მთვარის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მთვარის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი მიუთითებს ურთიერთობაზე, სადაც დომინირებს ქალი.  ამ კონფიგურაციის წყალობით,  ინდივიდებს შორის  ყოველთვის  იარსებებს  ბუნებრივი ინტიმური სიახლოვე, რის შედეგადაც მამაკაცი უფრო შემეცნებითი ხდება პარტნიორის მიმართ, ქალი კი წამყვან პოზიციას იკავებს. ასეთ განლაგებაში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმის წყენა და აღშფოთება, თუმცა თუ მამაკაცი თვინიერად  მიიღებს იმ ფაქტს, რომ მისი როლი ქალის ძალის და სინათლის არეკვლაა, როგორც მთვარე ირეკლავს მზეს, ეს მშვენიერი ფუნდამენტური ასპექტია მტკიცე და ხანგრძლივი კავშირისთვის.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის მზესთან

ეს შესანიშნავი კომბინაციაა მამაკაცის ბუნებრივი ბრწყინვალების გამოსავლენად, რადგან ქალი უკიდურესად გულისხმიერი და შემეცნებითი იქნება მის მიმართ. ურთიერთობაში დომინანტი იქნება მამაკაცი, თუმცა ქალმა შეიძლება შეასრულოს დამცველი დედის  როლი. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია საოცრად ინტუიციური და სიღრმისეული ურთიერთგაგება.  ურთიერთობა ტრადიციული პერსპექტივებით ვითარდება (ოფიციალური ან სამოქალაქო ქორწინება) და  ხასიათდება  ძლიერი გრძნობებითა და შემოქმედებითი აღმაფრენებით, ორი აუცილებელი კომპონენტით სრულყოფილი გამოცდილებისთვის.

მთვარეების შეერთება

ეს ასპექტი მიუთითებს მყისიერ ინტუიციურ ურთიერთგაგებაზე. ორივე შესანიშნავად გრძნობს ერთმანეთის განწყობას, ემოციურ ცვლილებებს და ერთმანეთის მოთხოვნებს.  ამ უწყვეტი ემოციური დინების შედეგად,  ყალიბდება ძლიერი ემოციური თავსებადობადობის  გრძნობა,  რაც აუმჯობესებს ურთიერთგაგებას.

 

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის მერკურისთან

ეს ძალზედ საინტერესო ასპექტია, რადგან მამაკაცის ემოციები მარტივად გადაიცემა და რაციონალურად მიიღება ქალის მხრიდან. შესაძლოა მამაკაცი ერთგვარ იმედგაცრუებასაც გრძნობდეს, როდესაც მისი ემოციური რეაქცია ქალის მხრიდან ცივ ანალიტიკურ გონებას წააწყდება, ის კი ამ დროს თბილ ემოციურ გაგებას ელის. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის მიხვდება, რომ ეს ქალი დიდ დახმარებას უწევს მას ბავშვობიდან გამოყოლილი გადაჭარბებული რეაქციების დაბალანსებაში. იმავდროულად, ბაძავს რა მამაკაცს, ქალი სწავლობს იყოს უფრო მეტად ქალური. სქესობრივი როლების ქვეცნობიერი გადანაცვლება თვითკორექციის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, რადგან თითოეული  მათგანი, პარტნიორის მეშვეობით, ახალ აღმოჩენებს აკეთებს საკუთარ თავზე.

ქალის  მთვარე  შეერთებაში  მამაკაცის  მერკურისთან

ეს შესანიშნავი ასპექტია შეწყობისთვის. ცხოვრების ემოციური და მენტალური ნაწილების შერწყმით, ურთიერთობა მეტად დაბალანსებული ხდება. ქალი განსაკუთრებით მიჯაჭვულია პატნიორზე, რადგან  მის თითოეულ აზრს მთელი სიმძაფრით აღიქვამს. თუმცა ამ ტენდენციის გადაჭარბებამ  მამაკაცს შესაძლოა  „დედობრივი ზრუნვის“ მარწუხებში მოქცევის შეგრძნება შეუქმნას. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაშიც, მას ძლიერ ახარებს პარტნიორის შემეცნებითი  დამოკიდებულება მისი ანალიტიკური გონების მიმართ.

