ნათალური ნეპტუნი III სახლში

ნათალური ნეპტუნი III სახლში

საკვანძო სიტყვა „პოეტურობა“

ზეზეულად ძინავს და ცხადშიც სიზმრებს ხედავს.  აუცილებლად უნდა განივითაროს კონცენტრაცია,  რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სწავლაში. მისი შემოქმედებითი უნარების  გამოხატვის საუკეთესო სფეროები ლიტერატურა და ხელოვნებაა.   ხშირად  შემოქმედებს ფსევდონიმით. ძალიან ნაყოფიერი და გამომგონებლური გონების პატრონია. მისი ფსიგოლოგიური უნარები უსაზღვროა. არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს, გადმოსცეს ნანახი სიტყვიერად. არც ისე იშვიათად დაჯილდოებულია ტელეპატიის ნიჭითაც. თუმცა საკუთარი აზრების მკაფიოდ ფორმირებისთვის, საჭიროა პრაგმატული აზროვნების განვითარება და მკაცრი დისციპლინა თვითგანათლებაში.

სიამოვნებით ეცნობა ოკულტურ სწავლებებს.  განსაკუთრებით  აინტერესებს  ამოუცნობი საგნები და მოვლენები. უყვარს სულიერი საკითხების ეზოთერული მხრიდან გაანალიზება. საერთოდ, ყველაფერი ზებუნებრივი ძლიერ იზიდავს და შთააგონებს მას.

მისი ბავშვობა არ გამოირჩევა დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებით, რამაც შეიძლება მოგვიანებით ნერვოზული და ფსიქიკური აშლილობები გამოიწვიოს.  მშობლებთან  არც ისე მყარი კავშირის გამო, ბავშვობაში შეიძლება ცხოვრობდეს ნათესავებთან.

პლანეტის დაზიანება გონების სიცხადეს ართმევს და ხელს უშლის ელემენტარული განათლების მიღებაში. სოციალურ კონტაქტებში  საკმაოდ მორცხვი და მორიდებულია, რის გამოც უჭირს კომუნიკაცია.  შესაძლოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო ჩაერთოს ინტრიგებსა და შეთქმულებებში. ხანდახან „უბრალოდ, ისე“ ტყუის.

მისი ინტელექტუალური აქტიურობა მრავალ ნაყოფიერ იდეას ბადებს. წარმატებულია ხელოვნების სფეროებში, ფერწერასა და მეცნიერებაში,ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობაში.  „ოქროს ხელები“ აქვს. დაჯილდოებულია ჩაგონებისა და დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭით.  ბრწყინვალედ ფლობს მეტყველების ხელოვნებას. მარტივად ითვისებს უცხო ენებს. მისგან კარგი გიდი ან თარჯიმანი დადგება. ძალიან იზიდავს მოგზაურობა, განსაკუთრებით საზღვაო.

ფრთხლად უნდა იყოს  სატრანსპორტო  კატასტროფებთან, გადაადგილებასთან დაკავშირებულ ტრავმებთან. ასევე უნდა უფრთხილდეს სკანდალებს, ტყუილებსა და თაღლითობას.

 

 

პაველ გლობა

+კარგი ინტუიცია კონტაქტებში. ადამიანი სრულიად შთანთქავს ინფორმაციულ ნაკადებს, თანაც ზუსტად განასხვავებს ერთმანეთისგან ცრუ და მართალ ინფორმაციებს.  კარგი ურთიერთობა აქვს ნათესავებთან, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ჩამოყალიბებაში. არაჩვეულებრივად კარგად გრძნობს აუდიატორიას  (პოპულარული მსახიობები, მუსიკოსები).

_ცრუ, მატყუარა კონტაქტები. ახალი კონტაქტების შიში. ცრუ ინფორმაციები. არეული ურთიერთობები ნათესავებთან.  მტკივნეული მიჯაჭვულობა დედმამიშვილებზე. კონფლიქტები მეზობლებთან.  არაფრის სწავლა არ სურს. მისი გზიდან გადაცდენა და გონების არევა საკმაოდ მარტივია.

 

ფრენისის საკოაინი

ინტუიციური აზროვნება. მაღალგანვითარებული უნარი, გამოსახონ  ნანახი, აღქმული. ხშირად არიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები. სიამოვნებით აზიარებენ საკუთარ ცოდნასა და მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებს.

