მთვარის და პლუტონის შეერთება

მთვარის და პლუტონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მთვარის შეერთება :

„პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად  მოხმარებაში“

მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“  უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება  და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.

მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.

 

პლუტონის შეერთებაადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს”

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ  მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი, ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა იმდენად სავსეა შინაგანი განცდებით, რომ მას მთალიანად ემოციები მართავენ.  უზარმაზარი მაგნიტური ძალა აქვს, თუმცა ხშირად არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. კარგი იქნება, თუ ამ ძალის მართვას ასწავლით, თუმცა ისიც უნდა აუხსნათ, რომ საკუთარ გრძნობებს არ უნდა დაუპირისპირდნენ და არ მიჩქმალონ.

ბავშვი დედას აღიქვმას, როგორც ძლევამოსილ, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე პიროვნებას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს ფლობს. ხანდახან ბავშვს ჰგონია, რომ დედას კეფაზეც თვალები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ  ამ ბავშვთან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა დაამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ისეთი განცდა ეუფლება, რომ დედა მთლიანად შთანთქავს მის იდენტობას.

 

 

Het Monster

სტაბილური გრძნობები. ოკულტური უნარები. ძლიერი ზეგავლენა სხვებზე. მიდრეკილნი არიან წარსულის დავიწყებისკენ. მათი ემოციური განცდები დაფუძნებულია აწმყოზე. უყვართ მძაფრი შეგრძნებები და ცხოვრებაში ყოველთვის „მახვილ მოსახვევებს“ ეძებენ. ხანდახან უტაქტობას იჩენენ ახლობლების მიმართ. მათი სიმძაფრე და ძალაუფლება განსაკუთრებით აშინებს ქალებს.

 

 

კატრინ ობიე

გრძნობების სფერო პირდაპირ კავშირშია არაცნობიერთან და სწორედ მისი შემცველობა ბადებს ძალას ან სისუსტეს. ეს ადამიანი ძალიან სიღრმისეულად და მძაფრად გრძნობს სამყაროს, ადამიანების თუ ნივთების სირთულეს. იმდენად, რომ უმარტივესი სიტუაციების გართულებაც შეუძლია. დედის ფიგურა  უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ხანდახან წნეხის ქვეშაც აქცევს მათ, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ამ ასპექტის მფლობელ ქალებს, რომელთაც ძალიან უჭირთ საკუთარი თავის გაიგივება დედასთან.  მთელი მისი ცხოვრება შეიძლება აგებული იყოს დედის ცხოვრებისეული მაგალითების უარყოფაზე. ქალიშვილი დედის სრული ანტიპოდია. სწორედ ამის გამო, ამ ასპექტის მქონე ქალებს  ძალიან უჭირთ ქალის როლის მორგება. მამაკაცებში კი დედის სახების გავლენა ერთგვარ გაურკვევლობას ბადებს_ჰიპნოტურ მიზიდულობას ქალისადმი, რომელსაც თითქმის მაგიურ ძალაუფლებას მიაწერს.

 

ფრენსის საკოიანი

ასეთი ადამიანი მაგიურად ზემოქმედებს გარშემომყოფებზე, თანაც მეტად დახვეწილი ფორმებით, თითქმის შეუმჩნევლად. ხშირად მთლიანად ანადგურებენ წარსულს, რომ  ახალი საძირკველი ააგონ ემოციური განცდებისთვის. უშიშრები არიან და სიამოვნებით რისკავენ. პლუტონი სიკვდილისა და გარდასახვის პრინციპის მატარებელია და ხშირად უბიძგებს ადამიანს რადიკალური ცვლილებებისკენ. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ძალიან დრამატულად იქცევიან, რასაც ოჯახში მოულოდნელი ცვლილებები მოჰყვება. ქალები რიდით ეპყრობიან, ხანდახან პირდაპირ ეშინიათ მათი.

