ნათალური ნეპტუნი IX სახლში

ნათალური ნეპტუნი IX სახლში

საკვანძო სიტყვა „ინტელექტუალობა“

ეს მომთმენი,ამტანი და შთაგონებული ადამიანია. ფაზიქი ინტუიციითა და მდიდარი განცდებით დაჯილდოებული. მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. აქტიურად ინტერესდება საგანმანათლებლო პროგრამებითა და სოციალური რეფორმებით. უყვარს სწავლა და მოგზაურობა. კარგად ითვისებს უცხო ენებს. მარტივად შედის კონტაქტში უცხოელებთან. მოსწონს თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების დახმარება. დაჯილდოებულია უზომო ფანტაზიითა და მდიდარი წარმოსახვით.

დაზიანებული ნეპტუნი სუბიექტის არაპრაქტიკულობაზე მიუთითებს. ხშირად ართულებს უმაღლესი განათლების დასრულებას. თავი უნდა აარიდოს მაგიასა და პრაქტიკულ ოკულტიზმს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია,იქიდან გამომდინარე,რომ ასეთი ადამიანები ხშირად ინტერესდებიან რელიგიის მისტიური ფორმებითა და უცნობი კულტურებით. ხშირად ვლინდება ფანატიზმი, პრიმიტიული კულტების მიმდევრობა, საეჭვო გურუებისადმი ბრმა მორჩილება. მან აუცილებლად უნდა ისწავლოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრებისა  და შარლატანების გარჩევა. ნამდვილი გურუ არასდროს გამოავლენს ეგოზმსა და ქედმაღლობას. დაზიანებული ნეპტუნი ხშირად წარმოქმნის პროფესიული განათლების იგნორირების საფრთხეს, წარმოშობს სირთულეებს რჩეულის ნათესავებთან ურთიერთობაში. არ არის გამორიცხული სერიოზული იურიდიული გართულებები,მიდრეკილება სულელური ფსიქოლოგიური განცდების მიმართ,თვალთმაქცობა და ფარისევლობა. არ ღირს გამაბრუებელი საშუალებების გადაჭარბებით გამოყენება.

ჰარმონიული პლანეტა ადამიანს გამორჩეული სულიერებით, წინასწარმეტყველების ნიჭით, დახვეწილი გონებითა და აღქმადობით აჯილდოებს. თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით,ნებისმიერი ცოდნის მიღება შეუძლია. უცნაური სიზმრებს ხედავს. უჩვეულო მსოფლმხედველობა და ქაოსური აზრები აქვს. წარმატებული მკვლევარები არიან პარაფსიქოლოგიის, წინასწარმეტყველებისა და ეზოთერიკის  დარგებში. სწორი განვითარების შემთხვევაში,ზრდასრულ ასაკში დიდ სიბრძნეს იძენენ,რაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს როგორც მატერიალური,ისე სულიერი ფასეულობების გამრავლებაში.

 

პაველ გლობა

+ მდიდარი მსოფლმხედველობა და სულიერი სამყარო,რომანტიკა და თავგადასავლები. საკუთარი იდეოლოგიური პოზიციების რწმენა. მაღალი იდეალები. იღბლიანი და რომანტიული შორეული მოგზაურობები უცხო ქვეყნებში.

-მტკივნეული მიჯაჭვულობა უცხოელების მიმართ. ჩახლართული საერთაშორისო კონტაქტები. საფრთხეები მოგზაურობის დროს,განსაკუთებით წყალზე. ნებისმიერ ქცევას ამართლებენ,განსაკუთრებით დამპყრობლურს.

 

 

ფრენსის საკოიანი

განსაკუთრებული ინტერესი რელიგიის მიმართ. დახვეწილი გონება. ძლიერი აღქმადობა. ფასეულ ცოდნას იღებს ინტუიციის წყალობით.

თქვენ ძალიან გიყვართ ფანტაზიებისა და ოცნებების სამყაროში მოგზაურობა. გახსნილი ხართ ყველაზე ეგზოტიკური იდეებისა და ფილოსოფიებისთვის,რადგან თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.

