მთვარის მე-3 დღე

მთვარის მე-3 დღე

სიმბოლოლეოპარდი ან ჯიქი, რომელიც ნახტომისთვის ემზადება.

მე-3 მთვარის დღეს პირველად ჩნდება ახალი მთვარის რკალი. წინა დღეებში დაგეგმილი და დაწყებული ქმედება  „აღმოცენებას“ იწყებს,  თავის ფორმას იღებს და  დროსა და სივრცეში ერთვება.

ეს არის აქტიური ბრძოლის, აგრესიისა და ჭავლის პერიოდი. ყველა პასიური ადამიანი ამ მთვარის დღეს საფრთხის ქვეშ არის, რადგანაც მათზე ხდება სხვადასხვა ასტრალური დარტყმები. ადამიანი, თუ ის არის მებრძოლი, ხდება უფრო ფხიზელი, ეჭვიანი და მობილიზებული. საჭიროა კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის გამოყენება თავდაცვისთვის.

ამ დღის ძირითად მახასიათებლად შეიძლება დავასახელოთ შეუპოვრობა, ენერგიულობა, გარკვეულწილად ქმედებაში აგრესიულობაც კი. ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ძლიერი დღეა, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაც საჭიროა.

ეს ყველაზე კარგი დღეა საბრძოლო ხელოვნებით დაკავებისათვის – თაი ძი, კარატე და ა.შ. ამ მთვარის დღეს მუშაობენ მეტალებზე, ლესავენ დანებს, ძველად ასხამდნენ ვერცხლის ნივთებს. სასურველია საუნაში და აბანოში შესვლა. რეკომენდებულია ბიოპოლის ყველა ენერგიაზე მუშაობა.

მძაფრდება ამბიციურობა, აგრესიულობა, ამიტომ შესაძლებელია მეუღლეებს, პარტნიორებს, მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტები. განრისხების გამოვლენამ, ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება დიდი ხნით დაგამძიმოთ. მეორე ნახევარი შედარებით დადებითია, ამაღლებულია შრომისუნარიანობა, აქტიურდება სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, შესაძლებელია კეთილგანწყობილი კონტაქტები. ნებისმიერ წინადადებას საჭიროა ყურადღება მიექცეს, რამდენადაც ისინი ძალიან ხშირად პოზიტიურ ეფექტს იძლევიან.

მე-3 მთვარის დღის ენერგეტიკა ატომურის მსგავსია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ატომური ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ სასიკეთოდაც. სწორედ ამიტომ არის საჭირო, მთელი ძალისხმევის მიმართვა შემოქმედებით სფეროში.

იმპულსებს დიდი ძალა აქვს, ამიტომ ეცადეთ დადებითი მუხტის გავრცელებაზე ორიენტირდეთ. ოცნებების, დაგეგმვის დრო წავიდა, დროა აქტიურად იმოქმედოთ.

დაღვრილი ზეთი _ საკუთარი გზიდან გადახვევის ნიშანია.

ბიზნესი: ბიზნესმენებისთვის კარგი დღეა, სასურველია სიახლეების შეტანა თქვენს საქმიანობაში და მათი დანერგვა, ახალ კავშირებზე გასვლა, რისკი გამართლებულია, თუმცა სიფრთხილე არ დაკარგოთ.

ქორწინება: ამ დღეს ქორწინება აქტიურ და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას გპირდებათ. უამრავი სურპრიზი (დადებითიც და უარყოფითიც), მოულოდნელი მოგზაურობები გელოდებათ. ისინი, ვინც წყნარ ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობენ, სასურველია ამ დღეს არ დაქორწინდნენ.

სოციალური გავლენა: ნეგატიური დღეა პასიური ადამიანებისათვის. იზრდება აგრესიის, ბრძოლის ალბათობა. არაა სასურველი ამ დღეს დაქორწინება.

ჯანმრთელობა: საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კეფასა და ყურებს.  თუ ამ მიდამებში ადამიანს აქვს დაავადებები – აუცილებელია ძვლების წმენდა. მატულობს ტრავმების და დაავადებების გამწვავების ალბათობა. დროულად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და მიიღეთ შესაბამისი ზომები. კარგია აქტიური ვარჯიში, თხილამურებით რბოლა (სწრაფდაშვება), ცურვა, სირბილი, მთავარია მეტი დინამიკა.  თუ ამ დღეს გამოვლინდა ყურების ან საფეთქლების ტკივილი ეს მიუთითებს ძვლების პრობლემაზე, (ძვლოვანი სისტემის გასაჯანსაღებლად – ერთი შეკვრა დაფნის ფოთოლი ადუღეთ ერთ ლიტრ წყალში, იქამდე, სანამ არ გახდება ნახევარი ჭიქა. ეს ნახარში მიიღეთ დღის განმავლობაში)

მისტიური გავლენა: ასეთ დღეებში დადებით შედეგს მოიტანს საბრძოლო ხელოვნება, იარაღის დამზადება, ომის გამოცხადება. ზოგადად კარგია ლითონზე მუშაობა.

სიზმრები: ყურადღება მიაქციეთ, მათ შეიძება მიგითითონ იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, მიეცით მათ საშუალება დაგეხმარონ.
გაუთავისუფლეთ გზა მთვარის უდიდეს ენერგიებს…

მინერალები: ჯესპილიტი, ლალი, პირიტი, ავანტურინი.

მე-3 დღეს დაბადებულები: მათ დაბადებიდანვე აქვთ დიდი შინაგანი ძალა. დაჯილდოვებული არიან  სხვბზე ასტრალურად ზემოქმედების უნარით. სასურველია საკუთარი აზრები და ემოციები აკონტროლონ. მე-3 მთვარის დღეს დაბადებულმა ადამიანმა უნდა ეცადოს გამოიმუშავოს ნებისყოფა და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულება, უნდა გაემიჯნოს სხვის ზეგავლენას. თუ ის იქნება სუსტი ვერ გაუმკლავდება არსებულ სიტუაციებს მას მუდმივად შეაწუხებს ყელის ტკივილი. შეიძლება განუვითარდეს ასთმა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.  ამ ადამიანისთვის აუცილებელია შეისწავლოს საბრძოლო ხელოვნება, იოგა და დაკავდეს საკუთარი თავის სრულყოფით.

არასასურველია: უმოქმედობა, სიზარმაცე, პასიურობა. ფრთხილად ნეგატიურ ემოციებთან, ეცადეთ აგრესიის გამოვლენას არ აყვეთ, ასევე არ აყვეთ ეჭვებს, ძიებას, სიავეს, უგულისყურობას, იყავით ორიენტირებული კომპრომისზე.

რეკომენდებულია: აქტიურობა, მოქმედება. თმის შეჭრა, ქორწინება; ბავშვის პირველად გამოკვება; მუსიკის პირველი გაკვეთილი; საზღვრების შექმნა; თანაგრძნობა.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top