მთვარის და ურანის შეერთება

მთვარის და ურანის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მთვარის შეერთება :

პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად  მოხმარებაში

მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“  უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება  და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.

მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.

ურანის შეერთება:  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება იუმორის გრძნობას განავითარებს.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს შეერთება უფრო საშიში იქნება გარშემომყოფთათვის, ვიდრე თავად ასპექტის მფლობელისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც მის აქტივაციას იწვევს_სწორედ მათთან ხდება იდეების და ენერგიის მოულოდნელი აფეთქებები.

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ხშირად იმპულსურად და არაპროგნოზირებადად იქცევა. მას დამოუკიდებლობის ძლიერი მოთხოვნა აქვს, როგორც აზროვნებაში ისე საქმეებში. განწყობაც სრულიად მოულოდნელად, ელვისებური სისწრაფით ეცვლება. მას მეტად ორიგინალური ფანტაზიები აქვს. თუმცა მისთვის ასევე დამახასიათებელი იქნება გაღიზიანება, ახირებულობა, ქარაფშუტობა.

ბავშვი დედას ხედავს, როგორც განუმეორებელ, უნიკალურ პიროვნებას, რომელიც ყველა სხვა ბავშვის დედისგან გამოირჩევა. დღის გაკრვეული პერიოდში დედა მისთვის ხელმისაწვდომია, სხვა პერიოდში_ მოუწვდომელი. დედა მაქსიმალურად უნდა ეცადოს მისი ემოციების ჰარმონიზებას.

Het Monster

კარგად განვითარებული ინტუიცია. ხასიათის მოულოდნელი ცვლა. მათი სახლი ხშირად მეგობრების, ჯგუფური აქტივობებისთვის ხელსაყრელი შეხვედრის ადგილია.

დადებითად ასპექტირებული შეერთება_ გამჭრიახობა, გამომგონებლური უნარები.

ნეგატიურად ასპექტირებული შეერთება _  გაღიზიანება, ახირებულობა, არასაიმედოობა, ნერვული ან/და ფსიქიკური დაავადებების საფრთხე.

მამაკაცები მიდრეკილნი არიან ოჯახის/ქალის(ცოლის ფიგურა) მიტოვებისკენ.

მათი გადარწმუნება შეუძლებელია. მათ აღაფრთოვანებთ ყოველივე უჩვეულო და სასწაულებრივი. შინაგანი თავისუფლების ძლიერი მოთხოვნა.

კატრინ ობიე

დამოუკიდებლობის, უნიკალობის განცდასთან შეთავსებული ემოციურობა საკმაოდ ექსცენტრულ პიროვნებას მოგვცემს. ოჯახური კერის სითბოს და სინაზის მიმართ შესამჩნევად გულგრილია. ემოციურობა ძლიერია, თუმცა კი ძალიან არასტაბილური და გაფანტული. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ადამიანი რამეს სიღრმისეულდ განიცდის. განწყობის ხშირი ცვლა.

ფრენსის საკოიანი

ამ ადამიანის ემოციები, ისევე როგორც მისი ოჯახური სიტუაციები, ცვალებადი და ორიგინალურია. ცუდი ასპექტაციისას, ახირებული და თავქარიანია. ემოციური აღმაფრენა მუდმივ სტიმულს საჭიროებს, ორიგინალური სიახლეებით.

სერგეი შესტაპალოვი

იმპულსურობა, სპონტანურობა, გაღიზიანება, ექსცენტრულობა, ექსტრაორდინალურობა, მარტივი აღგრზნებადობა, გაუწონასწორებულობა, არასტაბილურობა, მოუთმენლობა, თავნებობა. მიდრეკილება მიჯაჭვულობების გაწყვეტისკენ. უკიდურესობები მსჯელობასა და ქცევებში. არის სუიციდალური განწყობის საფრთხეც.

მამაკაცებში განქორწინება, არასტაბილური მიჯაჭვულობები. ქალებში_ აბორტის, „მუცლის მოშლის“ საფრთხე.

დადებითი მხარე: სწრაფვა სულიერი თავისუფლებისკენ, ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი  და ორიგინალური ინტერესები. იდეებით და გეგმებით მდიდარი ადამიანები. კრეატიული სული.

სხვა წყაროები:

ეს ადამიანები მკაფიოდ გამოხატული თავისუფლების მოთხოვნით ხასიათდებიან და მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან ჩარჩოებში მოქცევას. ისინი არავის მისცემენ იარლიყის მიწებების ან მათი იდენტობის მკაფიოდ კლასიფიცირების უფლებას. ეს ის ხალხი არ არის, ვინც ტრადიციებს მოწიწებით ეპყრობა, განსაკუთრებით მეგობრობაში, ოჯახში და პირად ურთიერთობებში. მათი ემოციური ენერგია მუდმივად უკიდურესობებს შორის მერყეობს. ამიტომ, არის პერიოდები, როდესაც ისინი ძალიან გახსნილი და მეგობრულები არიან და ხდება ისეც, რომ სრული განმარტოების მოთხოვნა იპყრობთ და საოცრად ასოციალურად იქცევიან. საერთოდ, მათი ქცევითი პატერნები მეტად უცნაური, ცვალებადი და წინააღმდეგობრივია.  ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მათი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრებისთვის.

