მინერალოგია – ვარდისფერი კვარცი

მინერალოგია – ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი შეფერილობის კვარცის სახეობა. მომპოვებელ ქვეყნებს შორის ცნობილია: ბრაზილია, ა.შ.შ., გერმანია, მადაგასკარი, ყაზახეთი, შუა აზიის ქვეყნები.

სამკურნალო თვისებები

ვარდისფერი კვარცი დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის დაავადებებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულის მუშაობაზე,  სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ორგანიზმს დაღლილობის განცდას აშორებს. ასევე დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, გამომყოფ სისტემაზე, ზურგის ტვინზე. ლიმფური სისტემის მასტიმულირებელია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

მაგიური მახასიათებლები

ვარდისფერი კვარცი სიყვარულის, სილამაზის, სინაზის, სულიერი ჰარმონიის ქვაა. ოჯახურ ბედნიერებას, სიყვარულში შეუცვლელობას იცავს. ასევე, ითვლება, რომ დაუქორწინებელ ქალებს პარტნიორის პოვნაში, ოჯახის შექმნაში ეხმარება.

ფსიქოლოგიურ და სულიერ დონეზე სტრესის გადალახვაში გვეხმარება, ემოციურ დაძაბულობას ხსნის, რისხვას ამცირებს, გულს სიკეთითა და სიყვარულით ავსებს; ძველი ემოციური და სასიყვარულო ტკივილისგან ათავისუფლებს.

ვარდისფერი კვარცი თვითშეფასების დონეზე დადებითად მოქმედებს, საკუთარი თავის რწმენას მატებს, ადამიანებთან ურთიერთგაგებას აუმჯობესებს. ეს მინერალი მფლობელს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს, მგრძნობიარობას და შემოქმედებით შესაძლებლობებს მატებს.

ადამიანის მიწასთან, სხვა ადამიანებთან, მშობლებთან, ბავშვებთან და ბუნებასთან კავშირის თილისმაა. ვარდისფერი კვარცი გულის ჩაკრას უკავშირდება, ადამიანის გულს სულიერი სიყვარულისთვის „აღებს“.

ვარდისფერი კვარცი მათთვისაა, ვინც  სიხარულის, სიყვარულის ნაკლებობას გრძნობს. როგორც თილისმა, სიყვარულს, ოჯახურ ბედნიერებას უწყობს ხელს, საპირისპირო სქესთან ურთიერთობას აუმჯობესებს.

ჩაკრებზე გავლენა: გულის ჩაკრა

ენერგია: ინი

ფენ-შუი: ვარდისფერ კვარცი სიყვარულს მოიზიდავს. ამ მინერალის განთავსება რეკომენდებულია სიყვარულის/ქორწინების სექტორში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ასტროლოგია: სტიქიებიდან შეესაბამება – მიწა, ცეცხლი, წყალი; პლანეტებიდან – მთვარე, ვენერა; ზოდიაქოს ნიშანი – სხვადასხვა წყაროების მიხედვით შემდეგი ვერსიები სახელდება: კურო, სასწორი, მერწყული.

მომზადებულია იულია კაფთანოვას, lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top