მთვარის მე-6 დღე

მთვარის მე-6 დღე

სიმბოლო: წერო; ღრუბელი

წერო შემთხვევით როდია ამ დღის სიმბოლო, ითვლება, რომ მე-6 მთვარის დღე დაკავშირებულია, როგორც წყლის, ასევე ჰაერის სტიქიასთან. ამ დღის მოვლენები მშვიდია ისევე, როგორც წყლის თანაბარი დინება და მსუბუქი, როგორც ჰაერი. მე-6 მთვარის დღე მართლაც ძალიან წააგავს წყალს, რომელშიც ყოველივე აირეკლება, მაგრამ არაფერი არ რჩება.

დღე დაკავშირებულია კოსმიური ენერგიის ათვისებასთან, კეთილმოსურნეობის, სიყვარულის, წინასწარმეტყველების, მენტალური და ვერბალური სამუშოს შესაძენად. კარგი დღეა გაახალგაზრდავებისთვის.

ბევრი რამისთვის დღე ბედნიერია. სწავლაში წარმატებებია მოსალოდნელი. დაკარგული ნივთები მოიძებნება; სწავლის დამწყებნი ადვილად ითვისებენ.

ადამიანს ეს დღე საშუალებას აძლევს გამოავლინოს საკუთარი უნარები ყველაზე განსხვავებულ წამოწყებებში. იმატებს წარმატების შანსი, აზრების მატერიალიზების უნარები, ასევე ვლინდება კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობანი, ახალი გეგმები, რომელიც შესაძლებლობას იძლევიან საკუთარი ბედის პოზიტიურად შეცვლისთვის. მძაფრდება ინტუიცია და წინასწარჭვრეტის უნარი, აქტიურდება საზოგადოებრივი და შემეცნებითი საქმიანობა, მხოლოდ ერთია – საჭიროა თავშეკავებულობა კონტაქტებისას, რამდენადაც უტაქტობის გამოვლენა ან/და ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა ეფექტური ქმედებისთვის დამამხურუჭებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

იყავით მშვიდი და მსუბუქი, როგორც ჰაერი. თუ შეინარჩუნებთ შინაგან წონასწორობას, მაშინ ეს დღე თქვენთვის სასიამოვნოდ ჩაივლის.მიანდეთ ფიქრები თავისუფალ დინებას და დაინახავთ ჭეშმარიტებას, რომელიც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო.

მოწმენდილი ან/და მთლინად ღრუბლებით დაფარული ცა – ნიშანია სამყაროში ჰარმონიის არარსებობისა. დადებითი ნიშანია – ღრუბელი ცაში, მელოდიური ხმების გაგება.

ბიზნესი: ეცადეთ ამ დღეს არ გამოიჩინოთ ინიციატივა და ნუ იქნებით აქტიური. , ნუ გადაიტვირთებით, ამ დღეს გადაღლა შესაძლოა თქვენს ჯანმრთლებაზე და საქმეზეც უარყოფითად აისახოს. ფინანსური ოპერაციები ეცადოთ გადადოთ. გახსოვდეთ, რომ მე-6 მთვარის დღე – ეს მშვიდი, გამჭვირვალე მთის ტბაა და თუ წყალს აამღვრევთ, შედეგი არასასურველი იქნება. ამღვრეულ წყალში თქვენ ვერ დაინახავთ იმას, რაც თქვენთვის იყო განკუთვნილი – როგორც კასტანედა ამბობდა – „თქვენი გაგისხლტებათ თქვენი წარმატების კუბური სანტიმეტრი.“ შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად მშვიდი, დაისვენეთ, გააანალიზეთ მიმდინარე სიტუაციები და გაიხედეთ მომავალში, რადგან მე-6 მთვარის დღეს ადამიანებს ეხსნებათ განჭვრეტის უნარი და შესაძლოა ბევრ სასარგებლოს ჩაწვდეთ. ამ დღეს არ არის სასურველი რაიმეს გაყიდვა, უმჯობესია ყიდვა. გაყიდვა ფინანსურ გადინებას უწყობს ხელს და შესაძლოა საერთოდ ფინანსების გარეშე აღმოჩნდეთ. არ ვარგა არც ფულის ვალად გაცემა და არც ვალის დაბრუნება.

ქორწინება: კარგი დღეა მათთვის, ვინც წყნარ, მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს. მე-6 დღეს ქორწინებით სიყვარული დიდხანს ნარჩუნდება.

ჯანმრთელობაგანსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ორგანოებს, რომელიც წყალს და ჰაერს უკავშირდება: არ ვარგა ხმის იოგების დაძაბვა, ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ, რადგან, როგოც ასტროლოგები ამბობენ, ხმის იოგების გადატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ანთება. არ არის მიზანშეწონილი ცივი სასმელების მიღება,თუნდაც ზაფხულის ცხელ დღეებში. გახსოვდეთ, რომ ყელის არე და სასუნთქი სისტემა სუსტია და საჭიროებს მოფრთხილებას.ყურადღება მიაქციეთ ასევე (წყლის ორგანოს) თირკმელებს, მოერიდეთ ორპირ ქარს.
კარგია ამ დღეს გამაჯანსაღებელი პროცედურები – მასაჟი (სხვადასხვა სახეობა) არომათერაპია.

კვება: თავს ნუ შეიზღუდავთ და ნურც გადააჭარბებთ. სასარგებლოა რძე და ხაჭო.

სიზმრები: ყველაფერი რაც ამ დღეს გესიზმრებათ, თუნდაც სრულიად უაზრო და აბსტრაქტული, უნდა მიიჩნიოთ, როგორც პირდაპირი წინასწარმეტყველება, მინიშნება ზემოდან. დასვით ამ დღეს ძილის წინ კითხვა და აუცილებლად მიიღებთ სიმბოლურ პასუხს.

ეზოთერიკა – ეს დრო იდეალურია მაგიური რიტუალებისათვის, განსაკუთრებით მცენარეების გამოყენებით.ზოგიერთი აღმოსავლური ტრადიციით ამ დღეს ტარდებოდა რიტუალები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. თითქმის ყველა მაგიის სკოლა მიიჩნევს, რომ ამ დღეს იხსნება პირდაპირი არხი უმაღლეს კოსმიურ ძალებთან. ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფაქიზი კოსმიური ენერგიების ნაკადი, ინფორმაცია სხვა განზომილებიდან.მე6 მთვარის დღე ითვლება ნათელხილვის დღედ.

მინერალები: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი და მარმარილო.

მე-6 დღეს დაბადებულები: ამ დღეს დაბადებული ადამიანები დღეგრძელნი არიან. ხანგრძლივად და ნაყოფიერად იცხოვრებენ. კონტაქტებს ადვილად ამყარებენ, დიპლომატიურები არიან. შესაძლოა წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდეთ. მათთვის პირობის შესრულება, სუფთა ჰაერზე ყოფნა, სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება აუცილებელია.

რეკომენდებულია: მგზავრობისთვის, მეცნიერებისა და შემეცნებით-კვლევითი სამუშაოებისთვის, სამეცნიერო ძიებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, გონებრივი და სულიერი სამუშაოებისთვის, ასევე დაკარგული ადამიანების, საგნების, ცხოველების მოსაძებნად. კორონაცია, მეგობრობის დასაწყისი. მშენებლობა; საქმე, დაკავშირებული სახლებთან ანდა მიწებთან; სამკაულების დამზადება; ვინმეს ნდობის მოპოვება. ქორწინებისთვის ნეიტრალური დღეა.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top