მამაკაცის  მთვარე  შეერთებაში  ქალის  ვენერასთან

ეს ასპექტი მიუთითებს „ქალური ორიენტაციის“ ურთიერთობაზე. არტისტული ინტერესები, მუსიკალური გემოვნება და პირადი ტალანტების განვითარება _ ამ ურთიერთობის საკვანძო სფროებია. თუმცა ქალს დიდი პასუხიმგებლობა მართებს, თუ სურს, ამ ურთიერთობამ იმუშავოს. მართალია, პარტნიორი მის მიმართ ძალზედ მგრძნობიარე და შემეცნებითია, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე მეტად, მაინც ვერ ეყრდნობა.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის ვენერასთან

ეს ასპექტი ემოციებს და გრძნობებს აერთიანებს, რითაც განსაკუთრებულ მგრძნობიარობას აყალიბებს  პარტნიორებს შორის. მამაკაცი უშიშრად დემონსტრირებს თავის რბილ თვისებებს, რაც, თავის მხრივ, ქალს საშუალებას აძლევს, ღიად გამოხატოს თავისი მოწყვლადი მხარე. ბავშვობის ბევრი მოგონება (განსაკუთრებით მტკივნეული) არაჩვეულებრივად დადებითად მუშავდება ამ ურთიერთობაში, ბუნებრივი ჰარმონიისა და თანამონაწილეობის წყალობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობა, უძრავ-მოძრავი ქონების დაგროვება, რაც ასევე მარტივად ეძლევათ.

 

მამაკაცის  მთვარე  შეერთებაში  ქალის  მარსთან

ეს იმპულსური ასპექტია, რომელიც  ორივე ინდივიდის ინსტინქტურ და პროგრესულ მხარეებს ავლენს. ინტენსიური ენერგია განაპირობებს ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. ქალი გაცილებით აქტიური პარტნიორია. ენერგიული აქტიურობა და გამძაფრებული რეაქცია მეტად ცოცხალ და დინამიურ ურთიერთობას ქმნის.  არ არის გამორიცხული „ოიდიპოსის კომპლექსიც“, რადგან თითოეული პარტნიორი როლთა გადანაცვლებას უმკლავდება, რასაც წარმოდგენს ეს ასპექტი. ქალი ისე რეაგირებს, თითქოს მამაკაცი იყოს, რომელიც ბავშვობის დროინდელ დედის სახებას უკავშირდება. მამაკაცი შესაძლოა ქვეცნობიერად ისე რეაგირებდეს, თითქოს თავისი პარტნიორის დედა იყოს, რადგან ის ცდილობს, ქალის ეგოს შედარებით პრიმიტიული თვისებებით, დააბალანსოს საკუთარი გრძნობები. ამრიგად, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი მასწავლებელი ხდება პარტნიორისთვის.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის მარსთან

ქალის იდუმალება პირდაპირ აისახება მამაკაცურ სექსუალობაზე და საინტერესო ფონს ქმნის  გამოხატვისთვის. აქ ძლიერი სექსუალური მიზიდულობაა, რაც, სხვა ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში, ხშირად ეხმარებათ ურთიერთობის შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ისინი დიდხანს აპირებენ ერთად ყოფნას, იმპულსურობა უნდა გახედნონ. სპონტანურობა და მომავლის იმედები შეერთებულია დინამიურ მოქმედებებთან, რომ ერთად გაიმარჯვონ ორივე პარტნიორის გამოწვევებზე.

 

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის იუპიტერთან

აქ ქალი აღამაღლებს მამაკაცს უმაღლეს  ცნობიერებამდე. მისი თანდასწრებით, მამაკაცი თითქმის ვერასდროს განიცდის დარდს ან უიმედობას. მისი ემოციების სფერო საგრძნობლად ფართოვდება, რადგან ქალი კარგად ხვდება, როგორ რეაგირებს მამაკაცი მის იდეებზე  და თავის მხრივ, ეხმარება მას, დაინახოს უმაღლესი ჭეშმარიტება ყველაფერში, რასაც  გრძნობს. ეს ასპექტი რამდენადმე აქვეითებს სექსუალობას, რადგან ხაზს უსვამს ქალის უმაღლეს გონებას. თუმცა ამაღლებული ცნობიერება, ოპტიმიზმი და სიხარული, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს  ასპექტი, ბედნიერების უხვად და თავისუფლად გამოხატვის საშუალებას იძლევა.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის იუპიტერთან

ეს ასპექტი ათავისუფლებს ქალს წარსულის შეზღუდვებისა და თავშეკავებისგან, რასაც ხელს უწყობს მისი პარტნიორი, რომელიც მასთან ურთიერთობაში უსაზღვრო თავისუფლებით გამოირჩევა. ამ ურთიერთობას ბევრი დადებითი შესაძლებლობა და იღბალი მოაქვს ქალის ცხოვრებაში. საინტერესო ის არის, რომ მამაკაცს მასში სწორედ მისი ბუნებრივი გაუბედავობა და მოწყვლადობა იზიდავს. ამ ასპექტში სექსუალობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ქალის ემოციურობისა და მამაკაცის ექსპანსიურობის შერწყმით, მეტად მყარი და ხანგრძლივი პარტნიორობა ყალიბდება.

