ნათალური ნეპტუნი XII სახლში

ნათალური ნეპტუნი XII სახლში

საკვანძო სიტყვა _ „ესთეტიზმი

ეს ადამიანი თითქმის ყოველთვის განდეგილად და მარტოსულად გრძნობს თავს. უყვარს ხელოვნება. შესაძლოა ნიჭიერი მოცეკვავე იყოს. იმისათვის რომ თვითმოტყუების მავნე ტენდენციას არ მიეცეს,აუცილებლად უნდა ისწავლოს რეალობისთვის თვალის გასწორება. ხშირად განსაკუთრებული სიბრძნით გამოირჩევა,რადგან  მნიშვნელოვან სულიერ ცოდნას ფლობს. უნარი აქვს ინტუიციურად შეაღწიოს ქვეცნობიერ პროცესებსა და მოვლენების არსში,ამიტომ,ხშირად მიმართავს მედიტაციას. მარტივად იხსენებს წარსულ ინკარნაციებს.

ყოველთვის ცდილობს სხვების დახმარებას. წარმატებულია როგორც ექიმი,სოციალური მუშაკი,ფსიქოანალიტიკოსი. აღენიშნება მკურნალის,ნათელმხილველის ტალანტები. დაჯილდოებულია მუსიკალური და სურეალისტურ-ფერმწერული ნიჭით. როგორც წესი,არაჩვეულებრივი მედიუმია,რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ფარული მეთოდები ფსიქიკის კვლევისთვის. საერთოდ,ჯობია მშვიდი სამუშაო აირჩიოს. სარგებელს მიიღებს საიდუმლო ოპერაციების,არააფიშირებული და პრივატული მოლაპარაკებებისგან.  შეუძლია უმცირესი ძალისხმევითაც კი დიდი ფული გამოიმუშავოს. შესანიშნავი  პედაგოგი და ლექტორია. მკაფიოდ გამოხატული ინტერესი  ოკულტიზმისა და ეზოთერული მოძღვრებების მიმართ. ხელმძღვანელობასა და ზოგადად,გავლენიან ადამიანებთან დადებითი ურთიერთობა აქვს. შეუძლია თავისი გაიტანოს სპეცსამსახურების აგენტებსა და სახელმწიფო მოხელეებთან დაპირისპირებაში.

საცხოვრებელ ადგილსა და გარემოს ხშირად თავის ფენომენალურ უნარებსა და თანდაყოლილ ინტუიციაზე დაყრდნობით  ირჩევს. მისი ცხოვრების  მთავარი ფაქტორი ფსიქიკური გავლენაა.

თუ ნეპტუნი დაზიანებულია,ადამიანი აკვიატებულად იქექება წარსულ განცდებში,მარტივად ექცევა მავნე ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ და კარგავს ცხოვრების ორიენტირებს. ამას შედეგად მოჰყვება ირაციონალური შიშები,რეალობისგან მოწყვეტა,გონების დაბნელება და მძიმე ნერვოზები. არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევები,პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა ან სრულად აღკვეთა. არსებობს ინვალიდად ქცევის,მონასტერში აღკვეთის,დაქვრივების ან იძულებითი იზოლაციის საფრთხეებიც.

 

პაველ გლობა

+პანთეისტური ცნობიერება. ფსიქოლოგიური და ტელეპატიური უნარები და კონტაქტები. ლტოლვა ქვეცნობიერი პროცესების მიმართ. კოსმოსისა და ბუნების იდუმალი შეგრძნება. განმარტოების მოთხოვნა. არ საჭიროებს კონტაქტებს. სულიერ სამუშაოებს ფარულად ატარებს. მეტიც,შინაგანი კეთილდღეობისთვის სრულიად აუცილებელია განმარტოებული და გასაიდუმლოებული  ცხოვრების  სტილი.

-მარტოობასა და უკონტაქტობას  მტკივნეულად განიცდის. დეპრესიები, შიშები, ფობიები, კომპლექსები,რადგან ამ ადამიანის არ ესმით და ხშირად დასცინიან მის უცნაურობებს. არ არის გამორიცხული მძიმე ხვედრი: გაძევება, გადასახლება, ხანგრძლივი პატიმრობა.

