ნათალური ნეპტუნი VI სახლში

ნათალური ნეპტუნი VI სახლში

საკვანძო სიტყვა _ „შთაგონება

სუსტი მარსის შემთხვევაში, ადამიანი მიდრეკილია სიზარმაცისა და მაწანწალობისკენ. ასპექტი დაკავშირებულია რთულად  დიაგნოსტირებად დაავადებებთან. ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს საკვებზე, მედიკამენტებსა და გარემოზე. არ არის გამორიცხული ნერვული დაავადებები. მომატებულია სულიერი, ინფექციური და ფსიქოსომატური  დაავადებების საფრთხეც, იპოქონდრია. თავი უნდა არიდოს ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ საშუალებებს.

მან ბევრი უნდა იშრომოს  მყარი სამსახურებრივი მდგომარეობისა და პოზიტიური შრომითი უნარების გამომუშავებისთვის. დადებითი ასპექტია ფსიქიატრის, ფილანტროპის, მედპერსონალისთვის. სავარაუდოდ, აინტერესებს დიეტოლოგია, ჰიგიენის საკითხები, ჰომეოპათია და მკურნალობის სხვა არატრადიციული მეთოდები.

მას ინტუიციურად ესმის შრომის ნაყოფიერი და მიზნობრივი მეთოდები. მარტო შრომა უყვარს. ადრე გადის პენსიაში. სამსახურში გეგმაზომიერად უნდა გამოიყენოს საკუთარი ინტუიცია და შეეცადოს,მისი კარნახის შესაბამისად  განვითარდეს.

დაზიანებული პლანეტა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს უჭირს საარსებო სარჩოს გამომუშავება, ხშირად აქვს უმუშევრობის პერიოდები, მის შრომას სასურველი ნაყოფი არ მოაქვს, სამუშაო პირობებით უკმაყოფილოა.

დაავადებები ძალას ართმევს და ფიტავს. განსაკუთრებით სახიფათოა ატროფიული პროცესები. თვითმკურნალობაში საოცარ სიზარმაცესა და ინერტულობას ავლენს.  მიდრეკილია მემკვიდრეობითი  დაავადებებისკენ. ხშირად იმის გამო ავადმყოფობს, რომ საკუთარ სისუსტეებს აქეზებს. გამოჯანმრთელებას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ახალი საკვები. ასევე მინიმალურად უნდა გამოიყენოს ცხოველური ცილები. ძალიან მნიშვნელოვანია, აკონტროლოს საკუთარი ჩვევები და მიდრეკილებები. განვითარებული აღქმის უნარი იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოიშოროს ყველაფერი, რაც ზედმეტი და მავნებელია.

დაავადებები არ უნდა მიუშვას. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად აღიდგინოს ფიზიკური და სულიერი წონასწორობა. ყველა დაავადება, ასე თუ ისე, გამოწვეულია ცხოვრების არაჯანსაღ წესით, სამსახურში გადაღლით ან კოლეგებთან ემოციურ კონფლიქტებით.

ეს ადამიანი უაღრესად პოეტურია და უყვარს მარტოობა.  აღენიშნება  ცხადი სიზმრები და წინასწარმეტყველური უნარები.  უპირატესობას მომსახურების სფეროში მუშაობას ანიჭებს ან საშინაო პირობებში.

ძალიან ყურადღებით უნდა იყოს საკუთარი ინტუიციის კარნახთან, რისი წყალობითაც თავს აარიდებს ღალატს, მუხანათობას, ტყუილებს, გაქურდვასა და თაღლითობას. ეს დახვეწილი, მიზანდასახული და იდეალისტური ნატურაა, სულიერი განვითარების ძლიერი სურვილითა და მკაფიოდ გამოხატული თვითგანათლების უნარით.