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის სატურნთან

ეს ასპექტი მტკიცედ ადუღაბებს ურთიერთობას და  კარმის მკვეთრი ელფერით ხასიათდება. მამაკაცი გრძნობს მიზეზებს, ქალი კი პასუხისმგებელია შედეგებზე.  იმის გამო, რომ ქალი მშვენივრად აცნობიერებს მოვლენების განვითარებას, ის მიდრეკილია პარტნიორის შეზღუდვისკენ, რადგან თავს ახვევს ცხოვრების ტრადიციულ, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ სტილს.  შედეგად, მამაკაცი შეიძლება თავს გალიაში გამომწყვდეულად გრძნობდეს, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება ამ ქალისადმი მიჯაჭვულობის გაწყვეტა. ქვეცნობიერ დონეზე, მამაკაცი მას საკუთარ დედად აღიქვამს, მაშინ როდესაც ქალი მასთან საკუთარი მამის ცხოვრების სტილს ათამაშებს. ამიტომ, ეს ურთიერთობა ორიენტირებულია წეს-ჩვეულებებზე, ოჯახურ ფასეულობებზე, კარმულ მოგონებებსა და გადაუწყვეტელ ამოცანებზე.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის სატურნთან

აქ თითოეული მათგანი ერთმანეთისთვის მშობლის ფუნქციას იძენს: ქალი დედის, მამაკაცი მამის. ორივე ცდილობს მიბაძოს საკუთარი ოჯახის როლურ მოდელს და  საბედნიეროდ, ორივე  საფუძვლიანად მოტივირებულია, შეინარჩუნოს ოჯახი. ეს ურთიერთობა ძლიერი მესაკუთრული ელფერით, თავშეკავებული სიბრძნითა და კეთილგონიერებით ხასიათდება. მამაკაცი ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებას. ქალს აუცილებლად სჭირდება განვითარება, რადგან მისი ემოციური სისტემისთვის დამახასიათებელია ბავშვური შტრიხები. ეს კარმული ურთიერთობაა, რომელიც ხშირად მიუთითებს წინა ინკარნაციის ქორწინების ნარჩენებზე. ბევრ შემთხვევაში, ისინი დაკავშირებულნი არიან რელიგიური ან სულიერი გაკვეთილებით, რომელიც ქალმა უნდა ისწავლოს ამ მამაკაცისგან.

 მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის ურანთან

ეს ასპექტი ძლიერი აღგზნებულობით და მყისიერი მიზიდულობით ხასიათდება. ხანგრძლივი ურთიერთობა გართულებულია, რადგან პარტნიორები შეიძლება ძალზედ არაპროგნოზირებადად იქცეოდნენ ერთმანეთთან მიმართებაში.  მათი ურთიერთმოლოდინები შესაძლოა ირეალური იყოს;  ან  სიყვარულის ორმხრივი დინება, რამაც ისინი უნდა გააერთიანოს, საერთოდ ვერ შედგეს. როგორც ჩანს, აქ მამაკაცი  თავის დამოუკიდებელ პარტნიორს ემორჩილება. ქალი ან ხელმძღვანელ პოზიციას უკავებს, თავისი თავნებობის გამო, ან წყვეტს ურთიერთობას, რადგან თავის სპონტანურობასა და თავისუფლებას ვერ ელევა.  თუ ისინი საკმარისად მოწიფულები არიან, რომ უკონფლიქტოდ აღიარონ საკუთარი განსხვავება, ეს ასპექტი მშვენიერ შანსს ქმნის ემოციებისა და გამჭრიახობის განვითარებისთვის.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის ურანთან