 

 

ფრენსის საკოაიანი

მას ინტუიციურად ესმის ქვეცნობიერი პროცესები. ახასიათებს მისტიურ-რელიგიური მიდრეკილებები. უყვარს განმარტოება.

უაღრესად ემპათიური და მგრძნობიარეა გარემო ატმოსფეროს მიმართ. შეიძლება ითქვას, დაბადებით ექსტრასენსია,რომელიც საოცრად მძაფრად გრძნობს ადამიანებს და ესმის კიდეც მათი,თანაც ისე,რომ საერთოდ არ ელაპარაკება და არც იცნობს მათ. ძალიან აინტერესებს ცხოვრების იდუმალი მხარეები,ცხოვრება სიკვდილის შემდეგ.

ძლიერი სენსიტიურობა შეიძლება თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი დათრგუნული იყოს, მისი განვითარება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში (ცხოვრების მეორე ნახევარში) მოხდება.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „მხსნელი“

ნეპტუნი  XII სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.

ეს მდებარეობა ადამიანს მსახურების უმაღლესი ხარისხის გამოვლენისკენ უბიძგებს,რაც ყველას არ შეუძლია.

ამ ასპექტის დამუშავება ადამიანისგან  უმდაბლეს მედიტაციასა და დამახინჯებებზე უარის თქმას მოითხოვს. ერთიცა და მეორეც,მენტალურ დონეზე ზემოქმედებით,გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს უხილავ,მაგრამ საკმაოდ საგრძნობ საპყრობილეში გამოამწყვდევს,საიდანაც გამოსავალი სუბიექტისთვის არც ისე თვალსაჩინოა.

ყველაზე მდაბიო და ტიპური რეალობის დამახინჯების ფორმა არის ტყუილი. თუ ადამიანი იწყებს მოტყუებას ან სხვისი ტყუილების დაჯერებას,ან უბრალოდ მატყუარა მდგომარეობაში ვარდება,ის გრძნობს,როგორ აღიმართება მის გარშემო კედლები. მაშინ ის სრულ მარტოობაში აღმოჩნდება,თუ არ ჩავთვლით მის გარშემო სრულიად შემთხვევით მოხვედრილ ათობით ასტრალურ არსებას. ანალოგიური ეფექტი დგება,როდესაც ადამიანი იწყებს ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას,ძლიერი ემოციური ან სექსუალური მედიტაციების ჩათვლით; ან ცდილობს ბედნიერებას ნებისმიერი სოციალურად დადგენილი გზით მიაღწიოს.  ეფექტი ყველა შემთხვევაში ერთი იქნება: გაუმტარი კედლები,რომელიც თვითმოტყუების ნებისმიერ დონეზე მკაფიოდ შეიმჩნევა. თუმცა აღსანიშნავია,რომ ნეპტუნის ეს კონკრეტული მდებარეობა განსაკუთრებით განაწყობს ნატივს ამისკენ.

სხვა თვისებრივი ცდუნება ადამიანისთვის არის ცრუ მოწყალება,ემოციათა კასკადის თანხლებით და კონსტრუქიული ეფექტის სრული იგნორირებით. სიმართლე რომ ვთქვათ,ადამიანს თავიდანვე არ სჯერა სიტუაციის გამოსწორების,მაგრამ მაინც ცრუ თანამოწილეობით ერთვება ემპათიის პროცესში. ის უბრალოდ სიბრალულის იმპულსს ჰყვება,თუმცა  თვითონაც არ იცის,რატომ; ან სულაც ცრუ ვალდებულებას განიცდის,რაზეც ხშირად სპეკულირებენ მისი ნაცნობები.