თქვენი გონება მეტად სენსიტიური და ინტუიციურია. პრობლემა შეიძლება გახდეს კონცენტრაციის უკმარისობა, უყურადღებობა გარემოცვის მიმართ. თქვენ თითქოს მუდმივად სიზმარში იმყოფებით. თქვენი გონება მიდრეკილია უაზრო ბოდიალისკენ, თუ მას კონკრეტულ მომენტში შემოქმედებითი აქტივობისთვის არ იყენებთ, რასაც წარმოსახვა სჭირდება. მშრალი ფაქტები და ცივი ლოგიკა თქვენ არ გიზიდავთ. თქვენ სწრაფად მიატოვებთ საქმეს, თუ ის არ შთაგაგონებთ.

 

ავესალომ პადვოდნი  „ბედნიერებაა, როდესაც ესმით, რას ასწავლი“

დაბალ დონეზე ეს პროფესიონალი მატყუარას მდებარეობაა: ადამიანი მუდმივად ატყუებს სხვებს, უნდა ეს თუ არა.  მას ძალზედ განსხვავებულად აღიქვამენ, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც თვითონ გულისხმობს. მეორეს  მხრივ, თავად სუბიექტი  სტანდარტულ სოციალურ ურთიერთობაში ადამიანებს ძალზედ დამახინჯებულად აღიქვამს, ნებისმიერ ვარიანტში, ისე არა, როგორც გარშემომყოფთა უმრავლესობა.

სოციალურ სიტუაციებში მას თითქოს „საკუთარი რეალობის“ ღრუბელი აკრავს, რომელშიც იმ ადამიანებსაც ახვევს, ვინც მასთან კომუნიკაციაშია. დაბალ დონეზე, ადამიანი ამ თავისებურებას ანგარებიანი მიზნებით იყენებს. კარმის საპასუხო დარტყმები იმით ვლინდება, რომ  ხშირად თავად მას ატყუებენ, როგორც ადამიანები, ისე  განგება_თავიდან პირდებიან და შემდეგ უსინდისოდ აგდებენ.

ჰარმონიულ ასპექტებში, ამ ადამიანს ძალიან უყვარს სოციალური სიტუაციები, მარტივად ეხვევა თავბრუ კონტაქტების დროს. ასეთივე ეფემერულ ბედნიერებას განიცდიან  მისი თანამოსაუბრეები ან თანამგზავრები, რომელთაც, თავისდა უნებურად, ძალიან უყვარდებათ ეს ადამიანი (როგორც მინიმუმ, საუბრის და მგზავრობის განმავლობაში  მაინც).

პლანეტის დაზიანებისას, მისთვის  დამახასიათებელია დანაშაულის გრძნობა ადამიანების წინაშე. მართალია, დროის უმეტესი ნაწილი ის განდევნილია ქვეცნობიერში, მაგრამ დროდადრო ძლიერი ძალით ამოყვინთავს და მისი სოციალური ეთიკის ქვაკუთხედი ხდება.

დამუშავება მისცემს ადამიანთა უფაქიზესს აღქმას, მათ სულსა და კარმულ პროგრამებში მისტიური  შეღწევის დონემდე. მაგრამ ამისათვის მან უნდა შეიგნოს საკუთარი ჭეშმარიტი ვალდებულებები ადამიანთა წინაშე (ზოგადად ადამიანებისა  და კონკრეტული პიროვნებების), რომელთაგან მთავარი ღვთაებრივი სიყვარულის ტრანსლაციაა. ის უნდა განთავისუფლდეს ცრუ დანაშაულის გრძნობისა  და ვალდებულებებისგან.

სიყმაწვილის ასაკში, განსაკუთრებით დაზიანებული III  სახლის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი რისკია, გაერიოს ცუდ კომპანიაში, რომლის გავლენით შეიძლება გახდეს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და გამაბრუებელი საშუალებების მოხმარებელი. შეიძლება დაიწყოს უწესრიგო სექსუალური ცხოვრება. ამის საფუძველი ხშირად ის არის, რომ ამ ადამიანს არც ისე კარგი ურთიერთგაგება აქვს მასწავლებლებსა და მშობლებთან, განსაკუთრებით სასწავლო ნაწილში. ზოგადად, გაფანტული ყურადღების გამო, მას ძალიან  უჭირს სწავლა.  ინტუციური აზროვნების გამო, განსაკუთრებით  უჭირს ტექნიკური საგნების  ათვისება.

მასწავლებელი, ნეპტუნით III სახლში, ბევრს მიაღწევს, რადგან შეძლებს უშუალოდ  ჩართოს მოსწავლეები სასწავლო ეგრეგორში. მაგრამ  გზაზე ბევრი დაბრკოლებაა, რომელშიც კოლექტიური  ქვეცნობიერება ვლინდება.

