეგობრებზე, მატერიალურ სიკეთეებზე, განსაკუთრებით თუ შეერთება ფიქსირებულ ნიშანში ხდება (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული).
სერგეი შესტაპალოვი
ძლიერი წარმოსახვისა და ინტუიციის მიუხედავად, ეს ძალიან ნათლად მოაზროვნე ხალხია. მათი მსჯელობა და შეხედულებები თითქმის ყოველთვის სწორია. კეთილშობილი, მეგობრული, გულუხვი, სამართლიანი და თანამგრძნობი ადამიანები არიან.
მამაკაცებში ძალიან თვალშისაცემია ძლიერი მიჯაჭვულობა დედისადმი. ქალებში _ კარგი ჯანმრთელობა, ჯანმრთელი შვილები (ხშირად მრავალშვილიანობა). ბრწყინვალე დიასახლისები, ცოლები და დედები, გულუხვი მასპინძლები არიან.
ასპექტის ნეგატიური მხარე _ უთანასწორო თანაგრძნობა, მაგ.:მდიდრის ღარიბის მიმართ, ბედნიერის უბედურის მიმართ, წარმატებულის წარუმატებლის მიმართ. ეს ასპექტი იცავს მფლობელს უბედურებებისგან. ამიტომ, მას არც ისე კარგად და რეალურად ესმის ტანჯულთა და გზააბნეულთა მდგომარეობა. ვინაიდან მთვარესთან შეერთება ადაპტაციის ძლიერ უნარს იძლევა, მას ლოიალური დამოკიდებულება უყალიბდება არსებული წესრიგის მიმართ და არ შეუძლია (სურვილიც არ აქვს) იბრძოლოს გარემოს შესაცვლელად.
სხვა წყაროები:
ამ ასპექტის საკვანძო თვისება დიდსულოვნება და თანაგრძნობის გამორჩეული უნარია. ეს მეტად ზნეკეთილი, მიმტევებელი და გულთბილი ხალხია. მათთვის უცხოა დეპრესია და ნეგატიური განწყობები. ეს ასპექტი თანაგრძნობისა და სხვების გაგების ექპანსიურ უნარს იძლევა. თუმცა ხანდახან აჭარბებენ კიდეც, სხვების საჭიროებების დაამების მცდელობაში.
ზოგჯერ გაკერპებაც იციან და ზედმეტ თავდაჯერებას ავლენენ. საქმე ის არის, რომ მართალია, იუპიტერი კეთილი და დიადია, მაგრამ ის ასევე მართავს „სწორისა და არასწორის“ კონცეფციას. ამიტომ, ვინაიდან იუპიტერი მთვარეს უერთდება, ამ ადამიანებს ძალიან გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება და სურთ, ყველას გააგებინონ საკუთარი მოსაზრებები.
თუ მათ გარემოცვაში ვინმე სულით დაეცა, ეს ადამიანები პირველები მიირბენენ მათ წამოსაყენებლად და რჩევების მისაცემად. მართალია, ყველას არ უყვარს საკუთარ ემოციებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა და ამიტომ, მათ დახმარებას ხანდახან სათანადოდ არც აფასებენ, მაგრამ მათი გულითადი მიდგომა, როგორც წესი, ასევე გულღიად მიიღება.
არიან უაღრესად ინტუიციურნი. მათი შინაგანი გულისთქმა და წინათგრძნობა უმეტესად პირდაპირ მიზანში ხვდება. ამიტომ, „იღბლიანი“ ადამიანების რეპუტაცია აქვთ. საინტერესოა, რომ მიუხედავად ასეთი გამგებიანი და შემწყნარებელი ბუნებისა, ძალიან უყვართ ჭკუის დარიგება. ეს იმიტომ, რომ მათი ემოციური ბუნება(მთვარე) ხელდახელ მუშაობს მათ უმაღლეს გონებასთან(იუპიტერთან) ერთად.
გარდა ამისა, ამ ადამიანებს არაჩვეულებრივი იუმორის გრძობა აქვთ, რაც მათ სასურველ კომპანიონად აქცევს ნებისმიერ საზოგადოებაში. ისინი ბრწყინვალე მასწავლებლები და ხალისიანი მთხრობელები არიან. მათი ინტერესები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული წარსულთან, ისტორიასთან, მსოფლიო მასშტაბის ძველ კულტურებთან.
ცნობილი ადამიანები მთვარე-იუპიტერის შეერთებით: Angelina Jolie, Helen Hunt, Alice Cooper, Clint Black, Robert Urich, Bob Dylan, Al Gore, Andy Griffith, Barbara Hershey, Merv Griffin, Prince William, Louis Riel, Venus Williams…