მინერალოგია – აქატი

მინერალოგია – აქატი

აქატი ქალცედონის  სხვადასხვა ფერის  ბოჭკოვანი სახესხვაობაა. მისი სახელწოდება სიცილიის მდინარე აქატესს უკავშირდება. მეორე ვერსიით, აქატი ბერძნული სიტყვა „ბედნიერი“-სგან წარმოიშვა.

აქატის ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია – თეთრი, შავი, ვარდისფერი, წითელი, ცისფერი, ნაცრისფერი… ყველაზე მეტად გავრცელებულია მონაცრისფრო-მოცისფრო აქატი. ქვის აღწერილობას პირველად თეოფრასტესთან (ჩვ. წ. აღ-მდე IV-III საუკუნე) ვხვდებით. ევროპაში აქატი პოპულარული გახდა ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ. მისგან ამზადებდნენ სამკაულების ზარდახშას, თამბაქოს (თუთუნის) შესანახ ჭურჭელს.

აქატის დაბადების ადგილად ითვლება (მოიპოვებენ): ურუგვაი, ბრაზილია, ინდოეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, შოტლანდია, მექსიკა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ავსტრალია, ა.შ.შ., აღმოსავლეთ ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი.

სამკურნალო თვისებები

აქატი პოტენციას აუმჯობესებს, ყელის ტკივილსა და ხველას აქრობს, კრუნჩხვებს ამცირებს, შიშებთან ბრძოლაში ეხმარება, ინფექციებისა და კუჭის დაავადებებისგან იცავს. ამ ქვას შეუძლია კუჭის მჟავიანობის ნორმაზე დაყვანა, ორგანიზმის დეტოქსიკაციას ხელს უშლის.

მიჩნეულია, რომ ცისფერი აქატი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე; ყვითელი – სუნთქვის სისტემის და მომნელებელ ორგანოებზე, ღვიძლსა და ნაღველზე; წითელი – სისხლძარღვთა სისტემასა და ენდოკრინულ დარღვევებზე, ვირუსულ დაავადებებზე. ხავსისფერი (ჭაობისფერი) – კანსა და სასუნთქ ორგანოებზე;  დენდრიტული აქატი – კუჭის დაავადებებზე.

ძველი რწმენით (მე-10 საუკუნის), თუ ქვას წყალში „გახსნით“ და შემდეგ ჭრილობას ჩამოიბანთ, სწრაფად შეხორცდება. ასევე, აქატი კურნავს  მორიელის, გველისა და სხვა შხამიანი არსებების ნაკბენს.

ანგინისა და ყელის ტკივილის დროს მისი ტარება რეკომენდებულია ყელსაბამის სახით, კბილის ტკივილის დროს – საყურის,  სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების დროს – სამაჯურის, გულის დაავადებების დროს – ბეჭდის სახით მარცხენა ხელის არათითზე კეთება; ისტერიული ან/და ადვილად გაღიზიანებადი ადამიანებისთვის, ასევე უძილობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის შუა თითზე.

 

მაგიური მახასიათებლები

რამდენადაც ძველ რომში აქატი ნაყოფიერების ქალღმერთის ქვად ითვლებოდა, ჩვენს დროში მიწათმოქმედებსა და მებაღეებს ეხმარება. ევროპაში აქატი ჯანმრთელობის, აყვავებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, ინდოეთში – აყვავების სიმბოლო იყო.

აქატის სამკაული ადამიანს საზოგადოებაში მიღებულსა და მიმზიდველად მოსაუბრეს ხდის, მტრების სასჯელისგან იხსნის. აქატს შეუძლია დაგიცვათ ენერგეტიკული დარტყმებისა და „ენერგო-ვამპირიზმისგან“. აქატის ბეჭედი მამაკაცს ქალების თვალში მომხიბვლელობას მატებს.

მიჩნეულია, რომ ქვა ვამპირებისა და ჯადოქრებისგან გვიცავს (ჩვენგან განდევნის), ხელს უწყობს სიკეთის, შინაგანი დარწმუნებულობის, სიმშვიდის გაძლიერებას.

