ავესალომ პადვოდნი „ასპექტები“
მთვარის შეერთება: „პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად მოხმარებაში“
მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“ უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.
მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე , ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.
მერკურის შეერთება:
„საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც“
მერკურისთან შეერთება პლანეტას ძლიერ მენტალურ შეფერილობას აძლევს, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ადამიანი, მერკურისა და ვენერას შეერთებით, სასიყვარულო ურთიერთობებში იმდენად კეთილგონიერი და ანგარიშიანი იქნება, ნებისმიერ ბუნებრივ, სპონტანურ და ცოცხალ შეგრძნებას ძალიან მოკლე დროით განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მერკური ვენერაზე ძლიერია. სამწუხაროდ, ეს მენტალური შეფერილობა სულაც არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება). ინდივიდი, ბუნებრივია, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება.
გონება (მერკური) მართალია უხეშია(პირველი ოქტავა), მაგრამ საკმარისად მოქნილია. მას შეუძლია ახალ გარემოებებს მიესადაგოს და თავისი გავლენის მეთოდები შეცვალოს. ამიტომ, მერკურისთან შეერთების დამუშავება, პირველ რიგში, მერკურის დამუშავებით მიმდინარეობს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. (მაშადამე, მერკურიმ პლანეტის პრინციპები კი არ უნდა შეითავსოს ან ჩაანაცვლოს, არამედ პლანეტა უნდა დაეხმაროს). ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან აზროვნების მექანიზმის გადაწყობა სოციალური შტამპების უარყოფას მოითხოვს, რომ უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე გადავიდეს, რომლითაც ადეკვატურ ურთიერთქმედებას შეძლებს პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე, მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელმაც ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე, მისი მოდელირება უნდა საკუთარ გონებაში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა, რაც იმით გამოიხატება, რომ მერკური ფაქიზი და კრეატიული ფორმებით აძლევს მიმართულებას პლანეტების პრინციპებს, როდესაც მას ეს სჭირდება.
„საბავშვო ჰოროსკოპი“
თქვენი პატარა მეტად ინტუიციური, მეოცნებე გონებით გამოირჩევა. მას განსაკუთრებული უნარი აქვს, „იგრძნოს“ გარშემომყოფების აზრები. შესაძლოა ძალიან ენაწყლიანიც იყოს. მას ძალიან მოსწონს ადამიანებთან კომუნიკაცია. თუმცა შესაძლოა მიდრეკილი იყოს ნევროზებისკენ.
დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობა თავისუფალი ხასიათისაა. ბავშვი დედას კომუნიკაბელურ ადამიანად აღიქვამს.
Het Monster
ცნობიერისა და ქვეცნობიერის მჭიდრო კავშირი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების ობიექტური შეფასება. იღბლიანი შეერთებისას, გრძნობებს გონება აკონტროლებს. მას მარტივად შეუძლია შეაღწიოს და გაანალიზოს თავის ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესები. უიღბლო შეერთებისას, თუ მთვარე მერკურიზე ძლიერი აღმოჩნდა_ მისი აზრები მკაფიოდ ემოციური იმპულსებით იქნება ნაკარნახები, რაც მოგვცემს მტკივნეულ რეაქციებს შენიშვნებსა და კრიტიკაზე. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ოჯახურ საქმეებს, საკუთარ ჯანრმრთელობას. კარგად შეუძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა ზეპირად თუ წერილობით. დიდ სიამოვნებას იღებენ მოგზაურობისას, აზრთა გაცვლა-გამოცვლით. თუ შეერთება სხვა ასპექტით არის დაზიანებული, მაშინ ის ყბედი ადამიანი იქნება. უმცირესი რთული ასპექტის შემთხვევაშიც (სხვა პლანეტასთან) _ ძლიერი მიდრეკილება ნერვული დაავადებების მიმართ.
კატრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
ემოციების და გონების ერთიანობა ადაპტაციის შესანიშნავ უნარს, მდიდარ ფანტაზიებს და თავისუფალ თვითგამოხატვას იძლევა. ის წარმოსახვითი სამყაროსგან უფრო მეტ ძალას იღებს, ვიდრე რეალობისგან.
ფრენსის საკოიანი
ადამიანი ობიექტურად აფასებს თავის ემოციურ ბუნებასა და რეაქციებს, ძირითადად, სხვა ადამიანებზე. მისი ცნობიერი აზრები და ურთიერთობები მყისიერად აისახება მის ემოციურ რეაქციებზე, განსაკუთრებით სხარტად რეაგირებს იმაზე, რას ფიქრობენ სხვები მასზე. მაგრამ თუ ეს შეერთება ძლიერ დაზიანებულია, გრძნობები გონებაზე იმარჯვებს და მაშინ ადამიანის აზრები ემოციურ შეფერილობას იძენს. დადებით შემთხვევაში, ეს ასპექტი ადამიანს წვდომას აძლევს ქვეცნობიერში დაგროვებულ ინფორმაციაზე. დიდ ყურადღებას უთმობენ ოჯახს, კვებას და ჯანმრთელობას.
