მთვარის მე-16 დღე

მთვარის მე-16 დღე

სიმბოლოპეპელა, მტრედი

ამ დღეს უმეტესად სავსემთვარეობაა.

ენერგეტიკულად ყველაზე სუფთა დღეა. აღინიშნება: ჰარმონიით, წონასწორობით, სამართლიანობით.  საჭიროა შეინარჩუნოთ შინაგანი კომფორტი, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.

დადგა დასვენების დრო მე-12, მე-15 მთვარის დაძაბული გავლენისაგან. ეს ის დროა, როცა უნდა ვერიდოთ დაწვრილმანებას, უაზრო მოქმედებებს, ყოველგვარ დაძაბულობას და უბრალოდ დავისვენოთ ან სულაც დავიძინოთ.
შეგვიძლია მოვკალათდეთ დივანზე და ვუყუროთ ტელეგადაცემებს, წავიკითხოთ წიგნი, გავისეირნოთ, ძალიან კარგია კონტაქტი ბუნებასთან, თუ არის საშუალება კონტაქტი ტბასთან, ზღვასთან, მდინარესთან. მთავარია ირგვლივ იყოს სიმშვიდე, სიჩუმე. თქვენ გჭირდებათ ძალების აღდგენა.

ტიბეტელი ასტროლოგები თვლიან, რომ მე-16 მთვარის დღეს მაღლდება ინტელექტუალური შესაძლებლობები, ამიტომ, ისინი ფიქრობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაც კმარა, აი მოქმედებისთვის კი მე-17 დღე მშვენიერია.

ნუ გამოავლენთ ამ დღეს აგრესიას, ზიზღს, შურს, ეს ყველაფერი ცუდად გიბრუნდებათ.
იფიქრეთ ჰარმონიაზე, იოცნებეთ, დაისახეთ „ფერადი“ მიზნები, მოკლედ პასიური დასვენების დროა.

მთვარის ეს დღე მთლიანობაში ხელსაყრელია, რამდენადაც ბევრ ადამიანს უძლიერებს აურას, ამიტომ ამ პერიოდში შემოქმედებით, სულიერ ადამინებს შუეძლიათ თავიანთი ჩანაფიქრების მაქსიმუმი შეასრულონ და ყველაზე მაღალ დონეზე გამოავლინონ საკუთარი უნარები.

უინიციატივო ან/და უნებისყოფო ადამიანებს ამ პერიოდში კოსმიური ზეგავლენა უბიძგებს განახლებისკენ და ამიტომ ამ პერიოდში ენერგიის დახარჯვა დაამძიმებს მათ მდგომარეობას, კერძოდ, შეიძლება ჰქონდეთ დაუკმაყოფილებობის ან/და აგრესიის შეგრძნება.

დღე ხელსაყრელია, განსაკუთრებით ვაჭრობისთვის, ნებისმიერი პირუტყვის შესაძენად.

ტანსაცმელზე ჭუჭყი – სულიერი დაბინძურების სიმბოლოა.

ბიზნესი: ასტროლოგიურ სკოლათა ნაწილი თვლის, რომ ეს პერიოდი სჯობს თანამშრომელთა, პარტნიორთა და სამუშაო ადგილზე კომფორტის შექმნას დაუთმონ. მეორე ნაწილი თვლის, რომ ბიზნესში ყველაფერი გამოვა, განსაკუთრებით, რაც ბიზნეს-პარტნიორებს უკავშირდება: კონტრაქტების დასადებად, შეთანხმებებისთვის კარგი დღეა. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქორწინება: ქორწინება არასასურველია (სავსემთვარეობაა), თუმცა ითვლება, რომ ხელის სათხოვნელად კარგი დღეა.

სოციალური გავლენაკარგია ყველა მშვიდობიანი საქმისთვის, გეგმებისა და ანგარიშის შესადგენად, კონტრაქტების დასადებად.

საყოფაცხოვრებო გავლენა: სასიკეთო დღეა, დაუთმეთ ის ფსიქიკისა და სხეულის გაჯანსაღებას. გამორჩეულია სამართლიანობით, წონასწორობით, ასტრალურ და ფიზიკურ სხეულებს შორის ჰარმონიული ბალანსით. ამ დღეს თავი შეიკავეთ სექსისგან.

ჯანმრთელობადღე კარგია გამწმენდი პროცედურებისთვის, ბალახეული აბაზანებისთვის, არომათერაპიული სეანსებისა და მსგავსი პროცედურებისთვის.

კვება: მოერიდეთ ცხოველურ საკვების (თევზის გარდა), სოკოს მიღებას.

ეზოთერიკა: თითქმის ყველა სკოლა გაწმენდვით პროცედურებს ატარებს. მედიტაციისთვის ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა რიტუალები და ცერემონიები არახელსაყრელია. ტიბეტური ეზოთერული ტრადიციების მიხედვით, პირველი სულიერი პრაქტიკის, დავალების შესრულების დღეა (განსაკუთრებით ე.წ. ქალური და კაცური ენერგიების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული).

მედიტაცია: დაგეხმარებათ თეთრი ფერი.

სიზმრები: როგორც წესი, ამ დღის სიზმრები არ არიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი, თუმცა, თუ სიზმარში შფოთავდით, ეს მიანიშნებს გადაღლილობაზე, მეტი დაისვენეთ და მოდუნდით.

მინერალები: ტურმალინი, ჩარიოტი, ზურმუხტი, მარგალიტი (შავის გარდა)

მე-16 დღეს დაბადებული: შესაძლებელია, გამოირჩეოდეს სულიერი და ფიზიკური სისუფთავის სიყვარულით, ფანტაზიით, ძლიერი ჯანმრთელობითა და იცხოვროს დიდხანს და ნაყოფიერად. დაჯილდოვებულია იშვიათი თვისებით – სხვების კრიტიკა, განსჯა ნაკლებად სჩვევია. მოგზაურობა მოსწონს, რის გამოც დიდი ალბათობაა სხვადასხვა ქვეყნები ან/და მხარეები მოიაროს. მისთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლოა.

არასასურველია: ყვირილი, უტაქტო ქცევები, განრისხება, შური. უარყოფითი ჩვენება აქვს სექსს. არ შეიძლება ფრინველების მოკვლა/დახოცვა.

რეკომენდებულია: დადებითი დღეა მგზავრობისთვის, მივლინებისთვის და მოგზაურობისთვის, ასევე წარმატებულია შინაური პირუტყვით ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით დადებითია ისეთი ვაჭრობისთვის, რომელსაც შეუძლია დიდი მოგების მოტანა. ბრახმანული ცერემონიები, კორონაცია, თესვა. ფესტივალები; მოგზაურობა; თანამდებობის დაკავება; საქმეები, დაკავშირებული სახლებთან ანდა მიწებთან.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top