ისინი საჭიროებენ ემოციურ და სივრცით თავისუფლებას, სპონტანურობას. რუტინა ძალიან სწრაფად ბეზრდებათ, უფრო კონკრეტულად კი ოჯახური/ ყოფითი რუტინა. ემოციური უსაფრთხოების შეგრძნებისთვის (მთვარე),  კარგი იქნება სულ მცირე განმაახლებელი ცვლილებებიც კი (ურანი). მაგალითად, ყოველდღიური  განრიგის შეცვლა.

მშობლის ამპლუაშიც, უპირატესობას თავისუფალი ტიპის მზრუნველობას ანიჭებენ, თუ ამას საერთოდ შეიძლება ეწოდოს მზრუნველობა. ზოგიერთ მათგანს პირდაპირ ეშინია ემოციური მიჯაჭვულობის და თავს არიდებს დაახლოებას. კატეგორიულად ვერ იტანენ სულის შემხუთველ, ზედმეტად სერიოზულ სიტუაციებს და ძალებს არ დაზოგავენ ემოციური წნეხისგან თავის დასაღწევად. ხანდახან გამიზნულად იქცევიან ექსცენტრულად და გამომწვევად, რომ თავგზა აურიონ ან შოკი მოჰგვარონ ადამიანებს. ტრადიციების წინააღმდეგ აჯანყება მათი ბუნებრივი ინსტინქტია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ პროცესში ემოციურად ჩართულები არიან ან რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობენ შედეგებზე. შესანიშნავი, თუმცა კი ცოტა უცნაური იუმორის გრძნობა აქვთ. ყოველთვის სპონტანურად რეაგირებენ და საკმაოდ ახირებული ხასიათი აქვთ. მათ  ჩვევებიც კი უცნაურია.

საკუთარ იდეებს მეტად ორიგინალური მეთოდებით გამოხატავენ. დროის მათეული აღქმაც ასევე უნიკალურია, რაც ხან მათ სასარგებლოდ მუშაობს, ხანაც საწინააღმდეგოდ.  რითმის განსაკუთრებული შეგრძნების გამო, თვითგამოხატვის თვალსაზრისით, ხშირად მათ ქარაფშუტა, ინდიფერენტულ და უპასუხისმგებლო ადამიანებად მიიჩნევენ. ამიტომ, ისინი ნამდვილად კარგ სამსახურს გაუწევენ საკუთარ თავს, თუ სხვა ადამიანებს საქმის კურსში ჩააყენებენ ხოლმე, საკუთარ იდეებსა და გეგმებთან დაკავშირებით. სპონტანურობა და კრეატიულობა უდარდელობის უკიდურესად ამაღელვებელ შეგრძნებას ანიჭებთ.   ამიტომ, მათთვის დამახასიათებელია ემოციური დაძაბულობა და კარგი იქნება, თუ მოდუნებას ისწავლიან. რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ ცდად ღირს.

მათ ინკარნაციულ წარსულში იყო კმაყოფილების და წონასწორობის ხანგრძლივი პერიოდები. იყო ასევე შემობრუნების წერტილიც _ დიადი აღმასვლის პერიოდი, როდესაც  ემოციურ უსაფრთხოებას და მათთვის ნაცნობ ცხოვრების სტილს ზურგი შეაქციეს. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ოჯახური სიტუაციების ამოყირავება, რამაც ოჯახის ცნება მათთვის საბოლოოდ და რადიკალურად  შეცვალა. დიდი ალბათობით, ჩართულნი იყვნენ რევოლუციურ მოძრაობებში ან შესაძლოა მკვეთრად ანტიორთოდოქსულ, შეიძლება ერეტიკულ პროფესიასაც ემსახურებოდნენ და თანამებრძოლი რადიკალები მათ  ნამდვილ ოჯახად იქცნენ. ეს ყველაფერი მეტად ფაქიზი ვიბრაციებით ზემოქმედებს მათ მიმდინარე ცხოვრებაზე, რაც ღრმად გამჯდარი მოუსვენრობით, ემოციური იმპულსურობით,  ან წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის ძლიერი სურვილით ვლინდება. მათ არასდროს ტოვებთ შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფეხქვეშ მიწა გამოეცალოთ. ამიტომაც ილტვიან ყოველთვის ამაღელვებელი სიახლეებისკენ და ამისთვის მზად არიან  ჩვეული ყოფა და ემოციური უსაფრთხოება უარყონ. მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარ არაორდინალური ინტერესების დაკმაყოფილება და უჩვეულო იდეების განხორციელება.

ქალებს, მთვარე-ურანის შეერთებით, ისეთი შეგრძნება აქვთ თითქოს ემოციურ „ამერიკულ მთებზე“ სხედან, სადაც მწვერვალის და ფსკერის შეგრძნებები ძალიან გამძაფრებულია. მათი ჰორმონალური ციკლიც შესაძლოა  უცნაური იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრემენსტრუალური ფიზიკური შეგრძნებები მძაფრად ვლინდება, რასაც მარტივად გაუმკლავდებიან სწორად შერჩეული კვების რაციონით. ბუნებრივია, ისინი თავს არიდებენ ქალის ტრადიციულ როლს და ვერც იმას ვიტყვით, რომ ე.წ. ქალური მგრძნობიარობით გამოირჩევიან, თუმცა შესაძლოა ძლიერი მგრძნობელობა გამოავლინონ, როდესაც ყველაფერს თავისებურად აკეთებენ.

ცნობილი ადამიანები მთვარე-ურანის შეერთებით: Anais Nin, Bob Dylan, Ann-Margret, Drew Carey, Jodie Foster, Lorne Greene.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top