აქ კარმა საკმაოდ განსაზღვრულ მსხვერპლს და საკუთარ თავზე მუშაობას  მოითხოვს: შინაგანი პატიოსნების გამომუშავებას; უხეში ემოციური მდგომარეობების(დადებითი და უარყოფითი) თავიდან აცილებას; შინაგანი ტყუილების ამოცნობას(განსაკუთრებით ვამპირიზმის); რეალობიდან გაქცევის აკრძალვას. ყოვლად დაუშვებელია წარმოსახვით სამყაროში გამოკეტვა,რეალური კარმული ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

ამ ასპექტის დამუშავება უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.  სუბიექტს  ხშირად ემოციებსა და თვითმოტყუებაზე უცდება ფეხი,რაზეც მყისვე უსიგნალებს მარტოობისა და საკუთარი არარაობის განცდა. თუ ნეპტუნი დისჰარმონიულია,დამახასიათებელია ასევე დანაშაულის გრძნობაც. სამაგიეროდ,დამუშავებული XII  სახლი გვაძლევს ჭეშმარიტ სულიერ მკურნალს, წმინდანს, მისტიკოსს, ბრძენს, რომელსაც კარმის უფაქიზესი ნაკვალევის ამოკითხვა და ნებისმიერი უიმედო და სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შეუძლია.

 

ბორის იზრაიტელი

რასობრივი,ნაციონალური კარმა. ადამიანი ცდილობს როგორღაც თავი აარიდოს ამ ყველაფერს. მალავს ემოციურ მიჯაჭვულობას. ხშირად კარგავს სამყაროსთან ერთიანობის განცდას და მუდმივად ცდილობს დაიბრუნოს ეს ერთობა. ეს თავისებური რელიგიურობაა _ უზენაეს მთლიანობასთან ერთიანობის ძიება. საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად ნებისმიერი ემოცია ჰყოფნის.

მარტოობაში მედიტირებს. ზოგადად,ისედაც თითქმის ყოველთვის მედიტაციურ,ტრანსულ მდგომარეობაში იმყოფება,თითქოს სამყაროს  სხვა განზომილებიდან უყურებს.

 

 ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. თქვენი ფანტაზიები ჭეშმარიტი მსხევპლშეწირვის არომატს აფრქვევს. თქვენ მზად ხართ უარი თქვათ  „მეზე“,სამყაროსთან გაერთიანების მიზნით. როდესაც ოცნებობთ,ფხიზელ თუ მძინარე მდგომარეობაში(სიზმრებში),თქვენ იმ სივრცეს ერწყმით,სადაც ნება და კონტროლი ძალაუფლებას კარგავს. თქვენი ფანტაზიები სახებათა მთელ სპექტრს წარმოშობენ_მეორედ მოსვლიდან დაწყებული,ლატარეაში ჯეკპოტის მოხსნით დასრულებული. ხაფანგები ისეთივეა,როგორიც XII სახლის ვენერას შემთხვევაში,მაგრამ უფრო მოუხელთებელი და დახვეწილი. თქვენ შეიძლება  გამოძღეთ რელიგიით,ბოლომდე აივსოთ „მეორეხარისხოვანი სულიერი საკვებით“. ასევე აღსანიშნავია,რომ „თვალსაჩინო სპექტაკლი“ ვერ ჩაანაცვლებს ბეჯით შრომას. თუ რამის მიღწევა გსურთ,იმუშავეთ ამისთვის დედამიწაზე და არა სხვა სამყაროში. ამოცანა _ დაე,ოცნებებმა შთაგაგონოთ იმისთვის,რათა ყოფითმა მოვლენებმა ღვთაებრიობის ბრწყინვალე აურა შეიძინოს,მაგრამ ნურასოდეს მოწყდებით რეალობას.

განფოკუსირებული ინტუიცია. ყველაფერი რასაც ხედავთ, გესმით, აგემოვნებთ, ეხებით თუ ყნოსავთ,თქვენთვის ინტუიციური გზავნილებით არის გაჟღენთილი. ფაქტობრივად,თქვენი სენსორული რეცეპტორები აღქმის ყველაზე განსხვავებულ დონეებზე  მუშაობენ. ისინი ერთდროულად ეხმაურებიან ხელშესახებ და ეთერულ აღქმას. ამიტომ,თქვენს შეგრძნებებში რეალობა და მაგია ერთმანეთში იხლართება. განსაკუთრებით ეს ეხება აღქმის არხებს. თქვენი ინტუიცია შეუსვენებლივ მუშაობს,რადგან ის ცხოვრების ბუნებრივ აღქმაშია ჩაქსოვილი და ეს თქვენი უპირატესობაა. მაგრამ ზუსტად ამის გამო,თქვენ ვერ ასხვავებთ ინტუიციურ და არაინტუიციურ აღქმას. თქვენ შეიძლება ინტუიციის გამოვლენასაც ვერ აცნობიერებდეთ,რადგან თქვენთვის ის ყველგან ვლინდება. თქვენ არ აღიქვამთ ცალკეულ ინფორმაციას. ცდილობთ შთანთქოთ ფუნდამენტური აზრი. ამოცანა_დაინახოთ უზენაესი აზრი ყველაფერში,რასაც აღიქვამთ; დატკბეთ ცხოვრების მაგიით.

