მინერალოგია – აქვამარინი

მინერალოგია – აქვამარინი

აქვამარინი ბერილის სახესხვაობაა. თავად ტერმინი პირველად მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს.  სახელწოდება ლათინური „aqua marina”-სგან მომდინარეობს და  „ზღვის წყალს“ ნიშნავს. მისი შეფერილობა რკინის იონების შემცველობითაა გამოწვეული და მომწვანო-მოცისფრო ელფერი დაკრავს. მზის გავლენის შემთხვევაში შესაძლოა გაღიავდეს. აქვამარინის გარჩევა ჭირს ბუნებრივი ცისფერი ტოპაზისა და სინთეტური კვარცისგან.

სამკურნალო თვისებები

აქვამარინი ორგანიზმის დამცავ ენერგიას აძლიერებს, კანის, ფილტვების დაავადებების დროს გვშველის. კბილის ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს ამცირებს და კუჭსა და ღვიძლზე დადებითად მოქმედებს. ასევე, ზღვის ავადმყოფობის გადალახვაში გვეხმარება, სტრესსა და შიშს გვიქრობს.

ტიბეტურ და მონღოლურ მედიცინაში აქვამარინი ითვლებოდა კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი წონასწორობის ხელშემწყობად. ნერვული დაძაბულობის მოხსნასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას ხელს უწყობს.

მაგიური მახასიათებლები

ტრადიციულად, მეზღვაურების დამცველ ქვად ითვლება. აქვამარინი – მეგობრობის, სიმამაცის, სამართლიანობის ქვაა. ითვლება, რომ მეპატრონის განწყობის ან ამინდის შესაბამისად ფერს იცვლის.

აქვამარინი წარმოადგენს ახალგაზრდობის, ძალის, ჯანმრთელობის სიმბოლოს. ძველ დროში ატარებდნენ როგორც ოჯახური ბედნიერების თილისმას.

სუფთა ცისფერი ფერი დაკრავს, როდესაც კარგი ამინდია ან მეპატრონე სულიერად გაწონასწორებულია და თავს ჰარმონიულად გრძნობს. როცა მუქდება ან მწვანდება – მეპატრონე თავს ცუდად გრძნობს, შფოთავს ან იტანჯება.

აქვამარინი გვიცავს საფრთხისა და მოტყუებისგან, სულიერებას აძლიერებს, სტრესსა და შიშს გვიქრობს, გონიერებას გვმატებს, დიდხანს სიცოცხლესა და ორმხრივ სიყვარულს ხელს უწყობს.

აქვამარინი როგორც თილისმა: ჭეშმარიტი სიყვარულის, მეგობრობის, სამართლიანობის შემნარჩუნებლად ითვლება. მისი კეთება ხელსაყრელია ძლიერი განცდების მქონე ადამიანებისთვის, მოგზაურებისთვის. აქვამარინი ხელს უწყობს მეგობრობას, ურთიერთგაგებას.

აქვამარინი როგორც დამცველი: ზღვით მოგზაურობის დროს უსიამოვნებებისგან იცავს. ასევე კარგია არაკეთილგანწყობისგან, არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან დასაცავად.

ასტროლოგია –  შუა საუკუნეებში სასწორის ქვად თვლიდნენ. მისი ტარება განსაკუთრებით მერწყულების, კირჩხიბებისა და თევზებისთვისაა ხელსაყრელი.  ნაკლებად რეკომენდებულია მორიელებისა და ტყუპებისთვის.

ჩაკრებზე გავლენა – ხორხის ჩაკრა, რომელიც სუნთქვის, სასმენი აპარატის, კანის, ფარისებრ ჯირკვლის ფუნქციონირებას განაგებს, ემოციებს მართავს, სამყაროსა და საკუთარი თავით კმაყოფილებას ზრდის.

ენერგია –  ინი

დამატებითი ინფორმაცია:

კეთილშობილი ბერილი – აქვამარინის მეორე სახელწოდება

მაქსიქს-აქვამარინი – უჩვეულო ცისფერი საფირონისფერ-მოლურჯო ფერის აქვამარინი, რომელიც ბრაზილიაში მზადდება.

Dom Pedro aquamarine - აქვამარინის ყველაზე დიდი კრისტალი ბრაზილიიდან, რომელიც 1980-იან წლებში მოიპოვეს.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნისა და იულია კაფთანოვას მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top