 

ბორის იზრაიტელი

ორატორის, მომხსენებლის ნიჭი. ის ძლიერ ზემოქმედებს სიტყვით აუდიატორიაზე. თუმცა თავად მასზეც საკმაოდ ადვილია გავლენის მოხდენა სიტყვების მეშვეობით.  არანაკლებ ზემოქმედებას ახდენს მასზე ქვეცნობიერი. ადამიანი ბოლომდე  გამოუთქმელი აზრების ატმოსფეროში იძირება.

შეიძლება უაზროდ დახეტიალობდეს ქალაქში ან  ტყეში დაიკარგოს.  ხშირად  თავისდა უნებურად გასცემს საიდუმლოებებს.

 

 

ბილ ჰერბსთი

გარემომცველი ადამიანები და ნივთები. ნეპტუნის III  სახლში მდებარეობა იმის მანიშნებელია, რომ თქვენთვის თითქმის შეუძლებელია საზღვრების დადგენა  უშუალო გარემოცვასთან. თქვენ არ გაქვთ მკაფიო გამყოფი ზოლი „მესა“ და გარშემომყოფებს შორის. თქვენ ოცნებებით აღსავსე დაცურავთ თქვენს სამყაროში  თქვენ ზღვაში მოცურავე თევზს გავხართ: მოძრაობა სავსეა პოეზიითა და გრაციით. თქვენი კინეტიკური ენერგია შეერთებულია ბუნებრივ ან/და სოციალურ ენერგიებთან, მათი მოძრაობა მყისვე აისახება თქვეზე, როგორც ცეკვაში, სადაც თქვენ „მიგყავთ“. მახე ისეთივეა, როგორც იუპიტერის შემთხვევაში, თუმცა უფრო მკაფიოდ და ნათლად გამოხატული და იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ყურადღების მიღმა გრჩებათ გადამწყვეტი ელემენტები, მაგალითად, საგზაო ნიშნები და წყალქვეშა რიფები. ამოცანა_  მიუძღვნათ საკუთარი თავი მთელ სამყაროს, შეიგრძნოთ მასთან მთლიანობა.

კონკრეტული აზროვნება. მენტალური პროცესები სამყაროს მისტიური ცენტრისკენ მიმავალი გზაა. თუ მერკურის შემთხვევაში  აქცენტირებული მენტალლური პროცესის აპარატი: ფაქტები, მოხაზულობები, ნატიფი განსხვავები. აქ ეს აპარატი ხშირად აბსოლუტურად იგნორირებულია. ვენერას შემთხვევაში, გონება სიამოვნების უმთავრესი წყაროა. იუპიტერის შემთხვევაში, ადამიანი ჰოლისტიკური სინთეზისკენ ტრიალდება. თუმცა აქ უკვე გადადგმულია ნაბიჯი საბოლოო მთლიანობისკენ.  ეს არ არის ფილოსოფიური ოპტიმიზმის აქტი. ეს რწმენის, ლოცვის მდგომარეობაა.  ნეპტუნი მისტიური ნეტარების წყაროა. ლოგიკა, თავისი არსით, მოითხოვს განსხვავებას: „ეს“ განსხვავდება „ამისგან“. ამ ნეპტუნის ამოცანა ის არის, დარჩეს გონების საბოლოო მიზანზე განწყობილი; გააცნობიეროს,რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი მთლიანია.  მახე_ თავი აარიდოს სრულ გამთლიანებას, რაც რმწნას ცრურწმენით, ლოცვას სიზარმაცით, იდელიზმს კი თვთიმოტყუებით ჩაანაცვლებს.

ცნობისმოყვარეობა. ამ სახლისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობა, ნეპტუნის შემთხვევაში, გაოცების ფორმას იღებს. ცხოვრება იმდენად გამაოგნებელია, რომ ადამიანს ყველაზე უცნაური განცდებითა და გრძნობებით ავსებს. შეიძლება „მოწიწებული შიშიც“ ჩააგონოს. ძველი ინდური მითი სამყაროზე გვამცნობს, რომ ცხოვრება უთვალავ ზონარზე ასხმულ  ბრილიანტებს ჰგავს. ყოველ ბრილიანტს უსასრულოდ ბევრი წახნაგი აქვს და თითოეული ბრილიანტი, სხვა ბრილიანტის წახნაგია.  თქვენს შემთხვევაში,თითოეულ ინტერესს ახალ ინტერესამდე მიჰყავხართ_ თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გაინტერესებთ.

