ნათალური ურანი I  სახლში

ნათალური ურანი I სახლში

საკვანძო სიტყვა _ „ექსცენტრულობა“

ეს ორიგინალური,დამოუკიდებელი და უკიდურესად მგრძნობიარე ადამიანია,მეცნიერული აზროვნების სტილით. ის ხალისით იგონებს თამაშის წესებს და თავისით ქმნის კანონებს,მაგრამ იმავდროულად მარტივად არღვევს უკვე არსებულ წესებსა და კანონებს. ფართო თვალსაწიერისა და საგნების არსში შეღწევის უნარის წყალობით,მას შეუძლია კარგი ლიდერი გახდეს. მაშინ ის ან მცირედ გაუსწრებს თავის დროს ან უტაქტო დიქტატორად გარდაიქმნება.

კარგისა და ცუდის გარჩევისას,მთლიანად საკუთარ ინტუიციას ეყრდნობა,რადგან ღრმად სწამს საკუთარი ეთიკის კოდექსის და მხოლოდ მის შესაბამისად იქცევა. უჩვეულოდ მიმზიდველი და მომხიბვლელია. მარტივად იქცევს ყურადღებას,რადგან ყველაფრის მიმართ არასტანდარტული მიდგომა აქვს. ზოგჯერ უტაქტობამდე პირდაპირია.

დაჟინებულად მიიწევს თავისუფლებისკენ,ხანდახან ეს მისი აკვიატებული იდეაც ხდება. საოცრად ჯიუტია,განსაკუთრებით დაუმორჩილებლობის სურვილში. ხშირად ექსცენტრულობა მისი თვითმიზანია. ძალიან მოუსვენარია,მუდმივად ცვლილებებისა და ახალი განცდების მოლოდინშია. ორიგინალურად და დამოუკიდებლად აზროვნებს. მას ნამდვილად შეუძლია საკუთარი ინტელექტი გენიალობამდე განავითაროს და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოს არჩეულ სფეროში. ილტვის ყველაფერ ეზოთერულის,ანტიკვარულისა და უჩვეულოს მიმართ. აინტერესებს ასტროლოგია და პარაფსიქოლოგია,არატრადიციული მკურნალობა,საიდუმლო ორდენები.

ვერ ვიტყვით,რომ დადებითი ასპექტია ქორწინებისთვის,რადგან I სახლის ურანი საბედისწერო გარემოებებითა და მოვლენებით,ფატალური სირთულეებითა და განშორებებით ხასიათდება. ხშირია განშორებები ნათესავებსა და თანამოაზრეებთან.

თითქმის ყოველთვის მეინსთრიმის ოპოზიციაში დგას. ის შესანიშნავად ხედავს იმას,რისი გაუმჯობესება და სრულყოფაც შეიძლება. ეს ექსპანსიური ადამიანი გადატრიალებებისკენ არის მიდრეკილი. მისი ორიგინალური იდეები ადრე თუ გვიან აღიარებული იქნება საზოგადოების მიერ. ფრიად დამაჯერებელი და ძლიერ კონკურენტუნარიანია. ვერ იტანს შეზღუდვებს,კონტროლს ან დიქტატს. დაჩაგრულების განთავისუფლებაზე ფიქრობს. ისე სავსეა კეთილშობილი მოტივებით,მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ თავის ზრახვებს ყოველთვის კონსტრუქციულად ახორციელებს.

პლანეტის დაზიანება უკიდურესად დინამიური გონებაზე,ემოციურ იმპულსურობაზე, ცვალებადობაზე,დაბნეულობაზე,უცერემონიობაზე,გაღიზიანებაზე,სარკაზმსა და თავნებობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა უჩვეულო და უცნაური მოვლენებით. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ,როგორც რეფორმატორი და პირველაღმომჩენი,ძალიან იღბლიანია.

სამაგალითოდ მამაცია,როდესაც საქმე სირთულეების გადალახვას ეხება. თითქმის ყოველთვის დაჟინებულად და ჯიუტად მიილტვის მიუღწეველი იდეალებისკენ და ამიტომაც არის არაპოპულარული. მისი ზრდასრული ცხოვრებისეული ფილოსოფია და ქცევები ყოველთვის რადიკალურად განსხვავდება ბავშვობაში მიღებული აღზრდისგან.