ასტროლოგია: სტიქია – მიწა; პლანეტები – მერკური და ვენერა. ზოდიაქოს ნიშნები – კურო, ტყუპები, კირჩხიბი, სასწორი, მერწყული. გლობას მიხედვით – მისი ტარება რეკომენდებულია კუროებისთვის ან მათთვის, ვისაც სტელიუმი (ორზე მეტი პლანეტა შეერთებაში) აქვს ამ ნიშანში. ნაკლებად სასურველია მშვილდოსნის, ვერძისა და თევზებისთვის.

ტარო: შეესაბამება მე-3 არკანს – იმპერატრიცა.

ჩაკრებზე გავლენა – ყველა ჩაკრაზე გავლენას ახდენს (გააჩნია ფერს)

ენერგია – ათვისებადი ინი

თვისებები ფერების მიხედვით

თეთრი აქატი – ბავშვების თილისმაა, იცავს გათვალვისგან, ჯანმრთელობას აკაჟებს.  ითვლება მშვიდობის ქვად და გამოიყენება ბოროტების საწინააღმდეგო ამულეტად. ადამიანსი წინა პლანზე წევს სიკეთეს, სიმშვიდეს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას.

ნაცრისფერი აქატი – სამართლიანობის ქვაა. გვეხმარება სასამართლო პროცესების, სამართლიანობის აღდგენის დროს; ამცირებს კონფლიქტურობას, კამათს, ურთიერთობები მშვიდი და მოწესრიგებული ხდება. მისი კეთება არარეკომენდებულია მატყუარა ადამიანებისთვის. სასურველია ქვა პერიოდულად „დავასვენოთ“ და მუდმივად არ გვეკეთოს.

ცისფერი აქატი – მფლობელის ცხოვრებაში მშვიდობა, სიყვარული, შემოქმედებითი წინსვლაა. ქვა დადებითად მოქმედებს შემოქმედებით და აქტიურ ადამიანებზე.

მონაცრისფრო-მოყავისფრო აქატი – კარიერასა და ფინანსურ მხარეს, ფულს უკავშირდება. მისი ტარება ამ სფეროებში წარმატებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

ყავისფერი აქატი – იცავს უბედური შემთხვევებისგან, უსიამოვნებისგან.

ყვითელი (ყავისფერში გარდამავალი) აქატი – ფილოსოფოსებისა და სწავლულთა ქვაა, დადებით ეფექტს ახდენს კონტაქტების დამყარებაზე. მოგზაურობის დროს დამცველია.

ყვითელი აქატი – ვაჭრობას უკავშირდება და მისი კეთება კარგია მნიშნელოვანი შენაძენის დროს. ასევე, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე, ცოდნის დაგროვებაზე. მისი ტარება რეკომენდებულია ცხოვრების მეორე ნახევარში.

ღია ყვითელი აქატი – ძირითადად შორეულ აღმოსავლეთშია გავრცელებული. ითვლება, რომ ადამიანს ძალასა და ენერგიას მატებს, გათვალვისგან იცავს.

ოქროსფერ-მზისფერი აქატი – შემოქმედებით ძალას, ფინანსურ მდგომარეობას აძლიერებს.

ვარდისფერი აქატი – ძველ ბერძნებთან და რომაელებთან იღბლიან გამართლებას უკავშირდებოდა და აზარტულ თამაშებში მოგების ალბათობას ზრდის.

მოწითალო აქატი –  სიყვარულისა და ბედნიერი ოჯახის სიმბოლოა.

შავი აქატი – ძველ სპარსელებთან ბოროტებაზე ძალაუფლების სიმბოლო იყო, მფლობელს კატასტროფებისგან, შავ-მაგიური ზემოქმედებისგან იცავდა. ის საკმაოდ ძლიერ დამცველად ითვლებოდა და დღესაც აქატებს შორის ყველაზე ძლიერადაა მიჩნეული. შავი აქატი მფლობელს დიდ შინაგან ენერგიას, სულის სიმტკიცეს, ურთიერთობებში სიმყარეს, მიზანდასახულობას, მატერიალურ მდგომარეობას აძლევს.

მწვანე აქატი – ცვალებად გარემოში ადაპტაციას, ოჯახური ურთიერთობების სიმყარეს ხელს უწყობს.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, lithotherapy.ru-ს, mirkamnej.ru-ს მასალაზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top