სერგეი შესტაპალოვი
მთვარე და მერკური ნეიტრალური პლანეტებია. ამიტომ, მათი შეერთება შეიძლება ატარებდეს როგორც პოზიტიურ ისე ნეგატიურ ხასიათს.
დადებით თვისებები_უნარიანი, მოქნილი, სხარტი გონება. ოქროს ხელები, პოპულარობა. ცნობადობა, აღიარება, დიდება, პატივი. ნიჭიერება მეცნიერებასა და ლიტერატურაში. იღბლიანი, სასარგებლო მოგზაურობები. დადებით ცვლილებები.
უარყოფითი თვისებები_ ცვალებადობა, კამათი, მიდრეკილება კავშირების გაწყვეტისა და განშორებებისკენ.
სხვა წყაროები
ამ ადამიანებს თითქოს პირდაპირი მილსადენი აქვთ თავის ემოციებსა და გრძნობებთან. ამიტომ, ისინი ძალიან მარტივად საუბრობენ საკუთარ თავზე. მეორეს მხრივ, მათთვის დამახასიათებელია გრძნობების რაციონალიზაცია და შესაბამისად, დაბალი მგრძნობელობა. ეს იმიტომ, რომ მთვარე განასახიარებს გრძნობებს, მერკური კი უმდაბლეს გონებას ანუ იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მიღება-გაცემის პროცესზე, მიღებული შთაბეჭდილებების ანალიზზე, აზრებისა და ფიქრების დახარისხებაზე. გარკვეულწილად, მთვარე-მერკურის შეერთება ძალიან ჰგავს მთვარეს ტყუპებში.
ისინი ძალიან ექსპრესიულად და ცოცხლად საუბრობენ, უზარმაზარ ინფორმაციას ისრუტავენ გარშემომყოფებისგან. უყვართ საუბარი და იდეების გაცვლა. მათ საოცარი მეხსიერება აქვთ. იმ შემთხვევაშიც, თუ მორცხვები არიან, მას შემდეგ რაც დაგიმეგობრდებიან, სიამოვნებით საუბრობენ წარსულში თავს გადამხდარ ისტორიებზე. უმეტესად მათი საუბრის თემა ორიენტირებულია ყოველდღიურ საკითხებზე, ვიდრე ფართომასშტაბიან ფილოსოფიაზე. ისინი მარტივად ერგებიან გარემოებებს, თუმცა კი ძლივს უმკლავდებიან მძიმე ემოციებს. დამახასიათებელია ძლიერი ცნობისმოყვარეობა, ზოგიერთი პირდაპირ დამოკიდებულია ჭორაობაზე.
იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს წმინდა ემოციების განცდის საშუალება მისცენ, ეს ადამიანები მუდმივად ფიქრობენ და საკუთარ თავს ეკითხებიან, რას გრძნობენ. მათ სურთ ზუსტი განსაზღვრება მოუძებნონ თავიანთ გრძნობებს, ვიდრე მართლა იგრძნონ რამე და ეს ხშირად ხდება პრობლემა.
მეორეს მხრივ, ისინი კომუნიკაციის ნამდვილი ექსპერტები არიან. არაჩვეულებრივად მოხერხებულად აგვარებენ პრობლემებს, რადგან სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი პრობლემა, ანალიზის შედეგად, ლოგიკურ პასუხებამდე მისვლით გვარდება. ძალიან უყვართ კიდეც სხვების დახმარება. ხანდახან მათი რჩევები ზედმეტად რაციონალურად და ლოგიკურად ჟღერს, თუმცა, როგორც წესი, მათ კეთილშობილური ზრახვები ამოძრავებთ. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ცუდ ხასიათზე არიან, საკმაოდ რთულია მათი გაგება, რადგან ძალიან უჭირთ აზრების ნათლად გადმოცემა. ისინი ასევე მგრნობიარედ რეაგირებენ მათი აზრების და იდეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე.
მათ თვალებში მუდმივად ნაპერწკლები ელავს. სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ იყოფენ, მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვთ, მრავალფეროვნები არიან და ამიტომაც უყვართ მეგობრებს, რომელთაც ბევრს აცინებენ. უყვართ მოსმენა! დიახ, ისინი ბევრს ლაყბობენ და ხშირად საუბარსაც გაწყვეტინებენ, მაგრამ, იმავდროულად, საკმაოდ ცნობისმოყვარე ხალხია, ვისაც გულწრფელად აინტერესებს თქვენი აზრები. აზრების გაზიარება მათთვის ნამდვილი სიამოვნებაა. სხვათა შორის, მათ ყველაზე მარტივად შეუძლიათ აგალაპარაკონ, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან რეცეფციული და გულისხმიერები არიან.