მთელ თავის უნარებსა და ძალებს კაცობრიობის მსახურებისკენ მიმართავს. თითქმის არასდროს იყენებს მათ ანგარებიანი მიზნებით. ჰუმანიზმი და ალტრუიზმი მისი ცხოვრებისეული შრომის ფუნდამენტია. მის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი მოულოდნელად და დაუგეგმავად ხდება. ის ერთდროულად მეოცნებეც არის და ფანატიკოსიც,რევოლუციონერიც და უცნაურიც,მღელვარეც და მტკიცეც. არასტაბილური გარემო,პირდაპირი გაგებით,მისი ენერგეტიკული კვების წყაროა. ის ტკბება ნებისმიერი ცვლილებითა და გარდატეხით.

 

 

პაველ გლობა

+ ექსცენტრული პიროვნება,მეამბოხე სულით, „მკვეთრი მოსახვევებით“ და არაპროგნოზირებადი ქცევებით. შეპყრობილია შემოქმედების,ნოვატორული შეხედულებებისა და ცვლილებების იდეით. მისი პიროვნული არსი მოულოდნელ და უჩვეულო სიტუაციებში ვლინდება. ასეთივე სიტუაციები ეხმარება შემოქმედებით გარღვევებსა და საკუთარი დაფარული უნარების აღმოჩენაში (ნიუტონი, „მიზიდულობის კანონი“). ყოველთვის თავისუფლებისკენ ილტვის. ვერ იტანს ძალადობას. მისი ცხოვრება მრავალფეროვანია. ხანდახან სრულიად მოულოდნელად და რადიკალურად იცვლის შეხედულებებს. ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ადამიანი შესაძლოა აბსოლუტურად მოულოდნელად გაიხსნას,როგორც უნიკალური პიროვნება და ყველას გასაკვირად,ბევრს მიაღწიოს(სუვოროვი). ურანის ამ მდებარეობას არც ისე იშვიათად ვაწყდებით ექტრასენსებისა და წინასწარმეტყველების რუკებში.

გაუგებრობა გარშემომყოფების მხრიდან. პიროვნება ვერ ეწერება საზოგადოდ მიღებულ ქცევის წესებში. გამოირჩევა  პრეტენზიულობითა და ისტერიულობით. სრულიად მოულოდნელად იცვლის შეხედულებებს.

 

 

ფრენსის საკოიანი

სწრაფვა თავისუფლებისკენ. უჩვეულო გამჭრიახობა. ითვლებიან ექსცენტრულ და უცნაურ ადამიანებად,რადგან ანგარიშს არ უწევენ არავის. პირველაღმომჩენები,გამომგონებლები. ილტვიან თავისუფლებისკენ. უჩვეულო ინტუიციური ტალანტი აქვთ.  ზომიერება მათი იდეალი არ არის. როგორც წესი,მაღლები არიან.

თქვენთვის უცხოა პირობითობა. მიდრეკილი ხართ სიახლეებისკენ. გარშემომყოფები მეამბოხედ და რეფორმატორად აღგიქვამენ და მართლაც,თქვენი მათდამი დამოკიდებულება საკმაოდ არასტანდარტულია. თქვენთვის დამახასიათებელი იქნება უჩვეულო მანერები და გარეგნობა. თქვენ თავად მოგწონთ საკუთარი არაპროგნოზირებადობა და კატეგორიულად ვერ ეგუებით სხვა ადამიანების მიერ დადგენილ სტანდარტებს.

თქვენ ინდივიდუალური პერსონა ხართ,იმას აკეთებთ,რაც მოგწონთ და ანგარიშს არ უწევთ საზოგადოებრივ ნორმებს. თქვენი გარემოცვა და ცხოვრებისეული გარემოებები ხშირად და მოულოდნელად იცვლება.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „შიზოფრენიიდან  გენიალობამდე მიმავალი გზა ორმოებით არის სავსე. ამიტომ,ნახტომებით გადაილახება“

ურანის ეს მდებარეობა სუსტი ნერვების ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის.

თუ I სახლის ურანი დიდი ხნით ჩაირთვება,ყველაზე კეთილშობილი ასპექტების შემთხვევაშიც,ნატივი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდება.

საერთოდ,ეს უჩვეულო  ადამიანია,უცნაური თავისებურებებით გამორჩეული. მასში მოულოდნელად იღვიძებს ყველაზე ფანტასტიკური  აზრებისა და ქცევების იმპულსები და მას არ შეუძლია,უფრო ხშირად კი კატეგორიულად არ სურს თავისი იმპულსების რეალობასთან მისადაგება.

