მთვარის პრინციპები

მთვარის პრინციპები

მთვარის ასტროლოგიური პრინციპები უკავშირდება ადამიანის სწრაფვას უსაფრთხოების, ინტიმურობისა და დამოკიდებულებისკენ.

1. ცვალებადობა

(ბიოფიზიკური)

მთვარის პირველი  პრინციპი შეესაბამება ადამიანის ზრდისა და განვითარების უნარს გარკვეულ რითმში. ეს პრინციპი განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას, მიესადაგოს მუდმივად ცვლად ცხოვრებისეულ გარემოებებს.  ადაპტაცია დამოკიდებულია სუბიექტის სახეცვლილების უნარზე, რათა ჩაჯდეს ახალ რეალობაში. როგორც წესი, ადამიანი მხოლოდ ერთი სახების ცვლას ახერხებს.

ფუნქციები: ზრდა. რეგულირება. ციკლური ცვლილებები. შეკუმშვა. გაფართოება. შევსება. ხარჯვა. ენერგიის გასავალი.

გარეგნული გამოხატულება: გაფხვიერება. სიმრგვალე. ოვალურობა. გამოზნექილი ფორმები. შევსება და დასიება. კლება და დნობა.

მატერიალი, რომლისგანაც  სახება იძერწება, მეტ-ნაკლებად მოქნილია. ადამიანთა ნაწილი ძალზედ მყიფე სახებას ატარებს, რომელიც გარკვეული დროით წინააღმდეგობას უწევს უხეში რეალობის ზემოქმედებას, თუმცა შემდეგ უცებ ტყდება ან სრულად ნადგურდება და სუბიექტს დიდ ტრავმას აყენებს. ადამიანთა სხვა ნაწილის სახება კი თითქოს ცვილისგან არის გაკეთებული და ოპონენტის მჭევრმეტყველებისგან დნება. ამ კატეგორიას ხშირად ვუწოდებთ მარტივად შთაგონებად, მოქნილ ადამიანებს. სუბიექტის სახებასთან მიჯაჭვულობა რეალობაში (კონსერვატიზმი) და სახეცვლილების უნარი (დათმობა, დაყოლა) ამავე პრინციპს უკავშირდება. ასევე ასახავს ადამიანის მგრძნობიარობას ცვლილებების მიმართ და ინსტინქტური რეაქციის ინდივიდუალურ მეთოდს ამ ცვლილებებზე, როგორც საკუთარ ბიოლოგიურ ბუნებაში, ისე გარესამყაროში. მასვე უკავშირდება განსხვავების უნარი, გაარჩიოს „საკუთარი და სხვისი”, განაგდოს „უცხო”. ამიტომ, მთვარე მართავს ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს.

ცვალებადობის პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის თვითწარმოების მოთხოვნასთანაც, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლის რითმულად შენარჩუნებას დედამიწაზე. შესაბამისად, ეს პრინციპი განაპირობებს სექსუალურ ლტოლვას განსაზღვრული ტიპის პარტნიორის მიმართ; ასევე რეპროდუქციის უნარს: განაყოფიერება, ჩასახვა, მშობიარობა, დედობა, ძუძუთი კვება.

მთვარე მფარველობს სოფლის მეურნეობას, მოსავლიანობას, მეცხოველეობას, თევზაობასა და მეფუტკრეობას. მოსავლიანობა ასოციაციური ჯაჭვით პირდაპირ არის გადაბმული არასაიმედო და ცვალებად ამინდთან, წყლის მიმოქცევასთან, ბუნებრივ ნალექებთან, წვიმასა და გვალვასთან, შიმშილობისა და სიუხვის მონაცვლეობასთან  დედამიწაზე. ამასთან დაკავშირებით, მთვარე განსაზღვრავს ადამიანის კვებით გემოვნებას. ის აჩვენებს, როგორ საკვებს ანიჭებს ადამიანი უპირატესობას: მცენარეულს, ხორცეულს, ზღვის თუ რძის პროდუქტებს. განაპირობებს პიროვნების დამოკიდებულებას საჭმელთან, მის კვებით კულტურასა და ჩვევებს, საჭმლის ათვისებისა და მონელების ტენდენციებს. ადამიანის კვებითი გემოვნება, როგორც წესი, სათავეს იღებს  ოჯახური და ნაციონალური ტრადიციებისგან, აღზრდისგან. თანდაყოლილი და გამომუშავებული ჩვევები ზოგს  წლების განმავლობაში ეცვლება, ზოგიც სიკვდილამდე ინარჩუნებს, მიუხედავად რეკომენდებული ცვლილებებისა.

