მთვარის მნიშვნელობა.  რატომ ვაქცევთ მთვარეს და კალენდარს ყურადღებას

მთვარის მნიშვნელობა. რატომ ვაქცევთ მთვარეს და კალენდარს ყურადღებას

ზოგადად, ვიცით, რომ, მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, რომელსაც აქვს თავისი აგებულება – მოცულობა, მასა, სიმკვრივე, სიჩქარე, ორბიტა, გრავიტაცია, ტემპერატურა და ა.შ. რომ დედამიწის ცენტრიდან მთვარის ცენტრამდე საშუალო დაშორება შეადგენს  _ 384 467 კილომენტრს და ა.შ. სიტყვა მთვარის ლათინური წარმოშობა მოდის ინდოევროპული ფორმიდან LLuna _ louksna _ რაც ნიშნავს „ნათელს“; ბერძნები დედამიწის თანამგზავრს უწოდებდნენ სელენას, ხოლო ძველი ეგვიპტელები – იახ.

მთვარის გრავიტაციული გავლენა დედამიწაზე იწვევს ზოგიერთი სახის საინტერესო ეფექტს. მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია _ წყლების მიქცევები და მოქცევები. ამ დროს დედამიწის საპირისპირო მხარეებში წარმოიშობა ორი ამობურცული, ამოზნექილი მხარე _ ერთი მთვარისკენ (დედამიწის პირველი მხარე, რომელიც მთვარეს უყურებს პირდაპირ “სახეში” _ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირობითად ავიღოთ დედამიწის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე) და მეორე მის საპირისპირო მხარეს (დედამიწის მეორე მხარე, რომელიც, წარმოსახვით რომ დავხატოთ, მთვარისგან ზურგშექცევით, საპირსპირო მხარეს მდებარეობს _ პირობითად, დედამიწის სამხრეთ-დასავლეთი მხარე). მსოფლიო ოკეანეზე ეს ეფექტი აისახება უფრო ძლიერ, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე (წყლის ამოზნექილობა უფრო მეტია). მოქცევის ამპლიტუდები (მიქცევისა და მოქცევის დონეების განსხვავებულობა) ოკეანეების გახსნილ სივრცეებში არც ისე დიდია და შეადგენს 30 – 40 სანტიმეტრს. მხოლოდ ერთია, ნაპირების ახლოს მოქცევისას მოქცევადი ტალღა ზუსტად იმ სიმაღლეს (ბალს) შეესაბამება, რომელიც ჩვეულებრივი ქარიანი ამინდის დროს წარმოიშობა. დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობის მიმართულების გათვალისწინებით, შესაძლებელია შევქნათ სურათი, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ როგორ ხდება წყლის მიქცევა და მოქცევა. ძლიერი მოქცევა უფრო მეტად არის შესამჩნევი მატერიკის სანაპიროებზე. დედამიწაზე მოქცევის ტალღის მაქსიმალური ამპლიტუდა შემჩნეულია ფანდის ყურეში – კანადაში და შეადგენს 18 მეტრს. უფრო კარგად რომ გავიგოთ, გავიხსენოთ ზაფხულში ზღვის სანაპიროზე რა ხდება, როდესაც ახალმთვარეობისას სანაპირო ზოლი უფრო აქეთ, დასახლებული ზონისკენ “მოცოცავს” და სავსემთვარეობის შემდეგ, კლებადი მთვარის დროს, ორმაგი მანძილით ისევ უკან “მიცოცავს”. შუალედში კი გვაქვს წყნარი, უტალღო ზღვა, ხოლო მიქცევა-მოქცევისას, ვამბობთ, რომ ზღვა ბობოქრობს და ტალღოვანია. აქვე, თუ დავაკვირდებით: მიქცევისას, ზღვაში მყოფი თითქოსდა განიცდის ისეთ ზემოქმედებას, რომელიც აიძულებს ტალღას გაჰყვეს გახსნილი წყლისკენ, ხოლო მოქცევისას, პირიქით, მოცურავეს ნაპირისკენ უბიძგებს. მზეც ახდენს გრავიტაციულ ზეგავლენას დედამიწაზე, და თან 200-ჯერ უფრო ძლიერ, ვიდრე მთვარის მიზიდულობის ძალა, მაგრამ იმის გამო, რომ მზე 400-ჯერ უფრო შორსაა დედამიწისგან, ვიდრე მთვარე, ამიტომ მიქცევა-მოქცევითი ძალები უფრო სუსტია.

