მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ვერძში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) სასწორში
28 იანვარი 1949 წლიდან – 17 აგვისტო 1950 წლამდე
9 სექტემბერი 1967 წლიდან – 28 მარტი 1969 წლამდე
21 აპრილი 1986 წლიდან – 2 დეკემბერი 1987 წლამდე
26 დეკემბერი 2004 წლიდან -23 ივნისი 2006 წლამდე
ასეთ ადამიანებს იზიდავთ საზოგადოებრივი ცხოვრება, აფასებენ სილამაზეს და ჰარმონიას, სუსტად აქვთ განვითარებული ნებისყოფა და ინდივიდუალობა, აუცილებელია საკუთარ თავში ძლიერი ადამიანის პოზიციის გამომუშავება, ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იქცეს ლიდერად, სხვა შემთხვევაში პარტნიორები მტრად გადაექცევა, ამ გზით მას მოუწევს ბრძოლის ველზე დაბრუნება, რათა შეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება.
თქვენ გიყენებენ მოთხოვნას იყოთ ნებისმიერ სფეროში „მედროშეები“ და არა აქვს მნიშვნელობა აღმოაჩენთ რაიმე ახალს საზოგადოებაში, თუ უბრალოდ ეს იქნება შინაგანი, თქვენი სულის ძახილი.
კოსმოსი თხოულობს თქვენგან პროფესიულ სფეროში დაუღალავ ძიებას, რელიგიის, ფასეულობებისა და ღირებულებების საკითხებში წვდომას და სანამ არ გაგქრობიათ ინტერესი ეძებოთ პასუხები და დასვათ კითხვები, განგება ყოველთვის გამოგიწვდით დახმარების ხელს.
თქვენ უნდა იქცეთ უდრეკ მეომრად!
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) კუროში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) მორიელში
11 ივლისი 1947 წლიდან – 28 იანვარი 1949 წლამდე
19 თებერვალი 1966 წლიდან – 9 სექტემბერი 1967 წლამდე
1 ოქომბერი 1984 წლიდან – 20 აპრილი 1986 წლამდე
14 აპრილი 2003 წლიდან – 26 დეკემბერი 2004 წლამდე
გიზიდავთ მკვეთრი ცვლილებები და შიშის გრძნობა, გახასითებთ პრობლემების ღრმა მისტიური წვდომის უნარი, საჭიროა ზღვარგადასულ ემოციებზე დაიჭიროთ პრაქტიკული მატერიალისტის პოზიცია.
ამ განსხეულებაში თქვენგან მოითხოვენ წინა ცხოვრებებში დაგროვილი გამოცდილების, ოსტატობის, ტალანტის რეალიზებას. ამ ყველაფრის საზღაური შეიძლება იყოს კეთილსინდისიერად გამომუშავებული ფული, კარგად აღზრდილი შვილები, ჰარმონიული ოჯახი.
თქვენ უნდა დაეუფლოთ ფორმას, შიგთავსი კი უკვე ცნობილია, სულიერ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა ისწრაფოდეთ მშვიდი, ბუნებრივი ცხოვრებისკენ. მატერიალურ ცხოვრებას თქვენთვის მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. თქვენი დევიზი უნდა იყოს – ზომიერება და სტაბილურობა.
მთავარი პრობლემა ასეთი ადამიანისთვის არის ისწავლოს საკუთარი თავის უზრუნველყოფა, თავისივე შესაძლებლობებით, მოწოდებით და არა მათი უგულველყოფით.