ყველაფერი ეგზოტიკური,უცხოური და შორეული თქვენს უზარმაზარ ინტერესს იმსახურებს. თქვენი შეხედულებები თითქოს სხვა სამყაროდან არის,რადგან სრულიად არაპრაქტიკული და უადგილოა ჩვენი ყოფისთვის.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „ღვთისადმი სიყვარული შესაძლოა გაუაზრებელიც იყოს,მაგრამ არასდროს ცალმხრივი“

ნეპტუნის გავლენა ადამიანის იდეალებზე(IX სახლი) ძლიერ არის დამოკიდებული მის პიროვნულ  განვითარებაზე.

ამ მდებარეობის დამუშავება ბადებს უანგარო სიყვარულის იდეალს, რელიგიურობას, გაგებასა და თანაგრძნობას. დაბალ დონეზე, ამის ნაცვლად, ვაწყდებით ცრუ სიბრალულს, ტყუილებსა და ანგარებიან მიზნებს; წმინდად ეგოისტურ რელიგიურობასა და მისტიურობას; ასკეტიზმს; ყალბ რომანტიკას და „მიწიერი“ რეალობის მედიდურ იგნორირებას.

იდეალთან ურთიერთობის ბევრი ფაქტორი ბუნდოვანია: მართალია,ის უპირატესობას პირდაპირ საუბარს ანიჭებს,მაგრამ შეუძლია ადამიანში გაურკვეველი და ირაციონალური დანაშაულის გრძნობაც აღძრას. მაშინ სუბიექტი მკაფიოდ უნდა გაერკვეს,ვის წინაშე და რის გამო გრძნობს თავს დამნაშავედ,რადგან „უმაღლესი მე“ არასდროს ცდილობს ბურუსით მოიცვას ცნობიერება,ამას ყოველთვის „ეგო“ აკეთებს, მისგან რაიმეს გადამალვის მიზნით. სწორედ ამ დროს იქმნება ცრუ იდეალის შექმნის ან საკუთარი იდეალის არასწორად გაგების საფრთხე. გარდა ამისა,იდეალის მოთხოვნებთან შესაბამისი ქცევები ძლიერ ემოციურ მედიტაციას იწვევს (მაგალითად,ადამიანი აბსოლუტურად ბედნიერია), რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს მასთან (იდეალთან) კავშირის დამახინჯება ან კონტაქტი უბრალოდ კონტაქტისთვის.

იგივე ეხება სულიერ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ურთიერთობას: სწავლების პროცესში ადამიანი ძალიან მედიტაციურია,მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას,რომ მედიტაციის პროცესში ენერგეტიკის ან სწავლის არსის პროფანაცია არ მოხდეს. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში,ის გაცილებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს და უკეთ შეიმეცნებს უმაღლესი მატერიების კავშირს ადამიანის ცხოვრებასთან.

ამ ადამიანს თავბრუ ესხმის და სრულ ეიფორიას განიცდის შორეული მოგზაურობისას,უცხოელებთან ურთიერთობისა და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ მეგობრებთან საუბრებისას. უმჯობესია უცხო კულტურები მედიტაციის საშულებით შეისწავლოს,მაშინ,განსაკუთრებით სატურნის დამუშავების შემთხვევაშიც,ის ბევრს გაიგებს და მიხვდება.

 

 

ბორის იზრაიტელი

რელიგიურობა. განვითარებული წარმოსახვა. ამ ადამიანს არც სჭირდება მოგზაურობა,რადგან მისი წარმოსახვა რეალობაზე ბევრად მდიდარია. მასზე უზარმაზარ გავლენას ახდენს ლიტერატურა, კინემატოგრაფია, თეატრი. უმაღლესი განათლების მისაღებად უზარმაზარი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება. მისი მორალი ხშირად გაუგებარია,რადგან ინტუიციურ შეგრძნებებს ეყრდნობა.

პოეტები, მხატვრები, კულტის მსახურნი.

 

 

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. ნეპტუნის ეს მდებარეობა თქვენი შთაგონებული უმაღლესი გონების გახსნილობის მაჩვენებელია. თქვენ აცნობიერებთ  მიმდინარე აზრობრივ პატერნებს და არაჩვეულებრივად გრძნობთ სამყაროს გონების ხმას დახვეწილ გრძნობებსა თუ წამიერ გაელვებებში. შეიძლება დაიბნეთ,რადგან ხშირად გიჭირთ აზრების სიტყვებით გადმოცემა. მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის გაგებისკენ მიილტვით,ნუ ეცდებით იდეალური ზნეობრივი გზის დახატვას. და ყველაფერი თანაარსებობდეს ყველაფერთან.   ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს,რომ განსხვავებულ გზებს,საბოლოოდ,ერთ მიზნამდე მივყავართ_უსაზღვრო თანაგრძნობამდე,რომელიც ცნობიერების ყველა სისტემაზე მაღლა დგას.

