ყოველ მინერალურ ქვას შესაბამისი თვისება და მახასიათებელი აქვს. ძვირფასი თვლები ყველა დროში ყურადღებას იქცევდა, მაგრამ არა როგორც სამკაული. მათ სამკურნალო (ლითოთერაპია) და მაგიური თვისებებიც მიეწერებოდათ. მინერალურ ქვებს დღესაც იყენებენ: ენერგიის მოსამატებლად, დაცვისთვის, სამკურნალოდ, თილისმად…
მინერალურ ქვებს ყურადღებას აქცევდნენ შუმერები, ბაბილონელები, ეგვიპტელები. როგორც ირკვევა, ისინი უძველესი დროიდან იცნობდნენ აქატს, ლაზურიტს, ონიქსს და სხვა ქვებს. მინერალების შესახებ უძველესი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – თეოფრასტეს, ბერძენ მეცნიერს, ფილოსოფოსსა და ბუნებათმცოდნეს ეკუთვნის. ასევე, ძველ ინდურ (ვედურ) ტექსტებშიც ნახსენებია ალმასი, მარგალიტი, ზურმუხტი, ლალი, ტოპაზი. ჩინეთში კი მინერალოგიის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ტრაქტატი ჩვ.წ.აღ-მდე 500 წლით ადრე დაიწერა.
ძვირფასი ქვების მისტიური და სამკურნალო თვისებების ხსენება შუასაუკუნეების მოკლე ენციკლოპედიებში დაიწყეს. ლითოთერაპევტების დიდი ნაწილი ქვების მაგიურ, სამკურნალო თვისებებს უძველესი ცივილიზაციის დანატოვრად ან კაცობრიობის ცოდნის ნაწილად მიიჩნევს. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ მინერალური ქვების ზემოქმედება და მიზეზები. სკეპტიკოსებს კი სჯერათ, რომ მათ მოქმედებას (გავლენას) ადამიანთა რწმენა იწვევს.
მინერალების შერჩევის რამდენიმე ხერხი არსებობს: დაბადების დღის, ზოდიაქოს ნიშნის, დაბადების თვის, პირადი რუკის, სამედიცინო ჩვენებების, მახასიათებლების მიხედვით და ა.შ.
ყველაზე მეტად გავრცელებულია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არჩევა, რაც გარკვეულწილად არასწორია. თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ქვა არსებობს, რომელიც შეიძლება მისი ზოდიაქოს შესაბამისი სულაც არ იყოს. ასევე, ერთიდაიგივე ქვის ტარება სხვადასხვა განწყობაზე განსხვავებულად იმოქმედებს.
მინერალები შეგიძლიათ ცვალოთ: მთვარის დღის, სამკურნალო თვისებების ან იმ მახასიათებლის მიხედვით, რომლის გაძლიერებაც გსურთ. ამ ინფორმაციას კი ნელ-ნელა საიტზე დავდებთ.
თუ მინერალურ ქვას მედიტაციისთვის არჩევთ, სასურველია გაითვალისწინოთ, რომ ქვის ფერი ჩაკრის ფერს შეეფერებოდეს. ასევე, მინერალის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ – რა განცდას გიტოვებთ, რამდენად გიზიდავთ და გსურთ სწორედ ეს მინერალი.
მინერალური ქვის ტალისმანად (თილისმად), დამცველად (ამულეტად) გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელს სჯერა თილისმის/დამცველი ქვის. ასეთი ქვები მფლობელს ეხმარება და იცავს უარყოფითისგან, დაავადებებისგან, სხვადასხვა ნეგატივისგან, იმუნიტეტს აძლიერებს. თილისმა ხასიათის დადებით თვისებებს აძლიერებს, იღბლიანობას ზრდის. ნებისმიერი ქვა შეიძლება გამოვიყენოთ თილისმად ან დამცველად, მთავარია სწორად შეირჩეს.
ამისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ზოდიაქოს ნიშანს, დაბადების თვეს, წელს, პირად რუკას, რადგან თილისმისა და ადამიანის ბუნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. დამცავი ქვის ამორჩევა უფრო ადვილია თუ ზუსტად ვიცით რისთვის გვინდა. სასურველია თუ დამცავ ქვად არ გამოიყენებთ: მარგალიტს, მარჯანსა და სადაფს.
დამცავი ქვები ჩვენთან სხვადასხვა გზით მოდის: მემკვიდრეობით ვიღებთ, ახლობლები გვჩუქნიან, მაღაზიაში ვარჩევთ, ვპოულობთ და ა.შ. გახსოვდეთ – სანამ გამოიყენებთ, გაწმინდეთ.
რამდენიმე რჩევა თილისმასთან დაკავშირებით:
- სასურველია თუ ყოველთვის არ გეკეთებათ. ქვა ცოტა ხნით „დაასვენეთ“
- როცა თილისმას იღებთ, თავდაპირველად გაასუფთავეთ, გაწმინდეთ უარყოფითისგან და ხელახლა „დატენეთ“ დადებითი ენერგიით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდინარე წყალი, სანთელი, მთვარის შუქი, მიწა.
- ხელახლა „დატენვა“ ხდება აზრებით, ფიქრებით. მაგ: წარმატების მომტანად გსურთ, ხელში ჭერის დროს ქვას წარმატების მოზიდვა „სთხოვეთ“, თუ დამცველად გსურთ – დაცვა და ა.შ.
თუ სამკურნალოდ გსურთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი თვისებები, მახასიათებლები და თქვენთან თავსებადობა.
მაგალითად: ავანტიურინი გამოიყენება გულსისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის სამკურნალოდ, მაღალი წნევის, ანგინის, ბრონქიტის, ლარინგიტის, ალერგიის, ასთმის დროს.
აქატი – მოწამვლის, გველის ნაკბენის, ნაკბენების დროს; ასევე სტრესის, უძილობის, თავის ტკივილის დროს. მიჩნეულია, რომ აქატის ხშირი ტარება აუმჯობესებს მეხსიერებას, სასუნთქი სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს კბილის ტკივილს.
ამეთვისტო – ნერვული გაღიზიანების, სულიერ-ფსიქიკური დაავადებების, უძილობის, თავის ტკივილის დროს, ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად. ასევე მიჩნეულია, რომ აუმჯობესებს მეხსიერებას, სისხლს წმენდს. კოსმეტოლოგიაში კი – პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ფირუზი – სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ. გამოიყენება სისხლდენის, ჰეპატიტის, ართრიტის, რევმატიზმის, დიაბეტის, ალერგიის, თავის ტკივილის დროს.
ძოწი – ორგანიზმის გაწმენდისთვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ენდოკრინული სისტემის მოსაწესრიგებლად. ასევე გამოიყენება სკლეროზის, ინსულტის, მაღალი ტემპერატურის, ალერგიის, თავის ტკივილის, კანის დაავადებებისა და მეხსიერების დარღვევების დროს.
(სრულად ცალ-ცალკე სტატიებად დაიდება)
ძირითადად გამოყენებულია ირინა ზუბენკოსა და იულია კაფთანოვასმასალები.
სტატიის ავტორი: თამთა