 

სერგეი შესტაპალოვი

თვითდამკვიდრება, დიქტატი, ავტორიტარიზმი.  უზარმაზარი თავდაჯერება, ხანდახან ქედმაღლობაც. მოუქნელობა, შეუწყნარებლობა. ადაპტაციის უნარის მწვავე უკმარისობა. მბრძანებლობა. სხვების გრძნობებით მანიპულირება.

დადებითი მხარეები: უზარმაზარი პატივმოყვარეობა, რაც დადებითი სტიმული ხდება პირადი მიღწევებისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. შეუძლია ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს. დაჟინებულობა. ბრძოლა წარმატებისა და პოპულარობისთვის.

 

 

სხვა წყაროები:

ემოციური დაკმაყოფილება მათთვის მეტად სიღრმისეული და კომლექსური ხასიათისაა. ერთის მხრივ, ისინი ეძებენ უკიდურესად ინტენსიურ ემოციებს; მეორეს მხრივ, ხანდახან მათ აშინებთ საკუთარ ემოციური ბუნება, რომელსაც გულმოდგინედ მალავენ. ამრიგად, იმპულსურობა ის გვერდითი ეფექტი აღმოჩნდება ხოლმე, რომლითაც ემოციები მათ ცნობიერებასა და საღ აზრზე იმარჯვებს. მათ მიჯაჭვულობის სერიოზული შინაგანი მოთხოვნა აქვთ, თუმცა იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ამით შესაძლოა დაზარალდნენ, რაც ძლიერ აშინებთ.

ეს დაბადებით ფსიქოლოგი ხალხია, რომლებიც მშვენივრად იჭერენ ყველა იმ ადამიანის წყალქვეშა დინებებს, ვისთანაც კონტაქტში შედიან, თითქოს ემოციური საცეცები აქვთ. თუმცა ეს უნარი ხანდახან მათ საწინააღმდეგოდაც ტრიალდება. თუ ამ ასპექტის უნარები კონსტრუქციულად გამოიყენება, მათ შეუძლიათ განკურნონ სხვები _ თანხმობაში მიიყვანონ საკუთარ მოტივებთან, გაანთავისუფლონ შინაგანი შიშებისგან, გააგებინონ მათი ქცევების თვითდესტრუქციულობა. თუმცა ამის განხორცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგივე პრობლემებს საკუთარ თავში გაუმკლავდებიან.

კიდევ ერთი ნეგატიური თვისება: მათ შეიძლება  იმაზე ბოროტი განზრახვა დაინახონ სხვებში, ვიდრე რეალურად არსებობს, რაც დაკავშირებულია  დანაკარგისა და ვერაგობის შიშებთან. თუ ისინი მუხანათობას ელიან, მარტივად „დაინახავენ“ იქ, სადაც მინიშნებაც კი არ არის მასზე.

დედის ფიგურისადმი უკიდურესი მგრძნობიარობის გამო, სავსებით დასაშვებია, რომ  ბავშვობაში მისგან შთანთქეს წყენის, დაჩაგრულობის და უნდობლობის შეგრძნებები. ისინი ყოველთვის სამკვდროდ არიან მიჯაჭვულნი საკუთარ დედებს, რაც  ძლიერი სიყვარულით ან არანაკლებ ძლიერი სიძულვილით ვლინდება. სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებს ხშირად საკუთარი დედებისგან აქვთ შესისხლხორცებული მათი კრიზისები, რაც ძალიან აზარალებს მათ ცხოვრებას. უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეს დედისა და ოჯახის გავლენისგან, რომ თავი დააღწიონ მათთან კონფლიქტურ ემოციებს. თუმცა პრობლემისგან სრულად განკერძოება არც ისე ჯანსაღი მეთოდია პასუხების მისაღებად, რადგან ბავშვობის პრობლემებისთვის თვალებში ჩახედვა  გარკვეულწილად აუცილებელიც კი არის ყოველი ადამიანისთვის. მუსიკა ნამდვილად კარგი საშუალებაა  ემოციური დრამებისგან განთავისუფლებისთვის.