გახსოვდეთ,რომ თქვენი გონება შთაგონებულია და რასაც თქვენ ამბობთ არც ისე მნიშვნელოვანია თქვენს მშვენიერ იდეებთან შედარებით.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. თქვენ ისურვებდით უნივერსალური ენა აღმოგეჩინათ,განსხვავებული კულტურებისა და ხალხების გასაერთიანებლად. მოგზაურობის დროს მოძებნეთ ისეთი ადგილები,რომელიც ზუსტად ეხმაურება თქვენს სულიერ საწყისებს. თუ ასეთს იპოვით,მოდუნდით,რადგან თქვენ სახლში ხართ. თუ ვერ მიაგენით,ამ შემთხვევაშიც მოდუნდით და სიახლეს მიჰყევით. არ შეგიძლიათ გამარჯვება? მაშინ გაერთიანდით. რაც შეეხება მოგზაურობას,მას შეიძლება მივაკუთვნოთ „ასტრალური ფრენაც“.  ამოცანა _ ყოვლისმომცველობის დემონსტრირება, ადამიანური გამოცდილების ერთიანობა. თქვენ უნდა შეგვახსენოთ,რომ ჩვენ ერთიანნი ვართ. და არც თავად  დაკარგოთ ამის რწმენა.

უმაღლესი განათლება. თქვენ არამხოლოდ იმახსოვრებთ,არამედ სრულიად შთანთქავთ ყველაფერს,რასაც გასწავლიან. სწავლების პროცესი არ კონტროლდება ცნობიერებით,თავად სწავლების პროცესი კი მდინარეზე ბორნით მოგზაურობას ჰგავს. დროდადრო დინება ნელდება,ფართოვდება და თქვენც მოგზაურობით ტკბებით. თუმცა ხანდახან  ის ვიწროვდება და დინება ჩქარდება. ასეთ დროს თქვენ შეუფასებელ სიცოცხლეს ებღაუჭებით. შესაძლოა მან უსაზღვრო გონების ოკეანეშიც შეგიყვანოთ,ნაპირიდან შორს,სადაც შეუძლებელია ბორანის მართვა. როდესაც ასეთი  მოგზაურობა იწყება,ის მიმართულებებს შინაგანი იმპულსებით იღებს. როდესაც უზენაეს ცოდნას ეგებებით,მეტი სირბილე გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ და მეტი თავმდაბლობა სამყაროს მიმართ. თანაგრძნობა,აღქმა და გაოცება _ აი,ჭეშმარიტი სწავლის დამახასიათებელი თვისებები.

ჭეშმარიტების ძიება. ჭეშმარიტება უჩინარი და ხელშეუხებელია,თითქმის მისტიური. მისთვის არ არის დამახასიათებელია ფაქტის რეალობა,ის არც რელიეფურად იკვეთება,როდესაც სამყაროსეულ ცხოვრებას უპირისპირდება. ის უხილავად აღწევს ყველაფერში და ყოფიერების განუყოფელ ნაწილად იქცევა,ბანალური და იმავდროულად ექსტრაორდინალური. ჭეშმარიტება თქვენი გონების თვალწინ იელვებს, ხედვის პერიფერიაზე ცეკვავს.  ის გრძნობებთან უფრო მარტივად შედის კონტაქტში,ვიდრე გონებასთან. ჭეშმარიტების გაცხადება აუცილებლად ლამაზად და იუმორით უნდა მოხდეს,თუმცა არსებობს პრობლემა მისი სიტყვებით გადაცემისას. შეგრძნება ერთია და საუბარი მეორე. საუკეთესო რჩევა _ გამოიყენეთ რაც შეიძლება მარტივი სიტყვები,ეს შეამცირებს გაუგებრობის ალბათობას. ჭეშმარიტება იდეალურია,ტრანსცედენტული და უსასრულო.