ერთადერთი გზა კარგი შემოსავლის მისაღებად არის პროფესიული სრულყოფილების მიღწევა, ჰარმონიული ოჯახის საწინდარი კი არის ურთიერთობებისა და სულიერების სრულყოფა. ამ უბრალო, მარტივი წესის დარღვევა, მცდელობა საკუთარი ძალისხმევის გარეშე მოიპოვო რაიმე, არ განავითარო საკუთარი შესაძლებლობები – მოიტანს მხოლოდ დროებით ილუზიას და აღმოჩნდებით კრიზისის წინაშე.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ტყუპებში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) მშვილდოსანში
22 დეკემბერი 1945 წლიდან – 11 ივლისი 1947 წლამდე
2 აგვისტო 1964 წლიდან – 19 თებერვალი 1966 წლამდე
14 მარტი 1983 წლიდან – 1 ოქტომბერი 1984 წლამდე
13 ოქტომბერი 2001 წლიდან – 14 აპრილი 2003 წლამდე
თქვენს კარმულ ამოცანებს განაგებს პლანეტა მერკური, რომელიც პასუხისმგებელია: კონტაქტებზე, კავშირებზე, კომუნიკაციებზე. მერკურს კარმული პრობლემები გადააქვს აქტიურ მოძრავ მდგომარეობაში, რაც საშუალებას იძლევა მრავალმხრივი კონტაქტების საშუალებით სწრაფად და ეფექტურად მოვიხსნათ კარმული ვალები.
თქვენ გაქვთ ფილოსოფიური გონება, ხართ დამოუკიდებელი, ადამიანებს და სამყაროს იდეალისტურად უყურებთ. გახასიათებთ სულიერი ძიება, მოგზაურობისა და თავგადასავლებისადმი ლტოლვა, შეგიძლიათ ერთდროულად აკეთოთ რამდენიმე საქმე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შესაძლოა არც ერთი და არც მეორე არ მიიყვანოთ ბოლომდე.
კარმული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიზღუდოთ ფორმალური ნაცნობობით, არ გაემიჯნოთ, ადამიანებს, პირიქით მიიღეთ აქტიური მონაწილეობა მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ეძებეთ ახალი გზები ცხოვრებაში. ისწავლეთ საზოგადოებაში არსებობა, ყოველდღიურობაზე ზრუნვა, გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა რჩევები.
ფუნდამენტს შეგიქმნით: განათლება, მეგობრები და ტრადიციული ფასეულობები, შუამავლის ფუნქციის შესრულება.
ილოცეთ ავადმყოფი მეგობრებისთვის, აანთეთ სანთელი თქვენი ნაცნობების ჯანმრთელობისთვის, მთელი გულით, სიტყვით და საქმით დაეხმარეთ სხვებს, ეს ყველაფერი გარდაიქმნება და დაგიბრუნდებათ სიკეთით.
გახსოვდეთ! მნიშვნელოვანია შედეგიანად დაეხმაროთ ერთ, ან რამდენიმე ადამიანს, ნუ დაკარგავთ ფუჭად თქვენს ენერგიას კაცობრიობის კეთილდღეობის მოპოვების მცდელობაში. მთავარია კონცენტრირება ერთ კონკრეტულ საკითხზე. თქვენ უნდა იყოთ იდეების გამავრცელებელი, ნუ იქნებით „წინასწარმეტყველი“ ამ გზით ვერ წახვალთ შორს.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) კირჩხიბში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) თხის რქაში
3 ივნისი 1944 წლიდან – 22 დეკემბერი 1945 წლამდე
13 იანვარი 1963 წლიდან – 2 აგვისტო 1964 წლამდე
25 აგვისტო 1981 წლიდან – 14 მარტი 1983 წლამდე
9 აპრილ 2000 წლიდან – 13 ოქტომბერი 2001 წლამდე
თქვენი მისია უკავშირდება ოჯახისა და სამშობლოს სამსახურს. გაითვაისწინეთ წინაპართა გამოცდილება და გაკვეთილები.
თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი გვარის თუნდაც ერთი პრობლემის მოგვარება, ის რაც გამორჩა დედათქვენს ბავშვების აღზრდისას, ვერ მიაღწია მიზანს ცხოვრებაში, ან ვერ გააკეთა სწორად,
თქვენ აღარ უნდა გაიმეოროთ იგივე. ამ გზით თქვენ გააუმჯობესებთ შვილების კარმას და უზრუნველჰყოფთ თქვენივე ცხოვრებისეულ კეთილდღეობას.
საუბარია არა მხოლოდ შვილების სწორად აღზრდაზე – ეს შედეგს არ მოგცემთ, თუ არ გააცნობიერეთ გვარის პრობლემები. სწორედ საგვარეულო კარმაში უნდა ეძებოთ შესაძლო ოჯახური პრობლემები, ყველაფერი მოგვარდება მხოლოდ მაშინ, როცა გააცნობიერებთ წინაპრების კარმას.
