მთვარის კვადრატი სატურნთან

მთვარის კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია მელანქოლია, სასოციცხლო ენერგიის ნაკლებობა (თუ რუკა ამ ასპექტს არ „არბილებს“).უკეთესის მოლოდინის უქონლობა, უნდობლობა, ეჭვიანობა, ტყუილი, სიხარბე, სიზარმაცე, გადაუწყვეტელობა, შიშები, იმედგაცრუება, უკმაყოფილება, პედანტიზმი, დაბრკოლებებთან მუდმივი ბრძოლა, დადებითი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, უიღბლობა, სირცხვილი, ჭორები, სუსტი ჯანმრთელობა.

დადებითი კუთხით: სულიერი განვითარება, სიმტკიცე, დისციპლინა, სერიოზულობა, შრომისმოყვარეობა, რთული სამუშაოს შესრულების უნარი, წვრილმანებისადმი ყურადღება, მეთოდურობა.

ჯანმრთელობის მხრივ მიდრეკილია ქრონიკული დაავადებებისკენ. სატურნი ხანგრძლივ, დროში გაწელილ და ქრონიკული დაავადებებს განაგებს. ხშირად ცივდება.

მთვარისა და სატურნის კვადრატი იძლევა შინაგან ბრძოლას, ტკივილს, პესიმიზმს, დეპრესიას. სამყაროს მიმართ უსიხარულო, ნაღვლიანი დამოკიდებულება აქვს. დამახასიათებელია ძლიერი მიჯაჭვულობა დედასთან ან ბავშვობის მოგონებებიდან გამოწვეული კომპლექსი. მტკივნეული მოგონებების გამო თავს ბედნიერად არ აგრძნობინებს. მუდმივი სევდის გამო მოგონებებს თავიდან იცილებს. ქალებთან ურთიერთობაში სირთულეებია; კაცის შემთხვევაში – ქალებთან მორცხვი და გაუბედავია, საკუთარი თავის რწმენა არ აქვს.

ასპექტის მქონე ადამიანი მიჯაჭვულია ბავშობის პრობლემებსა და მტკივნეულ მოგონებებზე. მთვარის კვადრატი სატურნთან „ძუძუდან მოცილების კომპლექსის“  ტიპური ასპექტია: ბავშვი ვერაფრით ახერხებს დედასთან განცალკევებასთან შეგუებას. შედეგად ვიღებთ მარტოობის, დაუცველობის შიშს, „დიდის“ როლის შესრულების სირთულეს. ამ ყველაფრის კომპენსირებას ახერხებს სიხარბით ან საკუთარ თავში ჩაძირვით. ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები ასპექტს ახასიათებს, მაგრამ რამდენად გამოვლინდება – პიროვნულ განვითარებაზეა დამოკიდებული.

მთვარისა და სატურნის კვადრატის მქონე სწრაფად იზრდება; სხვების თვალში ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა მშობლები ხშირად აკრიტიკებდნენ, რის გამოც ემოციების გამოხატვა უჭირს. ასპექტის მქონე სპონტანური არაა, მაგრამ კარგი დამგეგმავი და შემსრულებელია. დედასთან ურთიერთობაში სირთულეებია: ბავშობაში მასზე ფიზიკურად ზრუნავდნენ, ემოციურ მხარეზე – ნაკლებად. დედა ავადმყოფობდა ან ახლოს არ იყო, რის გამოც საკუთარ თავზე ან უმცროს და-ძმაზე ზრუნვა თვითონ უწევდა.

ასპექტის მქონემ უნდა ისწავლოს სხვების ნდობა. შიში აიძულებს ურთიერთობებისგან თავშეკავებას. როცა სხვები მასზე ზრუნავენ, შინაგანი ხმა აფრთხილებს, რომ შეიძლება საკმარისი არ იყოს ან გულწრფელად არ ზრუნავდნენ. შესაძლოა შვილის ყოლა არ სურდეს ან შორუელი მომავლისთვის დებდეს, მაგრამ ერთხელ თუ იტვირთავს პასუხისმგებლობას – არ გაექცევა.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

სატურნის კვადრატიევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული

სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.

თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.

თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.

სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.

სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top