მინერალოგია – ლალი

მინერალოგია – ლალი

ლათინურად ლალი (rubeus) „წითელს“ ნიშნავს. თავდაპირველად ამ სახელწოდებას სხვა მოწითალო ფერის ქვებსაც უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით დაადგინეს, რომ ლალი და საფირონი კორუნდის ნაირსახეობაა. მინერალს „ლალი“ 1747 წელს მინერალოგმა ვალერიუსმა უწოდა. ქვა წითელ შეფერილობას ქრომის წყალობით იღებს, მოყავისფრო-მუქ ელფერს კი რკინა აძლევს. ინდოელებისთვის ლალი ერთ-ერთი ძვირფასი ქვაა ალმასსა და მარგალიტთან ერთად. ევროპელებმა ლალის ქვა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომ გაიცნეს.

ლალი ერთ-ერთი ძვირადღირებული ქვაა, ზოგიერთი ნაკეთობის/ქვის ფასი ბრილიანტზე მეტია (განსაკუთრებით ფასობს აღმოსავლეთის ქვეყნებში). ყველაზე დიდი ლალი 400 კარატიანია და ბირმაში აღმოაჩინეს, მინერალი შემდგომ სამ ნაწილად დაიყო.

ერთ-ერთი ცნობილი ლალია „ედუარდის ლალი“, იგივე „შავი პრინცის ლალი“, რომელიც 167 კარატიანია და დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ლალი მუზეუმს 1887 წელს გადასცეს.

ლალის მომპოვებელ ქვეყნებს წარმოადგენს ბირმა, ტაილანდი, შრი-ლანკა, ტანზანია. ტაილანდურ ლალს მოყავისფრო შეფერილობა აქვს, ჩრდილოეთის ქვეყნების ლალს – ყავისფერი და იისფერი ელფერი დაკრავთ.

ლალით გაწყობილი ირანული გვირგვინი (ტიარა)

სამედიცინო თვისებები

ჯანმრთელობის კუთხით მიჩნეულია, რომ ლალი სისხლდენას ამცირებს/წყვეტს, სისხლის დაავადებების, ხერხემლის, სახსრების დაავადებების დროს დადებითად მოქმედებს, მეხსიერებას, განწყობას აუმჯობესებს, რის გამოც დეპრესიის დროს ერთ-ერთი შეუცვლელი ქვაა.

ასევე, დადებით ეფექტს ახდენს გულზე, ტვინზე, ენერგიას მატებს. ლალი უძილობისგან, ღამის კოშმარებისა და შიშებისგან, მძიმე დაავადებებისგან, მოწამვლისგან (საწამლავით) იცავს. ნაკლებადაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც არტერიული წნევის პრობლემები აქვს.

მისტიური მახასიათებლები

ლალი. მომპოვებელი ქვეყანა - ავღანეთი

განსხვავებული შეხედულებებია ლალთან დაკავშირებით: ევროპელები ერთგულების სიმბოლოდ თვლიდნენ, ინდოელები – სიყვარულისა და ჯანმრთელობის, ამერიკელი ინდიელები – სილამაზის, ძალის, სამეფო ღირსების, ქრისტიანები – ღვთიური სიყვარულისა და რწმენის.

აღმოსავლეთის ხალხი თვლიდა, რომ ლალის მთავარი მისტიური თვისებაა დიდებული საქმეების კეთებისკენ მისწრაფების გაჩენა. მისი ფერის ცვლის მიხედვით საფრთხეს წინასწარმეტყველებდნენ, ასევე დაბალი დონის სულების, ბოროტი ძალების, ჯადოსგან დამცავ თვისებებს აწერდნენ.

ჯადოქრები, შემლოცველები მას დრაკონის გასქელებულ სისხლად თვლიდნენ და ძალაუფლების, სხვებზე ზეგავლენის მომხდენ თვისებებს მიაწერდნენ. ინდოეთში მამაკაცური ენერგიის, ცეცხლის სტიქიის გამომხატველ ქვად თვლიან.

ლალი უკავშირდება ძალაუფლებას, ყველაფრის შემძლეობას, შინაგან უკონტროლო ცეცხლს. ხშირად გამოიყენება როგორც ვნების, სიყვარულის სიმბოლო. ძველი დროის ხალხი თვლიდა, რომ ქვა მფლობელს ლომის ძალას, არწივის უშიშრობას და გველის სიბრძნეს აძლევდა, ვნებასა და სიყვარულის ჯადოსნურ ძალას მატებდა. ლალი როგორც თილისმა სიყვარულის მომტან ქვად ითვლება. ძველად მას შეყვარებულს ჩუქნიდნენ, რათა ვნება და სიყვარული ერთმანეთის მიმართ დიდხანს და ხანგრძლივად განეცადათ.

ლალისგან გაკეთებული თილისმა მფლობელს მძიმე დაავადებებისგან იცავს, მელანქოლიისკენ მიდრეკილებას ამცირებს, დარწმუნებულობას მატებს. ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც აფექტურ მდგომარეობაში ხშირადაა მისი ტარება რეკომენდებული ნაკლებადაა.

ლალის ტარება რეკომენდებულია ადამიანისთვის, რომელსაც რაიმე სახის ძალაუფლება აქვს, ემოციურად მდგრადია, ენერგეტიკულად ძლიერია, რადგან ქვა მფლობელს დიდ ენერგიასაც ართმევს და ამავე დროს – აძლევს (განსაკუთრებით ძალაუფლებასთან, სექსუალურ ენერგიასთან დაკავშირებულს).

უკეთესია თუ ლალი ოქროში იქნება ჩასმული, ოქრო მის ენერგეტიკას აძლიერებს. მინერალის გაკეთება განსაკუთრებით რეკომენდებულია მთვარის მე-17 დღეს.

ლალით და მარგალიტით გაწყობილი გულის ქინძისთავი ("ბროში"). მე-19 სკ.

ასტროლოგია: შეესაბამება ლომის ზოდიაქოსა და პლანეტა მზეს. ასევე მისი გამოყენება რეკომენდებულია ვერძისთვის, მშვილდოსნისთვის, თხის რქისთვის. ნაკლებად სასურველია კირჩხიბისა და თევზებისთვის.

ჩაკრებზე გავლენა: გულისა და ჭიპის ჩაკრები. დადებითი ეფექტი აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გუმკერდის ზონაზე, ხელებზე, ნაწლავებზე, შარდ-სასქესო სისტემაზე. მიზანდასახულობას, სექსუალურ ენერგიას ზრდის.

სხვა სახელწოდებები: ლალს მოიხსენიებენ როგორც წითელ კორუნდს, მანიკიას (სანკრისტზე – „ლალი“), რაც „ფერადი ქვების მეფეს“ ნიშნავს.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, ნატალია სიმონოვას, lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top