გაეცანით ოკულტურ სფეროს. პირველ რიგში თქვენთვის არაა საჭირო კარიერაზე და პოლიტიკაზე ფიქრი! თქვენთვის რთული არ არის გძულდეთ ვინმე, ხართ ქედმაღალი, თქვენ შეგიძიათ წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წახვიდეთ. ხართ მატერიალისტი, საკუთარი თავის და სხვების მიმართ მომთხოვნი, გამჭრიახი გონება გაქვთ, მიჩვეული ხართ სხვების სისუსტეების თქვენდა სასარგებლოდ გამოყენებას.
თქვენ უნდა გაიხსნათ ემოციურად და მოახდინოთ თქვენი თავის რეალიზება ოჯახში, იზრუნეთ ახლობლებზე. ოჯახური გარემო თქვენი კარმული, საჭირო და აუცილებელი გზაა.
თუ თქვენს ყურადღებას მხოლოდ პროფესიას, კარიერას დაუთმობთ, განგების ძალით დაკარგავთ მიღწევებსაც და საზოგადოებრივ მდგომარეობასაც. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცენტს ოჯახზე გადაიტანთ, მაშინ გექნებათ ყველაფერი, სახლიც და სამსახურიც, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ოჯახურ და პირად, მაგრამ არა სოციალური პრობლემების გადაწყვეტასთან.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ლომში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) მერწყულში
15 ნოემბერი 1942 წლიდან – 2 ივნისი 1944 წლამდე
26 ივნისი 1961 წლიდან – 13 იანვარი 1963 წლამდე
6 თებერვალი 1980 წლიდან – 24 აგვისტო 1981 წლამდე
20 ოქტომბერი 1998 წლიდან – 9 აპრილი 2000 წლამდე
ასეთი ადამიანისთვის პირადი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მთავარია, არიან სამართლიანნი, პატივს სცემენ სხვის აზრს, თავს წარმოაჩენენ ორიგინალურად და განსაკუთრებით აფასებენ მეგობრობას.
ლომი განსაზღვრავს იმ ლიდერის, იმ ადამიანის კარმას, რომელსაც შეუძლია თავისი ამბიციების რეალიზება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ იმ ადამიანთა სამსახურის გამო, რომელზეც არის პასუხისმგებელი, როგორც წინამძღოლი და ლიდერი.
თქვენთვის აუცილებელია დამოუკიდებლობის, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება თქვენი ამოცანა გადაწყვიტოთ როგორც ერის ლიდერმა, ან შეიძლება აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების ბედ-იღბალზე, დაეხმაროთ თქვენი შვილის მეგობრებს, იყოთ ლიდერი შრომითი კოლექტივისა, ან შეკრიბოთ ენთუზიასტები და წესრიგი დაამყაროთ თუნდაც საკუთარი ფანჯრების წინ.
ყურადრებით აირჩიეთ მეგობრები. თუ ვერ გახდებით ლიდერი, ამ შემთხვევაში დაისჯებით მეგობრების ღალატით, რაც გაიძულებთ სადავეების ხელში აღებას (ანუ ისევ თქვენზე მუშაობს სამყარო).
საჭიროა კოლექტივზე დაყრდნობით პიროვნული შემოქმედებითი განვითარება.
თქვენ უნდა იქცეთ ხელმძღვანელად, ზუსტად ასეთი უყვარხართ და პატივს გცემენ!
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ქალწულში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) თევზებში
27 აპრილი 1941 წლიდან – 15 ნოემბერი 1942 წლამდე
7 დეკემბერი 1959 წლიდან – 26 ივნისი 1961 წლამდე
19 ივლისი 1978 წლიდან – 5 თებერვალი 1980 წლამდე
25 იანვარი 1997 წლიდან – 20 ოქტომბერი 1998 წლამდე
თქვენი კარმული ამოცანა – შრომობთ და ემსახურებით სხვებს, გარდა ამისა კოსმოსი ამ განსხეულებაში გთავაზობთ შესაძლებლობას განივითაროთ ინტელექტი, ერუდიცია, მაქსიმალურად გაიფართოოთ ინტერესთა სფერო. დაგროვილი ცოდნა დაგეხმარებათ მომავალ განსხეულებაში, მაგრამ ამჯერად შრომისმოყვარეობა, ეს თქვენი ძირითადი გაკვეთილია, რადგან თქვენ ის წინა რეინკარნაციაში არ შეგისრულებით.
