მთვარის და სატურნის შეერთება

მთვარის და სატურნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მთვარის შეერთება:

პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად  მოხმარებაში

მთვარესთან  შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“  უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება  და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.

მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე , ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.

 

სატურნის შეერთება:

„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის სიღრმისეულად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურისთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის შეეცდება უგულვებელყოს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება, სიტყვა სიტყვით, გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციის სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყის ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იძლევა იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს. თუმცა, იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

„საბავშვო ჰოროსკოპი“

თქვენი პატარა შრომისმოყვარე და გამჭრიახია, მაგრამ მიდრეკილია სევდიანობისა და სასოწარკვეთისკენ. მას აკლია თავდაჯერება და ამიტომ საკუთარი ემოციების გამოვლენასაც ერიდება. მას მიაჩნია, რომ ერთ-ერთ მშობელს, შეიძლება ორივესაც, არ უყვარს და თავს ძალზედ მარტოსულად გრძნობს.

მშობლებმა რაც შეიძლება მეტი სითბო და დადებითი ენერგია უნდა მისცენ ბავშვს და ხშირად შეაქონ. ასევე რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ასწავლონ შიშებთან გამკლავება.

 

 

Het Monster

ეს ადამიანები წარსული ტკივილების და ძველი ჭრილობების ტყვეები არიან. თუ რუკაში სხვა, მკაფიოდ გამოხატული ოპტიმისტური ასპექტები არ არის, მაშინ  მარტოხელა მელანქოლიკებად ყალიბდებიან. სამაგიეროდ, ძალიან პრაქტიკული და რეალისტი ხალხია. თუ შეერთება VIII სახლშია, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ წყალთან.

 

კატრინ ობიე

დადებითად ასპექტირებული შეერთება: ფაქიზი მგრძნობიარობის და სიმტკიცის გაერთიანებას გულისხმობს. ეს გაწონასწორებული და თავშეკავებული ტემპერამენტის მქონე ხალხია. ისინი სრულიად აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს. თავდაჯერების წყაროებს მატერიალურ ფასეულობებში, ძირითადად ოჯახში, ეძებენ. დამახასიათებელია სიმშვიდის და განმარტოების მოთხოვნა. აკლიათ წარმოსახვა და გარემოსთან ადაპტირების უნარი, რადგან გონება ამუხრუჭებს სულიერ აღტკინებებს. ის თავდადებით ერთგულობს ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს, თუმცა ხასიათში  სინაზე და ადამიანური სითბო აკლია.

ნეგატიურად ასპექტირებული შეერთება: ფიქსაცია წარსულის პრობლემებსა და ბავშვობის მტკივნეულ განცდებზე. ეს „დედის ძუძუდან მოწყვეტის“ კომპლექსის ტიპური ასპექტია. ბავშვი ვერაფრით ეგუება დედის სხეულიდან გამოცალკევებას და აქიდან უვითარდება მარტოობის შიში, დაუცველობის განცდა და ვერაფრით ახერხებს გაზრდას. ფიქსაცია(სატურნი) ბავშვობაზე(მთვარე). კომპენსაციის ფორმით მას უვითარდება სიძუნწე ან საკუთარ თავთან განმარტოების მოთხოვნა.

ზოგადად, როგორც ნებისმიერი სხვა ასპექტის ან მდებარეობის შემთხვევაში, ბევრია დამოკიდებული პიროვნების განვითარებაზე.

 

ფრენსის საკოიანი

ეს ადამიანი თვითიდენტიფიკაციას ახდენს ისეთ მატერიალურ ფასეულობებსა და ნივთებთან, რასთანაც მოგონებები აკავშირებს. ფართოდ გავრცელებულია მელანქოლია, განსაკუთრებით თუ რუკაში სხვა ოპტიმისტური ასპექტები არ არსებობს.  შეიძლება გამოვლინდეს კონსტრუქციულობის ან დეპრესიის ფორმით, რაც დამოკიდებულია პიროვნების განვითარებაზე.

 

 

სერგეი შესტაპალავი

„ეშმაკის ბეჭედი“.  ბნელი ძალების მსხვერპლი ან იარაღი. ეს  სულიერი ტანჯვისა და ტკივილის, პესიმიზმის, მოწყენილობის, იმედგაცრუებების, სასოწარკვეთის, დეპრესიისკენ მიდრეკილების ასპექტია. მათ არ სწამთ ნათელი მომავლის და მეტად უხალისოდ ურთიერთობენ გარესამყაროსთან. შესაძლოა ახასიათებდეთ სიძუნწე, სიზარმაცე, გაუბედაობა, ფობიები, შიშები, უნდობლობა, შური, ცბიერება, პედანტიზმი. ხშირად უწევთ ბრძოლა არაერთ სირთულესთან. თითქმის ყოველთვის უკმაყოფილონი არიან და ამიტომ, არაერთ დადებით შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან. სიღარიბის, ჭორების, შერცხვენის ალბათობა.  სუსტი ჯანმრთელობა, მენინგიტის საფრთხე. უბედური ქორწინება.