განცალკევება და განმარტოება. თქვენი განმარტოება უფრო ფსიქიკურ ხასიათს ატარებს,ვიდრე ფიზიკურს. თქვენ სულაც არ გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა,თქვენ უბრალოდ ტოვებთ სხეულს და კოსმოსში მიცურავთ. პარადოქსულია,მაგრამ სწორედ ყოფით ცხოვრებაში გრძნობთ თავს იზოლირებულად. როდესაც ჩვეულ ცხოვრებას შორდებით,თქვენ უერთდებით „მეს“ საზღვრებს გარეთ არსებულს. ამიტომ,იმ შემთხვევაშიც,თუ ვერავინ გამჩნევთ,თქვენ მაინც სამყაროს მთლიანობაში ხართ. მახე_უპირატესობის მინიჭება განმარტოებისთვის და რეალური ცხოვრებიდან გაქცევა. თქვენ შეიძლება 100%იან დევნილად იქცეთ,რომელიც ზურგს აქცევს ცხოვრების მოთხოვნებს და არარსებულის უფორმო  სივრცეებში სხლტება. ეს,რა თქმა უნდა,სასიამოვნოა,მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში,ილუზორულია. ამოცანა_ განიახლოთ  მაგიისადმი რწმენა,მედიტაციური განმარტოების მეშვეობით. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ სხვებსაც შეახსენოთ ამ რწმენის შესახებ.

თავგანწირული დახმარება. თავგანწირული დახმარება თქვენი ცხოვრების სტილია და არა უბრალოდ მოვლენა. თქვენი ნიჭიერება უფრო სულიერია,ვიდრე ფიზიკური; უფრო უხილავი,ვიდრე რეალური; შესაძლოა რომანტიული და იდეალისტური შეფერილობისაც. როდესაც თქვენ ამას სცდებით,პირადი საზღვრების შეგრძნება გიქრებათ. ამ მდგომარეობამ შესაძლოა შეგაშინოთ,თუ ჩათვალეთ,რომ თქვენი არსება იკარგება. ან პირიქით,ყველაფერს შეერწყმებით: ბალახს, ცას, მიწას. მახე_ დახმარების შეთავაზება ისე,რომ არაფერი რეალური არ შესთავაზოთ; გულმოწყალება,ეფექტური თანამონაწილეობის გარეშე; გულუბრყვილობამდე მისული კეთილი ზრახვები. ამოცანა_ გახადეთ თქვენი დახმარება უფრო  ხელშესახები,რომ რეალურად უწილადოთ ადამიანებს თქვენი სულიერი განძი.

 „განვლილი ცხოვრებები“. განვლილ ცხოვრებებში თქვენ  რეალურისა და ირეალურის გამყოფ საზღვრებს იკვლევდით. თქვენ იყავით მოქნილი ხელებით სახელგანთქმული ჯადოქარი; გულისცემის შემაჩერებელი იოგი; სულის გადამრჩენელი მღვდელი;  გველის ქონის გამყიდველი შარლატანი; ღვთაებრივი სინათლისკენ მსწრაფი ჭეშმარიტი მისტიკოსი ან სულაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი შიზოფრენიკი. თქვენი ურთიერთობა ადამიანებთან სავსე იყო თანაგრძნობითა და ჭეშმარიტი დახმარებით ან ტყუილებითა და თაღლითობით. ნებისმიერ შემთხვევაში,ერთი რამ სრულიად ცხადია: სინამდვილეში არავინ იყო ისეთი,როგორიც თქვენს თვალწინ წარსდგებოდა. ახლა დადგა დრო ჩრდილიდან სინათლეზე გამოხვიდოთ. ყოველთვის, როდესაც კარმულ წარსულს ეყრდნობით,ცხოვრება რეალობად გექცევათ. ცხოვრება ოცნებებსა და ფანტაზიებს ჰგავს. მიიღეთ ცხოვრების ეს თავისებურება,მაგრამ ნუ გახდებით მისი მსხვერპლი. გახსოვდეთ,რომ ყოველი ილუზიის უკან რეალობა დგას და პირიქით,ყოველი რეალობის უკან ილუზია.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ  ჩვენს სიყვარულის უნარს.

