მთვარის ფაზები

მთვარის ფაზები

ჯერ გავერკვეთ, რას ნიშნავს სიტყვა ფაზა _ “გამოჩენა, გამოვლინება” _ უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში გვეუბნებიან, რომ ფაზა არის რაიმე მოვლენის, პროცესისა თუ მისთანის განვითარებაში დროის ცალკეული მომენტი, სტადია, ანუ როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო აკეთებს ბრუნს საშუალოდ 29 დღის განმავლობაში, ეს არის ერთი თვის ციკლი, ანუ მთელი დრო ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ეს ციკლი იყოფა ცალკეულ სტადიებად, რადგანაც ფაზას, გარდა ზოგადია ახსნისა, აქვს ასევე ასტრონომიული ახსნაც და ნიშნავს _ ციური სხეულის მთლიანი დისკოს გარკვეული ფართობის განათებულ ნაწილთან ურთიერთობას. რაც შეეხება მთვარის ფაზებს _ მთვარის ხილული მოძრაობა ვარსკვლავების ფონზე აირეკლება, როგორც მთვარის მოძრაობა დედამიწის გარშემო, რომელსაც თან სდევს თანამგზავრის (მთვარის) გარეგანი სახის ცვლილებაც. მთვარის დისკოს ხილულ მხარეს ეწოდება ლიმბო. ხაზს – წირს, რომელიც ჰყოფს მზით განათებულ და გაუნათებელ (ბნელ) მხარეებს ეწოდება ტერმინატორი. მთვარის ხილული დისკოს განათებული ნაწილის მთელ მის ფართობთან ურთიერთობას ეწოდება მთვარის ფაზები.

ასტროლოგიურად მთვარის ფაზები _ ეს არის მთვარის ფაზების ცვლის ციკლი, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია განსაზღვრულ ასტროლოგიურ სტიქიასთან და აქვს საკუთარი სახელი.

ანსხვავებენ მთვარის ოთხ ძირითად ფაზას: ახალმთვარეობის, პირველი მეოთხედის, სავსემთვარეობის და უკანასკნელი მეოთხედის ფაზებს.

ასევე არსებობს მთვარი რვა მდგომარეობა: ახალმთვარეობა, ნახევარმთვარეობა, მთვარის პირველი მეოთხედი, ამოზნექილი მთვარე, სავსემთვარეობა, დალეული მთვარე, მთვარის უკანასკნელი მეოთხედი და ბალზამური მთვარე

ასევე არსებობს მთვარის 29-30 წერტილი, რომელიც შეესაბამება მთვარის ციკლის 29 ფაზას, ანდა მთვარის თვეს, ანუ მთვარის ერთ სრულ ბრუნს დედამიწის გარშემო.

 

ახლა ვნახოთ რას ეხმიანება და ესადაგება მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა:

1. ახალმთვარეობა _ ასტრონომიული შეხედულების წერტილიდან, ახალმთვარეობა შეესაბამება იმ დღეს, როდესაც მთვარე ამოდის და ჩადის მზესთან ერთად (აქვე, ახალი მთვარე ცაზე დედამიწიდან არ ჩანს _ ახალმთვარეობიდან მომდევნო 2-3 დღეში ჩნდება ნამგალა მთვარე). ასეთი სახით, დედამიწასთან მიმართებაში ორივე მნათობი ერთ მდგომარეობაში (ერთ წერტილში) იმყოფება. ზუსტად ამიტომაც მზის დაბნელება მუდამ ახალმთვარეობისას ხდება, როცა ორი მნათობი მცირე დროის განმავლობაში იმყოფება ერთ ღერძზე დედამიწასთან, ამასთანავე, რა თქმა უნდა, მთვარე მდებარეობს მზესა და დედამიწას შორის. ახალმთვარეობის დროს დედამიწის თანამგზავრი დედამიწისკენ თავისი გაუნათებელი (ბნელი) მხარით არის მობრუნებული. ასტროლოგიური შეხედულების წერტილიდან კი, ახალმთვარეობა შეესაბამება იმ წამს, როდესაც მზე და მთვარე იმყოფებიან ზოდიაქოს ერთ წერტილში, ხოლო, შესაბამისად, ერთ ნიშანში. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ ახალმთვარეობის დღეს მზე მდებარეობს ვერძის მერვე გრადუსში. მთვარე იქნება იგივე წერტილში (ანუ ვერძის მერვე გრადუსში). ასეთ შემთხვევაში უთითებენ მზისა და მთვარის შეერთებაზე.

მთვარის ციკლის პირველი ფაზა დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან და ატარებს ქალღმერთ არტემიდას სახელს.

მთვარის ციკლის პირველი ფაზის დროს სასარგებლოა დამაწყნარებელი, გამაჯანსაღებელი პროცედურები და მასაჟები, სამკურნალო აბაზანები.

2. მთვარის პირველი მეოთხედი. ასტრონომიული შეხედულების წერტილიდან, ეს ფაზა დგება ახალმთვარეობიდან მეშვიდე დღის შემდეგ. წლის შესაბამისი დროის გათვალისწინებით მთვარე ამოდის და ჩადის, მზის ამოსვლა-ჩასვლიდან,  6-12 საათის შემდეგ. დედამიწიდან ნახევარ მთვარის სახით ჩანს, რომელიც ნახევრად “დაფარულია-დაბნელებულია-უხილავია” მარცხენა მხარეს, “განათებულია-ნათელია-ხილულია” მარჯვენა მხარეს. ასტროლოგიური შეხედულების მიხედვით კი, ეს ფაზა დგება იმ წამს, როდესაც მთვარე და მზე იმყოფებიან ზოდიაქოს 90 გრადუსიანი კუთხის დაშორებით, ამასთანავე, ეკლიპტიკაზე მთვარე წინ უსწრებს მზეს. ანუ, თუ მზე მთვარის პირველი მეოთხედის დღეს იმყოფება ვერძის მეთხუთმეტე გრადუსზე, მაშინ მთვარე იქნება კირჩხიბის მეთხუთმეტე გრადუსზე. ასეთ შემთხვევაში უთითებენ მზისა და მთვარის კვადრატურაზე.