თქვენ უნდა შეძლოთ და ოცნებები რეალობად აქციოთ, დასახეთ კონკრეტული გეგმები და მიზნები. თქვენთვის ძნელი არ არის მიაღწიოთ კეთილდღეობას. საჭიროა დაიკაპიწოთ ხელები, იშრომოთ, იფიქროთ, გააანალიზოთ, ეძებოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
გაინტერესებთ რელიგია, გიყვართ ოცნება, ყველაფერს ადვილად ეგუებით და გაქვთ კარგად განვითარებული ინტუიცია, შეიძლება გახასიათებდეთ, სიბრალული, თანაგრძნობა, სათნოება და ასევე საკუთარი ძალების რწმენის არქონა, დეპრესია, ზღვარგადასული ფანტაზია და ფიქრები წარსულზე. თქვენი ხვედრია ემსახუროთ ადამიანებს და ამით დაიმსახუროთ საზოგადოების პატივისცემა, აკონტროლეთ ემოციები.
თქვენ მოგიხდებათ ნებისმიერი კონკრეტული, პრაქტიკული საქმიანობა: მეცნიერებისა და მედიცინის მუშაკი, ფსიქოლოგი და სხვა. უნდა გამოიმუშაოთ ორგანიზებულობა, პრაქტიკულობა, დისციპლინა და ყაირათიანობა. ყველგან და ყველაფერში უნდა დაამყაროთ წესრიგი და სისუფთავე – თქვენი მოქმედება ან დახმარება უნდა იყოს ყოველთვის კონკრეტული.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) სასწორში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) ვერძში
9 ოქტომბერი 1939 წლიდან – 27 აპრილამდე 1941 წლამდე
20 მაისი 1958 წლიდან – 7 დეკემბერი 1959 წლამდე
29 დეკემბერი 1976 წლიდან – 19 ივლისი 1978 წლამდე
31 ივლისი 1995 წლიდან – 25 იანვარი 1997 წლამდე
სასწორი მშვენიერების, ჰარმონიისა და სრულყოფილების სიმბოლოა. ამიტომ ამ კვანძის მეპატრონის კარმული ამოცანაა მშვენიერების შეცნობა, ისწავლეთ თანამშრომლობა, უარი თქვით ძალისმიერ მეთოდებზე, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენში დიპლომატია, უნდა ისწავლოთ სილამაზის შეცნობა და განცდა ყველა გამოვლინებაში.
ეს დღეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ადამიანებს საარსებო საშუალებების ძებნა უწევთ და არავის ახსოვს, რა ლამაზი ცისფერი ცა დაგვყურებს ზევიდან, ულამაზეს, მოკაშკაშე მნათობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩიტების ჟღურტულზე, ბუნების უმდიდრეს ფერთა პალიტრაზე….
ცხოვრების ორომტრიალში ეს ყველაფერი გაუფერულდა, მაგრამ სასწორთა კარმული ამოცანით მოვლენილი ადამიანებისთვის აუცილებელია მშვენიერებით ტკბობა, თქვენ უნდა ამაღლდეთ ყოველდღიურ საზრუნავზე და გააცნობიეროთ, რომ მშვენიერება აცოცხლებს და ახალისებს სამყაროს.
ეს ადამიანი შინაგანად თავს გრძნობს ძლიერ პიროვნებად, მიჩვეულია დამოუკიდებლობას და მუდამ მზადაა იბრძოლოს თავისი ინტერესებისთვის. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ბრძოლა შეგიძლიათ მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მხოლოდ აქ გაიმარჯვებთ. მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი საქმიანობისა და ძლიერი პიროვნული თვისებების წყალობით.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) მორიელში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) კუროში
30 ოქტომბერი 1956 წლიდან – 20 მაისი 1958 წლამდე
12 ივნისი 1975 წლიდან – 29 დეკემბერი 1976 წლამდე
1 თებერვალი 1994 წლიდან – 31 ივლისი 1995 წლამდე
30 აგვისტო 2012 წლიდან – 19 თებერვალი 2014 წლამდე
თქვენი მთავარი ამოცანაა კარმული ვალების გადახდა, აუცილებელია წინა განსხეულებაში დაგროვილი ვალების მოხსნა.