ამ ადამიანებს ხშირად აწუხებთ უარყოფის ან დაკარგვის შიში, რაც ძალიან მჭიდრო მიჯაჭვულობის საბაბი ხდება. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ ბორკილების მოშვება იმ ადამიანებისთვის, ვინც მათთვის ძალიან ძვირფასია, რადგან მათი საყვარელი ადამიანები, როგორც წესი, თავს ხაფანგში გრძნობენ მათთან. თუ ძალიან შორს შეტოპეს, შეიძლება  საკუთარ თავს უბედურებაც მოუტანონ. თუ ისინი ეცდებიან მუდმივად აკონტროლონ სხვების ემოციები, (როგორც თავიანთ გრძნობებს აკონტროლებენ) , მაშინ საკუთარ თავს უნდა დაეკითხონ, რისი ეშინიათ და კარგად გამოიკვლიონ შინაგანი შიშები, რადგან ამგვარი ობსესურ-კომპულსური ქცევები ნამდვილად მიტოვების შიშით არის გამოწვეული.

ამ ადამიანებისთვის ზედაპირული ხილვადობა არასდროს არის საკმარისი. მათი ემოციური შიმშილი უწყვეტ კვებას მოითხოვს. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მათ აუცილებლად ექნებათ ფსიქოლოგიასთან შეხება, თუმცა მაინც საკუთარ ინსტინქტებს და გამოცდილებას უფრო ენდობიან, ვიდრე აკადემიურ თეორიებს.

ქალები, მთვარე-პლუტონის შეერთებით, დიდი პოპულარობით სარგებლობენ, თავიანთი ინტენსიური ემოციურობის გამო. თუ ისინი თავიანთ ემოციებს უღრმავდებიან, მათი იქიდან ამოთრევა ძალინ რთულდება. მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავთ ასეთი ქალები, თუმცა რაც უფრო უახლოვდებიან, მით უფრო მეტ დაძაბულობას და უმწეობას გრძნობენ საკუთარ თავში. ქალებს მათი ეშინიათ, განსაკუთრებით თუ ბავშვობიდან დედასთან უნდობელი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ამის გამო, ზოგადად, ქალებს აღარ ენდობიან. ვინაიდან მთვარე დედის სიგნიფიკატორია, პლუტონი კი უმართავი პლანეტაა, ეს ასპექტი იმის მანიშნებელია, რომ მათი დედა ძალიან ცუდად უმკლავდებოდა საკუთარ ემოციებს, რაც განსაკუთრებით მძაფრად აისახა ქალიშვილზე. ამის გამო, მათ ხშირად აქვთ ხოლმე მიტოვებულობის განცდა. ამრიგად, დედასთან ურთიერთობა  აუცილებლად საჭიროებს დამუშავებას და კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვას. ამ ასპექტის სირთულეების გაცნობიერება მნიშვენლოვნად აისახება ადამიანებთან ურთიერთობაზე. ამიტომ, თუ მათ შინაგანი შიშის ან ბლოკირების განცდა აქვთ, აუცილებლად უნდა შეამცირონ საკუთარი ენერგიის ინტენსივობა, თუ, რა თქმა უნდა, სურთ, რომ ვინმე მართლა ეზიაროს მათ სიწმინდეებს.

 

ცნობილი ადამიანები მთვარე-პლუტონის შეერთებით:  Jeffrey Archer, Meredith Baxter, Judy Blume, Bette Davis, Adelle Davis, Catherine Deneuve, Leonardo DiCaprio, Phyllis Diller, Amelia Earhart, Jodie Foster, Eva Gabor, Anne Heche, k.d. Lang, O. Henry, Geraldo Rivera, Barbra Streisand.


About Qet

Scroll To Top