დაწყებითი განათლება.  განათლებამ შესაძლოა ბავშვს მისცეს მიღმიერი სამყაროს აღქმის უნარი. თამამი ფანტაზია შესაძლოა გახდეს საგანმანათლებლო შტამპების ნაწილი. თუმცა არსებული საზღვრების გაქრობამ შეიძლება ძლიერ დაბნეულობამდეც მიიყვანოს. ადრეულ ასაკში მიღებული რელიგიური განათლება ღრმა გავლენას მოახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე _ დადებითს  თუ უარყოფითს, ეს დამოკიდებულია ნეპტუნის ასპექტებზე. ზრდასრული ადამიანი, ამ მდებარეობით, ხშირად იხიბლება სწავლის პროცესის მისტიური აზრით.

კავშირი. თუ მხოლოდ ნეპტუნის სიმბოლიზმს განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სიტყვები ყველას აოცებს თავისი დახვეწილობით. თქვენი მეტყველებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი მსუბუქი ბურუსი, საოცარი დახვეწილობა. თქვენ ან ამშვიდებთ, ან შთააგონებთ ან ატყუებთ მსმენელებს. ნეპტუნი უფრო კეთილგანწყობილია პოეზიისა და მუსიკალური ხელოვნების მიმართ, ვიდრე სიტყვებისა და წერის. ათი პლანეტარული ტიპიდან (III სახლში), თქვენ ყველაზე რთულად ამოსაცნობი ხართ. ამ მდებარეობის სიმბოლიკა აღემატება მთვარის ემოციურობას ან ვენერას სოციალურ ტაქტს; ის ისეთი სფეროებისკენ მიდის, სადაც წარმოთქმული სიტყვები გამსჭვალულია ინტუიციით, ვიდრე კონკრეტული აზრებით; ის უფრო სავსეა ფაქიზი ვიბრაციებით, ვიდრე ფიზიკური ჟღერადობით. საცდური საკმაოდ დიდია, როგორც მსმენელების, ისე მომხსენებლისთვის.

 

 

ბრუნო ჰუბერი  

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

ნეპტუნი  იდეალური სიყვარულის პლანეტაა და ამ მდებარეობისას ადამიანი სასიყვარულო პარტნიორში ინტელექტს და სულიერ თვისებებს აფასებს. თუმცა მისთვის ორთოდოქსული ვარიანტები უფრო მისაღებია. მაგალითად, განათლება კოლეჯის დიპლომის სახით; ან სულიერება  ეკლესიური დოგმების შესრულების სახით.  ამ პოზიციის ნეპტუნი დიდად აფასებს აკადემიურ სტატუსს. მისთვის უნივერსტეტის დიპლომიანი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე საშუალო განათლების. ამ მდებარეობისთვის ასევე დამახასიათებელია მკაცრად დაცული ეთიკური პრინციპები და მორალი, რაც ძალიან ახლოს დგას შეუწყნარებლობასთან. ადამიანი ცივად განსჯის მათ, ვისი ქცევებიც არ შეესაბამება მის პირად მსოფლმხედველობას და მის წარმოდგენას „სწორ“ სიყვარულზე.

 

ფელიქს ველიჩკო

ბუნდოვანი აზროვნება. კარგად აღიქვამს საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილოვან მხარეებს. მხატვრული ნიჭი, მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი. თუმცა ის აუცილებლად საჭიროებს კეთილგონიერ მრჩეველს, რომელიც საჭირო კალაპოტში მიმართავს მის ტალანტებს.

ნათესავებთან, მეზობლებთან, უახლოეს გარემოცვასთან სულიერი, გახსნილი, თანამგრძნობი ხასიათის კავშირი აქვს. თუმცა მიდრეკილია მორალის კითხვისკენ.

საკმაოდ ხშირად აბსოლუტურად უსაფუძვლოდ განიცდის დანაშაულის გრძნობას. უყვარს წამებულის როლის შესრულებაც. მორცხვი და მორიდებულია. მარტივად ჯავრდება.  რეალობა იმედებსა და მოლოდინებს უცრუებს. ნაკლებად აინტერესებს მატერიალური ფასეულობები. სამაგიეროდ, ძლიერ იტაცებს ეზოთერული, ოკულტური და მისტიური საგნები. გამოირჩევა მეოცნებეობითა და პოეტური ფანტაზიებით. მდიდარი წარმოსახვა და არასტანდარტული აზროვნება აქვს.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top