განვითარების დაბალ დონეზე,ყველაფერი ამოუხსნელი ახირებებით,სიჯიუტით,არამოტივირებული აგრესიის გამოხტომებით შემოიფაგლება. მართალია,ასეთი პერიოდები სწრაფად გადასდის,მაგრამ არც ის არის გამორიცხული მისი ზოგიერთი იდეა აკვიატებულ ხასიათს ატარებდეს. მაგალითად,შეიძლება დაიჩემოს,რომ ტანსაცმელზე აუცილებლად უნდა ატარებდეს ერთ ელვის გამოსახულებას მაინც. თუმცა მან მეტი დაჟინებულება უნდა გამოავლინოს და შეიძლება მოახერხოს კიდეც ურანის არაპროგნოზირებად გზავნილებთან მისადაგება. მაშინ,რასაც არ უნდა საქმიანობდეს,ადამიანს მუდმივად ექნება გენიალური  გამონათებები,როგორც გარეგან ისე შინაგან პრობლემებთან დაკავშირებით. ,რასაც არ უნდა საქმიანობდეს.  ამ ადამიანს შეუძლია სასწაული დაინახოს იქ,სადაც სხვა ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ამჩნევს,თუმცა მას გაუჭირდება გარშემომყოფებს აუხსნას,ზუსტად რას ხედავს. და პირიქით_მის თვითექსპრესიაში გენიალური მიგნებების ნაპერწკლები კვესავს, მაგრამ ხელოვნებისთვის ეს არ კმარა. საკუთარი შთაგონების მართვის სწავლა კი ძალიან უჭირს.

ურანის დაზიანების შემთხვევაში,პიროვნება შეიძლება საერთოდ დაიშალოს. დროდადრო ადამიანი  ელექტრო დინებას ვეღარ იჭერს და ვეღარ ახერხებს მისაღებ სოციალურ სივრცეში დაბრუნებას.

საჭიროა  ურანიული ნიშნების ამოცნობის სწავლა და წინასწარი სიფრთხილის გამოვლენა,რადგან „მერე“ ფიქრი გვიანი იქნება.

 

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი სამყაროს უკიდურეს გამოვლინებებში აღიქვამს. ცუდად არჩევს ექსტრემალურ მდგომარეობებეში გადასვლას. მისი დევიზია: „ყველაფერი ან არაფერი!“ მშვიდი გარემოცვა მას თრგუნავს.  პრინციპულად მხოლოდ სიახლეებით ინტერესდება და თავადაც ცდილობს ცხოვრებაში რაღაც უჩვეულო შეიტანოს. მას ყოველთვის ეჩვენება,რომ იდეალი სადღაც ჰორიზონტს მიღმა ემალება და აწმყოთი დაუკმაყოფილებელი,ყოველთვის მომავლისკენ მიილტვის.

ადრეული მომწიფება. შეიძლება ზრდასრული ადამიანის ფუნქციები მოზარდულ ასაკში იტვირთოს. სწრაფი ინტელექტუალური განვითარება. ორგანიზმში ყველა პროცესი დაჩქარებულია. თუ ურანი დაზიანებულია,ადამიანი მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება. თავისი არსტანდარტული და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით ჩიხში შეჰყავს გარშემომყოფები. უმეტესად არანორმალურ პიროვნებად აღიქვამენ.

გარეგნობაში რაღაც უჩვეულო აქვს,უცნაური მზერა: შეიძლება ახასიათებდეს მცირედი სიელმე ან ჰქონდეს სხვადასხვა ფერის თვალები. ანომალური სიმაღლე: ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი. არაპროპორციული აღნაგობა.

