ამეთვისტო კვარცის ნაირსახეობაა. გამოირჩევა იისფერი შეფერილობით, რომელიც მუქი იასამნისფერიდან ვარდისფერამდე მერყეობს. 200⁰С-ზე იისფერი იკარგება. წყალში მოხვედრის შემთხვევაში ბუნებრივი ამეთვისტოს კიდეები ხელოვნურისგან განსხვავებით უფერულდება.
მინერალის სახელწოდება ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. მითის მიხედვით, ღვინისა და თრობის ღმერთ დიოგენეს ნიმფა ამეთისი მოეწონა. გაქცეული ნიმფა ძვირფას ქვად გადააქცია. მას შემდეგ ითვლება, რომ ქვა შეგვიძლია სმის საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ. მეორე ვერსიით, ამეთვისტო ეწოდა, რადგან შავი ღვინის ფერს ძალიან ჰგავს.
სამკურნალო თვისებები
ამეთვისტო გამოიყენება სტრესის მოსახსნელად, ენდოკრინული და ნერვული სისტემის სტაბილური მუშაობისთვის, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გასააქტიურებლად, ეპიფიზისა და ჰიპოფიზის ნორმალური მოქმედებისთვის, სისხლის გასაწმენდად, ენერგეტიკის გასაძლიერებლად. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ცნობიერების ყველა დონის ჰარმონიულ მუშაობას ხელს უწყობს.
ძველად თვლიდნენ, რომ ამეთვისტო მფლობელს ინფექციებისგან იცავდა. თანამედროვე ლითოთერაპევტების აზრით, ნერვულ დაძაბულობას ხსნის, სიმშვიდე მოაქვს და უძილობის შემთხვევაში საუკეთესო ქვაა. წყალი, რომელშიც ამეთვისტო იდო, სასარგებლოა თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციონირებისთვის. უარყოფითი ენერგიის დაგროვების ასაცილებლად სასურველია ქვის რეგულარული წმენდა.
ამეთვისტო ხელს უწყობს მეტყველების დეფექტების გამოსწორებას; გამოიყენება მოწამვლის საწინააღმდეგოდ, მფლობელს კანის დაავადებისგან, ჭრილობის მიღებისგან იცავს, თავის ტკივილს ხსნის.
გადმოცემის მიხედვით, ამეთვისტო ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ხსნის.
მაგიური მახასიათებლები
სიწმინდის, ერთგულების, უდანაშაულობის ქვად ითვლება. ძველ ეგვიპტეში ბედნიერებისა და ჯანმრთელობის სიმბოლო იყო, ევროპაში – გულწრფელობის, ინდოეთში – მშვიდობისმოყვარეობის. წარბებს შორის მოთავსებული ამეთვისტო ცნობიერებაზე მოქმედებს , შინაგან სიმშვიდეს აძლიერებს.
ითვლება, რომ მინერალი „მესამე თვალის“ გახსნაში გვეხმარება, მფლობელს მიხვედრილობას (გამჭრიახობას) მატებს, აურასა და უარყოფით აზრებზე მოქმედებს. ამეთვისტო ემოციურ ტკივილს, დაძაბულობას აქრობს, აზრებს წმენდს და აწესრიგებს, აურას დადებითი ენერგიით “კვებავს”. მის კრისტალს კარგი სიზმრების სანახავად ბალიშის ქვეშ იდებენ.
ვერცხლში ჩასმული ამეთვისტო მეგობრულ ურთიერთობებს ხელს უწყობს, საქმიანი შეხვედრების წარმატებით დასრულებაში გვეხმარება.
ძველად კათოლიკურ ქვეყნებში ამეთვისტოს კარდინალებისა და ეპისკოპოსთა ქვას უწოდებდნენ, რადგან ხშირად გამოიყენებოდა სასულიერო პირების მიერ.
ასტროლოგია: პლანეტები – ვენერა, სატურნი, ნეპტუნი. ზოდიაქოებიდან შეესაბამება – ტყუპები, სასწორი, მერწყული
ჩაკრებზე გავლენა: მესამე თვალის ჩაკრა. თავის ორგანოებზე გავლენას ახდენს, იდეების რეალიზებას, აქტიურობას ხელს უწყობს.
ფენ-შუი: მინერალი გამოიყენება სიმდიდრის მოსაზიდად, ქორწინების კავშირების გასამყარებლად. ძველად, ამეთვისტოს კრისტალს საწოლთან (ფეხებთან) დებდნენ, რაც მეუღლეების სიმბოლურ შემაკავშირებელს წარმოადგენდა. მისი განთავსება რეკომენდებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში.
ენერგია: ათვისებადი (მისაღები) ინი
დამატებითი ინფორმაცია: ბახუსის ქვა – შუა ევროპაში ამეთვისტოს ძველი სახელწოდება.
მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, lithotherapy.ru-ს მასალაზე დაყრდნობით
სტატიის ავტორი: თამთა ნარიმანიშვილი