ურანის და მთვარის კვანძების შეერთება

ურანის და მთვარის კვანძების შეერთება

ურანის შეერთება ჩრდილოეთის/აღმავალ კვანძთან

Rupert Murdoch _ ♅ ☌ ☊ ♈

ადამიანი საზოგადოებრივი განახლებების პროცესების შუაგულში ჩართვისკენაა მიდრეკილი. ეს მდგომარეობა სოციალურ გარემოსთან ურთიერთობაში მოულოდნელ ცვლილებებზე მეტყველებს. მიუთითებს ასევე წარმატებული კარიერულ პერსპექტივებზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიებისა და გამოგონებების დანერგვას უკავშირდება. ეს ადამიანები ყოველთვის მზად არიან სწრაფი ცვლილებებისთვის, მათ იტაცებთ მოულოდნელი შემოთავაზებები, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ ჯგუფის იმპულსური ენთუზიაზმის ნეგატიური შედეგები.

 დამახასიათებელია მძაფრი ინდივიდუალიზმი, რის შედეგადაც ვლინდება განსაკუთრებული გენიალური ტენდენციები, ადამიანი თავის ნაკვალევს ტოვებს სამყაროში. გამძაფრებულ ინდივიდუალიზმს ის ძლიერი უნიკალურობის შეგრძნებამდე მიყავს (ჰგონია, რომ ის სხვებს არ გავს). შედეგად ადამიანი თვლის, რომ მისი არასწორედ ესმით. უარეს შემთხევავში ვლინდება იზოლირება და გაუცხოება.

ურანის შეერთება დაღმავალ კვანძთან

Dennis Miller _ ♅ ☌ ☋ ♋

რექციონერული შეხედულებების მხარდამჭერზე მიუთითებს.

ასეთი ადამიანი არის სოციალური ძალების ზემოქმედების ობიექტი, რომელიც გარდამტეხი ცვლილებების პროცესშია. მისი ამოცანაა – შეინარჩუნოს ჭეშმარიტი, დროის მიერ გამოცდილი ფასეულობები ტრანსფორმაციის წყურვილით შეპყრობილი მასის გამანადგურებელი ზეგავლენისგან. სოციალური გარდაქმნები, ადამიანს კალაპოტიდან აგდებენ. ეს შეერთება მიუთითებს გამბედავ და დამოუკიდებელ პიროვნებაზე. ის ხშირად აწყდება სხვადასხვა სახის სირთულეებს, რომლებიც მის ცხოვრებას უფრო ამძიმებს და მომავალს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.

  მაგ: მე-4 და მე-2 სახლებში შეერთების შემთხვევაში ადამიანი იძულებულია დატოვოს სახლი, რადგან აქ იმართება ავტოსტრადა, ფინანსური დანაკარგები.

ამ მდგომარეობას შევხვდებით ადამიანებთან, რომელთა ცხოვებაშიც ომები და ბრძოლა დიდ ძვრებს იწვევს. დადებითი მხარე – გამბედაობა, დამოუკიდებლობა, ფასეულობების შენარჩუნება გარემო დამღუპველი ზემოქმედებისგან.

 დაღმავალი კვანძის ურანთან შეერთება კუთხოვან სახლში იძლევა გამძაფრებულ ინდივიდუალიზმს, რის შედეგადაც ადამიანს ძველი ცხოვრებიდან გადმოაქვს წარსული გამოცდილება ან სულიერი უნარები. გამძაფრებულ ინდივიდუალიზმი იძლევა უნიკალურობის შეგრძნებასაც, რაც ხშირად აიძულებს მას იფიქროს, რომ ეს შეგძრნება ამქვეყნიური არაა. ხანდახან ამ ყველაფერს ის იზოლირებამდე მიყავს და სხვების მიმართ მტრულად განეწყობა.

წყარო: კოლესნიკოვი, საკოიანი, მონსტერი და სხვა.

 ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top