მთვარის კვადრატი ვენერასთან

მთვარის კვადრატი ვენერასთან

დამახასიათებელია: სულიერი მღელვარება, იმედგაცრუება, სისუსტე, სუსტი ნებისყოფა, სიცარიელე, სიამოვნების წყაროების მიმართ გადამეტებული სიყვარული, კაპრიზულობა, გრძნობებში ცვალებადობა, ინფანტილურობა, ეჭვიანობა.

დადებითი კუთხით ასპექტი იძლევა სულიერ სიმდიდრეს, გამბედაობას, სიმამაცეს, ნაყოფიერებას, პირადი ინტერესების შეწირვას, სხვების სულიერი მღელვარების გაგებისა და თანაგრძნობის უნარს, სრულყოფილებისა და სილამაზისკენ სწრაფვას.

ასევე, დამახასიათებელია ფინანსური ან სოციალური სირთულეები ოჯახურ საკითხებში, სენტიმენტალურობა, ძლიერი მგრძნობელობა. შესაძლოა ახასიათებდეს შეუძლოდ ყოფნა და დარღვევები, რაც უყურადღებობით და გადამეტებით ემართება.

ასპექტის მფლობელს ახასიათებს საკუთარი სიმპათიის განურჩევლად ყველასთვის განაწილება, რაც ბედნიერ ქორწინებას ხელს უშლის. ძალიან მიმნდობია, რის გამოც შესაძლოა სხვებმა ხშირად გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. შესაძლოა დაუფიქრებელი სექსუალური კავშირებისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. საკუთარ თავს უბედურად აღიქვამს. ემოციური დაძაბულობა დაკავშირებულია ადრეულ ბავშვობასა და ოჯახურ ცხოვრებასთან. ფულის გამომუშავებას შესაძლოა რთულად ახერხებდეს ან არასტაბილური შემოსავალი ჰქონდეს.

დამახასიათებელია სიყვარულში ორ პოლუსად გაყოფა, რაც ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებში და ცვალებადობაში ვლინდება. ეჩვენება, რომ „ოჯახურ სიყვარულს“ არ შეუძლია „ვნებიან სიყვარულთან“ ერთად არსებობდეს (ერთ ადამიანთან). ამის გამო შესაძლოა უკმაყოფილება ჰქონდეს ურთიერთობაში ან ერთდროულად სიყვარულის ორი ობიექტი ჰყავდეს. თუ ერთ-ერთი პოლუსი „გადაძალავს“, მეორე პოლუსი შესაძლოა მსხვერპლად შესწიროს (თავი მთლიანად ოჯახს ან ვნებას მიუძღვნას). ამ ასპექტის მქონე ადამიანს ახალგაზრდობაში გადაუწყვეტელი ან არეული პირადი ცხოვრება აქვს.

ასპექტი იწვევს სტრესსა და მღელვარებას სოციალურ და პირად ურთიერთობებში, ძლიერ გაუწონასწორებელ ემოციებს, რის გამოც შესაძლოა სიღრმისეულ ურთიერთიერთობებს ერიდებოდეს. შედეგად კი ურთიერთობის, საკუთარი გრძნობების ანალიზის შიში უჩნდება. დაუცველობისა და შიშების გამო კონფლიქტური ურთიერთობები აქვს. შესაძლოა გრძნობების გამო დანაშაულის განცდა ან მათ მიუღებლობას გრძნობდეს. პარტნიორის არჩევა მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც დამოკიდებული იქნება თვითშეფასებაზე. არჩევა განსაკუთრებით გაუჭირდება ადრეულ ასაკში, ამ ასაკში ურთიერთობები მისივე ემოციების, იმედგაცრუებებისა და გადაუწყვეტელი პრობლემებისგან გაქცევას წარმოადგენს.

ამ ასპექტის მქონე ადამიანმა შესაძლოა სიყვარული ჩაანაცვლოს საჭმლით ან საყიდლებზე სიარულით. სექსუალურად აქტიური ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ იმედგაცრუებას განიცდის.

ქალის რუკაში ეს კვადრატი ნიშნავს ქალურ ბუნებასთან, საწყისთან კონფლიქტს, რადგან მთვარე და ვენერა ორ განსხვავებულ ქალურ ენერგიას წარმოადგენს. მთვარე წარმოადგენს დაცულობას, საჭიროებებს და დედასთან ურთიერთობას (მის არასტაბილურობას დედასთან ურთიერთობა განაპირობებს); ვენერა კი აღწერს როგორ გამოხატავს ქალურობას. კვადრატი კონფლიქტს წარმოშობს მის საჭიროებებსა და სხვებთან ურთიერთობას შორის და სექსუალური თვითგამოხატვა არაბუნებრივად ვლინდება.

კაცის რუკაში მთვარისა და ვენერას კვადრატი დედისა და საყვარელი ქალის არქეტიპებს შორის კონფლიქტს ნიშნავს, რადგან კაცის ცხოვრებაში ორივე პლანეტა ქალის მიმართ დამოკიდებულებას აღნიშნავს. როცა ეს ორი პლანეტა დაძაბული ასპექტითაა რუკაში, ქალის სახე,, რომელთანაც კომფორტულად გრძნობს თავს (მთვარე) კონფლიქტშია ქალის სახესთან, რომელიც იზიდავს (ვენერა). შედეგად ორ განსხვავებულ მოთხოვნილებას ვიღებთ. ამ ასპექტის მქონე კაცი მუდმივად „სწორი“, „იდეალური“ პარტნიორის ძიებაშია. ასპექტის გადალახვის მთავარი გასაღებია დედასთან ურთიერთობა. შესაძლოა მომავალში საყვარელ ქალსა და დედას შორის რთული ურთიერთობაც ჩამოყალიბდეს და დედის გავლენას მეტად გრძნობდეს.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

ვენერას კვადრატი: „ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური“

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება. ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

 და ბოლოს, ჩვენი მკითხველის აზრით:

მე ვფიქრობ რომ ასე ვლინდება ქალის შემთხვევაში. :)
ცოტა გამძაფრებულია აქ სიუჟეტი))

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top