 

პაველ გლობა

+ადამიანი მთლიანად იხარჯება სამსახურში, თავგანწირული და სამაგალითო მუშაკია. ხშირად ვაწყდებით ექიმებისა და მკურნალების ჰოროსკოპებში. სრული გაგება და მხარდაჭერა თანამშრომლებისგან. მიჯაჭვულია სამუშაო ადგილს. კარგი ყნოსვა აქვს საკუთარ დაავადებებთან დაკავშირებით.

-სამსახური მისთვის სასჯელია, რადგან მუდმივად ეშინია სამუშაო ადგილის დაკარგვის. მტკივნეულად მჯაჭვულია სამსახურს, ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. ასკეზი, შეზღუდვა, დანაკარგების კომპლექსი, ფარული მტრები მეზობლებში. ყოველთვის რაღაცის ეშინია. იპოქონდრია (იგონებს დაავადებებს, რაც რეალურად არ სჭირს). სამსახურში არეულობის გამო, შეიძლება  ფსიქიკური დარღვევები განუვითარდეს. ხშირად სიმულირებს ავადყოფნას სამსახურში.

 

ფრენსის საკოიანი

სულიერი სამუშაო და მომსახურება. სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები   დიდ მსხვერპლს მოითხოვს. სამუშაო ჰოსპიტალებში და სხვა მსხვილ დაწესებულებებში. პროფესია შეიძლება უკავშირდებოდეს ფსიქოთერაპიას.

თქვენი ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა. შესაძლოა ალერგიული რეაქციები გქონდეთ საკვებზე, მედიკამენტებზე.  ემოციური სტრესები და უწესრიგობა პირდაპირ ფიზიკურ გავლენას ახდენს თქვენზე.

 

 

ავესალომ პადვოდნი „თუ ადამიანი სამსახურში ბედნიერია, ე. ი. მას ესმის საგანი“

ნეპტუნი VI სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.

ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა, რადგან ადამიანს ძალიან უჭირს სამუშაოზე კონცენტრაცია და მისი ბოლომდე მიყვანა. ამასთან, დაბრკოლებები ირაციონალური და შეიძლება ითქვას, მისტიური ხასიათისაა, თუმცა თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება: უბრალოდ  ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ვიღაც დარეკავს და ყურადღებას გადაატანინებს, „შემთხვევით“ ჩაიშლება შეხვედრა ან ექსპერიმენტი. ან ყველაზე არახელსაყრელ დროს დაავადდება. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთია _ სამუშაოს ჩაფლავება. განსაკუთრებით უჭირს ზუსტი სამუშაოების შესრულება, რაღაც უხილავი ძალა მუდმივად უცვლის მიმართულეებას. თუ ადამიანი ამ დაბრკოლებების ხასიათში გაერკვევა და ასეთ პირობებში მუშაობას ისწავლის (რაშიც სატურნის დამუშავება დაეხმარება: დისციპლინა,მუდმივი ყურადღება და დაზღვევა), ის ბევრს სხვა საინტერესო რამესაც აღმოაჩენს: თურმე მისი წარუმატებლობების უმრავლესობა იმასთან ყოფილა დაკავშირებული, რომ ის მუდმივად დაბნეულია ბედნიერებისა და ექსტაზისგან, რასაც პირდაპირ სამუშაო ადგილზე განიცდის. მან უნდა ისწავლოს ამ ამაღლებული მდგომარეობების იგნორირება და დათრგუნვა.

ნეპტუნის დაზიანებისას, სირთულეები დაკავშირებულია სამუშაოს არსის არასწორად გაგებაში ან საერთოდ გაუგებრობაში. ადამიანი ხშირად არაობიექტურად, გადაჭარებულად აფასებს მის რეზულტატებს.

ამ ადამიანს უნდა ესმოდეს, რას აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს გააკეთებს. მეორეს მხრივ, მას მხოლოდ სამუშაო და მასთან დაკავშირებული რაღაცები ესმის. ყველაფერი,რაც სამუშაოს ფარგლებს მიღმა ხდება, მისთვის მხოლოდ პირობითად არსებობს. XII სახლთან ოპოზიციის შემთხვევაში, შესაძლებელია შრომადამოკიდებულება. როდესაც ადამიანი მხოლოდ მუშაობს და მეტი არაფერი აინტერესებს.

