ნათალური ნეპტუნი II სახლში

ნათალური ნეპტუნი II სახლში

საკვანძო სიტყვა _ „არაპრაქტიკულობა

ასეთი ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს საქმეების პატიოსნად წარმართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთი ფინანსური პრობლემა წარმოექმნება. მატერიალური საკითხების მოგვარებისას, ძალიან უჭირს კეთილგონიერების შენარჩუნება, ამიტომ, თავი უნდა არიდოს რთულ ფინანსურ გარიგებებს. ფული „ჯიბეში“ არასდროს უჩერდება. უყვარს ფუფუნება, მაგრამ როდესაც საქმე მატერიალურ ფასეულოებებს ეხება, იშვიათ იდეალიზმის ავლენს.

დაზიანებული პლანეტა უჩვეულო ქარაფშუტობას და სრულ არაპრაქტიკულობას განაპირობებს. ადამიანი ან ძალიან ცუდ ურთიერთობაშია ფულთან (უაზროდ ხარჯავს) ან ელემენტარული სიზარმაცის გამო ვერ შოულობს. ფულს და საკუთრებას რომანტიული შთაგონებით ეპყრობა. ხელგაშლილია და სიამოვნებით უწევს  ფინანსურ დახმარებას ჰუმანიტარულ და სულიერ პროექტებს. გადაჭარბებული ექტრავაგანტურობა ხელს უშლის მსხვილი კაპიტალის დაგროვებაში.  ბიუჯეტს ძალიან ქაოსურად და მოუწესრიგებლად გეგმავს. აუცილებლად უნდა ისწავლოს მიწაზე მყარად დგომა. არსებობს ფინანსურ მაქინაციებში გაბმის საფრთხეც. ზოგადად, მისი ფინანსური მდგომარეობა ძალიან არასტაბილური და არასაიმედოა. მისთვის ძალზედ სახიფათოა მატერიალური პრობლემების უგულვებელყოფა. უნდა ისწავლოს ფინანსური საქმეების კანონიერად წარმოება და სწორი საქმიანი პარტნიორების შერჩევა, რადგან კოლეგების დაუდევრობა და ინტრიგები გაბანკროტებას უქადის. ფულს მარტივად შოულობს, მაგრამ, ალბათ, იმის გამო, რომ მატერიალური ფასეულობების მიმართ ფრიად გულგრილი დამოკიდებულება აქვს, ასევე მარტივად კარგავს და საბოლოოდ „გატეხილ ვარცლთან“ რჩება.

სიამოვნებით ერთვება საიდუმლო ორგანიზაციებში. ისწრაფვის სულიერი ძალაუფლებით დაჯილდოებული ადამიანებისკენ, რომელთაც საკუთარი ფინანსური უსაფრთხოების გარანტად განიხილავს.

 

 

პაველ გლობა

+ძლიერი ინტუიციური ყნოსვა ფულზე, შენაძენზე, დანახარჯებზე. სულიერი კავშირი ნივთებთან. კარგად ესმის ბუნებისა და ნივთების სულიერი არსი (ბიოლოგები, მეცნიერები). წყლის კოსმოგრამის (და დამატებითი სიგნიფიკატორების) შემთხვევაში, შეუძლია „წაიკითხოს“ ინფორმაცია ნივთებიდან (ფსიქომეტრია).

-სრული ქაოსი მატერიალურ საკითხებში. ილუზიური ფასეულობები. მუდმივი ვალები.  ხშირად ტყუის  და მიდის ბლეფზე ფულის ან სხვა მატერიალური გამორჩენის გამო.

 

ფრენსის საკოიანი

იდეალისტური მიდგომა ფულისა და საკუთრებისადმი. შემოსავლების და გასავლების უცნაური, შეიძლება ითქვას, მისტიური მეთოდები. მთლიანობაში, ძალიან უჭირს კაპიტალის დაგროვება.

ხშირია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გაუგებრობები. შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს ხელოვნება, მუსიკა ან ისეთი საქმიანობა, სადაც საჭიროა ძლიერი წარმოსახვა.