მთვარის მეორე ფაზასთან ასტროლოგიურადაა  დაკავშირებული წყლის სტიქია. ამ ფაზის სიმბოლოა ქალღმერთი (ნიმფა) ფეტიდა (თეტიდა) ზღვის ღვთაების ნერეის უფროსი ქალიშვილი. სხვა მითების მიხედვით, მთვარის მეორე ფაზის სიმბოლიზებას ახდენს ქალღმერთი სელენა.

მთვარის ციკლის მეორე ფაზის დროს კარგია ნაღრძობის გასწორება, ხერხემლის მკურნალობა, ძველი ტრავმების შედეგების მოშორება, ორგანიზმის საერთო კორექციით დაკავება.

პირველი და მეორე ფაზა _ ზრდადი მთვარე. ზრდადი მთვარისას _ კვებასა და  ჩვევებში, შეიძლება ხშირად გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება მუცელში და ადამიანი უფრო ადვილად მატულობს წონაში, ვიდრე კლებადი მთვარის (მესამე და მეოთხე ფაზები) დროს.

3. სავსემთვარეობა. ასტროლოგიური შეხედულების წერტილიდან, ეს ფაზა დგება ახალმთვარეობიდან მეთოთხმეტე დღის შემედეგ. ამ დღეს მთვარე ჩადის მზის ამოსვლის წამს და პირიქით (ამოდის, როცა მზე ჩადის). ასეთი სახით, ისინი ერთმანეთის ოპოზიციაში იმყოფებიან, ხოლო დედამიწა – მათ შორისაა მოქცეული. მთვარის დაბნელება მუდამ სავსემთვრების დროს ხდება, მაშინ, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე ლაგდებიან და დედამიწა მთვარეს მზისგან ფარავს. სავსემთვარეობისას (მას ბადრ მთვარესაც უწოდებენ) მთვარეს აქვს მანათობელი დისკოს სახე. ასტროლოგიური შეხედულებისამებრ, კი ეს ფაზა დგება იმ წამს, როდესაც მთვარე და მზე იმყოფებიან ურთიერთსაწინაღმდეგოდ მდებარე ზოდიაქოს ნიშნებში, რომელთა შორის დაშორებაც 180 გრადუსია, ანუ საპირისპირო, ოპოზიციურ ნიშნებში. მაგალითად, თუ, მზე იმყოფება ვერძის 22-ე გრადუზე, მაშინ მთვარე იქნება სასწორის 22-ე გრადუსში. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან.

მთვარის მესამე ფაზა დაკავშირებულია ჰაერის სტიქიასთან. მისი სიმბოლოა _ ქალღმერთი დიანა. სხვა მითების მიხედვით, მესამე ფაზას ანსახიერებს მეტიდა (მეტისი).

მთვარის ციკლის მესამე ფაზისას ნაჩვენებია თვითრეგულაციით დაკავება, ფსიქოლოგიური კორექციები, განსაკუთრებით საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური მოწყობის რეალურად შეტანა. კარგია ენერგეტიკული-პრაქტიკული კორექციების შეტანა და ორგანიზმის მკურნალობა.

4. მთვარის მეოთხე ფაზა _ უკანასკნელი მეოთხედი – ასტრონომიული შეხედულებით, ეს ფაზა დგება ახალმთვარეობიდან 21 დღის შემდეგ და გრძელდება მთვარის 29-30 დღის ჩათვლით. ორი მნათობის (მზე, მთვარე) ამოსვლისა და ჩასვლის შუალედი მცირდება და უტოლდება პირველი მეოთხედის მთვარის შუალედს. დედამიწიდან ეს მთვარე ჩანს ნახევარი მთვარის სახით, ოღონდაც, პირველი მეოთხედის მთვარისგან განსხვებით ნახევრად “დაფარულია-დაბნელებულია-უხილავია” მარჯვენა მხრიდან და “განათებულია-ნათელია-ხილულია” მარცხენა მხრიდან და მას დაბერებულ მთვარესაც უწოდებენ. ასტროლოგიური შეხედულებით, ეს ფაზა დგება, როცა მზე და მთვარე განლაგებულია 90 გრადუსიანი კუთხით, როგორც პირველი მეოთხედის მთვარის დროს. მხოლოდ ამ ფაზაში ეკლიპტიკაზე მზე მთვარის წინმსწრებია. მაგალითად, თუ მზე იმყოფება ვერძის 29-ე გრადუსზე, მაშინ მთვარე იქნება თხის რქის 29-ე გრადუსზე და ისინი  ისევ კვადრატს ქმნიან.

მთვარის მეოთხე ფაზა ასტროლოგიურად დაკავშირებულია ცეცხლის სტიქიასთან. მის სიმბოლოებს წარმოადგენენ შურისძიების ქალღმერთი გორგონა ანდა ცეცხლოვანი მთვარის ქალღმერთი ერიდა (განხეთქილების ქალღმერთი), ვისი სახელიც ნიშნავს “განხეთქილებას”. ავესტურ ტრადიციებში შესაბამება ქალღმერთი დაენა, ანუ რწმენის განსახიერება.

მთვარის ციკლის მეოთხე ფაზა კეთილგანწყობილია კარმულ და ქრონიკულ დაავადებებზე მუშაობისთვის, შესაძლებელია, სიღრმისეული კორექცია.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top