ცვალებადობის პრინციპი, დედობის მეშვეობით, კორელაციაშია ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტთან, შეინარჩუნოს საკუთარი თავი და შთამომავლობა ცვალებად სამყაროში, რაც მან დედისგან ან ისეთი პიროვნებისგან შეიმეცნა, ვინც მასზე ზრუნავდა ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკში (რომელმაც, თავის მხრივ, სამყარო თავის დედისგან შეიმეცნა და ა.შ.) ჩვილობის და ღრმა ბავშვობის პერიოდების პირობები უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია, როგორ გარემოში გრძნობს ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული „უსაფრთხოების მოდელის” ცვლა იწვევს ემოციური განწყობის გაფუჭებას, შიშებს, შინაგან მღელვარებას, შფოთს, დეპრესიას. აქიდან გამომდინარე, ცვალებადობის პრინციპი უკავშირდება ინდივიდის უსაფრთხოების შეგრძნებას. დედის, ბებიის, აღმზრდელის ალერსი ბავშვს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და მის  დაცულობის შეგრძნებას უზრუნველყოფს. ადამიანი ღრმა ბავშვობაში ითვისებს ქცევის ამ მოდელს და მოგვიანებით, როდესაც მისთვის უცნობ გარემოში საფრთხის შეგრძნება წარმოექმნება, მას უჩნდება სინაზის და მოფერების მოთხოვნა. ახლობლებზე ზრუნვის, მათი მოვლისა და გაჭირვების ჟამს დახმარების უნარი ასახავს ბავშვობაში დედისგან/მზრუნველისგან აღქმულ სტერეოტიპულ ქცევებს. ეს კი მთვარეს აკავშირებს ბავშვების აღზრდასა და ყოველდღიურ ყოფით საზრუნავთან.

2. იდუმალება

(ფსიქოლოგიურ-სოციალური)

იდუმალების პრინციპი დაკავშირებულია მთვარის ასტრონომიულ თვისებებთან. კერძოდ, მთვარე დედამიწიდან დამკვირვებლისთვის ყოველთვის ცალი მხრიდან ჩანს. ამას გარდა, ის ანათებს დედამიწას ღამით, როდესაც ადამიანი ცდილობს ინტუიციურად აღიქვას ბნელეთით მოცული რეალობა, მეხსირებით აღიდგინოს სამყაროს, ადამიანებისა თუ ნივთების ნამდვილი ფორმა და ზომები. ძველ დროში ღამე ასოცირდებოდა სასიცოცხლო საფრთხეებთან, როდესაც სიბნელეში ყოველი ხის უკან იმალებოდა მხეცი (მტერი). ამიტომ, ასტროლოგიაში მთვარის  მეორე პრინციპი უკავშირდება ადამიანის შინაგან შფოთს, მღელვარებასა და შიშებს.

ამავე პრინციპს უკავშირდება ადამიანის ინტიმურობისა და განმარტოების მოთხოვნა. ის აჩვენებს, რის დამალვას ცდილობს და რას გაურბის ადამიანი, ემორჩილებას რა ინსტინქტებს, ცრურწმენებს, აღზრდას თუ მწარე პირად გამოცდილებას.

ფუნქციები: დამალვა. დაფარვა. შენიღბვა. გასაიდუმლოება. შენახვა. დაარქივება. გამოცნობა. შეგრძნება. გრძნობა.

ქცევითი გამოხატულება: მორცხვობა. შეცბუნება. ჩაკეტილობა. დუმილი. ჩაფიქრება. გულჩათხრობილობა.

იდუმალების პრინციპი მიუთითებს, რომელი სფერო ეჩვენება სუბიექტს ყველაზე გაურკვევლად და ბუნდოვნად (მზის სინათლის საპირწონე). სწორედ აქიდან მომდინარეობს სუბიექტის გაუცნობიერებელი რეაქციები, მტკივნეული განცდები, გაუაზრებელი სურვილები, რაც სიმბოლურად რეალიზდება ოცნებებში. ფსიქოლოგიის ერთერთი ყველაზე საინტერესო ამოცანაა _ ამოიცნოს ინდივიდის ჭეშმარიტი სურვილები და დაადგინოს მათი წარმომავლობა, გამომწვევი მიზეზები.