ეს არის დიდ სიძნელეებთან დაკავშირებული გზა. ქრისტე გვასწავლის, რომ გადაიხადო კარმული ვალი, ნიშნავს მოექცე სხვებს ისე, როგორც ითხოვს ქრისტიანული მცნებები. ეს ნიშნავს – მიუტევო, გიყვარდეს, დაეხმარო – ყველაფრის მიუხედავად. ნუ განიკითხავთ და სამაგიეროს გადახდაზე ნუ იფიქრებთ. გაავლეთ მკვეთრი საზღვარი თავდაცვასა და აგრესიას შორის.
ამგვარი მორალით ცხოვრება იძლევა თქვენი კეთილდღეობის გარანტიას, თუმცა უსიამოვნებები ცხოვრებაში ამით არ სრულდება. თავს ნუ აარიდებთ სირთულეებს და უსიამოვნებებს, ყველაფერი უფლის ნებაა და არც თქვენ ხართ გამონაკლისი ამ შემთხვევაში.
თქვენ მიწიერი ადამიანი ხართ, მიჩვეული ხართ მუშაობას საკუთარი კეთილდღეობისთვის და კომფორტისთვის, გიზიდავთ ტრადიციების და სტაბილურობის შეგრძნება. მატერიალური ფასეულოლებისადმი მისწრაფება ქონების დაკარგასთან მიგიყვანთ.
თქვენ უნდა გახდეთ გაბედული და არა ფრთხილი, თქვენი გზა – სულიერი განახლების და განვითარების გზაა. თქვენ უნდა თქვათ უარი მატერიალურ ფასეულობებზე. იმისთვის რომ განვითარდეთ, შესაძლოა მოგიწიოთ იმის დაკარგვა, რაც (ვინც) თქვენთვის ძალიან ძვირფასია.
ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გამოცდილებას და გამძლეობას შეგძენენ. თქვენი შრომა შესაძლოა გადაიზარდოს ამაღლებული მიზნებისთვის შრომაში და სულიერ მოთხოვნილებაში. შეიგრძნობთ ლტოლვას საიდუმლოებისა და სიყვარულისადმი.
გადამეტებული მატერიალიზმი გაიძულებთ მიმართოთ რელიგიას. ჯანმრთელობაზე ზღვარგადასული ზრუნვა დაავადებებით მოგიბრუნდებათ.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) მშვილდოსანში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) ტყუპებში
1 სექტემბერი 1936 წლიდან – 21 მარტი 1938 წლამდე
13 აპრილი 1955 წლიდან – 30 ოქტომბერი 1956 წლამდე
22 ნოემბერი 1973 წლიდან – 12 ივნისი 1975 წლამდე
2 აგვისტო 1992 წლიდან – 1 თებერვალი 1994 წლამდე
3 მარტი 2011 წლიდან – 30 აგვისტო 2012 წლამდე
კარგი მდგომარეობაა გაბედული ადამიანებისთვის, ხშირად ეს კვანძი აქვთ სულიერ მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, ფილოსოფოსებს, ეს განსაკუთრებული განსხეულებაა, კარმის მფარველია იუპიტერი, თქვენი ბედ-იღბალი ზებუნებრივი ძალების მფარველობის ქვეშაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც უყენებს თქვენს ცხოვრებას.
აუცილებელია ცხოვრება განსაზღვრულ იდეას მიუძღვნათ, არ გაიფანტოთ და არ გაფანტოთ თქვენი პოტენციალი, ყველას თქვენი არ ესმით, მოტყუების ალბათობაცაა, მოიპოვეთ სულიერი ფასეულობები, ხელი უნდა მოკიდოთ პედაგოგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. თქვენ გჭირდებათ უცხოეთთან, უცხო ენებთან კონტაქტი, მოგზაურობა (თუნდაც ვირტუალუად).