დადებითი მხარეები: სულიერი სიღრმე, სიმტკიცე, დისციპლინა, მეთოდურობა, სერიოზულობა, შრომისუნარიანობა, ყველაზე რთული და მოსაწყენი სამუშაოს შესრულების უნარი. ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

სხვა წყაროები:

ამ ადამიანებთან ურთიერთობისას, მარტივად შეამჩნევთ მათ ფრთხილ, უნდობელ და თავდაცვით დამოკიდებულებას და მართალიც იქნებით. მათ, ისე როგორც არავის, შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი.  მათი რეაქციები მკაცრად დისციპლინირებულია. ამიტომ, გარშემომყოფები  ცივ ადამიანებად აღიქვამენ. მეტად პრაქტიკული და საქმიანი დამოკიდბულება აქვთ ემოციების სამყაროსთან. თუმცა  მაინც უფრო მრთებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათ ეშინიათ ემოციების გამოვლენის. განსაკუთრებით ძლიერია უარყოფის შიშს. ზოგიერთი პირდაპირ დემონსტრაციული სიცივით ინიღბება, გარშემომყოფთა დასარწმუნებლად, რომ მათ სულაც არ სჭირდებათ სინაზე და მზრუნველობა. უბრალოდ ისინი ძალიან თაშეკავებულნი არიან საკუთარი საჭიროებების გამოხატვის თვალსაზრისით.  ამიტომ, თითქმის ყველასთან გაწვდილი ხელის დისტანციას მაინც ინარჩუნებენ. ეს მათი ინსტინქტური რეაქციაა.

მეორეს მხრივ,  თავდაჭერილობა და ემოციებისგან აბსტრაგირების უნარი დიდ დახმარებას უწევთ კარიერულ წინსვლაში. გარშემოყმოფები მშვენივრად ამჩნევენ და აფასებენ კიდეც მათ პრაქტიკულობას და პასუხისმგებლობას.

ეს ადამიანები ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ ცხოვრებას და საკუთარ თავსაც. უკეთესად ურთიერთობენ ასაკით უფროსებთან. განსაკუთრებით სიყმაწვილის წლებში. თუ არ იფრთხილეს, შესაძლოა განუვითარდეთ ქრონიკული პესიმიზმი _ უსიამოვნო შეგრძნება, რომ  განგებამ ტანჯვისთვის გაწირა. მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ ამ წამგებიანი დამოკიდეუბლებისგან თავის დასაღწევად, რადგან ამგვარი განწყობა შეიძლება „წინასწარმეტყველურიც“ აღმოჩნდეს. ჩვენ ხომ ზუსტად იმას ვიღებთ ცხოვრებაში, რასაც მისგან ველოდებით.

ზოგიერთი მათგანი ქვეცნობიერად ერთვება რთულ ან/და უბედურ ურთიერთობაში. ეს იმიტომ, რომ ისინი იმდენად მიჩვეულნი არიან წინააღმდეგობებს, თავს გაცოცხლებულადაც კი გრძნობენ, როდესაც სირთულეს გადალახავენ.  თავი უნდა არიდონ დანაშაულის გრძნობას, როდესაც ემოციურ სიამოვნებას განიცდიან. შიში არ აძლევთ საშუალებას, სრულყოფილად განიცადონ ემოციური გამოცდილება. როდესაც ისინი საკუთარ თავს ზრუნვის და სინაზის მიღების საშუალებას აძლევენ, შინაგანი ხმა აფრთხილებს, რომ მათი მისამართით გამოჩენილი მზრუნველობა შესაძლოა არ იყოს გულწრფელი ან საკმარისი. მათ ურჩევნიათ თავი აარიდონ ემოციურ რისკებს, ვიდრე ვინმეს მიახლოების საშუალებას მისცენ. არის მათ აურაში რაღაც სანდო, რის გამოც ადამიანები მარტივად ეყრდნობიან. ზოგიერთი ძალიან მხიარულია, საოცრად სარკასტული იუმორის გრძნობით.

როგორც წესი, გაჭირვებული ბავშვობა აქვთ.

 

ცნობილი ადამიანები მთვარე-სატურნის შეერთებით: Ray Davies, Sheena Easton, Joan Crawford, Ted Danson, David Bowie, Loni Anderson, James Arness, Chris Evert, Bob Dylan, Hermann Hesse, Jon Voight, Mata Hari, Gwyneth Paltrow, Conan O’Brien.


About Qet

Scroll To Top