მინერალოგია – მთის ბროლი

მინერალოგია – მთის ბროლი

მთის ბროლი კვარცის უფერო, გამჭვირვალე სახეობაა (იისფერი – ამეთვისტო, ბოლისფერი – რაუხტოპაზი, შავი – მორიონი, ყვითელი კვარცი – ციტრინი). თავად ტერმინი „კრისტალი“-სგან (krystallos) წარმოიშვა, რაც ყინულს ნიშნავს. ყინულის კრისტალის სახელი მე-18 საუკუნემდე შეუნარჩუნდა, სანამ ფიზიკოსმა რობერტ ბეილმა არ დაამტკიცა ყინულისა და მთის ბროლის სხვადასხვაობა.

აცტეკებისა და მაიას ტომის ტერიტორიაზე მთის ბროლისგან ზუსტად გამოყვანილი თავის ქალები აღმოაჩინეს, რომელთა დამზადების ისტორია ბოლომდე შესწავლილი არაა. მოგვიანებით, ევროპის ქვეყნებში მთის ბროლს არაბულ ან ბოჰემურ ალმასს უწოდებდნენ.

მთის ბროლს მოიპოვებენ ალპებში, უნგრეთში, ბრაზილიაში, მადაგასკარის, ცეილონის მხარეში, ციმბირში, საქართველოში და ა.შ.

მთის ბროლისგან დამზადებული თავის ქალა

სამკურნალო თვისებები

ჯერ კიდევ ტიბეტში, სპარსეთსა და ჩინეთში ექიმები ჭრილობებს მთის ბროლის ბურთებში მზის „გავლით“ კურნავდნენ. თანამედროვე ლითოთერაპევტების მტკიცებით, მინერალს უნარი აქვს ადამიანის ფიზიკური და სულიერი ძალა, ენერგია დაასტაბილუროს, თავისა და ზურგის ტვინის გამართულ მუშაობას ხელი შეუწყოს, იშემიური დაავადებების, ვარიკოზის დროს დადებითი ეფექტი გააჩნია.

მთის ბროლის კრისტალის დახმარებით თავის ტკივილს ხსნიან, სტრესთან გამკლავებისთვის, ტემპერატურის დასაწევად, მასაჟისთვის, ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულირებისთვის იყენებენ.

სხეულის კანზე დადებითი ეფექტის მოსახდენად იკეთებენ შუა თითზე ან კულონის სახით. სამკურნალო დანიშნულებით აჯობებს ყელზე ჩამოვიკიდოთ ისე, რომ კანს ეხებოდეს.

მაგიური მახასიათებლები

შემთხვევითი არაა, რომ მთის ბროლს „წინასწარმეტყველთა ქვას“ უწოდებენ. კრისტალისგან დამზადებული ბურთი – მისნებისა და ნათელმხილველების ერთ-ერთი ატრიბუტია. მინერალი გვეხმარება ცნობიერების ამაღლებაში, მიზნების ზუსტ გაგებასა და ინტუიციის გაძლიერებაში; დადებითად მოქმედებს ყურადღების კონცენტრირებაზე, მეტყველებაზე, აზროვნების პროცესებზე. გადმოცემის მიხედვით, მთის ბროლს იყენებდნენ ტიბეტელი ბერები და ვანგა, ხოლო ინდურ და ტიბეტურ მედიცინაში ერთ-ერთი მთავარი როლი ეჭირა.

ითვლება, რომ მისი ენერგეტიკა ადვილად ერგება ადამიანის ვიბრაციას, არეგულირებს და ასტაბილურებს მას. ტიბეტელი ბერები მინერალს „მესამე თვალის“ გასახსნელად იყენებდნენ, ისინი მთის ბროლს „ცოცხალს“ უწოდებდნენ, რადგან მისი ექვსი წახნაგი ადამიანის ექვსი ჩაკრის სიმბოლოს წარმოადგენს, რომლებიც მე-7 ჩაკრას უერთდება და კოსმოსისკენაა მიმართული.

რამდენადაც მთის ბროლი ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, გამართულ მეტყველებას, მისი კეთება რეკომენდებულია სტუდენტებია და სწავლულებისთვის (მეცნიერი, მკვლევარი, ლექტორი და ა.შ.). თუმცა, სასურველია ყოველთვის არ გვეკეთოს, რადგან ინფორმაციის მიღება-გადაცემის პროცესს აძლიერებს და გონება იტვირთება.

დადებით ეფექტს ახდენს გამოცდების ჩაბარების, სიტყვით გამოსვლის, სიტყვების წერილობით გადმოცემის დროს.

გლობას ვერსიით მთის ბროლს ტელეპათიური კონტაქტების დროსაც იყენებენ. ის ყველა ურთიერთობას ნათელს, აშკარას ხდის, ნებისმიერი ინფორმაციის რაციონალურ გააზრებაში გვეხმარება.

როგორც თილისმას – მფლობელისთვის სიყვარული, ცხოვრების სიხარული, სხვა ადამიანთა მოწონება, წარმატება, სულიერი კომფორტი და კეთილდღეობა მოაქვს. როგორც დამცავს – ღამის კოშმარებისა და უმიზეზო შიშებისგან დაცვა, ძლიერ ყინვაში გაყინვისაგან, ხოლო მცხუნვარე მზის ქვეშ „მზის დარტყმისგან“, ცხელებისგან იცავს.

მისი შეძენა უკეთესია მთვარის მე-20 დღეს ხოლო ტარება – მთვარის პირველი მეოთხედიდან, როდესაც მთვარე ზრდას იწყებს (განსაკუთრებით გამოყოფენ მთვარის მე-6 და მე-7 დღეს).

ასტროლოგია: შეესაბამება ჰაერის სტიქიას, პლანეტებიდან – მერკური (ასევე მზე, იუპიტერი). მინერალი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დასაშვებია. განსაკუთრებით რეკომენდებულია ტყუპებისა და ქალწულისთვის. მისი მუდმივი ტარება ნაკლებად სასურველია მშვილდოსნისა და თევზებისთვის (გლობას ვერსიით – სასწორისა და მორიელისთვის).

ჩაკრებზე გავლენა: თითქმის ყველა ჩაკრაზე გამწმენდისა და სტაბილურობის აღმდგენი ფუნქცია აქვს, მაგრამ განაკუთრებით დადებით ეფექტს ახდენს მე-7 ჩაკრაზე.

ტარო: მთის ბროლი ხშირად გამოიყენება დამხმარედ, მეტ სიცხადესა და ინფორმაციულობას მატებს.

ფენ-შუი: ქორწინების სექტორში (სამხრეთ-დასავლეთი) განთავსება ხელს უწყობს პარტნიორებში ინტუიციურ გაგებას; დადებითად მოქმედებს ცოდნისა და ინტელექტის (ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე) და ბიზნესის (ჩრდილოეთი) სექტორში განთავსების შემთხვევაშიც.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, გლობას, mirkamnej.ru-სა და lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top