 

 ავესალომ პადვოდნი „განა ის, რომ სამყარო ილუზორულია… უბრალოდ ის არასაკმარისად დამაჯერებელია“

ეს ადამიანი მუდმივად გაუგებრობებში ეხვევა გარესამყაროს აღქმასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით ასე ხდება, როდესაც ის პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას ადუნებს მიმდინარე მოვლენების მიმართ.  ფული ხელში არ უჩერდება. დაბალ დონეზე, ადამიანი ძალზედ უპასუხისმგებლოა, ხანდახან პირდაპირ თაღლითიც. აქ საჭიროა ეთიკის  მკაცრი დამუშავება, რადგან, სხვაგვარად, ადამიანი ძალიან მარტივად პატიობს საკუთარ თავს ყველაფერს და სრულ იგნორირებას უკეთებს მოცემულ რეალობას.

ჰარმონიულ ვარიანტში ეს ადამიანი სრულ ნეტარებაშია, როდესაც მას არავინ ეხება და ფონის რეჟიმში არსებობს თავისთვის მშვიდად. დაზიანებისას, პირიქით, ის მუდმივად მისტიურ ძრწოლვას და  ირაციონალურ დანაშაულის გრძნობას განიცდის გარესამყაროს წინაშე. მას ძალიან უჭირს პატიოსნად მოქცევა. დამუშავება რთულია, რადგან შინაგანი პატიოსნებისა და დისციპლინის გამომუშავებას მოითხოვს გარესამყაროსთან ინტერაქციაში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც ადამიანს არც ისე დიდი სურვილი აქვს. ზუსტად იქ იპოვის ბედნიერებას და თავდავიწყებას. მიუხედავად ამისა, II სახლის დამუშავებული ნეპტუნი მაღალ შედეგებს იძლევა, კერძოდ, ღვთაებრივი სიყვარულის დანახვის უნარს გარესამყაროში. თუ სუბიექტი ამას დაინახავს, იმდენსაც მოახერხებს, სხვებსაც ასწავლოს.

 

 

ბორის იზრაიტელი

ეს ადამიანი მასობრივი განწყობის ქვეშ ექცევა მაშინ, როდესაც ნივთებს იძენს. შეიძლება ითქვას, რომ ის ფსიქოლოგიურ კავშირს ამყარებს ნივთთან. შეძენის პროცესი მოუწესრიგებელია: სუბიექტი ვერ ხვდება საკუთარ ჭეშმარიტ საჭიროებებს, რადგან მიმდინარე დროისა და გარემოებების გავლენას ექვემდებარება.

აგროვებს ქიმიურ რეაქტივებს, წამლებს, შუშებს, ბოთლებს, აკვარიუმებს, ვიდეო და აუდიოკასეტებს, რელიგიურ ნივთებს.

განსაკუთრებული ყნოსვა აქვს ფულზე, თუმცა ფულს საიდან შოულობს და სად ხარჯავს, გაუგებარია. დანახარჯებს ყველაზე კარგად წყლის საშუალებით ინაზღაურებს, მისთვის კარგია წყალსაცავების, ტბების, ზღვების მონახულება. ოკეანესთან სიახლოვე საუკეთესო ვარიანტია. რესურსებთან დაკავშირებული ყველა პროცესი არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს. თუ ადამიანი მათ გაკონტროლებას შეეცდება, ამით მხოლოდ გაიუარესებს სიტუაციას. ამიტომ, ჯობია დინებას მიჰყვეს.

 

 

 

ბილ ჰერბსთი

თვითშეფასება. ნეპტუნის ამ სახლში მდებარეობა იმის მანიშნებელია, რომ თქვენი თვითშეფასება დამოკიდებულია თანაგრძნობაზე ან სამყაროსეულ სიყვარულზე. თუ თქვენ სხვა ადამიანებს  პიროვნებებად აღიქვამთ, თუ სიცოცხლის დიდსულოვნება  რწმენითა და იუმორის გრძნობით დასტურდება, თავმოყვარეობაც არ აყოვნებს. მახე მდგომარეობას საკუთარი თავისადმი უნდობლობაში, თანდაყოლილი ფასეულობების განსაზღვრის უუნარობაში. ამ ტენდენციის შედეგად, თქვენ აუფასურებთ საკუთარ თავს და სხვებს თქვენი ექსპლუატაციის საშუალებას აძლევთ. ამოცანა _ განიახლეთ პირადი რწმენა. ამას გარესამყაროსთან ცხოველი ინტერაქციის მეშვეობით მოახერხებთ. მიიღეთ სიყვარული, რომელსაც ღმერთი გიგზავნით. მიიღეთ ის ნამდვილად!.. ცხადია, ჭეშმარიტი თვინიერებით.