ჯანრთელობის მდგომარეობაც მეტად თავისებურია. დამახასიათებელია უცნაური ფსიქიკური მდგომარეობები, გაურკვეველი დარღვევები და რთულად დიაგნოსტირებადი დაავადებები. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ემოციურ მდგომარეობაზე. მაგრამ როდესაც ის ჯანრმთელია, ჭეშმარიტად ნეპტუნური ტიპის მაგიას ასხივებს, რისი წყალობითაც მარტივად გადაჰყავს რეალობა ეიფორიულ მიმართულებებში.

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა დაბინძურების ყველა ფორმის მიმართ, რადგან  საკუთარ სხეულში აგროვებს  მავნე ნივთიერებებს. ამდენად, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია სასმელი წყლის ფილტრაციაც. დადებითი შედეგები აქვს შიმშილობას, აბანოს.

პროფესიულად შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქიმიასთან, ხელოვნებასთან, განსაკუთრებით მუსიკასა და პოეზიასთან. კარგი ფარმაკოლოგია, ბაქტერიოლოგი, ვირუსოლოგი.  აინტერესებს ფსიქიატრია.

თუ ადამიანი „ჩვეულებრივ“ სამუშაოს ასრულებს, ყოველთვის რთული მისახვედრია კონკრეტულად რას აკეთებს მოცემულ დროს (რასაც თვითონ არასდროს ამბობს). ვერავინ მისცემს დავალებას. თანამშრომლებთან ურთიერთობა გაურკვეველი და იდუმალია. ადამიანმა არ იცის მკაფიოდ, ვისი დაქვემდებარების ქვეშ მუშაობს ან ვინ ექვემდებარება თავად მას; რა ქვია ორგანიზაციას, სადაც მუშაობს.

უყვარს (და რეკომენდებულიც არის) თევზებითა და  მოლუსკებით სავსე აკვარიუმი.

 

 

ბილ ჰერბსთი

დაავადებები და მკურნალობა. თქვენი დაავადებები საიდუმლო ხასიათის არის. თქვენი ოცნებები ძლიერ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, განაპირობებს როგორც  მათ წარმოშობას, ისე განკურნებას. გაურკვეველი შიშები და ილუზიები დიდად ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. გაჯანსაღების პროცესისთვის აუცილებელია შინაგანი შიშების პოზიტიური გამომზეურება და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. დაავადების მიზეზის გასაგებად ხშირად მიმართავთ ოკულტიზმსა და მეტაფიზიკას. სიმპტომები ხშირად გაურვეველი და ბუნდოვანია, ამიტომ, სამკურნალო წამლების შესარჩევად შეაღწიეთ ყოფიერების საფარველის ქვეშ და ჩაწვდით დაავადების სიმბოლურ და ემოციურ ფესვებს. ამოცანა_ თქვენ საკუთარი თავი არ უნდა წარმოიდგინოთ  და აღიქვათ ცალკეული ნაწილებისგან შემდგარ  მანქანად. თქვენ უნდა დაინახოთ, რომ გონება და სხეული ერთი მთლიანობაა, ცოცხალი მთლიანობა, და არა მექანიკური ანალიზის ობიექტი. დაავადება საერთოდ გაქრება, როდესაც საკუთარი ორგანიზმის ხმას ყურად იღებთ და სულ სხვა დონეზე გაუგებთ.

