დღე შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა, დაგროვებისა, ნაყოფიერებისა, ყოფითი სიხარულისა, იდეალური სიყვარულისა, მეუღლეთა ურთიერთობისა, მხიარულებისა, სექსუალური ენერგიის სუმბლიმაციისა.
დაკავშირებულია ქალური ენერგიის გარდაქმნასთან.
მხიარულებისა და სიხარულის, შეიძლება ითქვას კარნავალების და აღლუმების, ფერებისა და ვნებების, სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობების, ნაყოფიერების დღეა. დარდი და მოწყენილობა ამ დღეს მიუღებელია.
სასურველია სადღესასწაულო ღონისძიებებზე წასვლა, ასევე – კინოთეატრში, გამოფენაზე, კონცერტზე. თუ პატარა გყავთ სწორედ ის დროა ესტუმროთ თოჯინების თეატრს ან ზოოპარკს. თუ შეყვარებული ხართ, მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, სწორედ ის დროა ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდეთ.
მე-17 მთვარის დღეს სიახლეების და სიურპრიზების დღეა. ნუ შეშინდებით თუ სასაცილო ან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, მოეშვით, მოდუნდით, თავადაც იხუმრეთ საკუთარ თავზე. ნუ მიიღებთ ყველაფერს სერიოზულად.
კარგი დღეა სოფლის მეურნეობაში მომუშავე პირთათვის, რადგან ამ დღის სიმბოლო ნაყოფიერებაა.
მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი დადებითია და შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალური ეფექტით გამოიყენოთ ენერგია. ნებისმიერი პირადი საქმე, შემოქმედებითი ანდა წარმოებითი პროცესი აქტივიზირდება, უმჯობესდება მეუღლეთა ურთიერთობები, მაღლდება სექსუალური ენერგია, მძაფრდება ინტუიცია, ვლიდნება შემოქმედებითი ექსტაზი ანდა განჭვრეტის უნარი.
დღის მეორე ნახევარი უარყოფითია და შეიძლება წარმოიშვას პრობლემები გეგმებისა და იდეების რეალიზაციის საკითხში. გრძნობითი დაკმაყოფილება ითხოვენ დიდ დროს ანდა ენერგიას, ამიტომ მოცემულ დროს აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე სექსუალურ ურთიერთობებში. გადაჭარბების ანდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები შეყვარებულებს შორის, ასევე ართულებს თანამშრომლობის პერსპექტივებს.
თუ ეს დღე დაემთხვა კვირის სხვა (გარდა შაბათისა) დღეს, მაშინ მთვარის ამ დღის ენერგეტიკა იძლევა ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად კარგ საფუძველს.
თუ მთვარის ეს დღე შაბათს დაემთხვა, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების, წამლების მიღებას. თუ ადამიანი ავად გახდება, გამოჯანმრთელების მხრივ შესაძლებელია პრობლემები შეიქმნას, რადგან ავადმყოფობა შეიძლება განუკურნებელი იყოს.
ბიზნესი: სარეკლამო სფეროსა და სხვადასხვა სახის პრეზენტაციებისათვის სასიკეთო დღეა. ასვე – კოლექტიური სამუშაოსთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ – სიამოვნებით და სიხარულით აკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არაფერი გამოგივიდეთ.
ქორწინება: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სასურველი დღეა ქორწინებისთვის. კარგია ორიგინალური და მხიარული ქორწილის გადასახდელად. უკვე წყვილებისთვის ოჯახური წვეულებებისა და გართობის მოსაწყობად ხელსაყრელი დღეა. ასე თქვენს ერთად ცხოვრებას გაახალისებთ და ხელს შეუწყობთ.
სოციალური გავლენა: შინაგანი თავისუფლების მოპოვების, დიონისეს მისტერიის დღეა. ძველი ბერძნები ამ ღვთაებას უმართავდნენ „წმინდა ღრეობებს“. სანსკრიტის ენაზე ეს დღე „შაკტის დღედ“ იწოდება, ეს არის ქალური ენერგია, ამავე სიმბოლოთი აღნიშნავდნენ მოცეკვავეებს.
საყოფაცხოვრებო გავლენა: ცუდია მოსაბეზრებელი საქმეებისათვის, ანგარიშების წარმოებისთვის, გადატვირთული გრაფიკით მუშაობისათვის. კარგია მოგზაურობა, ვაჭრობა და ა.შ.
სამედიცინო გავლენა: მოსალოდნელია ინფექციური დაავადებების გამწვავება, მდედრობით სქესში ნერვული გაღიზიანებადობა, დაძაბულობა მატულობს. მატულობს ტრავმულობის ალბათობა.
კვება: რეკომენდირებულია ცივი მშრალი ღვინოს ან/და შემთბარი შარბათის (მარადიულობისა და ექსტაზის სიმბოლო) მიღება. მაგრამ არ შეიძლება ბობოქრობა და ლოთობა.
ეზოთერიკა: თითქმის ყველა ეზოთერული ტრადიციით ეს დღე სულიერების განვითარებას ეძღვენება. ძველად მისტიურ-ეზოტერული სკოლები (რელიგიური სკოლებიც) ამ დღეს აღნიშნავდნენ, როგორც სიყვარულისა და სიხარულის დღეს.
მედიტაცია: ცეკვა
სიზმრები: სექსუალურ სფეროს უკავშირდება. ქვეცნობიერიდან წამოტივტივდება ოდესღაც დათრგუნული სურვილები და ეროტიკული ფანტაზიები, რომლებიც ითხოვენ რეალიზებას.
მინერალები: გამჭვირვალე ამეთვისტო, ცირკონი და სხვა.
მე-17 დღეს დაბადებული: ბუნებით ემოციურია და გრძნობებს პირველ ადგილზე აყენებს. იქნება ბედნიერი და წარმატებული. მუდმივად აქვს მეორე ნახევრის ძლიერი მოთხოვნილება. მისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, ურთიერთობები. კონტაქტებში ღია და გულკეთილია, როგორც წესი, ბევრი მეგობარი ჰყავს. ერთადერთი, რასაც ეს ადამიანი ვერ შეეგუება – შეზღუდვა და თავისუფლების დაკარგვაა.
არასასურველია: არაა საჭირო ახალი საქმის დაწყება, შეიძლება მხოლოდ იმ საქმის დასრულება, რომელიც ადრე დაიწყეთ.
რეკომენდებულია: კარგია ქორწინების გასაფორმებად (ასეთი ქორწინება სიყვარულზე იქნება დამყარებული), სიყვარულის გამოსახატად, სახლის საფუძვლის ჩაყრა, მშენებლობა. საქმე, დაკავშირებული ხელისუფლებასთან. საქმეებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სახლებთან და მიწებთან; პირობის შესრულება. სამსახურის დაწყება ანდა თანამდებობის დაკავება.
ავტორი: ნინო, ქეთი