 

 

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა. ბუნებრივი თვითექსპრესიის თვალსაზრისით თქვენ რადიკალური და რევოლუციური ხართ. თქვენ პიროვნებას ძალიან სწრაფად შეუძლია სრული სიმშვიდიდან ნერვულ აღელვებაში გადასვლა. ამაში ჩადებულია უზარმაზარი თავნებობა,რომელიც ნებისმიერ მომენტში ირთვება,როდესაც სრული თავისუფლების ნახევრადგაცნობიერებულ მოთხოვნას განიცდით. თვითგამოხატვაში თითქმის ყოველთვის ჩადებულია ექსცენტრულობა,იდიოსინკრეზული გრძნობა,რომელიც სხვა ადამიანებისთვის უფრო თვალშისაცემია,ვიდრე თქვენთვის. სიმშვიდის მდგომარეობაც კი დაძაბულია და ხელსაყრელ მომენტს ელის,მსგავსი ფეირვერკის მოსაწყობად. მახე მდგომარეობს უსარგებლო ამბოხში(პროტესტი პროტესთვის). თქვენი ამოცანა კი ის არის,იყოთ ჭეშმარიტად უნიკალური პიროვნება.

ბუნებრივი პიროვნება. სახე,რომელსაც თქვენ სამყაროს აჩვენებთ,არაპროგნოზირებადია და მოულოდნელი ცვლილებებით ხასიათდება. თქვენს პიროვნებას ნერვული ენერგია აყალიბებს,იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც აქტიურად არ ვლინდება. ეს  პარადოქსისა და თავშეკავების სიმბოლური ნიღაბია,რომლითაც ადამიანი სხვებისგან განცალკვდება და მიუკერძოებელი დამკვირვებლის პოზიციას იკავებს. თქვენი სახელი-იარლიყი ნეონის სარეკლამო აბრას ჰგავს,რომელზეც მუდმივად იცვლება გზავნილები,თუმცა მთავარი შეტყობინება ყოველთვის უცველელია: „მე უცნაური ვარ!“

თვითშეგნება. თქვენი ცენტრალური „მე“ მხოლოდ მაშინ იღვიძებს,როდესაც პიროვნული გამოსხივება სრულიად ინდივიდუალური და არაპროგნოზირებადია. ცნობიერება ჩნდება თვითგამოხატვის გაელვებებისას. როდესაც თქვენ ჩუმი და წყნარი ხართ,და დროის უმეტესი ნაწილი ასეა,თქვენ უბრალოდ აკვირდებით, ხურდებით და ჩართვის მომენტს ელოდებით. როდესაც თქვენ ისეთივე ხართ,როგორც ყველა სხვა დანარჩენი,თქვენ არ ხართ. მხოლოდ მაშინ,როდესაც მოულოდნელად ფეთქდებით ექსტრაორდინალური გამოხტომით,ჭეშმარიტად აცნობიერებთ თქვენს არსს. თქვენ განსაკუთრებულად გმართებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნება,რომ ყოველთვის იცოდეთ,ვინ ხართ სინამდვილეში.

საზღვრები. თქვენ არა იმდენად დამაკავშირებელ ხიდებს აგებთ თქვენ შინაგან რეალობასა და გარესამყაროს შორის,რამდენადაც სპონტანურად დახტიხართ აქეთ-იქეთ. ქცევათა თანმიმდევრულობა ან პასიური მორჩილება კონტაქტს წყვეტს,დესტრუქციული ქცევები კი _ აუცილებელ გამყოფ ხაზს შლის ამ სამყაროებს შორის. პირველ შემთხვევაში,თქვენ გაიგნორებენ ან არასერიოზულად აღგიქვამენ,მეორე შემთხვევაში_განგდევნიან. ამოცანა_სამყაროში „მეს“ რაც შეიძლება ახალი და მეტად თავისუფალი ფორმების ჩანერგვა ისე,რომ არ შექმნათ ჩრდილოვანი ოპოზიცია.

ცხოველუნარიანობა. ურანის მდებარეობა  I სახლში მოულოდნელ და რადიკალურ ძვრებზე მიუთითებს,როგორც ჯანმრთელობის ისე ზოგადად,სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით. ეს მდებარეობა განსაკუთრებით განაწყობს ნერვული აშლილობებისკენ(როგორც მერკურისა და მარსის პირველ სახლში მდებარეობისას). რადგან თქვენ ნერვოზული პიროვნება ხართ,ნორმაზე მეტად მგრძნობიარედ რეაგირებთ სტრესებზე. თქვენ აუცილებლად უნდა ისწვლოთ ცხოვრებისეულ დარტყმებთან გამკლავება. აღიქვით ეს ისეთ სიურპრიზებად,როგორსაც თქვენ თვითონ უწყობთ სხვებს.  კრიზისის შემთხვევაში,უკეთ განკარგეთ თქვენი ენერგია და გამოეთიშეთ სიტუაციას,რომ დაიკავოთ დამკვირვებლის პოზიცია_გამოეთიშეთ თქვენ სხეულს,გამოეთიშეთ სამყაროს.

