მთვარის კვადრატი მერკურთან

მთვარის კვადრატი მერკურთან

დამახასიათებელია შეუთანხმებლობაა გრძნობით და განსჯით ნაწილებს შორის. ვლინდება არამუდმივობა, გარე გავლენის მიმართ მგრძნობიარობა, მერყეობა, თვითგამოხატვის სირთულე (რაც ბავშვობაში ვლინდებოდა მეტყველების დარღვევების სახით). სამყაროზე წარმოდგენა და თვითგამოხატვა განსხვავებულად ვლინდება, რის გამოც მისი საქმე და სიტყვა განსხვავდება. შესაძლოა წინდაუხედავად საუბრობდეს, ფანტაზიებს რეალობად თვლიდეს ან სხვების მიმართ ცრუ ბრალდებები ახასიათებდეს.

აზროვნება დატყვევებულია წარსულში. განწყობა იმდენად დიდ ადგილს იკავებს, რომ სულიერი და ინტელექტუალური მუშაობისთვის დრო არ რჩება. სხვებს ოჯახური საქმეების მოყოლით აწუხებს. მეგობრებს თანაუგრძნობს, ოჯახის წევრებზე ზრუნავს, მაგრამ „უცხოებს“ ნაკლებად ეგუება. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.

ამ კვადრატისთვის დამახასიათებელია ნევროზულობა, ქვეცნობიერი ძლიერად მოქმედებს ცნობიერზე. ადამიანი წარსულზე მეტს ფიქრობს, რის გამოც ობიექტური განსჯის უნარი და კონტაქტურობა იკლებს. სენტიმენტალური განწყობა ხელს უშლის გონებაგახსნილად ფიქრს.

შესაძლებლობებსა და უნარებს არასწორი ან არაპატიოსანი გზებით იყენებს, კანონსა და სამართლიანობას არაფრად აგდებს. ასპექტი იძლევა დიდ შინაგან აფორიაქებას, მოთმინებისა და ცივსისხლიანობის ნაკლებობას, ნევროზულობას, უწესრიგობასა და ცვალებადობას, ფსიქიკურ და გონებრივ არევას, სარკაზმს, მწარე ენას, ეშმაკობას, ტყუილს, მერკანტულობას, ჭორებისადმი სიყვარულს, ზედმეტ ლაპარაკისკენ მიდრეკილებას, ცუდ მეხსიერებას.

ასპექტის დადებითი მხარეა გამომგონებლობა და მოქნილობა, სწრაფი გონება, გამოსავლის პოვნის უნარი, ტყუილისა და ეშმაკობის მიხვედრის უნარი.

ასპექტი იწვევს გონებრივ არევას, შფოთვას, სხვებთან კამათის დროს ძალაუფლების სურვილს. მერკური სწრაფი პლანეტაა, რაც მეორეს მხრივ აზიანებს მთვარეს. ქალის რუკაში უფრო ძლიერია. არამხოლოდ პირადი რუკით, ტრანზიტული პლანეტის (მერკურის ტრანზიტი) შემთხვევაშიც „ურტყამს“. კაცის შემთხვევაში ასპექტის „დარტყმა“ პირდაპირ აისახება კუჭზე, ჩვეულებრივ საკვებსაც შეუძლია უჩვეულო რეაქცია გამოიწვიოს. რთული ტრანზიტის დროს უკეთესია კვებაზე ყურადღების გამახვილება.

ნებისმიერი კვადრატის დამუშავებაში გვეხმარება პლანეტებთან (ამ შემთხვევაში მთვარესთან ან მერკურთან) სხვა პლანეტის დადებითი ასპექტი (ტრინი, სექსტილი), რასაც ასპექტის მოქმედებაში/გამოხატვაში დადებითი შესაძლებლობები შემოაქვს.

 

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

მერკურის კვადრატი: თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა.. ცუდად მოიწვიეს

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top