უფრო ზუსტად კი, მოქცევამიქცევის რიტმები და ამპლიტუდა დამოკიდებულია დედამიწის, მთვარისა და მზის მდებარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ეს არის ციკლური ცვლილება, შესაბამისად, ნიშნავს, რომ მათი გაზომვები ეხება დედამიწაზე მომხდარ სხვადასხვა მოვლენებსაც.

ასე რომ, მთვარე ამ ზოგადი ინფორმაციითაც კი ჩანს, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე, მის ფორმაზე, სტრუქტურაზე, მასზე არსებული ფლორისა თუ ფაუნის წარმოადგენლებზე და რა გასაკვირი უნდა იყოს, რომ იგივე სახის გავლენას ახდენს ადამიანზე, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ადამიანის კონსტიტუციის შემადგენლობა 70%-80%-მდე წყალია.

რაც შეეხება მთვარის მოძრაობას _ უკვე ვთქვით, მთვარე მოძრაობს დედამიწის გარშემო და ამ მოძრაობას სჭირდება დრო, რომელსაც, ძველი დროიდან ითვლიდნენ ადამიანები, მაგრამ ყველაზე საფუძვლიან თანამედროვე გამოთვლად (და ზუსტადაც) ითვლება ბრაუნის თეორია, რომელიც შეიქმნა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე; მთვარის მოძრაობის სიზუსტე ამ თეორიით აღიწერა იმ დროისთვის არსებული გასაზომი ხელსაწყოების მეშვეობით. ამავდროულად გამოთვლებში გამოყენებულ იქნა 1 400 ნაწილი (ტრიგონომეტრიული ფუნქციების კოეფიციენტები და არგუმენტები). ასე, რომ დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთვარე დედამიწის გარშემო ერთ ბრუნს ანდომებს 29,53059 დღეღამეს. ასეთი სახით კი მთვარის კალენდარული თვე შეადგენს ან 29 დღეს (დამრგვალებით) ანდა 30 დღეს (ნაშთის შეკრებისას მიღებული კიდევ 1 დღეღამე), ხოლო მთვარის კალენდარში ერთი წელი 12 თვის ტოლია. აქედან გამომდინარე, მთვარის წლის ხანგრძლივობა არის _ 12X29,53059=354,3608 დღე. მთვარის კალენდარში წელი შეიძლება იყოს 354 დღე _ მარტივი წელი, ანდა 355 დღე _ ნაკიანი – ხანგრძლივი წელი; აქვე, უნდა შეინიშნოს, რომ მთვარის კალენდარი არის კალენდარული ციკლის სახესხვაობა, რომლის საფუძველია მთვარის ფაზების პერიოდების ცვლა, ანუ სინოდური (სინოდური თვე ასტრონ. Gკ. synodos დაახლოება, შეერთება დროის შუალედი მთვარის ორ ერთგვარ ფაზას შორის (მაგ., სავსე მთვარიდან სავსე მთვარემდე); უდრის დაახლოებით 29,5 დღე-ღამეს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[:2749]) თვე. მთვარის კალენდრის მოუხერხებლობისას ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ სინოდური თვის ხანგრძლივობა უწვეტად იცვლება 29 დღის, 6 საათისა და 15 წუთიდან 29 დღე 19 საათსა და 12 წუთამდე. ამის მიზეზი კი ორბიტაზე მთვარის საკმაოდ რთული მოძრაობაა.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top