მინერალოგია – მარჯანი

მინერალოგია – მარჯანი

მარჯანი წარმოადგენს ზღვის ნაწლავღრუიანი ორგანიზმებს ჩონჩხს, რომელიც კალციტისა და არაგონიტისგან შედგება. მოიპოვება სხვადასხვა სახეობის მარჯანის პოლიპები. მათგან ყველაზე ღირებული და ძვირფასია წითელი და მასზე მეტად მტკიცე შავი მარჯანი. ჯერ კიდევ ძველი ინდოელები განასხვავებდნენ მარჯანს. წითელს – „ცეცხლოვანს“ უწოდებდნენ, მოვარდისფრო შეფერილობის მარჯანი „ანგელოზის კანად“ იწოდებოდა. ბერძნები ვარდისფერ მარჯანს ბედნიერებისა და უკვდავების სიმბოლოდ თვლიდნენ.

მარჯანი ცნობილი იყო შუმერებისთვის, ეგვიპტელებისთვის, ბერძნებისა და რომაელებისთვის, რომლებიც მისგან სხვადასხვა სამკაულს ამზადებდნენ. შუმერულ ტაძრებში ნაპოვნი მარჯანი სულ ცოტა 6 000 ათასი წლით თარიღდება.

რომაელი პოეტი ოვიდიუსი „მეტამორფოზაში“ მარჯანის გაჩენის ისტორიას აღწერს, რომლის მიხედვითაც მარჯანი მედუზა გორგონას მოკვეთილი თავიდან წამოსული სისხლის წვეთებისგან გაჩნდა. როგორც მითებიდან ვიცით, პერსევსმა მედუზა გორგონას მოჭრილი თავი თან წაიღო, ზღვით მოგზაურობდა და რამდენიმე წვეთი სისხლი ზღვაში ჩავარდა.

სამკურნალო თვისებები

ლითოთერაპევტების აზრით, მარჯანი ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას არეგულირებს, მეხსიერებას აუმჯობესებს. არჩენს წყლულებს, იარებს, მათ შორის შინაგანსაც. ასევე დადებითად მოქმედებს ასთმის შემთხვევაში. მარჯანს დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია, გვეხმარება თავის ტკივილის, უძილობის, ნერვული აღგზნების დროს.

მარჯანი ანეიტრალებს უარყოფით მდგომარეობას – მრისხანებას, შურს. იაპონიაში თეთრი მარჯანისგან დამზადებული ფხვნილი გამოიყენება მოტეხილი ძვლების შესახორცებლად; პორტუგალიაში მარჯანისგან დამზადებულ მძივს თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ იყენებენ. რუსეთში თავის ტკივილის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დეპრესიისა და ნევროზის სამკურნალოდ გამოიყენება.

მაგიური მახასიათებლები

წითელი – მამაკაცური ენერგია, თეთრი – ქალური.

წითელი მარჯანი ქალებს კაცურ ძალებს, მახასიათებლებს სძენს, ხოლო თეთრი  – მამაკაცებს ქალურ თვისებებს მატებს. მარჯანი რომანტიკოსების თილისმად ითვლება, წარმოსახვის უნარს, აღქმის სიფაქიზეს მატებს, შინაგან ცვლილებებს იწვევს, ამცირებს დაძაბულობასა და შიშს.

მარჯანზე არაერთი ლეგენდა და თქმულება არსებობს. უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ძველ საბერძნეთშიც სჯეროდათ, რომ ვარდისფერი მარჯანი უკვდავებისა და ბედნიერების ქვა იყო. ბერძნული და რომაული ლეგენდების მიხედვით, მინერალი დრაკონის თავში იპოვნეს. შესაძლოა ამ ლეგენდის გავლენით, რომაელებისთვის მარჯანი წინასწარმეტყველურ ქვად ითვლებოდა.

მარჯანი დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე, ლოგიკისა და ინტუიციის ზრდაზე. ტონუსის ასამაღლებლად, დაღლილობის მოსახსნელად ეფექტური საშუალებაა. შუასაუკუნეების ევროპაში თავმდაბლობის სიმბოლო იყო.

მფლობელს კაპრიზულობას, ინფანტილიზმს, თავგადასავლების მაძიებლობას მატებს. სამაგიეროდ დადებით ეფექტს იძლევა მოგზაურებისთვის, რომანტიკოსებისთვის. მოგზაურობის დროს იცავს უსიამოვნებებისგან, მოკვლისა და მეკობრეებისგან. გლობას ვერსიით, წითელი მარჯანი სასურველია კაცს ეკეთოს, ხოლო თეთრი – ქალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარჯანი ქალს „ამაზონკად“ აქცევს.

მარჯანი დამცველად გამოადგებათ მათ, ვინც მოგზაურობს, რადგან მინერალი ქარიშხლის, უსიამოვნო შეხვედრების არიდებას და სახლში მშვიდობით დაბრუნებას უწყობს ხელს.

რელიგიურ კულტებში მარჯანი გამოიყენებოდა როგორც დემონების ინტრიგებისგან დაცვის საშუალება.

ასტროლოგია: სტიქიებიდან შეესაბამება მიწა და წყალი, პლანეტებიდან – ნეპტუნი, ზოდიაქოს ნიშნებიდან – თევზები. გლობას მიხედვით, მისი ტარება დასაშვებია ყველა ნიშნისთვის, გარდა თხის რქისა.

ჩაკრებზე გავლენა: მე-6 ჩაკრა. მეორე ვერსიით – ფერის მიხედვით მოქმედებს სხვადასხვა ჩაკრაზე.

როგორ გავწმინდოთ: მის გასაწმენდად საკმარისია ნელთბილ (ცხელში არა) გავლება.

მომზადებულია შემდეგ ავტორებზე დაყრდნობით: ჯასპერ სტოუნი, გლობა, იულია კაფთანოვა, lithotherapy.ru


About Tamta

Scroll To Top