უთანასწორო ურთიერთობები. თქვენ გგონიათ, რომ სამყაროში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. თუ ვიღაც თქვენი ხელმძღვანელია, ე.ი. ასეც უნდა იყოს; თუ ვიღაც ქვეშევრდომი, ე.ი. მისი კოსმიური დანიშნულებაც ეს არის. თქვენ სრულიად ბუნებრივად მიგაჩნიათ, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისა უფლისგან არიან ხელდასმულები. ასეთი დამოკიდებულება  ხშირად პოზიტიურია, მაგრამ უფრთხილდით მახეებს. თქვენ ზედმეტად ენდობით ხელმძღვანელებსა და ქვეშევრდომებს, რადგან იმედოვნებთ, რომ ისინი გრაციოზულად შეასრულებენ თავიანთ როლებს. ასეთმა პოზიციამ  შესაძლოა არაერთი იმედგაცრუება და ტანჯვა მოგიტანოთ. რა თქმა უნდა, გენერალი გზავნის ჯარს ომში, მაგრამ მანამდე  მან უნდა შთააგონოს ის. ამოცანა _ შეიგრძნოთ ადამიანთა მიერ შესრულებული ყოველი როლის ტკივილი: შევიწროება მტანჯველია, მაგრამ ეჰ, რომ იცოდეთ, რა სიმარტოვეა სულ ზემოთ, მწვერვალზე. გააგივეთ თავი ძალაუფლების იერარქიის ყველა საფეხურზე მდგომ ადამიანთან, გაუგეთ მის ტკივილს და აპატიეთ ნებისმიერი ნამდვილი თუ მოგონილი ცოდვა.

ვალდებულება და მსახურება. სხვების მსახურება თქვენი სულიერი მოწოდებაა: „ჯობია გასცე, ვიდრე მიიღო“. მაგრამ მიუხედავად მსგავსი ამაღლებული სენტიმენტებისა, არ ღირს თავგანწირვა მსახურების დროს. თქვენთვის აუცილებელია რაიმე მიიღოთ სანაცვლოდ. თქვენ ისურვებდით, რომ გავსებდეთ სინათლისკენ სწრაფვა_ სულ უფრო ახლოს სახლთან, შემოქმედის მოსიყვარულე ხელებთან. პრობლემა ის არის, რამდენად ხელშესახებია თქვენი მსახურება. თქვენი ძალისხმევით ეხმარებით თუ ხელს უშლით სხვებს? როგორ უნდა გაიგოთ, ჭეშმარიტ მორჩილებას მიაღწიეთ თუ მხოლოდ გარეგნულად ჩანხართ თვინიერი დამხმარე? ამოცანა _ ტყუილი, უფრო ხშირად კი თვითმოტყუება. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი გულწრფელობა შემოწმდება. ამოცანა _ მარტივად მიატოვოთ ამქვეყნიური საქმეები და დაეხმაროთ სხვებს ისეთივე კეთილგანწყობის მიღწევაში, როგორც  თავად გახასიათებთ.

ტექნიკური აზროვნება.  მთლიანი სისტემა  გაცილებით მეტია, ვიდრე შემადგენელი ნაწილების ჯამი. თუმცა თქვენი გონება ძლივს წვდება ნაწილებს. თქვენ ოცნებებით „ფიქრობთ“. თქვენი აზროვნება შეგრძნებებისა და აღქმის პროცესს უფრო ჰგავს. თქვენი აზროვნება უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება; უფრო ინტუიციურია, ვიდრე ლოგიკური; უფრო მეტაფიზიკური, ვიდრე ტექნიკური. თქვენი აზროვნების მეთოდები ნამდვილია იმ დონეზე, რა დონეზეც პოეტურ წარმოსახვას ეფექტური დახმარების აღმოჩენა შეუძლია კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. თუმცა ყურადღებით გამოიყენეთ თქვენი უნარები, რადგან მათ შესაძლოა ხიფათს გადაგყარონ, მაშინ თქვენ შარლატანის იარლიყს მოგაწებებენ. ამოცანა _ გამოიყენოთ მედიტაციური მიდგომა, თქვენი ფართო ხედვა სხვა ადამიანების სულიერი ამაღლებისთვის. თუმცა თვალყური ადევნეთ იმას, რომ ოცნებებმა თქვენი ხედვა არ დაბინდონ. თქვენ ზუსტად უნდა დაინახოთ ის, რაც არის და იმავდროულად შეინარჩუნეთ იმის მიღებისა და ურთიერთქმედების უნარი, რასაც რეალურ სამყაროს ვუწოდებთ, როგორ ირეალურიც არ უნდა გვეჩვენებოდეს.