იდეალური საზოგადოება. თქვენს იდეალურ საზოგადოებაში მთავარი კანონი რწმენა იქნებოდა და ყოველი ოცნება რეალობად იქცეოდა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ვერბალური კომუნიკაცია ამ იდეალურ სამყაროში,რადგან ყოველ ადამიანს ეცოდინებოდა გარშემომყოფთა გრძნობები და აზრები. ჩვენ ვიქნებოდით ერთიანი გონება და ერთიანი გული. ადამიანთა ყოველგვარი ურთიერთობის საფუძველი  თანაგრძნობა გახდებოდა.  სასწაულები კი მოწყენის საშუალებას არ მოგვცემდნენ. როგორც ამ სამყაროს მმართველი,თქვენ იქნებოდით მეფეთ მეფე, პატრონთა პატრონი, გულმოწყალებითა და მორჩილებით გასხივოსნებული. თქვენი ბრძანება: სამყაროს სიყვარული ყველა სულიერისთვის და ცხოვრების ღვთაებრივი მისტერიების მორჩილება!

 

 

ბრუნო ჰუბერი

IX სახლის ნეპტუნი სიყვარულის მაღალ იდეალს იძლევა და სხვებისგანაც ასეთივე იდელიზმს, ეთიკურ და მორალურ სტანდარტებს ველით. მართალია,XI სახლიც ამაღლებულ ზნეობრივ მოლოდინებს ბადებს სიყვარულში,მაგრამ აქ სრულიად განსხვავებლი წყობაა.  XI სახლში  მორალური წესები საკმაოდ სტატიკურია და არავითარ გადახვევას არ დაუშვებს. ფასეულობათა სისტემაც წლობით,ხანდახან მთელი ცხოვრება,არ იცვლება. IX სახლში კი უნდა ვგრძნობდეთ,რომ მუდამ წინ მივდივართ. ჩვენ ყოველთვის საკუთარი შეხედულებების გადახედვის რეჟიმში ვართ. ამიტომ,აქ ნეპტუნს ნამდვილად შეუძლია შეიცვალოს. ლოგიკურად, ხშირად დაგვადანაშაულებენ მერყეობასა და ოპორტუნიზმში,თუმცა უსამართლოდ, რადგან,მიუხედავად უფრო ადეკვატური და ქმედითი იდეების ძიებისა, ჩვენ მაინც საკუთარი იდეალის მისწრაფებების ერთგულნი ვრჩებით. ასე მიმდინარეობს მუდმივი შემოქმედებითი დიალოგი რეალობასთან, რაც გარშემოყმოფებს ხშირად არ ესმით.

ნეპტუნის ამ მდებარეობით,ჩვენ ბევრს ვითხოვთ პოტენციური პარტნიორისგან. ნაკლებად სავარაუდოა,რომ ოდესმე შესაფერისს თანამგზავრს ვიპოვით. ეს უფრო მარტოობის მაჩვენებელია. მართლაც,რთულია ისეთი ადამიანის პოვნა,რომლის ცხოვრებაც ჩვენს ზეამაღლებულ იდეალებს შეესაბამება.

 

ფელიქს ველიჩკო

აბსტრაქტული აზროვნება ფილოსოფიისა და ილუზიებისკენ უბიძგებს,მრავალ გაუგებრობას უქმნის სულიერების სფეროსა  და უმაღლესი განათლების გზაზე. მისი ინტერესი საკულტო პრობლემების, ეთიკისა და მორალისკენ არის მიმართული. დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს,რომ ახალგაზრდობაში შეძენილი ცოდნა  ფასს კარგავს და მას ყველაფრის თავიდან სწავლა უხდება. ის მარტივად ექვემდებარება ჩაგონებას და ხშირად ეჭვობს,სწორ გზაზე დგას თუ არა. ვერ აცნობიერებს საკუთარი ბუნების შემოქმედებით ძალას და დიდხანს იმყოფება მშობლების გავლენის ქვეშ. ძალიან სუბიექტურია და ურჩევნია სხვებისგან მხოლოდ ის მოისმინოს,რისი მოსმენაც უნდა,რის გამოც ხშირად ექმნება რეალობის აღქმის პრობლემა. უმაღლესი განათლების მიღება მისთვის გაუგებრობებისა და ილუზიებისგან განთავისუფლების ყველაზე უტყუარი გზაა.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top