მფლობელობა.  ნეპტუნი მიუთითებს სენტიმენტალურ ურთიერთობაზე პირად მფლობელობასთან. ისევე როგორც ვენერას შემთხვევაში, თქვენც გიყვართ ლამაზი ნივთები, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია ნივთების ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენების შესაძლებლობა (და არა საკუთრებაში ფლობა), რადგან თქვენ საკუთრების დაცვის და მასზე ზრუნვის არც განწყობა გაქვთ და არც ინტერესი. თქვენ არ მოსულხართ დედამიწაზე ნივთების შეძენისა და დაგროვებისთვის, არამედ შთაგონების მისაღებად და საერთო ქონების განკარგვისთვის, რომ უფრო ჰარმონიული კავშირი დაამყაროთ სამყაროსთან, გახდეთ მეტად თანამგრძნობი და ნაკლებად იზოლირებული. ამოცანა_ სრულყოფილად შეაფასოთ თქვენი სულიერი (და არა მატერიალური) რესურსები.

ფული. ფული ყოვლისმომცველად და ხელშეუხებლად გეჩვენებათ. შესაძლოა ილუზიად ან ფანტაზიადაც თვლიდეთ. თქვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ თქვენი მატერიალური სახსრები კონკრეტულ ფორმაში, გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში იმყოფება. დროდადრო ფინანსების სფეროში გაუგებრობები, ტყუილები და ცდუნებები ჩნდება, რადგან თქვენ გიჭირთ სიმდიდრის ცდუნებაზე უარის თქმაზე. ფულს,ძრითადად, პირადი სურვილების რეალიზებისთვის ხარჯავთ და არა პრაქტიკული მიზნების განსახორციელებლად. ნეპტუნის ეს მდებარეობა ყველაზე კარგად „მიღების რეჟიმში“ მუშაობს, როდესაც შემოსავლები პრაქტიკულად მაგიური საშუალებებით მოედინება. ამოცანა კი წმინდა რწმენის შენარჩუნებაა, რომ შემოსავალი და გასავალი, არსებითად, უაზრობაა. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და ძლიერი რწმენა, რომ პირადი აღმასვლებისა და დაცემების მიუხედავად, სამყარო თქვენ ყოველთვის საიმედოდ უზრუნველგყოფთ.

თვითორგანიზება.  თქვენ ინტუიციურად უერთდებით ამოცანის განხორციელების პროცესს. ისე მძაფრად შეიგრძნობთ სუბიექტისა და ობიექტის ერთობას, რომ „შემსრულებელი“ ქრება, შედეგად კი, ძენბუდისტის მსგავსად, იძენთ „უბრალოდ კეთების პროცესის“ გამოცდილებას, როდესაც შემსრულებელი არ არსებობს. სამუშაო პროცესში ჩაიძირვის უნარმა შესაძლოა თქვენს განწმენდას და ამაღლებას შეუწყოს ხელი, მაგრამ მან შეიძლება ასევე გამოგფიტოთ, თუ სამუშაოს შესასრულებლად სულიერად  საკმარისად გასხივოსნებული არ ხართ. რადგანაც  მძიმე სამუშაოს შეფასებას ყოველთვის სათანადოდ ვერ ახერხებთ, თქვენ ქმნით დინების ან რითმის გრძნობას ფიზიკური შრომის პროცესში. ამოცანა _ დაინახოთ თქვენი ძალისხმევის იდეალური პროდუქტი, შემდეგ კი შეისწავლოთ, რა გამოდის რეალობაში, თქვენი გრაციოზული მუშაობის შედეგად.

