მთვარის 22-ე დღე

მთვარის 22-ე დღე

სიმბოლო: სპილო; ოქროს გასაღები

სიბრძნე, სტაბილურობა, მსოფლიო კანონი, საიდუმლო ცოდნა, ინფორმაციული ველი. დღე ადამიანის მიერ მიზნის მიღწევისა, მეცნიერების შესწავლისა, ხელსაქმისა, საკუთარი ფესვების ჩაწვდომისა. საჭიროა გაიგოთ მომავალი, დაკავდეთ მედიტაციით, ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ალტრუიზმი. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. არ შეიძლება იყოთ კონსერვატორი.

სასიკეთოა თითქმის ყველანაირი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია შენებისკენ და არის გულწრფელად ნამოქმედარი. საზიანოა – ნებისმიერი ნეგატიური ჩანაფიქრი, რომელიც გარდა იმისა, რომ  განწირულია კრახისთვის, განსაკუთრებით ავნებს ამ იდეის ავტორს. ჰარმონიული ენერგიების დღეა. სწორედ ოქროს შუალედია დამყარებული მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის.

კარგია ეს დღე სამეცნიერო საქმიანობისთვის, ეცადეთ სწორედ დღეს ეძებოთ ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, მთავარია ყურადღების კონცენტრაცია და „ევრიკააა!“

ასტროლოგები თვლიან, რომ ამ დღეს კარგია ცოდნის გადაცემა, გამოცდილების გაზიარება, თვითგანათლება, ლექციებზე დასწრება და ბიბლიოთეკებში სტუმრობა. დღეს არის შანსი აითვისოთ უფრო მეტი, ვიდრე მთელი მთვარის თვის დღეების პერიოდში. მთავარია არ იზარმაცოთ, იყოთ მიზანსწრაფული, შეუპოვარი.
იფიქრეთ თქვენს პროფესიულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

ხელსაყრელი პერიოდია, რომლის დროსაც იზრდება უნარები და მიდრეკილებები სულიერი და შემოქმედებითი განახლების კუთხით, ასევე ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია წარსული გამოცდილების გაანალიზებასა და გადახარშვასთან და სამომავლოდ წარმატებულ გეგმებთან. პარტნიორები და კოლეგები ამ დროს მეტად პატიოსნები არიან, მზად არიან გამოავლინონ ალტრუიზმი და უანგაროდ გაწიონ დახმარება.

იზრდება შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები, ასევე სამართლიანობის გრძნობა, ნებისყოფა. მძაფრდება ინტუიცია, უკეთესობისკენ მიდის პარტნიორებთან ურთიერთობები. მთვარის ეს დღე ხელსაყრელია იმისთვის, რომ წინადადება წამოაყენოთ, ასევე იმისთვის, რომ წარმატებას ანდა თანხმობას მიაღწიოთ.

ბიზნესი: 22-ე მთვარის დღე ყველაზე წარმატებულია ბიზნესმენებისთვის, რადგან (განეშის) სპილო ითვლება, არა მარტო დაბრკოლებების გადალახვის შემწე ღვთაებად, არამედ სიმდიდრის ღვთაებადაც.

ქორწინება: სასიკეთო დღეა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დიდი მაგიდები. თუმცა, პარტნიორებს სულიერ განვითარებაზე მუდმივად მოუწევთ ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი დაიშლება.

სოციალური გავლენა: სიბრძნის დღეა, მოერიდეთ კონტაქტებს.

საყოფაცხოვრებო გავლენა: ხშირია ცრემლი, მოერიდეთ მგზავრობას, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს.

სამედიცინო გავლენა: ყურადღება მიაქციეთ მენჯ-ბარძაყის არეს (განსაკუთრებით თხელი აღნაგობის ხანდაზმულებმა, წელისა და ხერხემლის ქვედა ნაწილს, მოერიდეთ სწრაფ მოძრაობებს. შეგიძიათ თამამად დატვირთოთ კუჭი გემრიელი მცენარეული (არამარტო) საკვებით. ტრავმების ალბათობა მატულობს.

მისტიური გავლენა: ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების არსის შეცნობის და გამოცდილების შეძენის დღეა.კარგია მედიტაცია, პროგნოზირება, თუმცა უკეთესია ამ პერიოდის ენერგიები სწავლას მოახმაროთ.

ეზოთერიკათითქმის ყველა მისტიური სკოლა ამ მთვარის დღეს უძღვნის წმინდა წერილების შესწავლას

სიზმრები: ამ დღის სიზმრები მიგანიშნებთ მოსალოდნელ წინაღობებზე, დაბრკოლებებზე და მათგან თავის დაღწევის საშუალებებსა და გზებზე.

მინერალები: ცისფერი აქატი, ლურჯი საფირონი, ლურჯი იაშმა, ცისფერი ნეფრიტი და ქარვა.

22-ე დღეს დაბადებული:  დაჯილდოვებულია ბედისგან, იქნება პატიოსანი და საქმიანი, იცხოვრებს ღრმა მოხუცებულობამდე. ამ დღეს დაბადებულის თანდაყოლილი მახასიათებელია – საინტერესო მოსაუბრედ ყოფნა და გონიერება. საიდუმლოებებს ყველას უნახავს. მისთვის ცნობილია ის, რაც სხვებისთვის ხშირად დაფარულია, სხვების საიდუმლოებებს ადვილად „ხედავენ“. სიხარულისა და წარმატების საძიებლად შორს წასვლა არ უწევს. წარმატების გასაღები – მუდმივი განვითარება და ალტრუიზმია. უარყოფითი თვისებები, რაც ხელს შეუშლის: პასიურობა და სიზარმაცე.

რეკომენდებულია: შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობები, სხვების სწავლება, ცოდნის გადაცემა; მოგზაურობა, სამგზარო საშუალებების მშენებლობა. ქმედებები, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებებთან, ქორწინებასთან, მუსიკასთან; მგზავრობის დაწყება; ფიზიკური ვარჯიშები.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top