XII სახლის ნეპტუნი ერთიათად ზრდის დახმარების აღმოჩენის შინაგან მოთხოვნას,მხსნელის კომპლექსის დონემდე,განსაკუთრებით თუ ნეპტუნი ასცედენტთან ახლოს იმყოფება. მაღალფარდოვანი მისწრაფებები სულაც არ არის ფილოსოფიურ სქემებზე დაფუძნებული,ის შინაგანი დუნე მდგომრეობიდან,ანგელოზებთან მიახლოების წადილიდან გამომდინარეობს.  XII სახლს არაფერი ესაქმება აკადემიურ თეორიებსა და მკაფიოდ დაგეგმილ პროგრამებთან. პირიქით, მას საშინელი განცდა აქვს ორგანიზებულ დახმარებასთან დაკავშირებით. ეს ნეპტუნი უპირატესობას დახმარებისა და მზრუნველობის სპონტანურ აქტებს ანიჭებს,იმ შემთხვევაშიც,თუ ასეთი მიდგომა არც ისე სასარგებლოა თავად დახმარების ობიექტისთვის. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ სავსებით შეგვიძლია სპონტანურად  გავწიროთ თავი და გავხდეთ წამებულები.

ისევე როგორც დანარჩენ წყლის სახლებში(IV- VIII),აქაც ძლიერია ირაციონალურ სფეროში ან ნარკოტიკული ბურუსის სამყაროში გაქცევის საფრთხე.

 

ფელიქს ველიჩკო

აქ ნეპტუნის გავლენის ამოცნობა არც ისე იოლია,თუ ის დადებითია,და მით უმეტეს რთულია მისგან თავდაცვა,თუ ზემოქმედება უარყოფითია. ადამიანი სავსეა კეთილი ზრახვებით,მაგრამ ხშირად ავიწყდება მათი რეალიზება. ფლობს გამოკვეთილ ფანტაზიებს და ყოველთვის ოცნებობს, ცხადსა თუ სიზმარში. შესაბამისად,ხშირად კარგავს დროს ფუჭ ილუზიებზე. უყვარს სხვების დახმარება. ყოველთვის ცდილობს საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვოს თანამშრომლებზე. მისი კარიერა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვების პრობლემების მოგვარებას. მარტივად სწამს და ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. შეიძლება ცდუნდეს  „მიწისქვეშა ვაჭრობით“ მიღებული შემოსავლით. ზოგადად,ფრთხილად უნდა იყოს გაურკვეველ,ბუნდოვან სიტუაციებთან. ზედმეტად მდიდარი წარმოსახვა ისედაც ხელს უშლის საკუთარი თავის ფხიზლად შეფასებაში. ნეპტუნი შეიძლება იყოს რაიმე ექსტრაორდინალური,სიცოცხლისთვის სახიფათო მოვლენის მაუწყებელი.

მიდრეკილია მარტოობისკენ, ჩაფიქრებისკენ, სპირიტიზმისა და  მისტიციზმისკენ. დიდ პატივს სცემს წასულების ხსოვნას. ხშირად ტანჯავს თვითშეცოდება და ის აზრი,რომ მისი ყველა ძალისხმევა ფუჭია. ეს გრძნობა ქრება,როდესაც გარშემომყოფები სათანადო მადლიერებას გამოხატავენ მისდამი.


About Qet

Scroll To Top