მთვარის შეერთება აღმავალ/ჩრდილოეთის კვანძთან
მთვარის და რაჰუს შეერთება ბედნიერების ასპექტია. კარმის დადებითი გავლენა, რაც ადამიანმა წინა ინკარნაციებში ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზრუნვით დააგროვა. ინსტინქტური უნარი აქვს, იგრძნოს და ადაპტირდეს მიმდინარე მოვლენებთან. წარმატებით სარგებლოს ქალებში, ფართო პუბლიკასთან. თანდაყოლილი ყნოსვა აქვს საზოგადოებაში მიმდინარე ტრენდებზე. შეუძლია ნებისმიერ მოძრაობას შეურთდეს, ისე რომ არც დაფიქრდეს შედეგებზე. ენთუზიაზმის გამო, პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ, მისთვის სასარგებლო იქნება საჯარო ურთიერთობები(პიარი), გასართობი ინდუსტრია, ვაჭრობა, პოლიტიკა.
სახლი, ოჯახი და ემოციური შეგრძნებები მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია. ზოგადად, უსაფრთხოების და მზრუნველობის თემები მკაფიოდ ხაზგასმულია. დედის (გამზრდელის, მომვლელის) ფიგურა ღრმა ანაბეჭდს ტოვებს ამ პიროვნების უსაფრთხოების შეგრძნებაზე. არ არის გამორიცხული საკვებს/ჭამას/ მაძღობას განიხილავდეს უსაფრთხოებად. ძალზედ მოწყვლადია გარშემომყოფთა განწყობის მიმართ. ყოველთვის ცდილობს იზრუნოს და დაიცვას როგორც სხვები, ისე საკუთარი თავი და ბევრს მუშაობს ამ ორ მიმართულებას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად.
მთვარის შეერთება დაღმავალ/ სამხრეთის კვანძთან
რთული ასპექტია. განსაკუთრებით უჭირთ დროის მენეჯმენტი, მუდამ აგვიანდებათ. საკუთარი არასაიმედოობის გამო, არც სხვების იმედი აქვს და დგას ასე, თავისი განცდებით, მთელი სამყაროს წინააღმდეგ. იზოლაციას და უარყოფითი ემოციების ძლიერ გავლენას ხშირად მიჰყავს დეპრესიისკენ, რასაც შედეგად მოჰყვება გაუცხოება. სამაგიეროდ, დისციპლინირებულად, ორგანიზებულად, კონცენტრირებულად მუშაობს და არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია. ცხოვრებისეულ სირთულეებს მამაცად ხვდება. ეს ასპექტი იმის მაუწყებელია, რომ წარსულ ცხოვრებაში ადამიანი ბოროტად სარგებლობდა თავისი მდგომარეობით.
ამ პიროვნებაში აქცენტირებულია ემოციური მოწყვლადობა, რის გამოც გადაჭარბებულ მზრუნველობას, იჭვნეულობას, უნდობლობას ავლენს დედის ფიგურის და ოჯახის წევრების მიმართ. მათ ხშირად აქვთ ისეთ განცდა, რომ აკლიათ უპირობო, უსაზღვრო სიყვარული. შეიძლება ჰქონდეთ ოჯახის შექმნის, ემოციური დამოუკიდებლობის შიში.