მთვარის ტრიგონი სინასტრიულ პლანეტებთან

მთვარის ტრიგონი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  მთვარე ტრინში ქალის მზესთან

ეს ასპექტი საშუალებას მისცემს ქალს, მსუბუქად გამოხატოს თავს. ის მიდრეკილი იქნება დაეყრდნოს პარტნიორს. საბედნიეროდ, მამაკაციც ბუნებრივად განწყობილია თანამშრომლობისკენ. ის მარტივად ენდობა ქალის რჩევებსა და სიბრძნეს, რადგან ქალს იმ სინათლედ აღიქვამს, რომელშიც შეუძლია თვითონ აირეკლოს. იმავდროულად, მამაკაცი მიდრეკილია მოირგოს თავისი დედის როლი. ამიტომ, ამ ურთიერთობის ოჯახური ასპექტი მას (კაცს) ძლიერ ხიბლავს.

ქალის  მთვარე ტრინში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი გულისხმობს თანამშრომლობას, შეჯიბრის გარეშე. ეს გულწრფელი ურთიერთობაა ყველა დონეზე, რადგან თითოეულს აქვს საჭირო თვისებები, პარტნიორის გასაწონასწორებლად. ქვეცნობიერის მოგონებებში გადანახული „მშობლებისგან გადმოცემული ნალექი“, რაც ამ ასპექტის განუყოფელი  ნაწილია, თავისებურ შეფერილობას, გემოს, გრძნობასა და აზრს მატებს იმას, რაც ისედაც მშვენიერი პარტნიორობაა.

 

 

მთვარეების ტრიგონი

უაღრესად ჰარმონიული ემოციური ფონი. ორივე ადამიანს შესანიშნავად ესმის პარტნიორის ემოციური მდგომარეობა და იმავდროულად, არ იკარგებიან ერთმანეთში. მეგობრული დამოკიდებულება. ისინი ყოველთვის მზად არიან სათანამშრომლოდ. ინსტინქტური ურთიერთგაგება ნოყიერ ნიადაგს ქმნის ხანგრძლივი ურთიერთობისა და ქორწინებისთვის.

მამაკაცის  მთვარე  ტრინში  ქალის  მერკურისთან

მამაკაცს ძალიან მოსწონს ეს ურთიერთობა, რადგან ამ ქალისგან ისეთ გაგებას აწყდება, რის მიღწევასაც საკუთარ დედასთან ცდილობდა. ის თავდაჯერებულად გამოხატავს საკუთარ ემოციებს და ტკბება იმით, რომ ქალს შეუძლია მისი ქვეცნობიერი ემოციების ფოკუსირება. მეორეს მხრივ, ქალს დიდად სიამოვნებს ის  ღია აღქმა, რომლითაც  პარტნიორი მის იდეებს ხვდება,  რადგან ასეთი რეაქციით ის რჩეულს საკუთარ თავთან ჰარმონიის განვითარებაში ეხმარება. ამ ურთიერთობისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ბავშვური გულწრფელობა და უშუალობა. მამაკაცი შესაძლოა მცირე  საფრთხეს გრძნობდეს, მაგრამ მისი შიშები მარტივად გადაილახება, რადგან ქალი გაგებით ეკიდება მის ემოციურ თვითგამოხატვას.

ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის მერკურისთან

ეს ასპექტი მიუთითებს თავისუფალ და მსუბუქ კომუნიკაციაზე. ქალი სიმბოლურად გამოხატავს ხორციელ ვნებას, მამაკაცი კი მის ემოციებს გონებით აბალანსებს, რის შედეგადაც, ორივე პარტნიორი ჰარმონიულად ფუნქციონირებს. მამაკაცს სიამოვნებს პარტნიორისგან დედობრივი თვისებების გამოვლენა. მისი გონება კი  საიმედო ნიადაგს ქმნის ქალის ემოციების გამოსავლენად.