მთვარე მართავს ადამიანის სწრაფვას უსაფრთხოებისკენ. თუმცა სრულიად ცხადია, რომ უსაფრთხოება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მიღწევადია მხოლოდ უსაფრთხოების შეგრძნება. ეს კი შესაძლებელია შინაგანი მღელვარებისა და შიშების მოხსნით, პირვეელადი მოთხოვნების დაკმაყოფილებით, წონასწორობის უზრუნველყოფით ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში, რასაც არსებითად წარმოადგენს ადამიანი.

ამგვარად, ნათელი ხდება მთვარის კავშირი ადამიანის სურვილსა და შესაძლებლობასთან, გაიგოს რა იმალება მასში მკითხაობის, მისნობის, მედიტაციის, სულიერი ცოდნის, ასტროლოგიისა თუ ფსიქოლოგიის მეშვეობით. ცხადია, წამყვანი როლი ენიჭება ინტუიციას, როდესაც ადამიანი თავის საიდუმლო “მეს” მიმართავს.

ადამიანის ქვეცნობიერი ემოციური რეაქციები ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, როდესაც მზის პრინციპები (მაშასადამე,მისი ცნობიერება) ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის, როდესაც ის ცხოვრებისეულ გარემოებებსა და პირობებს ვერ აღიქვამს გააზრებულად. ეს რეაქციები ფარულად მართავს ადამიანის ცხოვრებას და იწვევს მის შიშებს და შინაგან შფოთს. მღელვარება მოდის შინაგანი მოთხოვნებისა და გარეზემოქმედებისგან. სადაც არ არის მოთხოვნები, იქ არც შიში და შფოთია, რადგან როგორც ამბობენ  „გვამი მშვიდად ასრულებს თავის როლს საყვარლი პუბლიკის წინაშე”.

მაშ ასე, მთვარე, მზესთან ერთად, ინაწილებს ადამიანის ბნელ და ნათელ რეაქციებს და მართავს მის ქვეცნობიერს. ის იცავს სუბიექტს ტრავმული განცდების განდევნით ცნობიერედან ქვეცნობიერში და ამგვარად, ის უკავშირდება ადამიანის ემოციური რექციების შინაგან წყაროს, რაც გამოიხატება: წყენით, გაბუტვით, ცრემლებით, ნეგატიური პროგნოზებისადმი მიდრეკილებით (ფანტაზიების ხასიათისა და მგრძნობიარობის საზღვრებიდან გამომდინარე). მთვარე ხელს უწყობს უცოდველი, მისტიური, უცნაური, იდუმალი, დაუსრულებელი სახების შთაბეჭდილების შექმნას. უკავშირდება ისეთ თვისებებს, როგორიცაა უთქმელობა, ეგოიზმი, მეოცნებეობა.

იდუმალების პრინციპი ხელს უწყობს ადამიანის სწრაფვას ინტიმურობისა და განმარტოებისკენ, რათა, უცხო თავლთაგან მოშორებით, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაიკეტოს. ადამიანის საიდუმლოებების სამყაროში ჩაძირვა მოითხოვს გლუვ, დამყოლ, აუჩქარებელ, ფრთხილ და რბილ ბუნებას, რასაც თან ახლავს ეჭვები, შიშები და საკუთარი თავისადმი უნდობლობა.

 

 

3. წარსული

(იდეალური)

წარსულის პრინციპი უკავშირდება ადამიანის უნარს, აღიქვას და გაითავისოს საგვარეულოს, ნაციის მიერ დაგროვილი გამოცდილება, ჩვევები და ნიშნები; შეიგრძნოს თავისი ფესვები; განიცადოს საკუთარი მონაწილეობა ამა თუ იმ წყაროსთან. წარსულის პრინციპი უზრუნველყოფს ჩვენს ემოციურ, ასოციაციურ და ტაქტილურ მეხსიერებას. განსაზღვრავს მიჯაჭვულობის ხარისხს მშობლიურ სახლთან, დედასთან, ოჯახთან, სამშობლოსთან, ნაციონალურ კულტურასა და მონაპოვართან. შესაბამისად,უკავშირდება პატრიოტიზმს და მის ნაირსახეობებს _ ნაციონალიზმსა და შოვინიზმს.

ფუნქციები: შეცნობა. მეხსიერება. მოგონებებ. შენახვა დავიწყება.

წარსული ჩვენი არსის პრიმიტიული ნაწილის ამსახველია,რომელსაც პტოლემე „ცხოველურ სულს” უწოდებდა. ცხოველი ყოველ ჩვენთაგანში თვლემს და მხოლოდ სიზმრებში, ოცნებებსა და ფანტაზიებში ცოცხლდება და ჩვენი გრძნობების მოდელირებას ახდენს.