დისციპლინა და შაბლონები. სამუშაოს შაბლონები ის სიმღერებია, რომელსაც საკუთარ თავს უმღერით  _  ეს ბიოლოგიური უკუკავშირის იავნანებია. გარშემომყოფები ხშირად გაოცებულნი არიან თქვენი მოჩვენებითად მსუბუქი დისციპლინით, ტაშს გიკრავენ ულევი გრაციისთვის… სხვა მომენტებში კი აღმოჩნდება, რომ ამოცანას უზიხართ და საერთოდ არ მუშაობთ. ამის ნაცვლად, ოცნებებში მოგზაურობთ. კრიზისი თქვენთვის არც ისე სახიფათოა. საქმე ის არის,რომ თქვენ ამჯობინებთ ისეთი რეგულარობით შეასრულოთ სამუშაო, როგორც თავად მიგაჩნიათ საჭიროდ. სასწაულებით მოხიბლული, ისურვებდით, რომ თქვენი შრომის შედეგები ისეთი იყოს, თითქოს ამოცანა ჯადოქარმა შეასრულა.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

VI  სახლის ნეპტუნი ხშირად განაპირობებს სოციალურ აქტივობას _ სიყვარულის, მსახურების, დახმარების,  ავადმყოფების მოვლის, სასოწარკვეთილთა და დავრდომილთა ნუგეშის სურვილს. თუმცა არც პირიქით ვარიანტია გამორიცხული: როდესაც ჩვენ ვგრძნობთ თავს დამცირებულად და წამებულად და დაცვას ვეძებთ საკუთარი თავისთვის. რომელ პოზიციას დავიკავებთ, ეს როგორც ყოველთვის  დამოკიდებულია მთლიან რუკაზე; ბუნებრივია, თვითშეგნებაზეც.  ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ ძალიან ღარიბ ან არც ისე შეძლებულ ოჯახში დაიბადეთ.

 

 

ფელიქს ველიჩკო

ადამიანი სულიერად მიჯაჭვულია სამუშაო ადგილს, კოლექტივს, საშინაო ცხოვრებას. ყოველდღიურობაში  ხელმომჭირნეა. არ ახასიათებს ალტრუიზმი. მზადაა ყველას დაეხმაროს ნებისმიერი ფორმით, მხოლოდ არა საკუთარი ფულით. ყოფით საქმეებში ზარმაცია.  სამსახურში უჭირს საქმეზე კონცენტრაცია, რადგან ყურადღება ოცნებებზე ეფანტება. უჭირს ასევე გაკვეთილებისგან სარგებლის მიღებაც, რაც დაკავშირებულია სამსახურში წარმოქმნილ სირთულეებთან.

შესაფერისია ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის პროფესია. მოსწონს მედიტაციური და რელიგიური რიტუალები. ფრთხილად უნდა იყოს, რადგან, გადამლაშების შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს ფსიქიკური დარღვევების ალბათობა.

ხშირად უზიანდება ჯანმრთელობა ცხოვრების შეუსაბამო წესის გამო. მარტივად ეჩვევა  და დამოკიდებული ხდება ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. აკრძალულია  თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების არაზომიერი მოხმარება.

აქ ნეპტუნი სულაც არ ახალისებს მეგობრულ ურთიერთობებს ქვეშევრდომებთან. რთული დამოკიდებულება აქვს ასევე ხელმძღვანელობასთან. არც სამუშაოსთვის და არც ჯანმრთელობისთვის ნეპტუნის ეს მდებარეობა დადებითი არ არის.

სახიფათო პერიოდები იქმნება მაშინ, როდესაც ტრანზიტული მარსი, სატურნი, ურანი ან პლუტონი დაძაბულ ასპექტებს ქმნიან ნათალურ ნეპტუნთან.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top