 

ფელიქს ველიჩკო

ეს იმპულსური, თავნება და ექსცენტრული ადამიანი აღმერთებს ცვლილებებს საკუთარ და გარშემომყოფთა ცხოვრებაშიც. დიდად არ ადარდებს საკუთარი ქცევების შედეგები. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნება, სხვების თავზე მოხვევის ტენდენციით. არ უყვარს პასუხიმგებლობა და თავისუფლების შეზღუდვა. ანგარიშს არ უწევს საზოგადოდ მიღებულ მორალს. მიდრეკილია ჰუმანიტარული პროფესიებისკენ. გამოირჩევა მეცნიერული და ინტუიციური ნიჭით,ორიგინალური და პროგრესული აზროვნებით. რაიმე სფეროში უნიკალური პიროვნებაა; სიურპრიზებით აღსავსე ინდივიდუალისტი, რომელიც ტრადიციების ჩარჩოებში ვერ ეწერება. ყურადღებით ეპყრობა ფულს და მისი გამომუშავების მეთოდებს. საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილოა.

ასეთ ადამიანებს მძიმედ გადააქვთ რუტინა. მშვიდ ცხოვრებას მღელვარება და დაძაბულობა ურჩევნიათ. ყოველთვის ცდილობენ მოწინავე პოსტები დაიკავონ ჯგუფებსა და ორგანიზაციებში, ნოვატურული იდეების პროპაგანდით. გამოირჩევიან არაპროგნოზირებადი ქცევებით, საზოგადოებაში დადგენილი წესებისადმი ამბოხით. ისინი ყოველთვის ცდილობენ უჩვეულო ადამიანები შემოიკრიბონ გარშემო. ამ ადამიანებისთვის მომავალი გაცილებით საინტერესოა,ვიდრე აწმყო.

მიდრეკილნი არიან ნერვული გამოფიტვისკენ.

 

ცნობილი ადამიანები I სახლის ურანით:

ვერძში: Che Guevara, Audrey Hepburn, James Dean, Serge Gainsbourg, Pope Benedict XVI, Johnny Cash, Joan Rivers, Joan Collins, Alexander Graham Bell, Gene Hackman…

კუროში: John Lennon, Nikola Tesla, Johann Sebastian Bach, Claudia Cardinale, Jon Voight, Richie Sambora…

ტყუპებში: Mitt Romney, Paulo Coelho, Mia Farrow, George Lucas, Tommy Lee Jones…

კირჩხიბში: Bruce Springsteen, Hugo Chávez, Kurt Russell…

ლომში: Bill Gates, Mel Gibson, Aleister Crowley, Eddie Murphy, Robert Smith, Christophe Lambert, Luc Besson, Richie Sambora…

ქალწულში: Johnny Depp, Keanu Reeves, Kurt Cobain, Sophie Marceau, Shahrukh Khan, Rocco Siffredi, Naomi Watts, Billy Corgan, Olivier Martinez, Will Ferrell, LL Cool J, Dave Navarro, Mike Myers…

სასწორში: Leonardo DiCaprio, Aishwarya Rai, Jay-Z, Charles de Gaulle, Renée Zellweger, Shannen Doherty, Guillaume Canet, Monica Lewinsky, Romain Duris…

მორიელში: Beyonce Knowles, Natalie Portman, Isaac Newton, Kate Winslet, Jennifer Love Hewitt, Jessica Simpson, Rachel McAdams, Edgar Allan Poe, Tom Brady, Giacomo Casanova, Fiona Apple…

მშვილდოსანში: Scarlett Johansson, Jessica Biel, Kesha, Leona Lewis, René Magritte, Joan Crawford, Athina Onassis Roussel, Emily Brontë, Raphael, Pablo Neruda…

თხის რქაში: Mère Teresa, Jean-Paul Sartre, Ronald Reagan, Fyodor Dostoyevsky, Lucille Ball…

მერწყულში: Eva Braun, Billie Holiday, Kirk Douglas…

თევზებში: Maximilien Robespierre, Ramakrishna, Truman Capote…

 

 

სტატიის ავტორი Qet Adastra

 


About Qet

Scroll To Top