ნუ დაივიწყებთ იმ სამყაროს და იმ ძალებს, რომლებმაც მოგავლინეს ამქვეყნად. თქვენი კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად სწორად იყენებთ ცხოვრებაში და განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობებში სულიერ, რელიგიურ მიდგომებს.
მშვილდოსნების კარმული ამოცანა ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ იგი ყოვეთვის უკავშირდება პიროვნების შემოქმედებითი სფეროს გაფართოვებას.
სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური სისტემებისადმი ინტერესი და მათი გააზრება დაგეხმარებათ კარმული ამოცანების დაძლევაში.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) თხის რქაში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) კირჩხიბში
12 თებერვალი 1935 წლიდან – 1 სექტემბერი 1936 წლამდე
23 სექტემბერი 1953 წლიდან – 13 აპრილი 1955 წლამდე
4 მაისი 1972 წლიდან – 22 ნოემბერი 1973 წლამდე
18 ნოემბერი 1990 წლიდან – 2 აგვისტო 1992 წლამდე
21 აგვისტო 2009 წლიდან – 3 მარტი 2011 წლამდე
თქვენი მისიაა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, ახალი სოციალური სიმაღლეებისკენ სწრაფვა, დახელოვნება, დაოსტატება პროფესიულ სფეროში. ეს წარმატებული პოლიტიკოსების, ხელოვანების და საზოგადოებრივი მოღვაწეების, მეცნიერების წარმომადგენელთა კვანძია.
კოსმოსი გთავაზობთ საშუალებას ემსახუროთ საკუთარ თავს, მაგრამ თუ წარმატების შემთხვევაში დაარღვევთ ირგვლივმყოფთა ინტერესებს, განგება არ იქნება თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი, თუმცა არც საკუთარი მატერიალური ინტერესებისა და სურვილების იგნორირება გარგებთ, ეს იქცევა ერთგვარ კარმულ ნეგატიურ პროგრამად.
მიმართეთ თქვენი ძალები სამყაროს შეცნობისკენ, უხვი მოსავლის მისაღებად და არა სხვა ადამიანების ბედ იღბალში ჩასარევად.
ქვეცნობიერად ცდილობთ დარჩეთ ბავშვად, რადგან მიჩვეული ხართ ემოციებით და ინტუიციით ცხოვრებას, ადვილად გტკენენ გულს, ცდილობთ გაექცეთ პასუხისმგებლობის და ვალდებულებების თქვენს თავზე აღებას, მიისწრაფით ოჯახის შექმნისკენ, სახლისკენ. ახლა კი საჭიროა იცხოვროთ სოციალურად აქტიური ცხოვრებით, თქვენთვის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ, საზოგადოებაში, კარიერის გაკეთებისას.
ნუ მიუძღვნით თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ოჯახს, თუ ასე მოიქცევით ის დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც დაინგრევა (რათა კარმულად თქვენს გზაზე დაგაყენოთ). ძირითადი ყურადღება დაუთმეთ პროფესიულ სფეროს და ეს იქნება თქვენი ოჯახის კეთილდღეობის გარანტი და თან შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას სოციალურ გარემოში.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) მერწყულში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) ლომში
6 მარტი 1952 წლიდან – 23 სექტემბერი 1953 წლამდე
16 ოქტომბერი 1970 წლიდან – 4 მაისი 1972 წლამდე
22 მაისი 1989 წლიდან – 18 ნოემბერი 1990 წლამდე
16 დეკემბერი 2007 წლიდან – 21 აგვისტო, 2009 წლამდე
ამ კარმული მისიით მოვლენილ ადამიანთა თვისებაა თავისი ცხორებისა და ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა, ისინი არ აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რა აღელვებს საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობენ. ამგვარი ქმედება შექმნის ორჯერ მეტ ახალ პრობლემას.