მამაკაცის  მთვარე  ტრინში  ქალის  ვენერასთან

ეს ასპექტი მკაფიოდ ქალური ორიენტაციისაა. მისი ჰარმონიული ენერგია ხელს უწყობს ორმხრივ აღმქმელობას და მგრძნობიარობას. ქალი ძალზედ ჰარმონიულად აკმაყოფილებს და სიყვარულით ავსებს მამაკაცის პირველად მოთხოვნებს  და  მის  ბავშვობიდან გამოყოლილ ჩვევებს. ამიტომ, სიყვარულის მოდელი, რომელსაც ის ამ ქალისგან იღებს, ძალიან ნაცნობია მისი ქვეცნობიერისთვის. ამ ასპექტს ბუნებრივი სიმსუბუქე შეაქვს პარტნიორებს შორის, რაც მშვენიერ პერსპექტივას ქმნის ნაყოფიერი ურთიერთობისთვის.

ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის ვენერასთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია შეთავსებისთვის. ქალი ძალზედ კომფორტულად გრძნობს თავს ემოციურად, მამაკაცი კი სიმოვნებას იღებს მისი დედობრივი მხარდაჭერითა და მზრუნველობით. ორივე პარტნიორში ხაზგასმულია შემოქმედებითი საწყისი, რადგან ღვთისმშობლის პრინციპი სამყაროს სიმდიდრით კვებავს ამ ურთიერთობას. შედეგად, მდგრადი გრძნობების, ინტუიციური ურთიერთაღქმისა და თანამშრობლობის დინება მტკიცედ კრავს ორ მიჯნურს. ამ ურთიერთობის შედეგად, მამაკაცი უფრო დააფასებს საკუთარ დედას, რომელმაც ხელი შეუწყო მისი მოთხოვნების განვითარებას. ამიტომ, მისთვის განსაკუთრებით ადვილია  დედისადმი განცდილი თბილი გრძნობების პარტნიორზე გადატანა.

მამაკაცის  მთვარე  ტრინში  ქალის  მარსთან

ქალის დაჟინებულობა და ენერგიულობა სტიმული ხდება ყველაფრისთვის, რის გამოხატვასაც მამაკაცი ლამობს.  როდესაც პარტნიორს თავის შინაგანი სამყაროს კარს უღებს, ის სწავლობს, როგორ შეუთავსოს ემოციები აქტიურ მოქმედებებს, სასურველი შედეგების მისაღებად. შედეგად, ქალს საკუთარ თავზე დედის სახება გადააქვს და პარტნიორს იმ სისავსის შეგრძნებას ანიჭებს, რისი მიღწევასაც კაცი ლამობს. ეს მეტად ცოცხალი და დინამიური ურთიერთობაა.

ქალის მთვარე ტირნში მამაკაცის მარსთან

ქალის ბუნებრივი დედობრივი ინსტინქტი ჰარმონიულად ეთავსება მისი პარტნიორის სურვილებს, როდესაც ის წინ, მომავლისკენ მიუძღვის. ურთიერთმიზიდულობა ინსტინქტური და მარტივად მართვადია. ამ პარტნიორობის  შედეგად  ქალი  ხვდება, როგორ აქციოს  საკუთარი ინსტინქტები მოქმედებებად, მამაკაცი კი სწავლობს, როგორ იმოქმედოს ინსტინქტების მეშვეობით. თანამშრომლობის ცოცხალი სული პარტნიორებს არაერთ საინტერესო აღმოჩენას უქადის, როგორც საკუთარ თავზე, ისე გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაზე. თუმცა თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, ორივემ უნდა მოათვინიეროს თავიანთი დაუდეგარი, და ხანდახან უგუნური, პოზიციები.

 

მამაკაცის მთვარე ტრინში ქალის იუპიტერთან

ეს ასპექტი ურთიერთობას ბედნიერების და სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს. გაფართოვებული გრძნობები მამაკაცს ასწავლის, როგორ იპოვოს თავისი ადგილი კოსმიურ სამყაროში. თავის მხრივ, ქალის სწავლობს, როგორ შეუთავსოს ემოციები უმაღლეს გონებას. თუ აქამდე პარტნიორები სიფრთხილეს ავლენდნენ გადაჭარბების თვალსაზრისით, ამ ასპექტს შეუძლია შექმნას ჭეშმარიტების ემოციური ცენტრი პარტნიორობაში.  თუმცა თუ ეს ექსპანსია სხვა ასპექტებით არ არის დაბალანსებული, ეგზალტირებულმა ემოციებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ურთიერთობის მდგრადობას.

ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

ისინი სიამოვნებით მოგზაურობენ, ფილოსოფოსობენ  და გატაცებით ეძებენ  თავიანთ ადგილს ცხოვრებაში. ქალი დიდად აფასებს მამაკაცის თავისუფალ სულს და მისთვის მყუდრო ბუდეს უზრუნველყოფს. მამაკაცი  მას ემოციური „მეს“ განვითარებასა და  გაფართოვებაში ეხმარება.  ვერ ვიტყვის რომ ეს ასპექტი მყარი ურთიერთობის გარანტია, თუმცა სიამოვნება და კმაყოფილება ნამდვილად მოაქვს.

 

მამაკაცის მთვარე ტრინში ქალის სატურნთან

ეს ასპექტი ურთიერთობას კეთილგონიერებისა და სიფრთხილის გრძნობას მატებს. თავშეკავება და წინდახედულება ორ ადამიანს იმდენად მჭიდროდ კრავს, შესაძლოა მათი მთელი გარესამყაროსგან იზოლირების მიზეზიც  გახდეს, თუმცა ისინი არ გრძნობენ თავს დამოკიდებულად. მამაკაცი მიესალმება ქალის მხრიდან მამის სახების მასზე პროექციას, რადგან ეს ფაქტორი დიდად ეხმარება მას ემოციურ მომწიფებაში. ქალი, თავის მხრივ, ამაყობს იმით, რომ მისი პარტნიორი სწრაფად იზრდება და მზადაა, ღირსეული როლი იტვირთოს. შედეგად, ეს ასპექტი საკმაოდ სტაბილურ საფუძველს ქმნის მყარი პარტნიორობისა ქორწინებისთვის.

ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის სატურნთან

ეს ასპექტი აყალიბებს ჰარმონიულ წონასწორობას ქალის ემოციებსა და მამაკაცის სტატუსობრივად ამაღლების მოთხოვნას შორის. ორივე მათგანი თავს პარტნიორის მცველად და მეურვედ განიხილავს. ქალის დათმობის უნარი, მამაკაცის ძალისა და სიბრძნისადმი პატივისცემით, მშვენიერ პერსპექტივას ქმნის მყარი ურთიერთობისთვის. ქალი აღადგენს თავისი დედის როლს, რადგან წარსულის ტრადიციების განხორციელებას ცდილობს. არც მამაკაცი ჩამორჩება და იმგვარ ტრადიციებს სთავაზობს, რაც ქალს საშუალებას აძლევს, რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენის  ნაწილად იგრძნოს თავი, ვიდრე უბრალო მოკვდავობაა.

მამაკაცის მთვარე ტრინში ქალის ურანთან

ამ ასპექტს სასიამოვნო აღელვება შემოაქვს ურთიერთობაში. ურანისთვის დამახასიათებელ არაპროგნოზირებადობას, ტრინის ასპექტში, ორივე პარტნიორს დიდი ხნით უნარჩუნებს ერთმანეთისადმი ინტერესს. კაშკაშა ორიგინალობის წყალობით, ქალი მამაკაცს თავის ემოციებთან უფრო მოქნილ მოპყრობას ასწავლის. მეორეს მხრივ, მამაკაცი უზრუნველყოფს მის ემოციურ სტაბილურობას, რომ ქალმა თავისი ინდივიდულიზმი კონსტრუქციულად გამოხატოს. მართალია, ეს ასპექტი სტაბილური ურთიერთობის გარანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ურთიერთგაგების პოტენციალს აძლიერებს, რაც ორივე პარტნიორს ზრდის საშუალებას აძლევს.

ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის ურანთან

აქ ქალი ქვეცნობიერად ირგებს მამაკაცის დედის როლს, რომ დაეხმაროს მას დედისადმი მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებაში. სწორედ ამ თავისუფლების მეშვეობით აღმოაჩენს მამაკაცი თავის უნიკალურ ინდივიდუალიზმს, რასაც ინტუიციურად მშვენივრად ხვდება ეს ქალი, თანაც ისე რომ საკუთარ „მეს“  არ კარგავს. ეს ქალი ძალზედ ჰარმონიულად ხვდება მამაკაცის ორიგინალურ გამოვლინებებს და ბუნებრივია, მათი ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, მოსაწყენი არასდროს იქნება.

მამაკაცის  მთვარე  ტრინში  ქალის  ნეპტუნთან

ეს ასპექტი მიუთითებს  ქვეცნობიერ ურთიერთაღქმაზე. თითოეული ინტუიციურად აღიქვამს პარტნიორის გრძნობებს.  ეს რბილი რომანტიული დინებაა _ მთვარის შუქზე მობანავე ქალის მსგავსად, ხასიათების ერთერთი ყველაზე საიდუმლოდ ჰარმონიული კომბინაცია. მამაკაცი ათბობს ქალს თავისი სიყვარულით, ქალი კი სამადლობელ საგალობელს უმღერის. სწორედ მისი შთაგონების წყალობით, მამაკაცი სამყაროს მიმართ მარადიული კეთილგანწყობით იმსჭვალება.

ქალის  მთვარე  ტრინში  მამაკაცის  ნეპტუნთან

აქ ქალი თავს მამაკაცის იდეალიზებულ ოცნებად გრძნობს. მამაკაცი რომანტიული სონეტებით ადიდებს თავის რჩეულს. ნაყოფიერ მიწაზე დაცემული წვიმის მსგავსად, მამაკაცი უხვად  კვებავს რჩეულს თავისი სიყვარულით და ისიც მისი იდეალის შესაბამისად იზრდება.  ორივე პარტნიორი თანაბრად ავლენს  ურთიერთგატაცებასა და ფსიქოლოგიურ  ურთიერთგაგებას, რადგან მათი შემოქმედებითი  წარმოსახვა ერთიდაიგივე სასარგებლო პოზიციისკენ მიიწევს.

მამაკაცის  მთვარე  ტრინში  ქალის  პლუტონთან

ეს ასპექტი განაპირობებს სიღრმისეულ ურთიერთგაგებას. მამაკაცი მსუბუქად აქეზებს ქალს, ჩაიძიროს თავის ქვეცნობიერში, რომ გადააბიჯოს თავისი უმდაბლესი „მეს“ საზღვრებს. დროთა განმავლობაში, ქალი იმ ბრილიანტად იქცევა, რომელსაც ეს მამაკაცი მთელი ცხოვრება ეძებდა. მისი გავლენით, ქალის ქვეცნობიერი უფრო მოქნილი ხდება და საჭირო ტრანსფორმაციაც არ აყოვნებს. ყურადღების, მზრუნველობისა და გულწრფელი ემოციების წყალობით, ორივე პარტნიორი, სიტყვა სიტყვით, გარდაქმნის ერთმანეთს.

 ქალის მთვარე ტრინში მამაკაცის პლუტონთან

ამ ღრმად ფსიქოლოგიური ასპექტის წყალობით, ქალი ცდილობს გარდაქმნას პარტნიორი. რჩეულის ქვეცნობიერის  ეკალ-ბარდების  გავლით, ის ეძებს თესლს, საიდანაც მამაკაცის ცნობიერება აღმოცენდება და იყვავილებს. თუ მამაკაცი საშუალებას მისცემს, ქალმა აამაღლოს ის, ვნებისა და ტანჯვის მეშვეობით, წყვდიადი შესაძლოა ნათელში გარდაისახოს. არ არის გამორიცხული ამ ასპექტის დიადმა გამოწვევამ  ძლიერი სოციალური გავლენის მქონე წყვილი შვას.


About Qet

Scroll To Top