ეს ასპექტი ძალიან საინტერესო ურთიერთობას აყალიბებს. ქალი მიდრეკილია იცხოვროს წარსულით, მაშინ როდესაც მამაკაცი მუდამ მომავლისკენ ისწრაფვის. ამ ურთიერთობაში შეიძლება იყოს ძლიერი და მყისიერი სექსუალური მიზიდულობა, მაგრამ მათ შორის არსებულ რეალურ სექსუალობას  საიმედოობისა და კმაყოფილების გრძნობა  აკლია. ქალის მხრიდან აღინიშნება ძლიერი ემოციური ჩართულობა, მაგრამ მის ინდივიდუალისტ პარტნიორს, როგორც ჩანს, არ შესწევს უნარი მისცეს საიმედოობის და სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც ქალი ეძებს. მიუხედავად ამისა, ურთიერთობა ხასიათდება პიროვნული ზრდითა და სულიერი ევოლუციით.

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი ქმნის, მისტიური ოვერტონებით შეფერილ, ესთეტურ მიზიდულობას. თითოეული მათგანი ფსიქიკურად ავტომატურად განწყობილია პარტნიორის სიხშირეზე. ორივე ემპათიურად აღიქვამს ურთიერთმოთხოვნებს. ამ კავშირის შედეგი შეიძლება იყოს მხატვრული შემოქმედება. მამაკაცის ემოციურობა კოსმიურ გაგებას იძენს, მისი პარტნიორის მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ,  ბუნებასა და სამყაროს მთლიანობაში აღიქვამს. შემეცნებითი დინება ამ ასპექტს ერთ-ერთ  საუკეთესო კომბინაციად აქცევს სინასტრიულ რუკაში, რომელიც მშვენიერ შანსს ქმნის ხანგრძლივი ურთიერთობისა და ქორწინებისთვის.

ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან

მგრძნობირობა, აღმქმელობა  და მიზიდულობა ერწყმის ემპათიურ გაგებას. პარტნიორები ძალზედ კომფორტულად გრძნობენ თავს და უპრობლემოდ თანამშრომლობენ, რადგან ინტუიციური გაგება საგრძნობლად ძლიერდება.  ამ შესანიშნავ კომბინაციას ემატება მსგავსი მუსიკალური და ესთეტური გემოვნება. ქალი სულ უფრო ახალ საშუალებებს პოულობს პარტნიორის იდეალიზაციისთვის. მამაკაცი კი მასთან ღვთაებრივი სიყვარულის გრძნობას იზიარებს. ეს ურთიერთობა აერთიანებს ემოციურ „დამიწებას“(ქალის მხრიდან) და უსაზღვროებასთან შეხების უნარს (მამაკაცის მხრიდან).

მამაკაცის მთვარე შეერთებაში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი არის სიმბოლო პირდაპირი ფსიქიკური კავშირისა ორ ადამიანს შორის. ის იწვევს ძლიერ მაგნიტიზმს და სექსუალურ მიზიდულობას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ურთიერთობა იმაზე დიდ სიღრმეებს იძენს, ვიდრე უბრალო ადამიანური ვნებაა. თითოეული ადამიანის სიღრმისეული მოთხოვნები, პარტნიორის მეშვეობით, ზედაპირზე ამოდის. ქალი მამაკაცში აღმოაჩენს  კოლექტიური არაცნობიერის ცნობიერ კოსმიურ აზრს, რომ მან შეძლოს ემოციური იზოლაციის გადალახვა. ეს დინამიური და ძლევამოსილი პარტნიორობა ხშირად გამდიდრების შესანიშნავ შანსებსაც ქმნის.

ქალის  მთვარე  შეერთებაში  მამაკაცის  პლუტონთან

ძლიერი ფსიქიკური ურთიერთკავშირი  უჩვეულო სიღრმეს სძენს ამ ურთიერთობას. ქალი ეყრდნობა მამაკაცს, რადგან მას შეუძლია აღმოაჩენინოს დაფარული კოსმიური ჭეშმარიტებები, რაც ქალის ემოციური რეაქციებით არის გამოსახული. მამაკაცმა შეიძლება თვალთმაქცობით შეღწიოს მის ქვეცნობიერში გადამალულ მოგონებეში, რომ დაეხმაროს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაში. ეს ასპექტი განაპირობებს ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ასპექტებით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ინტენსიური ვნება საკმაოდ დიდხანს აკავებს ამ ადამიანებს ერთად, რომ სხვა მნიშვნელოვანი საზღვრები გადალახონ, როგორც საკუთარ იდენტობაში, ისე ერთმანეთთან ურთიერთობაში.


About Qet

Scroll To Top