თქვენ გაქვთ დიდი ნებისყოფა, მიჩვეული ხართ სხვების გამოყენებას საკუთარი მიზენბისთვის, გახასითებთ ეგოიზმი და მბრძანებლობა. გიყვართ ყურადღების ცენტრში მოქცევა ნებისმიერ ფასად.
თქვენი კარმა მჭიდროდაა დაკავშირებული ერის, ქვეყნის, კოლექტივის, ეკლესიის კარმასთან. მისია რომ შეასრულოთ არაა აუცილებელი გახდეთ პოლიტიკოსი, მწერალი ან პედაგოგი, მთავარი არა მასშტაბებია, არამედ ის მიმართულება და გზა, რომლითაც ცხოვრობთ.
გახდით იდეალისტი, ისწავლეთ ადამიანების დაფასება მათი სულიერების მიხედვით. მეგობრობას, თავისუფლებასა და სიყვარულს თქვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე დიდებას და ძალაუფლებას.
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, საჭიროა სულ მცირე დაინტერესება საზოგადო პრობლემებისადმი, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ რელიგიურ და ფილოსოფიურ საკუითხებში გარკვევა გაცილებით ადვილად გადაგაწყვეტინებთ საკუთარ პრობლემებს, ნუ გაემიჯნებით საზოგადოებას, ნუ იცხოვრებთ თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში.
თუ თქვენი გზიდან გადაუხვევთ, მაშინ სამყარო დაგსჯით იმით, რომ მაინც კარმულ გზაზე დაგაყენებთ დამცირების გზით, აქ კი კარგი იქნება თუ კარგი მეგობრები გყავთ შემოკრებილი, რადგან ისინი დახმარებას გაგიწევენ. თქვენი მიზნების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ თანამოაზრე-მეგობრების წრეში.
ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) თევზებში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) ქალწულში
17 აგვისტო 1950 წლიდან – 6 მარტი 1952 წლამდე
29 მარტი 1969 წლიდან – 16 ოქტომბერი 1970 წლამდე
2 დეკემბერი 1987 წლიდან – 22 მაისი 1989 წლამდე
23 ივნისი 2006 წლიდან – 16 დეკემბერი 2007 წლამდე
თქვენ კრიტიკული გონება გაქვთ, გიყვართ წესრიგი. ხართ ცივი და პრაქტიკული ადამიანი. თქვენთვის ადვილია კონკრეტული, დაკისრებული დავალების შესრულება. ამ ეტაპზე თქვენი კარმული ამოცანა დაკავშირებულია სულიერებასა და რელიგიასთან, შემოქმედებასთან.
თქვენთვის აუცილებელია სულიერი, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური თვისებების მქონდე ყველა ბარიერის გადალახვა. კარგია საქველმოქმედო საქმიანობა. ხშირად თქვენი პოტენციალის რეალიზება ხდება პროფესიულ სფეროში.
კარმის მიხედვით, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გზა და მიმართულება, რომლითაც მოქმედებთ, ვიღაც ასრულებს თავის მისიას, მაგალითად, კვანტურ ფიზიკაში თავისი აღმოჩენით, ვიღაც სხვა- ხელსაქმით, ახალი თარგის, ორიგინალური ნახაზის შექმნაში. ასევე წარმატებით შეასრულებთ თქვენს მისიას ოჯახში, შვილებისა და შვილიშვილების აღზრდაში შემოქმედებითად მიდგომით, ქრისტიანული გზით მათი სულიერების ჩამოყალიბებით, საჭიროა თქვენი მსოფლხედველობის სულიერებისკენ მიმართვა.
თქვენი ვალია ზომიერების წერტილის პოვნა ორ უკიდურესობას შორის. თუ თქვენ არ წახვალთ სწორი გზით სამყაროს შეუძლია დაგსაჯოთ სნეულებით, ფსიქიკური პრობლემებით, დაიწყება თქვენი სტერეოტიპების მსხვრევა, თქვენ მიხვალთ თვითიზოლაციამდე. შესაძლოა აღმოჩნდეთ საავადმყოფოში, ციხეში ან მოექცეთ სხვა შეზღუდვებში.
ყველა შემთხვევაში მოგიწევთ აღაპყროთ თქვენი მზერა ზეცისკენ.
სტატიის ავტორი: ქეთი