მგრძნობიარობა. თქვენი დამოკიდებულება სხეულთან და ფიზიკურ შეგრძნებებთან თითქმის მისტიურია. ხანდახან შეხება თქვენში ნეტარ თრთოლვას აღძრავს, იმდენად ძლიერს, რომ ძალიან გიჭირთ ფიზიკური საზღვრის გავლება თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. ფიზიკური სიამოვნება თქვენთვის ჭეშმარიტად შერწყმის აქტია, სადაც თქვენი სხეული ღმერთთან მიმავალი გიდის ფუნქციას ასრულებს. ფიზიკური შეგრძნებები შეიძლება წამყვანი გახდეს თქვენს ცხოვრებაში. ასევე შესაძლებელია ის მძიმე და არასასურველ ტვირთად იქცეს, რომელსაც სიამოვნების დინებაც ვერ შეამსუბუქებს. ფიზიკური შეგრძნებების გადაჭარბების წუთებში, თქვენი სხეული თითქოს ადამიანის ცხოვრების ფრაგმენტულ ბუნებას, ღვთაებრივი სულისგან განდგომას ამტკიცებს.  ამოცანა _ თანაგრძნობით მიიღოთ ფიზიკური შეგრძნებების პარადოქსული ბუნება; გასცდეთ სიამოვნების მიღების მავნე ჩვევის ჩარჩოებს და იმავდროულად დატკბეთ მაგიური ერთიანობით, რომელსაც ხშირად ქმნის მსგავსი სიამოვნება.

 

 

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

II სახლის ნეპტუნი შეიძლება ძალიან განსხვავებულად გამოვლინდეს. სულიერად განვითარებულ ადამიანს ის ძლიერ იდეალიზმს აძლევს, რაც იმით გამოიხატება, რომ ადამიანი ყოველთვის მზადაა ემსახუროს და პრაქტიკული, გონივრული დახმარება აღმოუჩინოს სხვებს. სოციალურად მუდამ აქტიურია. ის საკუთარ თავს პატივს  სცემს იმიტომ, რომ სხვებისთვის რეალურად სასარგებლოა. თუმცა II  სახლის ნეპტუნი ხშირად ფარისევლურ კეთილშობილებასაც უკავშირდება. ბევრი რამ არის დამოკიდებული ასპექტებზე. მაგალითად, მეორე ვარიანტს ხელს უწყობს სატურნთან ასპექტი და თუ ასეთი ტენდენცია ფიქსირდება,ის ყურადღებით დაკვირვებას მოითხოვს საკუთარ ქცევებსა და მოტივებზე.  ამ ნეპტუნის კიდევ ერთი ქცევის ვარიანტია ფანატიკური დამოკიდებულება და იდეალიზებული წარმოდგენა ერთგულებაზე. თანაც,ადამიანს მიაჩნია,რომ მის გარდა ამას ვერავინ გაიგებს.

ისეც ხდება რომ დახმარებისთვის მზადყოფნა მსხვერპლგაღებაში გადაიზრდება. ჩვენ გავცემთ ყველაფერს,რაც გაგვაჩნია. შემდეგ კი აღმოვაჩენთ,რომ თავად არაფერი დაგვრჩა. ხანაც ფული თავზე გვეცემა,სრულიად უმიმეზოდ და მოულოდნელად და ჩვენ წარმოდგენაც გვიჭირს,რითი დავიმსახურეთ ეს. რაც შეეხება თავად ფულს,ნეპტუნმა შეიძლება იმოქმედოს როგორც დადებითად,ისე უარყოფითად_ქარს მოაქვს და ქარს მიაქვს.

 

ფელიქს ველიჩკო

საკუთარ შემოსავლისუნარიანობას არასათანადოდ აფასებს და არც თავის თავის ფინანსურ უნარებს   ავითარებს. შემდეგ კი წუწუნებს, რომ სამსახურში სხვებს აწინაურებენ. აუცილებლად უნდა ისწავლოს პროფესიული ავტორიტეტის მოპოვება. ეს ადამიანი მიდრეკილია ისეთი სიტუაციებისკენ, სადაც თავად დამოკიდებულ მდგომარეობაშია, სხვის წინაშე ვალდებულია. შეიძლება ქონება დაანიავოს, მაგალითად, გასცეს ნივთები და შემდეგ დაავიწყდეს, ვის რა მისცა. მარტივად ტყუვდება და უპირობოდ სჯერა ყველა დაპირების. იდეალისტური დამოკიდებულება აქვს ფულისა და საკუთრების მიმართ. ზემგრნძნობიარეა საკუთარი კომპეტენციის (ფინანსურ საკითხებში) კრიტიკისადმი. ამ ადამიანისთვის კატეგორიულად დაუშვებელია ვალების აღება, საქმიან გარიგებებში კი ძალიან ყურადღებით უნდა გადაამოწმოს საკუთარი უფლებები.

 


About Qet

Scroll To Top