სიმბოლო: გველი
სატანური დღეა, სხეულის ვნება, ასტრალური ბრძოლები, “შინაგანი გველის” აქტივიზაცია.
საჭიროა დაიცვათ სამართლიანობა, დაიცვათ ასკეტიზმი, დაამარცხოთ საკუთარი სხეული.
დღე, როგორც ხალხური გამოთქმები ამბობენ: «არც წყალი, არც ღვინო», შეუძლია მოგანიჭოთ მოკლევადიანი სიამოვნებები, რომელიც შეიძლება შემდეგ შეიცვალოს მწარე იმედგაცრუებით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია სიყვარულისა და ინტიმისთვის.
მე–15 მთვარის დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა მთვარის თვეში. მთვარე აპოგეაშია, პიკია ენერგეტიკული ძალის თვალსაზრისით, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბოლო ნახტომი: არცერთ შემთხვევაში არ შეანელოთ ტემპი და აქტიურობა, რისი მიღწევაც გინდოდათ ბოლობოლო გამოვა. რაც შეეხება სიყვარულს, შეიძლება მოგანიჭოთ სიამოვნება, რომელიც შემდეგში იმედგაცრუებით შეიცვლება. პერიოდი ერთი მხრივ სასიკეთოა, მეორე მხრივ სახიფათო, რადგან მთვარის გავლენა დღეს ძალიან ძლიერია. ყველა თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისება რამდენჯერმე იზრდება.
მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი უარყოფითია, რამდენადაც საოჯახო და პროფესიონალურ ურთიერთობებში სირთულეების წარმოშობის საფუძველი არსებობს. ამბიციებმა და სხვაზე საკუთარი სამუშაოსა დ პასუხისმგებლობების გადაბარების სურვილმა შეიძლება შეგიქმნათ პრობლებები.
ამ დღის მეორე ნახევარი შედარებით წარმატებულია, რამდენადაც საშუალებას იძლევა სხვა მეთოდებით ან/და სხვა ადამიანების მეშვეობით ჩანაფიქრების რეალიზაცია მოახერხოთ. მაღლდება შემოქმედებითი კონტაქტები, ჩდება ახალი აზრები და იდეები.
ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოთ. თუ ადრე რაიმესთვის არ გყოფნიდათ ძალა, დღეს საკმარისი გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკულად ყველაფერი, მხოლოდ მიზანი უნდა იყოს ძალიან სასურველი.
ეს აუცილებელი, პირობაა, რადგან ძლიერი სურვილი დაგეხმარებათ გააქტიუროთ თქვენი დადებითი მხარეები, ხოლო მთვარე თავის მხრივ აგავსებთ ძლიერი ენერგიით, ასე თქვენ შეძლებთ დაძლიოთ თქვენი ინერტულობა და შეიცვალოთ. თქვენ თითქოს ლასოს ისვრით მომავალში და მასთან ერთად თქვენც აღმოჩნდებით ახალ ცხოვრებაში.
არის კიდევ ერთი პირობა- თქვენ ეს დღე უნდა გაატაროთ ისე, როგორიც გინდათ რომ იყოს თქვენი ცხოვრება მომავალში. ისე, როგორც გაატარებთ ამ დღეს დაფიქსირდება ასტრალური გეგმის მატრიცაზე, რომლის მიხედვითაც განვითარდება მთვარის მე–3 და მე–4 ფაზები. თუ მე–15 მთვარის დღეს იქნებით პასიურნი, თქვენი სისუსტეების მორჩილი, შინაგანი გარდასახვა არ მოხდება, თქვენში უფრო იმძლავრებს თქვენი ნეგატიური თვისებები. გაძლიერებული მთვარის ენერგია იქცევა თქვენს ნამდვილ „მე“დ.
ცუდი ნიშანი – ჩხუბი, კამათი, კარგი ნიშანი _ ძაღლი, მყეფარეც კი.
ბიზნესი: გაძლიერებული აქტივობის დღეა, ასტროლოგები გვირჩევენ ბოლობოლო გადავწყვიტოთ აქამდე რასაც ვერ წყვეტდით. (რა თქმა უნდა არ იგულისმება კრიმინალური სარისკო ქმედებები).
ქორწინება: არასასურველი დღეა.
სოციალური გავლენა: ცუდი დღეა, ცოდვის, ილუზიების, მოტყუების დღეა. ნუ იჩხუბებთ, ნუ მიიღებთ საჩუქრებს.
საყოფაცხოვრებო გავლენა: კრიტიკული დღეა, ყოველს წუთსაა მოსალოდნელი შეფერხება საქმეში, ცუდია საოჯახო და სექსუალური ურთიერთობისათვის.
მისტიურობა, ასკეტიზმის ყველა ფორმა, სატანური დღეა, ასტრალური ბრძოლების, ანუბისის დღეა.
ეზოთერიკა: ტიბეტელი ასტროლოგები ამ დღეს განსაკუთრებულად მიიჩნევენ მედიტაციისა და სულიერი განვითარებისთვის.
სიზმარი: მნიშვნელოვანია, ცუდია ამ დღეს ჩხუბი, კარგია ძაღლი, თუნდაც მყეფარე.
მედიტაცია: სიჩუმე, დუმილი, სიცარიელე.
მინერალები: აქატი, მორიონი, გიშერი.
მე-15 დღეს დაბადებული: ინტელექტითა და ნიჭიერებით გამოირჩევა. ვაჭრობის საქმე კარგად გამოსდის. ნებისმიერ სიტუაციაში თავს თავისუფლად გრძნობს. ხშირად ძალიან შეყვარებულია, რის გამოც იტანჯება და ზიანდება როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად. ნიჭიერებითა და ჯანმრთელობით გამოირჩევა. თუ მხოლოდ საკუთარ სურვილებს მისდევენ, შესაძლოა ბევრი რამ დაკარგონ. სასურველია: ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდონ და ემოციების კონტროლი ისწავლონ.
უკუნაჩვენებია: არ შეიძლება მოექცეთ შთაგონების ქვეშ, ჭამოთ ვაშლი.
რეკომენდებულია: ყველა კეთილგანწყობილი და სასიკეთო ქმედებები; სამუშაოს დაწყება ან/და თანადებობის დაკავება; სასულიერო/რელიგიური ცერემონიალები/რიტუალები; ფიზიური აქტივობა. დღის მანუსთვის მიძღვნა (მანუ სანკრისტულად წოდება, რომელსაც ინდუისტურ ტექსტებში მოიხსენიებენ როგორც კაცობრიობის მოდგმის ლეგენდარულ შემქნელს, ასევე პირველი მეფე ინდუიზმში, ცნობილია მანუს კანონები – მთარგმნელის შენიშვნა).
ავტორი: ნინო, ქეთი