ქცევითი გამოხატულება ვლინდება:

  • გულუბრყვილობითა და მიამიტობით.
  • სუბიექტის კონსერვატიზმისა და ფატალიზმის ხარისხით.
  • ადამიანის დამოკიდებულებით წარსულ გამოცდილებაზე;
  • ცვლილებებისადმი შიშით;
  • მიმდინარე მოვლენებზე პასუხების წარსულში ძიების მიდრეკილებით;
  • არსებითად ახლებური გადაწყვეტილების მიღების უუნარობით.

ის განამტკიცებს ქცევის სტერეოტიპებს. ხელს უწყობს ავტომატური ჩვევების ფორმირებას. ავითარებს სიფრთხილეს, წინდახედულებას, მორჩილებას, შეცდომებზე სწავლის უნარს.

წარსულის პრინციპი აყალიბებს ჯერ უცნობ სახებებს, რომლებიც ადამიანის წარმოსახვაში იბადება, უკვე ხილულზე დაყრდნობით. აქიდან გამომდინარე, ეს პრინციპი მართავს სუბიექტის წარმოსახვის უნარის ძალასა და ფანტაზიების სიმდიდრეს.

ინფანტილობა, როგორც ადამიანის უნარი „დააარქივოს” ბავშვობაში განცდილი წარმატების მომტანი ქცევაც მთვარის მესამე პრინციპით იმართება. მთვარეს უკავშირდება ჩვილობის, ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ასევე ღრმა მოხუცებულობა, როდესაც ადამიანი კვლავ ბავშვივით უმწეო და სხვებზე დამოკიდებული ხდება.

ამავე პრინციპს განეკუთვნება რეგრესიის (პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება) დამცავი მექანიზმი, რომლის მეშვეობით ადამიანი გაუცნობიერებლად მიმართავს წარსულის გაკვეთილებით გათავისებულ ქცევის მოდელებს და ცდილობს თავიდან აირიდოს ზიანის მომტანი გარემოებები.

წარსული პრინციპი უკავშირდება ადამიანის გარეგნულ მსგავსებას წინაპრებთან, მემკვიდრეობასა და სამემკვიდრეო ქონებას. ასევე საკუთარი ხალხის, ფოლკლორის, ეპოსების, არქივების, საოჯახო ალბომების, ტრადიციების, ნაცინალური და კულტურული ღონისძიებების, სამახსოვრო საჩუქრების, მოსაგონარი საღამოების აღქმასა და შემეცნებას.

კაცობრიობის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლილი პრიმიტივიზმი, არქაიზმი და ანაქრონიზმი ასევე ამ პრინციპით იმართება.

მთვარის როლები რადიქსში: ქალი. დედა. ცოლი (მამაკაცის ჰოროსკოპში). ქალიშვილი. ძიძა. გამდელი. მკვებავი. ჩვილი. შინაური საქონელი. ნაცია. ხალხი. ბრბო.

მთვარის მდგომარეობები: სექსუალური ლტოლვა. მოდუნება. რელაქსაცია. დაბნეულობა. თვლემა. ძილიანობა. სიზმრები. სევდა. ცრემლები. მელანქოლია. შფოთი. შიშები. ოცნებები. მედიტაცია. ლოცვა.

მთვარის მოვლენები: ჩასახვა. ფეხმძიმობა. მშობიარობა. საჭმლის მომზადება, კვება და გამოკვება. პროდუქტების მომარაგება და შესანახად მომზადება. ყოფითი საშინაო საქმეები და საზრუნავები. მოვლა, მზურვნელობა, პატრონობა. ოჯახური და ტრადიციული შეხვედრები. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ცურვა. ბანაობა. თევზაობა. წყლის პროცედურები. მკითხაობა.

მთვარის გავლენა ადამიანის სხეულზე: მთვარე მართავს თავდაცვით მექანიზმებს რეფლექსების დონეზე, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს, სარძევე ჯირკვლებს, ლაქტაციას, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს, ლიმფურ სისტემას, ჰომესტაზებსა და მეტაბოლიზმებს, „ჰიპო” პროცესებს: ჰიპოტენზია,ჰიპოგლიკემია და ა.შ.

მეტალი: ვერცხლი

ფერები: თეთრიდან ცისფრამდე და ყვითლიდან რუხამდე ფერთა გრადაციები. პერლამუტრი, მარგალიტისფერი.

ავტორი:Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top